საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის მიკროავტობუსის" განმარტება ასამდე სამარშრუტო ტაქსზე ბუნებრივი აირის ბალონების ჩამონტაჟებასთან დაკავშირებით
"თბილისის მიკროავტობუსის" განმარტება ასამდე სამარშრუტო ტაქსზე ბუნებრივი აირის ბალონების ჩამონტაჟებასთან დაკავშირებით

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თბი­ლის­ში მოძ­რა­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ნა­წილს, "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ბა­ლო­ნე­ბი ჩა­უ­მონ­ტა­ჟეს, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა აა­ღელ­ვა. რო­გორც პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე ამ­ბობს, ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი "მო­სი­ა­რუ­ლე ბომ­ბე­ბია".

რა გახ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი, და­ცუ­ლია თუ არა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის გაზ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­სას და რო­გორ რე­ა­გი­რებს "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი" სა­ზო­გა­დო­ე­ბის სკეპ­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებ­ზე, - ამ კი­თხვებ­ზე AMBEBI.GE-ს კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­თია მი­ქი­აშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

- ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ენერ­გე­ტი­კუ­ლი კა­თედ­რის კვლე­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მად, 2008 წლის კრი­ზი­სის შემ­დეგ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მომ­ზად­და ტრან­სპორ­ტის ბუ­ნებ­რივ აირ­ზე გა­დაყ­ვა­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი სქე­მა, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2008 წელს საწ­ვა­ვი ძა­ლი­ან გაძ­ვირ­და და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორტზე ღი­რე­ბუ­ლე­ბის გაზ­რდა მომ­ხდა­რი­ყო, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან ცუდ პრო­ცე­სებს გა­მო­იწ­ვევ­და.

- რა­ტომ მოხ­და მხო­ლოდ ასი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის გა­დაყ­ვა­ნა და არა მთლი­ა­ნი ავ­ტო­პარ­კის?

- ჩვენ­თან შე­იქ­მნა სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის აკ­რე­დი­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში მოხ­და მხო­ლოდ ასი მან­ქა­ნის გა­დაყ­ვა­ნა ბუ­ნებ­რივ აირ­ზე. ეს მოხ­და უსაფრ­თხო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გაზ­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ მათ ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დათ და მი­ე­ცათ სა­გა­მოც­დო ვადა, რის შემ­დე­გაც ეს მან­ქა­ნე­ბი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ მგზავ­რე­ბის გა­რე­შე. მხო­ლოდ სა­გა­მოც­დო ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ მოხ­და მათი ხა­ზებ­ზე გაყ­ვა­ნა.

ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, კომ­პა­ნია აძ­ლევს აბ­სო­ლუ­ტურ გა­რან­ტი­ას, რომ ყვე­ლა ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი არის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო, რად­გან ყვე­ლა სა­ხის ტექ­ნი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ვი­თომ­და კუს­ტა­რუ­ლად მოხ­და გა­ზის ბა­ლო­ნე­ბის და­ყე­ნე­ბა, ეს არის სიც­რუე, ვი­ნა­ი­დან ბუ­ნებ­რი­ვი აირი და­მონ­ტაჟ­და იმ კომ­პა­ნი­ებ­ში, რო­მელ­თაც აქვთ და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის აკ­რე­დი­ტა­ცია.

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აირი გა­ცი­ლე­ბით ია­ფია, ვიდ­რე საწ­ვა­ვი, ხომ არ იგეგ­მე­ბა იმ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რივ აირ­ზე იმუშ­ვებს და ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბებს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გაზ­ზე გა­დაყ­ვა­ნა მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას?

- ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა ჯერ­ჯე­რო­ბით არ იგეგ­მე­ბა, რად­გან ამ დრო­ის­თვის საწ­ვა­ვის ფასი და­წე­უ­ლია, თა­ნაც ის ასი მან­ქა­ნაც მხო­ლოდ სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­და­ვი­და ბუ­ნებ­რი­ვი აირ­ზე და ამ­ჟა­მად ეს პროგ­რა­მა გა­ჩე­რე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

"თბილისის მიკროავტობუსის" განმარტება ასამდე სამარშრუტო ტაქსზე ბუნებრივი აირის ბალონების ჩამონტაჟებასთან დაკავშირებით

"თბილისის მიკროავტობუსის" განმარტება ასამდე სამარშრუტო ტაქსზე ბუნებრივი აირის ბალონების ჩამონტაჟებასთან დაკავშირებით

ცნობილი გახდა, რომ თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილს, "თბილისის მიკროავტობუსების" გადაწყვეტილებით, ბუნებრივი აირის ბალონები ჩაუმონტაჟეს, რამაც საზოგადოება ააღელვა. როგორც პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში შალვა ოგბაიძე ამბობს, ბუნებრივ აირზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი "მოსიარულე ბომბებია".

რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები მიკროავტობუსების გაზზე გადაყვანისას და როგორ რეაგირებს "თბილისის მიკროავტობუსი" საზოგადოების სკეპტიკურ შეფასებებზე,  - ამ კითხვებზე AMBEBI.GE-ს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მიქიაშვილი ესაუბრა.

- ჩვენ გაგვაჩნია ოქსფორდის უნივერსიტეტის ენერგეტიკული კათედრის კვლევა, რომლის თანახმად, 2008 წლის კრიზისის შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომზადდა ტრანსპორტის ბუნებრივ აირზე გადაყვანის სპეციალური სქემა, რადგან მოგეხსენებათ, 2008 წელს საწვავი ძალიან გაძვირდა და შესაძლებელი იყო, მსოფლიოს მასშტაბით მუნიციპალურ ტრანსპორტზე ღირებულების გაზრდა მომხდარიყო, რაც ბუნებრივია, ძალიან ცუდ პროცესებს გამოიწვევდა.

- რატომ მოხდა მხოლოდ ასი სამარშრუტო ტაქსის გადაყვანა და არა მთლიანი ავტოპარკის?

- ჩვენთან შეიქმნა საპილოტე პროგრამა და სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის აკრედიტებულ კომპანიებში მოხდა მხოლოდ ასი მანქანის გადაყვანა ბუნებრივ აირზე. ეს მოხდა უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა ნორმის დაცვით. ავტომობილების გაზზე გადასვლის შემდეგ მათ ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მიეცათ საგამოცდო ვადა, რის შემდეგაც ეს მანქანები გარკვეული პერიოდი გადაადგილდებოდნენ მგზავრების გარეშე. მხოლოდ საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ მოხდა მათი ხაზებზე გაყვანა.

ყველა დაინტერესებულ პირს, კომპანია აძლევს აბსოლუტურ გარანტიას, რომ ყველა ეს ავტომობილი არის სრულიად უსაფრთხო, რადგან ყველა სახის ტექნიკური ცვლილება განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. რაც შეეხება იმას, რომ ვითომდა კუსტარულად მოხდა გაზის ბალონების დაყენება, ეს არის სიცრუე, ვინაიდან ბუნებრივი აირი დამონტაჟდა იმ კომპანიებში, რომელთაც აქვთ და სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის აკრედიტაცია.

- გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი აირი გაცილებით იაფია, ვიდრე საწვავი, ხომ არ იგეგმება იმ სამარშრუტო ტაქსების რაოდენობის გაზრდა, რომელიც ბუნებრივ აირზე იმუშვებს და ხომ არ განაპირობებს ავტომობილების გაზზე გადაყვანა მგზავრობის ღირებულების შემცირებას?

- ბუნებრივ აირზე მოსიარულე სამარშრუტო ტაქსების რაოდენობის გაზრდა ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგან ამ დროისთვის საწვავის ფასი დაწეულია, თანაც ის ასი მანქანაც მხოლოდ საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადავიდა ბუნებრივი აირზე და ამჟამად ეს პროგრამა გაჩერებულია. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ცვლილებები არ იგეგმება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია