მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გამოავლინეს
წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გამოავლინეს

ამე­რი­კულ­მა ჟურ­ნალ­მა "ფორბსმა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი რე­ი­ტინ­გი. რო­ბერტ და­უ­ნი უმ­ცრო­სი მე­სა­მე წე­ლია რე­ი­ტინ­გში პირ­ველ ად­გილს არ თმობს. 2014 წლის ივ­ნი­სი­დან 2015 წლის ივ­ნი­სამ­დე, მსა­ხი­ო­ბის შე­მო­სა­ვალ­მა 80 მი­ლი­ონ ამე­რი­კულ დო­ლარს მი­აღ­წია.

სი­ა­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე მოხ­ვდა ჩი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი და საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ოს­ტა­ტი ჯეკი ჩანი, რო­მელ­მაც წე­ლი­წად­ში 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა ჰო­ლი­ვუ­დურ და ჩი­ნურ ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

მე­სა­მე ად­გილ­ზე ვინ დი­ზე­ლია, რო­მელ­მაც 47 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­აგ­რო­ვა "ფორ­სა­ჟის" სე­რი­ე­ბის შე­მო­სავ­ლის წი­ლი­დან.

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბე­ბის ათე­ულ­ში აგ­რეთ­ვე შე­ვიდ­ნენ ბრედ­ლი კუ­პე­რი, რო­მელ­მაც მე­ო­თხე ად­გი­ლი 41,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით და­ი­კა­ვა, მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა ადამ სენდლე­რი 41 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით, მე­ექ­ვსე პო­ზი­ცი­ა­ზე - ტომ კრუ­ზი 40 მი­ლი­ო­ნით, ხოლო მე­ა­თე ად­გილს აგ­ვირ­გვი­ნებს მარკ უოლ­ბერ­გი 32 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი შე­მო­სავ­ლით.

წელს "ფორბსმა" შეც­ვა­ლა რე­ი­ტინ­გის შედ­გე­ნის მე­თო­დი და იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბიც გა­მო­ი­ან­გა­რი­შა, რომ­ლე­ბიც ჰო­ლი­ვუდ­ში არ მუ­შა­ო­ბენ. 

ამის გამო ტოპ 10 ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბე­ბის სი­ა­ში სამი ბო­ლი­ვუ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მოხ­ვდა. მეშ­ვი­დე ად­გი­ლი თა­ნაბ­რად გა­ი­ნა­წი­ლეს ამი­ტა­ბხ ბა­ჩან­მა და სალ­მან ხან­მა 33,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით, ხოლო აკ­შაი კუ­მა­რი მე­ცხრე ად­გილ­ზე გა­ვი­და 32,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის შე­მო­სავ­ლით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გამოავლინეს

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გამოავლინეს

ამერიკულმა ჟურნალმა ”ფორბსმა” გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ყოველწლიური რეიტინგი. რობერტ დაუნი უმცროსი მესამე წელია რეიტინგში პირველ ადგილს არ თმობს. 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე, მსახიობის შემოსავალმა 80 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

სიაში მეორე ადგილზე მოხვდა ჩინელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ჯეკი ჩანი, რომელმაც წელიწადში 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ჰოლივუდურ და ჩინურ ფილმებში მონაწილეობით.

მესამე ადგილზე ვინ დიზელია, რომელმაც 47 მილიონი დოლარი მოაგროვა ”ფორსაჟის” სერიების შემოსავლის წილიდან.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეულში აგრეთვე შევიდნენ ბრედლი კუპერი, რომელმაც მეოთხე ადგილი 41,5 მილიონი დოლარით დაიკავა, მეხუთე ადგილზეა ადამ სენდლერი 41 მილიონი დოლარით, მეექვსე პოზიციაზე - ტომ კრუზი 40 მილიონით, ხოლო მეათე ადგილს აგვირგვინებს მარკ უოლბერგი 32 მილიონიანი შემოსავლით.

წელს ”ფორბსმა” შეცვალა რეიტინგის შედგენის მეთოდი და იმ მსახიობების შემოსავლებიც გამოიანგარიშა, რომლებიც ჰოლივუდში არ მუშაობენ. 

ამის გამო ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში სამი ბოლივუდის წარმომადგენელი მოხვდა. მეშვიდე ადგილი თანაბრად გაინაწილეს ამიტაბხ ბაჩანმა და სალმან ხანმა 33,5 მილიონი დოლარით, ხოლო აკშაი კუმარი მეცხრე ადგილზე გავიდა 32,5 მილიონი დოლარის შემოსავლით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება