თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება

თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება

თბილისში სამარშრუტო ტაქსების ნაწილი გაფიცვას აგრძელებს. მძღოლები "თბილისის მიკროავტობუსის" დიღმის ფარეხთან არიან შეკრებილები, სადაც, მძღოლების ინფორმაციით, მობილიზებულია პოლიციაც.

როგორც მათ "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლები გაფიცულ მძღოლებთან დიალოგისთვის სავარაუდოდ, მზად არიან და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებენ თუ არა მძღოლები გაფიცვას.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები "თბილისის მიკროავტობუსისგან" ყოველდღიური გეგმის შემცირებას ითხოვენ. სამარშრუტო ტაქსები დღეს დილიდან არ მოძრაობენ დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან, გლდანიდან, ვაზისუბნიდან. მათ სხვა სამარშრუტო ხაზების მძღოლებიც უერთდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია