კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პური ძვირდება, საცხობების ნაწილმა წონას დააკლო, ზოგმა კი ფასი გაზარდა" - პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის საგანგაშო პროგნოზი
"პური ძვირდება, საცხობების ნაწილმა წონას დააკლო, ზოგმა კი ფასი გაზარდა" - პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის საგანგაშო პროგნოზი

სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­რის გაძ­ვი­რე­ბის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია. სა­ცხო­ბე­ბის ნა­წილ­მა უკვე გა­ზარ­და სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, მათ კი, ვინც არ გა­აძ­ვი­რა, პუ­რის წო­ნას და­აკ­ლო, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა TV/Radio"-ს ყო­ველ­დღი­უ­რი დღის შოუს, "შუ­ა­დღის ამ­ბე­ბის" ეთერ­ში პურ-პრო­დუქ­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე მალ­ხაზ დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­რის ფას­ზე მა­სობ­რი­ვი ზრდაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

მალ­ხაზ დო­ლი­ძე, პურ-პრო­დუქ­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე: პირ­და­პირ გე­ტყვით, სი­მარ­თლე მწა­რეა, საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფქვი­ლის ფა­სებ­მა, რაც პრო­დუქ­ტის ძი­რი­თა­დი ნედ­ლე­უ­ლია. 1 ტო­მა­რა ფქვი­ლი, რო­მე­ლიც 37 ლარი ღირ­და, დღეს 44 ლარი ღირს.

"შუ­ა­დღის ამ­ბე­ბი":რას უკავ­ში­რებთ ფა­სის ამ ოდე­ნო­ბით მა­ტე­ბას?

მალ­ხაზ დო­ლი­ძე: სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბლის ასე­თი მო­სა­ვა­ლი ჯერ არ მო­სუ­ლა, თუმ­ცა ამას არ გა­ნუ­პი­რო­ბე­ბია ფა­სე­ბის კლე­ბა. ჩვენ სამ მი­ნისტრს შევ­ხვდით და ვთხო­ვეთ გან­მარ­ტე­ბა, თუ რა­ტომ არის უკუპ­რო­პორ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი. თუ არ იქ­ნე­ბა ამ დარ­გში სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბი და­ცუ­ლი, ფქვი­ლის ფა­სე­ბი მაღ­ლა აი­წევს.

"შუ­ა­დღის ამ­ბე­ბი":რა პა­სუ­ხე­ბი მი­ი­ღეთ მი­ნის­ტრის­გან?

მალ­ხაზ დო­ლი­ძე: ჯერ პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია.

"შუ­ა­დღის ამ­ბე­ბი":ზო­გა­დად, ვინ არე­გუ­ლი­რებს სა­კითხს, აი­წე­ვა თუ არა პუ­რის ფასი? ჩარ­თუ­ლია ამ პრო­ცე­სებ­ში სა­ხელ­მწი­ფო?

მალ­ხაზ დო­ლი­ძე: არა, ამ პრო­ცე­სებ­ში სა­ხელ­მწი­ფო არ არის ჩარ­თუ­ლი, ბა­ზარ­მა უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს. რო­გორც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ბა­ზარ­ზე შე­ფერ­ხე­ბე­ბია სხვა ქვეყ­ნის ფქვილ­ზე; არის ვერ­სია, რომ ხელი შე­უ­წყონ ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბას, რა­საც მეც მხარს ვუ­ჭერ, მაგ­რამ არა მე­წარ­მე­ე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე. ხორ­ბა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფო­თი­დან თბი­ლი­სამ­დე უნდა შე­მო­ვი­დეს, 25 დო­ლა­რი ღირს 1 ტონა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ეს რა ოდე­ნო­ბის ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? ამას ემა­ტე­ბა ცხო­ბის­თვის სა­ჭი­რო სხვა რე­სურ­სე­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბიც, მათ შო­რის წყა­ლიც, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მე­წარ­მე­ე­ბი­სათ­ვის ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და 40 თეთ­რს შე­ად­გენს.

"შუ­ა­დღის ამ­ბე­ბი": სა­ბო­ლო­ოდ, თქვენ მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გაძ­ვირ­დე­ბა პური? თუ კი, - რო­დი­დან და რამ­დე­ნი თეთ­რით?

მალ­ხაზ დო­ლი­ძე: თბი­ლის­ში ათას­ზე მეტი სა­ცხო­ბია. მე ყვე­ლას მა­გივ­რად ვერ გაგ­ცემთ პა­სუხს, მაგ­რამ რა თქმა უნდა, თუ ამ პრო­დუქ­ტის დამ­ზა­დე­ბა, თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა ძვირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, გაძ­ვირ­დე­ბა სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­ტა­ნი­ლი მზა პრო­დუქ­ტიც. ჩემი პროგ­ნო­ზი ელე­მენ­ტა­რუ­ლია, - ზოგ­მა სა­ცხობ­მა წო­ნას და­აკ­ლო, ზოგ­მა კი ფასი მო­უ­მა­ტა.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­რის ფა­სის ზრდაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი? - რას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი

გა­და­ცე­მა "შუ­ა­დღის ამ­ბე­ბი" "პა­ლიტ­რა TV/Radio"-სყო­ველ­დღი­უ­რი დღის შოუა და ის მა­ყუ­რე­ბელ­თან მაქ­სი­მა­ლურ ინ­ტე­რაქ­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გან­ხილ­ვას ეთ­მო­ბა. გა­და­ცე­მა ეთერ­შია ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს, 14:10-ზე რო­გორც "პა­ლიტ­რა TV"-ს მა­ყუ­რებ­ლის­თვის, ასე­ვე რა­დიო "პა­ლიტ­რის" (103'9 FM) მსმე­ნე­ლის­თვის. გა­და­ცე­მა­ში მა­ყუ­რე­ბელს აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ.

Price of bread expected to rise in Georgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პური ძვირდება, საცხობების ნაწილმა წონას დააკლო, ზოგმა კი ფასი გაზარდა" - პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის საგანგაშო პროგნოზი

"პური ძვირდება, საცხობების ნაწილმა წონას დააკლო, ზოგმა კი ფასი გაზარდა" - პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის საგანგაშო პროგნოზი

საქართველოში პურის გაძვირების პროცესი დაწყებულია. საცხობების ნაწილმა უკვე გაზარდა სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქტის ღირებულება, მათ კი, ვინც არ გააძვირა, პურის წონას დააკლო, - ამის შესახებ "პალიტრა TV/Radio"-ს ყოველდღიური დღის შოუს, "შუადღის ამბების" ეთერში პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა.  მისი თქმით, უახლოეს პერიოდში, საქართველოში პურის ფასზე მასობრივი ზრდაა მოსალოდნელი.

მალხაზ დოლიძე, პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე: პირდაპირ გეტყვით, სიმართლე მწარეა, საგრძნობლად მოიმატა საქართველოში ფქვილის ფასებმა, რაც პროდუქტის ძირითადი ნედლეულია. 1 ტომარა ფქვილი, რომელიც 37 ლარი ღირდა, დღეს 44 ლარი ღირს.

"შუადღის ამბები":რას უკავშირებთ ფასის ამ ოდენობით მატებას?

მალხაზ დოლიძე: საქართველოში ხორბლის ასეთი მოსავალი ჯერ არ მოსულა, თუმცა ამას არ განუპირობებია ფასების კლება. ჩვენ სამ მინისტრს შევხვდით და ვთხოვეთ განმარტება, თუ რატომ არის უკუპროპორციული პროცესები. თუ არ იქნება ამ დარგში საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დაცული, ფქვილის ფასები მაღლა აიწევს.

"შუადღის ამბები":რა პასუხები მიიღეთ მინისტრისგან?

მალხაზ დოლიძე: ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

"შუადღის ამბები":ზოგადად, ვინ არეგულირებს საკითხს, აიწევა თუ არა პურის ფასი? ჩართულია ამ პროცესებში სახელმწიფო?

მალხაზ დოლიძე: არა, ამ პროცესებში სახელმწიფო არ არის ჩართული, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ბაზარზე შეფერხებებია სხვა ქვეყნის ფქვილზე; არის ვერსია, რომ ხელი შეუწყონ ადგილობრივ წარმოებას, რასაც მეც მხარს ვუჭერ, მაგრამ არა მეწარმეებისა და მოსახლეობის ხარჯზე. ხორბალი, რომელიც საქართველოში, ფოთიდან თბილისამდე უნდა შემოვიდეს, 25 დოლარი ღირს 1 ტონა. წარმოგიდგენიათ, ეს რა ოდენობის ხარჯებთან არის დაკავშირებული? ამას ემატება ცხობისთვის საჭირო სხვა რესურსების დანახარჯებიც, მათ შორის წყალიც, რომლის ღირებულებაც, როგორც ცნობილია, მეწარმეებისათვის ბევრად მეტია, ვიდრე მოქალაქეებისთვის და 40 თეთრს შეადგენს.

"შუადღის ამბები": საბოლოოდ, თქვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა არგუმენტის გათვალისწინებით, გაძვირდება პური? თუ კი, - როდიდან და რამდენი თეთრით?

მალხაზ დოლიძე: თბილისში ათასზე მეტი საცხობია. მე ყველას მაგივრად ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ამ პროდუქტის დამზადება, თვითღირებულება ძვირდება, შესაბამისად, გაძვირდება სარეალიზაციოდ გატანილი მზა პროდუქტიც. ჩემი პროგნოზი ელემენტარულია, -  ზოგმა საცხობმა წონას დააკლო, ზოგმა კი ფასი მოუმატა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში პურის ფასის ზრდაა მოსალოდნელი? - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები

გადაცემა "შუადღის ამბები" "პალიტრა TV/Radio"-ს ყოველდღიური დღის შოუა და ის მაყურებელთან მაქსიმალურ ინტერაქციას და საზოგადოებაში აქტუალური სოციალური პრობლემების განხილვას ეთმობა. გადაცემა ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს, 14:10-ზე როგორც "პალიტრა TV"-ს მაყურებლისთვის, ასევე რადიო "პალიტრის" (103'9 FM) მსმენელისთვის. გადაცემაში მაყურებელს აზრის დაფიქსირება ტელეფონის საშუალებით შეუძლიათ.

Price of bread expected to rise in Georgia

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია