კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთდეს
ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთდეს

პი­რა­დად მე ვი­ყა­ვი და ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი იმის, რომ სა­ქარ­თვე­ლო მი­უ­ერ­თდეს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს იმ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, ხომ არ უკავ­ში­რებს "როს­პოტ­რებ­ნა­ზო­რის" გან­ცხა­დე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ემ­ბარ­გოს შე­საძ­ლო და­წე­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ას­თან მი­ერ­თე­ბას.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ გუ­შინ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და შე­ის­წავ­ლი­ან ხა­რისხს ღვი­ნის, თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პრო­დუქ­ცი­ის, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში გა­დის და თუ რა­ი­მე კი­თხვე­ბი იქ­ნე­ბა ამას გა­არ­კვე­ვენ.

"პი­რა­დად ჩემი, რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის პო­ზი­ცია არის შემ­დე­გი, მე ვი­ყა­ვი და ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი, სა­ქარ­თვე­ლო მი­უ­ერ­თდეს რუ­სე­თის მიერ წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს. ჩვენ ეს პო­ზი­ცია გვქონ­და გა­სულ წელს და გვაქვს იგი­ვე პო­ზი­ცია ახ­ლაც. არ ვა­პი­რებთ ამ პო­ზი­ცი­ის შეც­ვლას, 15 სან­ქცი­ი­დან ერ­თა­დერ­თი სან­ქცია, რო­მელ­საც შე­უ­ერ­თდა სა­ქარ­თვე­ლოს გა­სულ წელს შე­ე­ხე­ბო­და მხო­ლოდ ყი­რიმ­სა და სე­ვას­ტო­პოლ­ში წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ტის ექ­სპორტზე და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, ჩვენ გვაქვს პრობ­ლე­მა ჩვენს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში და ჩვენ იგი­ვეს ვი­თხოვთ და­ნარ­ჩე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან. ჩვე­ნი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს იყო გარ­და­უ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. სხვა სან­ქცი­ებ­ზე გვქონ­და მსჯე­ლო­ბა მთავ­რო­ბის შიგ­ნით გა­სულ წელს და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ არ ვა­პი­რებთ შე­ვუ­ერ­თდეთ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რჩე­ბა ძა­ლა­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, პირ­ველ რიგ­ში ის, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ვუფრ­თხლდე­ბით იმ მო­ნა­პო­ვარს, რო­მე­ლიც უკვე გვაქვს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის სა­ხით.

პრე­მი­ე­რის თქმით, სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა გვაქვს.

"წლე­ბის წინ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­უ­აზ­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კის გამო გა­წყვე­ტი­ლი დი­ა­ლო­გი, ჩვე­ნი პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კის გზით შევ­ძე­ლით ბაზ­რის ხე­ლახ­ლა გახ­სნა და ჩვენ ამას ვა­ფა­სებთ. ასე რომ მე ვფიქ­რობ რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ეს არ არის ახალ სან­ქცი­ებ­ზე მი­ერ­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

კი­თხვა­ზე თუ თა­ვის დრო­ზე 2014 წელს რა­ტომ არ გახ­და ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­ში­რის კონ­კრე­ტულ სან­ქცი­ა­ზე მი­ერ­თე­ბის თა­ო­ბა­ზე, პრე­მი­ე­რი აცხა­დებს, რომ არ იცის.

"რო­გორც ჩანს, არც მე­დია და­ინ­ტე­რეს­და, არც რუ­სუ­ლი მე­დია. მე ვფიქ­რობ, ეს აჟი­ო­ტა­ჟი ძა­ლი­ან ხე­ლოვ­ნუ­რად არის აგო­რე­ბუ­ლი. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ შიდა დესტრუქ­ცი­ულ ძა­ლებს არ სურთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი კი არის რუ­სეთ­თან კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა. ეს პრო­ცე­სი უკვე და­ი­წყო, თუმ­ცა მთა­ვარ პრობ­ლე­მაც რჩე­ბა აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო. მაგ­რამ და­ნარ­ჩენ სა­კი­თებ­ში მივ­ყვე­ბით თან­მიმ­დევ­რუ­ლად და გვაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და მიდ­გო­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთდეს

ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთდეს

პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი იმის, რომ საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ხომ არ უკავშირებს "როსპოტრებნაზორის" განცხადებას და საქართველოსთვის ემბარგოს შესაძლო დაწესებას საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციასთან მიერთებას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუშინ გააკეთა განცხადება და შეისწავლიან ხარისხს ღვინის, თუ ნებისმიერი სხვა პროდუქციის, რომელიც რუსეთში გადის და თუ რაიმე კითხვები იქნება ამას გაარკვევენ.

"პირადად ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პოზიცია არის შემდეგი, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო მიუერთდეს რუსეთის მიერ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა გასულ წელს და გვაქვს იგივე პოზიცია ახლაც. არ ვაპირებთ ამ პოზიციის შეცვლას, 15 სანქციიდან ერთადერთი სანქცია, რომელსაც შეუერთდა საქართველოს გასულ წელს შეეხებოდა მხოლოდ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქტის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს. მოგეხსენებათ, ჩვენ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ გვაქვს პრობლემა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ჩვენ იგივეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებზე გვქონდა მსჯელობა მთავრობის შიგნით გასულ წელს და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხლდებით იმ მონაპოვარს, რომელიც უკვე გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის სახით.

პრემიერის თქმით, სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს.

"წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი დიალოგი, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გზით შევძელით ბაზრის ხელახლა გახსნა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ასე რომ მე ვფიქრობ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ახალ სანქციებზე მიერთება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე თუ თავის დროზე 2014 წელს რატომ არ გახდა ცნობილი საქართველოს მიერ ევროკავშირის კონკრეტულ სანქციაზე მიერთების თაობაზე, პრემიერი აცხადებს, რომ არ იცის.

"როგორც ჩანს, არც მედია დაინტერესდა, არც რუსული მედია. მე ვფიქრობ, ეს აჟიოტაჟი ძალიან ხელოვნურად არის აგორებული. ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, ჩვენი ინტერესი კი არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. ეს პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა მთავარ პრობლემაც რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო. მაგრამ დანარჩენ საკითებში მივყვებით თანმიმდევრულად და გვაქვს აბსოლუტურად კეთილმეზობლური ურთიერთობები და მიდგომები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."