მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იოსებ სტალინის პერსონალური აგარაკი და არდადეგები წყალტუბოში
იოსებ სტალინის პერსონალური აგარაკი და არდადეგები წყალტუბოში

საბ­ჭო­თა ბე­ლა­დი იო­სებ სტა­ლი­ნი წყალ­ტუ­ბო­ში რამ­დენ­ჯერ­მე ის­ვე­ნებ­და, კუ­რორტზე პერ­სო­ნა­ლუ­რი აგა­რა­კიც ჰქონ­და, რო­მელ­საც 1931 და 1951 წლებ­ში სტუმ­რობ­და. პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად მო­ი­პო­ვე­ბა. ვი­ცით მხო­ლოდ ის, რომ იმ­ყო­ფე­ბო­და კუ­რორ­ტის წყლე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და რამ­დე­ნი­მე დღე დაჰ­ყო აგა­რაკ­ზე, სა­დაც იმ დროს ხის სახ­ლი იყო აგე­ბუ­ლი. წყალ­ტუ­ბოს ცნო­ბილ მე­ექ­ვსე აბა­ზა­ნას სტა­ლი­ნის აბა­ზა­ნა­საც უწო­დე­ბენ, რად­გან შე­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად სტა­ლი­ნის­თვის აა­შე­ნეს. 1950 წლის იან­ვარ­ში წყალ­ტუ­ბო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს მშე­ნებლთა უზარ­მა­ზა­რი არ­მია 4000 კა­ცის შე­მად­გენ­ლო­ბით. მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი თით­ქმის 24 სა­ა­თი­ა­ნი რე­ჟი­მით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, დე­კემ­ბერ­ში სა­ა­ბა­ზა­ნო მი­ი­ღო სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ამ, პა­რა­ლე­ლუ­რად დას­რულ­და ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­როს "თბი­ლი­სი"-ს მშნებ­ლო­ბა. 1951 წელს #6 აბა­ზა­ნა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და, მის მთა­ვარ ექი­მად დამ­ტკი­ცეს მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი ამ­ბრო­სი კირ­ტა­ვა. ივ­ნის­ში უკვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სტა­ლი­ნი მალე ჩა­მო­ვი­დო­და წყალ­ტუ­ბო­ში, აბა­ზა­ნის მთე­ლი პერ­სო­ნა­ლი შე­ა­მოწ­მა უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­მა, ჩა­მო­ვი­და ექიმ­თა ჯგუ­ფი მოს­კო­ვი­დან, ნა­თე­ლი გახ­და, რომ სტა­ლინს აწუ­ხებ­და მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, სა­ერ­თოდ კი სტა­ლი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა აკ­რძლუ­ლი იყო.

1951 წლის აგ­ვის­ტოს პირ­ველ რი­ცხვებ­ში სტა­ლი­ნი წყალ­ტუ­ბო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე ჩა­მო­ვი­და სპეც­მა­ტა­რე­ბე­ლი, შე­იკ­რი­ბა ხალ­ხი, მაგ­რამ სტა­ლი­ნის არ ჩან­და, იგი იმ დროს უკვე აგ­რაკ­ზე იყო, მა­ტა­რე­ბელს ჩა­მოყ­ვა 200-მდე თან­მხლე­ბი პირი, მო­სამ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, დაც­ვა. შემ­დგომ გა­ირ­კვა, რომ სტა­ლი­ნი ქუ­თა­ი­სის მახ­ლობ­ლად მა­ტა­რებ­ლი­დან ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გა­დამ­ჯდა­რა, იმ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი იყო, მაგ­რამ აუ­ტა­ნე­ლი სი­ცხის გამო სტა­ლინ­მა გა­და­წყვი­ტა რამ­დე­ნი­მე დღით ბორ­ჯომ­ში დას­ვე­ნე­ბა.

სტა­ლი­ნი წყალ­ტუ­ბო­ში ბორ­ჯო­მი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, მის სა­ა­ბა­ზა­ნო პრო­ცე­დუ­რებ­ზე მი­ღე­ბა და­ე­ვა­ლა კუ­რორ­ტის მთა­ვარ ექიმმს დი­მიტ­რი ჩახ­ნაშ­ვილს, #6 სა­ა­ბა­ზა­ნოს მთა­ვარ ექიმს ამ­ბრო­სი კირ­ტა­ვას, რომ­ლიც აღ­წერს სტა­ლი­ნის აბა­ზა­ნა­ში მის­ვლის ფაქ­ტებს:

"9 სა­ათს ოდ­ნავ გა­დას­ცილ­და, კარი გა­ი­ღო, მი­სა­ღებ ოთახ­ში ჯერ სტა­ლი­ნი შე­ვი­და შემ­დეგ მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი, სტა­ლი­ნი მედ­პერ­სო­ნალს თა­ვის დახ­რით მი­ე­სალ­მა და იკი­თხა "საით წა­ვი­დე" - თქვენ­გან მარ­ცხნივ არის აუზი, ხოლო აქ სა­ა­ა­ბა­ზა­ნო კა­ბი­ნა, ორი­ვე მზად არის თქვე­ნი სურ­ვი­ლით შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ - მი­ი­ღო პა­სუ­ხი, სტა­ლი­ნი ოდ­ნავ შებ­რუნ­და და წა­ვი­და კა­ბი­ნის­კენ, მე­ო­რე დღეს ბე­ლა­დი ოდ­ნავ დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და, შე­ვი­და მი­სა­ღებ­ში მი­ე­სალ­მა პერ­სო­ნალს და ჩა­ი­ლა­პა­რა­კა: "ახლა აქ ვნა­ხოთ" კა­ბი­ნის შე­სას­ვლს გვერ­დი აუ­ა­რა და აუ­ზის­კენ გა­ე­შუ­რა, აუზ­ში 20 წუთი დაჰ­ყო, ამის შემ­დეგ ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა აუზ­ში მი­ი­ღო, შემ­დგომ პრო­ცე­დუ­რა­ზე სტა­ლინ­მა და­იგ­ვი­ა­ნა, ეს დაგ­ვი­ა­ნე­ბა რო­გორც შემ­დგომ ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო წყალ­ტუ­ბოს აბა­ზა­ნე­ბის ძი­ლის­მომ­გვრე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბით. ჩვე­უ­ლებ­რივ ღა­მით გვი­ა­ნო­ბამ­დე მუ­შა­ობ­და და დი­ლით შე­და­რე­ბით გვი­ან იღ­ვი­ძებ­და, წყალ­ტუ­ბოს აბა­ზა­ნებ­მა იმ­დე­ნად იმოქ­მე­დეს, რომ ითხო­ვეს ბალ­ნე­ოპ­რო­ცე­დუ­რე­ბის სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში გა­და­ტა­ნა. სტა­ლინ­მა წყალ­ტუ­ბო­ში 9 აბა­ზა­ნა მი­ი­ღო. შე­ეძ­ლო ხან­მოკ­ლე მკურ­ნა­ლო­ბას რა­ი­მე ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი ეფექ­ტი მო­ეხ­დი­ნა? რო­გორც ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ - არა, მაგ­რამ მცი­რე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ძი­ლის და­რე­გუ­ლი­რე­ე­ბა, აგ­რეთ­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რი და სა­მუ­შაო გან­ტვირ­თვა, რათ­ქმა­უნ­და, და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებ­და," - აცხა­დებ­და ექი­მი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

იოსებ სტალინის პერსონალური აგარაკი და არდადეგები წყალტუბოში

იოსებ სტალინის პერსონალური აგარაკი და არდადეგები წყალტუბოში

საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი წყალტუბოში რამდენჯერმე ისვენებდა, კურორტზე პერსონალური აგარაკიც ჰქონდა, რომელსაც 1931 და 1951 წლებში სტუმრობდა. პირველი ვიზიტის შესახებ ისტორიული ცნობები ნაკლებად მოიპოვება. ვიცით მხოლოდ ის, რომ იმყოფებოდა კურორტის წყლების დასათვალიერებლად და რამდენიმე დღე დაჰყო აგარაკზე, სადაც იმ დროს ხის სახლი იყო აგებული. წყალტუბოს ცნობილ მეექვსე აბაზანას სტალინის აბაზანასაც უწოდებენ, რადგან შენობა სპეციალურად სტალინისთვის ააშენეს. 1950 წლის იანვარში წყალტუბოში ჩამოიყვანეს მშენებლთა უზარმაზარი არმია 4000 კაცის შემადგენლობით. მშენებლობის პროცესი თითქმის 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობდა, დეკემბერში სააბაზანო მიიღო სახელმწიფო კომისიამ, პარალელურად დასრულდა ხუთსართულიანი სასტუმროს "თბილისი"-ს მშნებლობა. 1951 წელს #6 აბაზანა ექსპლუატაციაში შევიდა, მის მთავარ ექიმად დამტკიცეს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ამბროსი კირტავა. ივნისში უკვე ცნობილი გახდა, რომ სტალინი მალე ჩამოვიდოდა წყალტუბოში, აბაზანის მთელი პერსონალი შეამოწმა უშიშროების კომიტეტმა, ჩამოვიდა ექიმთა ჯგუფი მოსკოვიდან, ნათელი გახდა, რომ სტალინს აწუხებდა მაღალი არტერიული წნევა, საერთოდ კი სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება აკრძლული იყო.

1951 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში სტალინი წყალტუბოში იმყოფებოდა, რკინიგზის სადგურზე ჩამოვიდა სპეცმატარებელი, შეიკრიბა ხალხი, მაგრამ სტალინის არ ჩანდა, იგი იმ დროს უკვე აგრაკზე იყო, მატარებელს ჩამოყვა 200-მდე თანმხლები პირი, მოსამსახურე პერსონალი, დაცვა. შემდგომ გაირკვა, რომ სტალინი ქუთაისის მახლობლად მატარებლიდან ავტომანქანაში გადამჯდარა, იმ წელს საქართველოში ცხელი ზაფხული იყო, მაგრამ აუტანელი სიცხის გამო სტალინმა გადაწყვიტა რამდენიმე დღით ბორჯომში დასვენება.

სტალინი წყალტუბოში ბორჯომიდან დაბრუნებულა, მის სააბაზანო პროცედურებზე მიღება დაევალა კურორტის მთავარ ექიმმს დიმიტრი ჩახნაშვილს, #6 სააბაზანოს მთავარ ექიმს ამბროსი კირტავას, რომლიც აღწერს სტალინის აბაზანაში მისვლის ფაქტებს:

"9 საათს ოდნავ გადასცილდა, კარი გაიღო, მისაღებ ოთახში ჯერ სტალინი შევიდა შემდეგ მისი თანმხლები პირები, სტალინი მედპერსონალს თავის დახრით მიესალმა და იკითხა "საით წავიდე" - თქვენგან მარცხნივ არის აუზი, ხოლო აქ საააბაზანო კაბინა, ორივე მზად არის თქვენი სურვილით შეგიძლიათ აირჩიოთ - მიიღო პასუხი, სტალინი ოდნავ შებრუნდა და წავიდა კაბინისკენ, მეორე დღეს ბელადი ოდნავ დაგვიანებით მივიდა, შევიდა მისაღებში მიესალმა პერსონალს და ჩაილაპარაკა: "ახლა აქ ვნახოთ" კაბინის შესასვლს გვერდი აუარა და აუზისკენ გაეშურა, აუზში 20 წუთი დაჰყო, ამის შემდეგ ყველა პროცედურა აუზში მიიღო, შემდგომ პროცედურაზე სტალინმა დაიგვიანა, ეს დაგვიანება როგორც შემდგომ ექიმები ვარაუდობენ გამოწვეული იყო წყალტუბოს აბაზანების ძილისმომგვრელი ზემოქმედებით. ჩვეულებრივ ღამით გვიანობამდე მუშაობდა და დილით შედარებით გვიან იღვიძებდა, წყალტუბოს აბაზანებმა იმდენად იმოქმედეს, რომ ითხოვეს ბალნეოპროცედურების საღამოს საათებში გადატანა. სტალინმა წყალტუბოში 9 აბაზანა მიიღო. შეეძლო ხანმოკლე მკურნალობას რაიმე ბალნეოლოგიური ეფექტი მოეხდინა? როგორც ექიმები ვარაუდობდნენ - არა, მაგრამ მცირე გაუმჯობესება სისხლძარღვთა სისტემაში, განსაკუთრებით ძილის დარეგულირეება, აგრეთვე ფსიქოლოგიური ფაქტორი და სამუშაო განტვირთვა, რათქმაუნდა, დადებითად იმოქმედებდა," - აცხადებდა ექიმი.

განაგრძეთ კითხვა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა