Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია 8 მომაკვდინებელი ცოდვა - "ეს ცოდვები ადამიანს ღმერთს ავიწყებს"
რომელია 8 მომაკვდინებელი ცოდვა - "ეს ცოდვები ადამიანს ღმერთს ავიწყებს"

"არ­სე­ბობს მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვე­ბი და არ­სე­ბობს ნაკ­ლე­ბად მძი­მე ცოდ­ვე­ბი", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი.

დე­კა­ნო­ზის თქმით, მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვა ადა­მი­ანს ღმერ­თს ავი­წყებს და მას­ში ღვთი­სა­კენ ლტოლ­ვას კლავს.

"ძველ ბერ­ძნულ და ძველ ებ­რა­ულ ენა­ზე ცოდ­ვა ნიშ­ნავს გზი­დან აქ­ცე­ულს, ანუ გარ­კვე­უ­ლი მის­წრა­ფე­ბი­დან გა­დახ­ვე­ვას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პირ­ვე­ლი ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა ეშ­მაკ­მა და მო­მა­ვალ­ში მან ცოდ­ვა ადამს ჩა­ა­დე­ნი­ნა. ადა­მი­ა­ნის მი­ზა­ნი უფალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა იყო და ამ სა­კი­თხში მან შეს­ცო­და, ეშ­მა­კის ცდუ­ნე­ბას და­უ­ჯე­რა, გა­და­უხ­ვია მი­ზანს, ამი­ტომ ღმერ­თმა სა­მო­თხი­დან გა­მო­ა­ძე­ვა.

მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვე­ბი იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ ამ ცოდ­ვის ჩამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ აღარ ფიქ­რობს ღმერ­თზე, მას ავი­წყდე­ბა თა­ვი­სი მი­ზა­ნი და ღმერ­თს გა­ნე­შო­რე­ბა. ხში­რად არის ისე­თი მო­მენ­ტი, როცა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ცოდ­ვას და უგუ­ნურ ქმე­დე­ბას სხვას გა­და­აბ­რა­ლებს, რო­გორც ევას გა­და­აბ­რა­ლა ადამ­მა, ევამ კი ეშ­მაკს.

ყვე­ლა­ზე დიდი ცოდ­ვა ის არის, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე აღას­რუ­ლებს, ანუ მას არც ეშ­მა­კი აძა­ლებს, არც სხვა ადა­მი­ა­ნი და ყო­ველ­გვა­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე სცო­დავს.

რაც შე­ე­ხე­ბა რვა მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ცოდ­ვას, ესე­ნია:

ნაყ­რო­ვა­ნე­ბა – სიმ­თვრა­ლე, მარ­ხვის დარ­ღვე­ვა, ფა­რუ­ლად ჭამა, გე­მოთ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნა­ი­რი თავ­შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა. არას­წო­რი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი­სა, მისი სი­ცო­ცხლი­სა და გან­სვე­ნე­ბი­სა, რაც წარ­მო­ად­გენს თა­ვის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, ამის­გან კი იშ­ვე­ბა ორ­გუ­ლო­ბა ღმრთი­სად­მი, ეკ­ლე­სი­ი­სად­მი და ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი.

სიძ­ვა – მრუ­შუ­ლი აღ­გზნე­ბა, სხე­უ­ლის მრუ­შუ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი. არაწ­მინ­და აზ­რე­ბის მი­ღე­ბა, მათ­თან სა­უ­ბა­რი, მა­თით ტკბო­ბა, გრძნო­ბე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ხე­ბის გრძნო­ბი­სა. ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა და ვნე­ბის აღ­მძვრე­ლი ში­ნა­არ­სის წიგ­ნე­ბის კი­თხვა.

ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა – ფუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, სა­ერ­თოდ მოძ­რა­ვი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. გამ­დიდ­რე­ბის სურ­ვი­ლი და მის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ფიქ­რი, ოც­ნე­ბა სიმ­დიდ­რე­ზე. სი­ბე­რის, მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­ღა­ტა­კე­ბის, დას­ნე­უ­ლე­ბი­სა და გა­და­სახ­ლე­ბის შიში. სი­ძუნ­წე, ან­გა­რე­ბა, ურ­წმუ­ნო­ე­ბა ღმრთი­სად­მი, მისი გან­გე­ბუ­ლე­ბი­სად­მი მინ­დო­ბა, სა­ჩუქ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, სხვი­სი ნივ­თე­ბის მით­ვი­სე­ბა. ქურ­დო­ბა, ძარ­ცვა.

მრის­ხა­ნე­ბა – სი­ფი­ცხე, მრის­ხა­ნე­ბის აზ­რე­ბის მი­ღე­ბა, ოც­ნე­ბა სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და­ზე, უმარ­თე­ბუ­ლო ყვი­რი­ლი, კა­მა­თი, ღვარ­ძლი­ა­ნი, უხე­ში, სა­ლან­ძღა­ვი სი­ტყვე­ბი, ცემა, ხე­ლის კვრა, მკვლე­ლო­ბა, სი­ძულ­ვი­ლი, მტრო­ბა, შუ­რის­გე­ბა, ცი­ლის­წა­მე­ბა, გან­კი­თხვა, მოყ­ვა­სის აღ­შფო­თე­ბა და გა­ნა­წყე­ნე­ბა.

ურვა (მწუ­ხა­რე­ბა) – ნაღ­ვე­ლი, ურვა, წუ­ხი­ლი. ღმრთის იმე­დის და­კარ­გვა, მის აღ­თქმებ­ში და­ეჭ­ვე­ბა, მის­და­მი უმა­დუ­რო­ბა, სულ­მოკ­ლე­ო­ბა, მო­უთ­მენ­ლო­ბა, თა­ვის ბრა­ლო­ბის და­ტე­ვე­ბა, სა­კუ­თა­რი ჯვრის უარ­ყო­ფა, მისი მო­შო­რე­ბის მცდე­ლო­ბა.

მო­წყი­ნე­ბა – მცო­ნა­რო­ბა ყვე­ლა­ნა­ირ კე­თილ საქ­მე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – ლოც­ვა­ში. საღვთის­მსა­ხუ­რო და სე­ნა­კის ლოც­ვი­თი კა­ნო­ნე­ბის, გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ლოც­ვი­სა და სუ­ლის სა­სარ­გებ­ლო სა­კი­თხა­ვე­ბის და­ტე­ვე­ბა, უყუ­რა­დღე­ბო­ბა და სიჩ­ქა­რე ლოც­ვა­ში, და­უ­დევ­რო­ბა, უკ­რძალ­ვე­ლო­ბა, უსაქ­მო­ბა, სხე­უ­ლის ზედ­მე­ტი გა­ნე­ბივ­რე­ბა ძი­ლით, წო­ლით და სხვა სა­ხის გან­სვე­ნე­ბე­ბით. უქმი მე­ტყვე­ლე­ბა, მკრე­ხე­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის და­ვი­წყე­ბა, ქრის­ტეს მცნე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა.

მზვა­ობ­რი­ო­ბა – ადა­მი­ა­ნუ­რი დი­დე­ბის ძი­ე­ბა, თა­ვის ქება, ლა­მა­ზი შე­სა­მო­სე­ლის ეკი­პა­ჟე­ბის, მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი­სა და სე­ნა­კის ნივ­თე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, სა­კუ­თა­რი სა­ხის სი­ლა­მა­ზი­სა, ხმის სიმ­შვე­ნი­ე­რის და სხე­უ­ლის სხვა თვი­სე­ბე­ბი­სად­მი ყუ­რაღ­დღე­ბა, სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის აღი­ა­რე­ბის სირ­ცხვი­ლი, მათი და­მალ­ვა ხალ­ხი­სა და სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრის­გან, თა­ვის მარ­თლე­ბა, კა­მა­თი, თვალ­თმაქ­ცო­ბა, სიც­რუე, პირ­ფე­რო­ბა, შური, მოყ­ვა­სის დამ­ცი­რე­ბა, ხა­სი­ა­თის ცვა­ლე­ბა­დო­ბა, ფა­რი­სევ­ლო­ბა.

სი­ა­მა­ყე – მოყ­ვა­სი­სად­მი სი­ძულ­ვი­ლი, სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვებ­ზე უმ­ჯო­ბე­სად მიჩ­ნე­ვა, კად­ნი­ე­რე­ბა, გუ­ლი­სა და გო­ნე­ბის დაბ­ნე­ლე­ბა, ურ­წმუ­ნო­ე­ბა, სა­კუ­თა­რი ხორ­ცი­ე­ლი ნე­ბის მი­დევ­ნე­ბა, გარ­ყვნი­ლი ში­ნა­არ­სის წიგ­ნე­ბის კი­თხვა, გეს­ლი­ა­ნი და­ცინ­ვა, ღმრთი­სა და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლის გან­ქარ­ვე­ბა, ცრუ­ფი­ლო­სო­ფია, სუ­ლი­ე­რი სიკ­ვდი­ლი.

მინ­და აქვე დავ­სძი­ნო და პა­ტივ­ცე­მულ მკი­თხველს მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ როცა სა­სუ­ლი­ე­რო პირი ქა­და­გებს ამა თუ იმ სა­კი­თხზე, ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირი ახ­მო­ვა­ნებს სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბას წმინ­და მა­მა­თა გად­მო­ცე­მი­დან და კრი­ტი­კა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ არის მარ­თე­ბუ­ლი, რად­გან ჩვენ არ ვამ­ბობთ ჩვენს აზრს, ჩვენ ვახ­მო­ვა­ნებთ ეკ­ლე­სი­ის აზრს, წმინ­და მა­მა­თა და­რი­გე­ბებს, - ამ­ბობს დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი.

თაკო ესე­ბუა, AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცოდვილნი
0

amin ამინ ღმერთო დაიფარე ყველა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რომელია 8 მომაკვდინებელი ცოდვა - "ეს ცოდვები ადამიანს ღმერთს ავიწყებს"

რომელია 8 მომაკვდინებელი ცოდვა - "ეს ცოდვები ადამიანს ღმერთს ავიწყებს"

"არსებობს მომაკვდინებელი ცოდვები და არსებობს ნაკლებად მძიმე ცოდვები", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

დეკანოზის თქმით, მომაკვდინებელი ცოდვა ადამიანს ღმერთს ავიწყებს და მასში ღვთისაკენ ლტოლვას კლავს.

"ძველ ბერძნულ და ძველ ებრაულ ენაზე ცოდვა ნიშნავს გზიდან აქცეულს, ანუ გარკვეული მისწრაფებიდან გადახვევას. მოგეხსენებათ, პირველი ცოდვა ჩაიდინა ეშმაკმა და მომავალში მან ცოდვა ადამს ჩაადენინა. ადამიანის მიზანი უფალთან მიახლოება იყო და ამ საკითხში მან შესცოდა, ეშმაკის ცდუნებას დაუჯერა, გადაუხვია მიზანს, ამიტომ ღმერთმა სამოთხიდან გამოაძევა.

მომაკვდინებელი ცოდვები იმდენად მძიმეა, რომ ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი საერთოდ აღარ ფიქრობს ღმერთზე, მას ავიწყდება თავისი მიზანი და ღმერთს განეშორება. ხშირად არის ისეთი მომენტი, როცა ადამიანი საკუთარ ცოდვას და უგუნურ ქმედებას სხვას გადააბრალებს, როგორც ევას გადააბრალა ადამმა, ევამ კი ეშმაკს.

ყველაზე დიდი ცოდვა ის არის, რომელსაც ადამიანი ძალდატანების გარეშე აღასრულებს, ანუ მას არც ეშმაკი აძალებს, არც სხვა ადამიანი და ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე სცოდავს.

რაც შეეხება რვა მომაკვდინებელ ცოდვას, ესენია:

ნაყროვანება – სიმთვრალე, მარხვის დარღვევა, ფარულად ჭამა, გემოთმოყვარეობა და საერთოდ, ყველანაირი თავშეუკავებლობა. არასწორი და გადაჭარბებული სიყვარული საკუთარი სხეულისა, მისი სიცოცხლისა და განსვენებისა, რაც წარმოადგენს თავისმოყვარეობას, ამისგან კი იშვება ორგულობა ღმრთისადმი, ეკლესიისადმი და ადამიანებისადმი.

სიძვა – მრუშული აღგზნება, სხეულის მრუშული შეგრძნებები და სურვილები. არაწმინდა აზრების მიღება, მათთან საუბარი, მათით ტკბობა, გრძნობების დაუცველობა, განსაკუთრებით შეხების გრძნობისა. ბილწსიტყვაობა და ვნების აღმძვრელი შინაარსის წიგნების კითხვა.

ვერცხლისმოყვარეობა – ფულის სიყვარული, საერთოდ მოძრავი და უძრავი ქონების სიყვარული. გამდიდრების სურვილი და მის საშუალებებზე ფიქრი, ოცნება სიმდიდრეზე. სიბერის, მოულოდნელი გაღატაკების, დასნეულებისა და გადასახლების შიში. სიძუნწე, ანგარება, ურწმუნოება ღმრთისადმი, მისი განგებულებისადმი მინდობა, საჩუქრების სიყვარული, სხვისი ნივთების მითვისება. ქურდობა, ძარცვა.

მრისხანება – სიფიცხე, მრისხანების აზრების მიღება, ოცნება სამაგიეროს გადახდაზე, უმართებულო ყვირილი, კამათი, ღვარძლიანი, უხეში, სალანძღავი სიტყვები, ცემა, ხელის კვრა, მკვლელობა, სიძულვილი, მტრობა, შურისგება, ცილისწამება, განკითხვა, მოყვასის აღშფოთება და განაწყენება.

ურვა (მწუხარება) – ნაღველი, ურვა, წუხილი. ღმრთის იმედის დაკარგვა, მის აღთქმებში დაეჭვება, მისდამი უმადურობა, სულმოკლეობა, მოუთმენლობა, თავის ბრალობის დატევება, საკუთარი ჯვრის უარყოფა, მისი მოშორების მცდელობა.

მოწყინება – მცონარობა ყველანაირ კეთილ საქმეში, განსაკუთრებით კი – ლოცვაში. საღვთისმსახურო და სენაკის ლოცვითი კანონების, განუწყვეტელი ლოცვისა და სულის სასარგებლო საკითხავების დატევება, უყურადღებობა და სიჩქარე ლოცვაში, დაუდევრობა, უკრძალველობა, უსაქმობა, სხეულის ზედმეტი განებივრება ძილით, წოლით და სხვა სახის განსვენებებით. უქმი მეტყველება, მკრეხელობა, საკუთარი ცოდვების დავიწყება, ქრისტეს მცნებების შეუსრულებლობა, სასოწარკვეთილება.

მზვაობრიობა – ადამიანური დიდების ძიება, თავის ქება, ლამაზი შესამოსელის ეკიპაჟების, მოსამსახურეებისა და სენაკის ნივთების სიყვარული, საკუთარი სახის სილამაზისა, ხმის სიმშვენიერის და სხეულის სხვა თვისებებისადმი ყურაღდღება, საკუთარი ცოდვების აღიარების სირცხვილი, მათი დამალვა ხალხისა და სულიერი მოძღვრისგან, თავის მართლება, კამათი, თვალთმაქცობა, სიცრუე, პირფერობა, შური, მოყვასის დამცირება, ხასიათის ცვალებადობა, ფარისევლობა.

სიამაყე – მოყვასისადმი სიძულვილი, საკუთარი თავის სხვებზე უმჯობესად მიჩნევა, კადნიერება, გულისა და გონების დაბნელება, ურწმუნოება, საკუთარი ხორციელი ნების მიდევნება, გარყვნილი შინაარსის წიგნების კითხვა, გესლიანი დაცინვა, ღმრთისა და მოყვასის სიყვარულის განქარვება, ცრუფილოსოფია, სულიერი სიკვდილი.

მინდა აქვე დავსძინო და პატივცემულ მკითხველს მინდა შევახსენო, რომ როცა სასულიერო პირი ქადაგებს ამა თუ იმ საკითხზე, ყველა სასულიერო პირი ახმოვანებს საეკლესიო სწავლებას წმინდა მამათა გადმოცემიდან და კრიტიკა და განსხვავებული აზრი არ არის მართებული, რადგან ჩვენ არ ვამბობთ ჩვენს აზრს, ჩვენ ვახმოვანებთ ეკლესიის აზრს, წმინდა მამათა დარიგებებს, - ამბობს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

თაკო ესებუა, AMBEBI.GE