Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონალური ღონისძიებების ერთიანი კალენდრის წარმოების ინიციატივით გამოდის
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონალური ღონისძიებების ერთიანი კალენდრის წარმოების ინიციატივით გამოდის

აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მა­მია ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ერ­თი­ა­ნი კა­ლენ­დრის წარ­მო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით აჭა­რის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­მო­ვი­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სათ­ვის ხში­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ღონსძი­ე­ბე­ბია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რის მთვა­რო­ბის და თვით­მარ­თვე­ლო­ბე­ბის ბი­უ­ჯე­ტე­ბი­დან იხარ­ჯე­ბა სახ­სრე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რულ თუ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დო­ტა­ცი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი თუ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ჯგუ­ფე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს­ვე და­ფი­ნან­სე­ბულ კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

"ეს არის სა­შუ­ა­ლოდ 110 ღო­ნის­ძე­ბა (მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში) და 50 სხვადსხვა პრო­ფი­ლუ­რი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ჯგუ­ფი, რაც ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სია. იმი­სათ­ვის, რომ მოხ­დეს ღო­ნის­ძე­ბე­ბის კი­დევ უფრო კარ­გად რეკ­ლა­მი­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ის რა­ო­დე­ნო­ბის კი­დევ უფრო გაზ­რდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ერ­თი­ა­ნი კა­ლენ­და­რის შე­მუ­შა­ვე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ისიც, რომ აღ­ნიშ­ნულ კა­ლენ­დარ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­და­ნა­წილ­დეს რე­გი­ო­ნის და ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტის, ტუ­რიზ­მის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად", - აცხა­დე­ბენ აჭა­რის ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

რო­გორც ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გან­მარ­ტავს, სა­სურ­ვე­ლია ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა დიდ ნა­წი­ლი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყოს სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და, რა თქმა უნდა, სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში. კა­ლენ­დრის გა­და­ნა­წი­ლე­ბის ოპ­ტი­მა­ლურ პე­რი­ო­დად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ 15 აპ­რი­ლი­დან 15 ოქ­ტომ­ბე­რამ­დე პე­რი­ო­დი (6 თვე).

"თუ სა­ხელ­მწი­ფო არ­სე­ბულ გეგ­მი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­ა­მა­ტებს სა­შუ­ა­ლოდ 50 ერ­თე­ულს, რა­საც ასე­ვე და­ე­მა­ტე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 150 კერ­ძო ბიზ­ნე­სე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­დის ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე (3 თვე), შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენ გვექ­ნე­ბა სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე და დას­რულ­ბის შემ­დეგ ყო­ველ­დღი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი (შა­ბათ-კვი­რას კი რა­მო­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა), ხოლო სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზონ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად რა­მო­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა", - აცხა­დებს ტუ­რიზ­მის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

"გეგ­მა უკავ­შირ­დე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მის პირ­ველ წე­ლი­წადს (2016). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ლენ­დრის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და მა­სი­უ­რი რეკ­ლა­მი­რე­ბა ქვეყ­ნის ფარ­გლებს შიგ­ნით და უცხო­ე­ურ სა­მიზ­ნე ბაზ­რებ­ზე მოხ­დე­ბა ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­რეკ­ლა­მო და PR სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს: პირ­და­პი­რი ინ­ტერ­ნეტ და ტრა­დი­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მას (2 მლნ. ლარი) თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლოდ 500 000 წვდო­მით; და­ახ­ლო­ე­ბით 200 პრო­ფე­სი­ნა­ლის მოწ­ვე­ვას (ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ტურ-ოპე­რა­ტო­რე­ბი); 25 ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე რე­გი­ო­ნის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კი ხელს შე­უ­წყობს: რე­გი­ო­ნის ტუ­რიზ­მის პო­ტენ­ცი­ა­ლის გამ­დიდ­რე­ბას და მის მიმ­ზიდ­ვე­ო­ბის გაზ­რდას; ტუ­რის­ტე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბის დო­ნის გაზ­რდას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და ზო­გა­დად ტუ­რიზ­მის ზრდის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას; კერ­ძო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რას; ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას; ინ­ვეს­ტო­რე­ბის კი­დევ უფრო და­ინ­ტე­რე­სე­ბას", - აცხა­დე­ბენ ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონალური ღონისძიებების ერთიანი კალენდრის წარმოების ინიციატივით გამოდის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონალური ღონისძიებების ერთიანი კალენდრის წარმოების ინიციატივით გამოდის

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, მამია ბერძენიშვილი რეგიონალური ღონისძიებების ერთიანი კალენდრის წარმოების ინიციატივით აჭარის მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, რეგიონში ტურიზმის სტიმულირებისათვის ხშირი და მრავალფეროვანი ღონსძიებებია მნიშვნელოვანი.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთვარობის და თვითმართველობების ბიუჯეტებიდან იხარჯება სახსრები ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც გამოიხატება სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფო დოტაციაზე არსებული ფოლკლორული თუ სახელოვნებო ჯგუფების და სახელმწიფოსვე დაფინანსებულ კერძო ინიციატივების საშუალებით.

"ეს არის საშუალოდ 110 ღონისძება (მთელი წლის განმავლობაში) და 50 სხვადსხვა პროფილური საშემსრულებლო ჯგუფი, რაც ძალიან დიდი რესურსია. იმისათვის, რომ მოხდეს ღონისძებების კიდევ უფრო კარგად რეკლამირება, ინფორმაციის გავრცელება და სამიზნე აუდიტორიის რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა, აუცილებელია ერთიანი კალენდარის შემუშავება. აუცილებელია ისიც, რომ აღნიშნულ კალენდარში ღონისძიებების დიდი ნაწილი გადანაწილდეს რეგიონის და ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტის, ტურიზმის მოთხოვნების შესაბამისად", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციაში.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, სასურველია ღონისძიებათა დიდ ნაწილი კონცენტრირებული იყოს საზაფხულო სეზონის დაწყებამდე, დასრულების შემდეგ და, რა თქმა უნდა, სეზონის განმავლობაში. კალენდრის გადანაწილების ოპტიმალურ პერიოდად შეიძლება მივიჩნიოთ 15 აპრილიდან 15 ოქტომბერამდე პერიოდი (6 თვე).

"თუ სახელმწიფო არსებულ გეგმიურ ღონისძიებებს დაამატებს საშუალოდ 50 ერთეულს, რასაც ასევე დაემატება დაახლოებით 150 კერძო ბიზნესების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელთა უმრავლესობა მოდის ზაფხულის სეზონზე (3 თვე), შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვექნება სეზონის დაწყებამდე და დასრულბის შემდეგ ყოველდღიური ღონისძიებები (შაბათ-კვირას კი რამოდენიმე ღონისძიება), ხოლო საზაფხულო სეზონზე ყოველდღიურად რამოდენიმე ღონისძიება", - აცხადებს ტურიზმის უწყების ხელმძღვანელი.

"გეგმა უკავშირდება გრძელვადიანი გეგმის პირველ წელიწადს (2016). აღსანიშნავია, რომ კალენდრის მიზანმიმართული და მასიური რეკლამირება ქვეყნის ფარგლებს შიგნით და უცხოეურ სამიზნე ბაზრებზე მოხდება ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო და PR საშუალებებით, რაც გულისხმობს: პირდაპირი ინტერნეტ და ტრადიციული რეკლამას (2 მლნ. ლარი) თვის განმავლობაში საშუალოდ 500 000 წვდომით; დაახლოებით 200 პროფესინალის მოწვევას (ჟურნალისტები და ტურ-ოპერატორები); 25 ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე რეგიონის პოზიციონირებას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ხელს შეუწყობს: რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გამდიდრებას და მის მიმზიდვეობის გაზრდას; ტურისტების კმაყოფილების დონის გაზრდას, რაც უზრუნველყოფს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტურისტების რაოდენობის და ზოგადად ტურიზმის ზრდის მდგრად განვითარებას; კერძო სექტორის მხარდაჭერას; ქართული კულტურის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას; ინვესტორების კიდევ უფრო დაინტერესებას", - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია