პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საცურაო აუზები თბილისში მდიდრებისთვის, საშუალო ფენისა და მათთვის, ვინც ხელმისაწვდომ ფასებს ეძებს
საცურაო აუზები თბილისში მდიდრებისთვის, საშუალო ფენისა და მათთვის, ვინც ხელმისაწვდომ ფასებს ეძებს

ზა­ფხულ­ში სი­ცხის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ხალ­ხმა ისე­თი ად­გი­ლე­ბის ძებ­ნა და­ი­წყო, სა­დაც გაგ­რი­ლე­ბას, დას­ვე­ნე­ბას და გა­რუ­ჯვას შეძ­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ფა­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­უ­რაო აუ­ზის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი კლი­ენ­ტთა სიმ­ცი­რეს არ უჩი­ვი­ან. ასე­თი ად­გი­ლე­ბი კი თბი­ლის­ში არც ისე ცო­ტაა.

ფა­სის მი­ხედ­ვით სა­ცუ­რაო აუ­ზებს მომ­ხმა­რებ­ლის სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რია სტუმ­რობს. თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი­დან ერთ-ერთი ვა­კის სა­ცუ­რაო აუ­ზია. ვა­კის სა­ცუ­რაო აუ­ზის მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, რომ ერთჯე­რა­დი საშ­ვის და აბო­ნე­მენ­ტის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში კლი­ენ­ტე­ბი ერ­თნა­ი­რი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

"ერთჯე­რა­დი საშ­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 60 ლარს შე­ად­გენს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლია აბო­ნე­მენ­ტის ფასი. აქ­ცი­ით ერ­თთვი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტის აღე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვი დრო­ით 350 ლარი ღირს. თუ აუზ­ზე მოს­ვლას სა­მუ­შაო დღე­ებ­ში მო­ი­სურ­ვებთ შეზ­რუ­დუ­ლი დრო­ით, დი­ლის 7 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 6 სა­ა­თამ­დე 240 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ. ბავ­შვის აბო­ნე­მენ­ტში შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ფა­სის გა­დახ­და მო­გი­წევთ; 12 გაკ­ვე­თი­ლი სულ რა­ღაც 190 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. პა­კეტ­ში შე­დის: აუზი, ტრე­ნა­ჟო­რე­ბი, ჯა­კუ­ზე­ბი, სა­უ­ნე­ბი და პირ­სა­ხო­ცე­ბი",- გა­ნა­ცხა­და თათა ჩუ­თ­ლაშ­ვილ­მა.

ერთ-ერთი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ცუ­რაო აუზი "Holiday Inn" გახ­ლავთ. სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ერთი ვი­ზი­ტი 90, ხოლო შა­ბათ-კვი­რას 75 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 14 შეს­ვლის სა­ფა­სუ­რი კი 245 ლა­რია.

"რე­დი­სო­ნის" სა­ცუ­რაო აუზი დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით სა­კუ­თარ მომ­ხმა­რე­ბელს გან­სხვა­ვე­ბულ ფა­სებს სთა­ვა­ზობს.

"აბო­ნე­მენ­ტით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში მხო­ლოდ გარე აუზი შე­დის. ორ­შა­ბა­თი­დან ხუთ­შა­ბა­თის ჩათ­ვლით ერთჯე­რა­დი ვი­ზი­ტი 50 ლარი ღირს, პა­რას­კევს 75, ხოლო შა­ბათ-კვი­რას 90 ლარი. თუ აბო­ნე­მენ­ტით სარ­გებ­ლო­ბას მო­ი­სურ­ვებთ, სა­მუ­შაო დღე­ებ­ში 500, ხოლო შა­ბათ-კვი­რას 700 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ", - ამ­ბო­ბენ "რე­დი­სონ­ში".

სა­ცუ­რაო აუზ­ში "ნეპ­ტუ­ნი" ერთი ვი­ზი­ტი 50 ლარს შე­ად­გენს. "ნეპ­ტუ­ნი" სა­კუ­თარ მომ­ხმა­რებ­ლებს ორ­თვი­ან და 6 თვი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს და გან­სხვა­ვე­ბულ პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს.

"2-თვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 20 ვი­ზი­ტი 400 ლარს შე­ად­გენს, ული­მი­ტო პა­კე­ტის ფასი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, - 2 თვე­ში 600 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ. 6-თვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც 2 სა­ხი­საა: 12 ვი­ზი­ტის ფასი 250 ლა­რია, ხოლო ული­მი­ტო პა­კე­ტის ფასი თვე­ში 300 ლარს შე­ად­გენს. ჩვენს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­დის აუზი, ტრე­ნა­ჟო­რე­ბი და სა­უ­ნა", - უთხრეს "ნეპ­ტუნ­ში" AMBEBI.GE-ს.

"ჯინო ფა­რა­და­ის­ში" სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ერთჯე­რა­დი ვი­ზი­ტის ფასი 39 ლარი, ხოლო შა­ბათ-კვი­რას 49 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. რო­გორც სა­ცუ­რაო აუ­ზის მე­ნე­ჯერ­მა გვი­თხრა, მათ­თან არ მოქ­მე­დებს აბო­ნე­მენ­ტი. მათ აქვთ ე.წ. ოჯა­ხუ­რი პა­კე­ტი. ორს პლუს ერთი, რომ­ლის ფასი 109 ლარს შე­ად­გენს, ორს პლუს ორი 119, ხოლო ორს პლუს სამი 129 ლარს შე­ად­გენს. ოჯა­ხუ­რი პა­კე­ტის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­შუ­ა­ლე­ბა გეძ­ლე­ვათ ისარ­გებ­ლოთ, რო­გორც ღია, ისე და­ხუ­რუ­ლი აუ­ზით.

"კრწა­ნი­სი რე­ზი­დენ­ცი­ის" სა­ცუ­რაო აუზი სა­კუ­თარ მომ­ხმა­რებ­ლებს გან­სხვა­ვე­ბულ ფა­სებს სთა­ვა­ზობს. სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ერთჯე­რა­დი ვი­ზი­ტი 30 ლარი, ხოლო შა­ბათ-კვი­რას 40 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. აბო­ნე­მენ­ტით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თვე­ში 14 ვი­ზი­ტი 280 ლარი, ხოლო ერთი თვე ული­მი­ტო აბო­ნე­მენ­ტით სარ­გებ­ლო­ბა 450 ლარს შე­ად­გენს. მათ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­დის: ორი პირ­სა­ხო­ცი, შეზ­ლონ­გი, და სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზი.

სა­შუ­ა­ლო ფე­ნის­თვის ფა­სე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. გარ­თო­ბა და დას­ვე­ნე­ბა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ერთჯე­რა­დი შეს­ვლის სა­შუ­ა­ლო ფასი 15 ლა­რი­დან 25 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

"ჯი­ქი­ას სა­ცუ­რაო აუზ­ზე" ერთჯე­რა­დი ვი­ზი­ტის ფასი სა­მუ­შაო დღე­ებ­ში 14 ლარი, ხოლო კვი­რის ბო­ლოს 17 ლარს შე­ად­გენს. აუზ­ზე ყოფ­ნა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ული­მი­ტოა. ამ ფასს ემა­ტე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბის ფასი 10 ლა­რის ოდე­ნო­ბით. 12 ვი­ზი­ტი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში 135 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ.

შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ფა­სე­ბია "სი სა­იდ­ში"- ერთჯე­რა­დი ვი­ზი­ტი სა­ღა­მოს 6 სა­ა­თამ­დე 15 ლარს, ხოლო 6 სა­ა­თის შემ­დეგ 20 ლარს შე­ად­გენს. თუ აბო­ნე­მენტს შე­ი­ძენთ 76 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ. მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­დის აუზი, ტრე­ნა­ჟო­რე­ბი და სა­უ­ნე­ბი.

"გლ­და­ნის სა­ცუ­რაო აუზი სა­კუ­თარ მომ­ხმა­რე­ბელს აგ­რეთ­ვე ხელსყ­რელ ფა­სებს სთა­ვა­ზობს. ერთჯე­რა­დი სტუმ­რო­ბა სულ რა­ღაც 20 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. ამას ემა­ტე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის ფასი 5 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

აბო­ნე­მენ­ტი მხო­ლოდ აუზ­ზე კვი­რა­ში 2-ჯერ 80 ლარს შე­ად­გენს. ფიტ­ნეს­თან ერ­თად - 130 ლარი. კვი­რა­ში 3-დღი­ა­ნი ვი­ზი­ტი აუზ­თან, ფიტ­ნეს­თან და სა­უ­ნას­თან ერ­თად 150 ლარს შე­ად­გენს.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

საცურაო აუზები თბილისში მდიდრებისთვის, საშუალო ფენისა და მათთვის, ვინც ხელმისაწვდომ ფასებს ეძებს

საცურაო აუზები თბილისში მდიდრებისთვის, საშუალო ფენისა და მათთვის, ვინც ხელმისაწვდომ ფასებს ეძებს

ზაფხულში სიცხის მატებასთან ერთად ხალხმა ისეთი ადგილების ძებნა დაიწყო, სადაც გაგრილებას, დასვენებას და გარუჯვას შეძლებს. სწორედ ამიტომ, საკმაოდ მაღალი ფასების მიუხედავად, საურაო აუზის მეპატრონეები კლიენტთა სიმცირეს არ უჩივიან. ასეთი ადგილები კი თბილისში არც ისე ცოტაა.

ფასის მიხედვით საცურაო აუზებს მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორია სტუმრობს. თბილისში არსებული ძვირადღირებული საცურაო აუზებიდან ერთ-ერთი ვაკის საცურაო აუზია. ვაკის საცურაო აუზის მენეჯერი ამბობს, რომ ერთჯერადი საშვის და აბონემენტის ქონის შემთხვევაში კლიენტები ერთნაირი მომსახურებით სარგებლობენ.

"ერთჯერადი საშვის ღირებულება 60 ლარს შეადგენს. განსხვავებულია აბონემენტის ფასი. აქციით ერთთვიანი აბონემენტის აღება შეუზღუდავი დროით 350 ლარი ღირს. თუ აუზზე მოსვლას სამუშაო დღეებში მოისურვებთ შეზრუდული დროით, დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე 240 ლარის გადახდა მოგიწევთ. ბავშვის აბონემენტში შედარებით ნაკლები ფასის გადახდა მოგიწევთ; 12 გაკვეთილი სულ რაღაც 190 ლარი დაგიჯდებათ. პაკეტში შედის: აუზი, ტრენაჟორები, ჯაკუზები, საუნები და პირსახოცები",- განაცხადა თათა ჩუთლაშვილმა.

ერთ-ერთი ძვირადღირებული საცურაო აუზი "Holiday Inn" გახლავთ. სამუშაო დღეებში ერთი ვიზიტი 90, ხოლო შაბათ-კვირას 75 ლარი დაგიჯდებათ. თვის განმავლობაში 14 შესვლის საფასური კი 245 ლარია.

"რედისონის" საცურაო აუზი დღეების მიხედვით საკუთარ მომხმარებელს განსხვავებულ ფასებს სთავაზობს.

"აბონემენტით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენს მომსახურებაში მხოლოდ გარე აუზი შედის. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ერთჯერადი ვიზიტი 50 ლარი ღირს, პარასკევს 75, ხოლო შაბათ-კვირას 90 ლარი. თუ აბონემენტით სარგებლობას მოისურვებთ, სამუშაო დღეებში 500, ხოლო შაბათ-კვირას 700 ლარის გადახდა მოგიწევთ", - ამბობენ "რედისონში".

საცურაო აუზში "ნეპტუნი" ერთი ვიზიტი 50 ლარს შეადგენს. "ნეპტუნი" საკუთარ მომხმარებლებს ორთვიან და 6 თვიან ხელშეკრულებებს და განსხვავებულ პირობებს სთავაზობს.

"2-თვიანი ხელშეკრულების შემთხვევაში 20 ვიზიტი 400 ლარს შეადგენს, ულიმიტო პაკეტის ფასი განსხვავებულია, - 2 თვეში 600 ლარის გადახდა მოგიწევთ. 6-თვიანი ხელშეკრულებაც 2 სახისაა: 12 ვიზიტის ფასი 250 ლარია, ხოლო ულიმიტო პაკეტის ფასი თვეში 300 ლარს შეადგენს. ჩვენს მომსახურებაში შედის აუზი, ტრენაჟორები და საუნა", - უთხრეს "ნეპტუნში" AMBEBI.GE-ს.

"ჯინო ფარადაისში" სამუშაო დღეებში ერთჯერადი ვიზიტის ფასი 39 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 49 ლარი დაგიჯდებათ. როგორც საცურაო აუზის მენეჯერმა გვითხრა, მათთან არ მოქმედებს აბონემენტი. მათ აქვთ ე.წ. ოჯახური პაკეტი. ორს პლუს ერთი, რომლის ფასი 109 ლარს შეადგენს, ორს პლუს ორი 119, ხოლო ორს პლუს სამი 129 ლარს შეადგენს. ოჯახური პაკეტის შეძენის შემთხვევაში საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ, როგორც ღია, ისე დახურული აუზით.

"კრწანისი რეზიდენციის" საცურაო აუზი საკუთარ მომხმარებლებს განსხვავებულ ფასებს სთავაზობს. სამუშაო დღეებში ერთჯერადი ვიზიტი 30 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 40 ლარი დაგიჯდებათ. აბონემენტით სარგებლობის შემთხვევაში თვეში 14 ვიზიტი 280 ლარი, ხოლო ერთი თვე ულიმიტო აბონემენტით სარგებლობა 450 ლარს შეადგენს. მათ მომსახურებაში შედის: ორი პირსახოცი, შეზლონგი, და სატრენაჟორო დარბაზი.

საშუალო ფენისთვის ფასები განსხვავებულია. გართობა და დასვენება ყველასთვის ხელმისაწვდომია. ერთჯერადი შესვლის საშუალო ფასი 15 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს.

"ჯიქიას საცურაო აუზზე" ერთჯერადი ვიზიტის ფასი სამუშაო დღეებში 14 ლარი, ხოლო კვირის ბოლოს 17 ლარს შეადგენს. აუზზე ყოფნა მთელი დღის განმავლობაში ულიმიტოა. ამ ფასს ემატება ჯანმრთელობის ცნობის ფასი 10 ლარის ოდენობით. 12 ვიზიტიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში 135 ლარის გადახდა მოგიწევთ.

შედარებით დაბალი ფასებია "სი საიდში"- ერთჯერადი ვიზიტი საღამოს 6 საათამდე 15 ლარს, ხოლო 6 საათის შემდეგ 20 ლარს შეადგენს. თუ აბონემენტს შეიძენთ 76 ლარის გადახდა მოგიწევთ. მომსახურებაში შედის აუზი, ტრენაჟორები და საუნები.

"გლდანის საცურაო აუზი საკუთარ მომხმარებელს აგრეთვე ხელსყრელ ფასებს სთავაზობს. ერთჯერადი სტუმრობა სულ რაღაც 20 ლარი დაგიჯდებათ. ამას ემატება სამედიცინო შემოწმების ფასი 5 ლარის ოდენობით.

აბონემენტი მხოლოდ აუზზე კვირაში 2-ჯერ 80 ლარს შეადგენს. ფიტნესთან ერთად - 130 ლარი. კვირაში 3-დღიანი ვიზიტი აუზთან, ფიტნესთან და საუნასთან ერთად 150 ლარს შეადგენს.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ