პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მოდელები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან მუშაობენ
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მოდელები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან მუშაობენ

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი თა­ნამ­შრომ­ლობს. ქარ­თვე­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბის გა­რეგ­ნო­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არც უცხო­ურ პრე­სას და წამ­ყვან დი­ზა­ი­ნე­რებს რჩე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ხში­რად ხვდე­ბი­ან წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლე­ბის ფურ­ცლებ­ზე.

ქრის­ტი­ნა ცი­რე­კი­ძე

ქრის­ტი­ნა ცი­რე­კი­ძის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის არა­ფე­რი იცი­ან. 31 წლის მო­დე­ლი რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და. თუმ­ცა ყველ­გან ამ­ბობს, რომ ის ქარ­თვე­ლია. ქრის­ტი­ნა ევ­რო­პის და ამე­რი­კის სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში ერთ-ერთ წამ­ყვან მო­დე­ლად ით­ვლე­ბა. თა­ნამ­შრომ­ლობს მი­უნ­ხე­ნის, პა­რი­ზი­სა და ამე­რი­კის სა­ა­გენ­ტო­ებ­თან. Chanel, Comme des Garcons, Emanuel Ungaro, Calvin Klein, Cerruti, D&G, Fendi, Genny, Givenchy, Gucci, Cacharel, Carolina Herrera, Alexander McQueen, - ეს იმ ბრენ­დე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა ჩვე­ნე­ბებ­შიც ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­დე­ლი 2000 წლი­დან იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა 13 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, როცა დე­დას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში მო­დის სკო­ლის ჩვე­ნე­ბა­ზე სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­და­ღე­ბუ­ლია ფილმში 'Double Zero'. 2000 წელს Numéro France-ს, 2008 წელს Elle Slovenia-ს, ხოლო 2011 წელს Votre Beauté France-ს ყდა­ზე მოხ­ვდა.

ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი "კრის­ტი­ან დი­ო­რის" ერთ-ერთი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ხა­ზის სა­ხეა. ფრან­გუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ელი­სეს" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქრის­ტი­ნე თბი­ლის­ში შე­ნიშ­ნეს და ერ­თწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­უ­ფორ­მეს. ქრის­ტი­ნეს ევ­რო­პა­ში კარ­გი კა­რი­ე­რა ჰქონ­და, დიდი პერ­სპექ­ტი­ვე­ბით, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრინც ხუ­ან­ზე იქორ­წი­ნა და დრო­ე­ბით სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­და.

ანნა ახვლე­დი­ა­ნი

ქუ­თა­ი­სე­ლი მო­დე­ლის, ანნა ახვლე­დი­ა­ნის სი­ლა­მა­ზემ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ მთე­ლი ქვე­ყა­ნა აა­ლა­პა­რა­კა. ის Brave Models Management-ის მო­დე­ლია და ამ­ჯე­რად იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. ანას ლივ ტა­ი­ლე­რი­სა და ბი­ან­კა ბალ­ტის ნა­ზავს უწო­დე­ბენ. "ვო­გის" ფო­ტოგ­რაფ­მა ნი­კო­ლო ბო­რი­სოვ­მა ანა "D&G" სა­რე­დაქ­ციო სტა­ტი­ის­თვის გა­და­ი­ღო. ის პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. ანა მის­მა მე­ნე­ჯერ­მა, გი­ორ­გი პა­პი­ძემ აღ­მო­აჩ­ნა. ანა ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და მო­დე­ლო­ბას, თუმ­ცა ბე­ბი­ის თხოვ­ნით, კას­ტინგზე მა­ინც გა­ვი­და და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წია. მას დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

ელე­ნე მა­ხა­რაშ­ვი­ლი

ქარ­თველ მო­დელს ელე­ნე მა­ხა­რაშ­ვილს უცხო­ეთ­ში ელენ­სი­ოს სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. ელე­ნე ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით მოხ­ვდა სა­ზღვარ­გა­რეთ. ელე­ნე ტო­კი­ოს და პა­რი­ზის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. ის წამ­ყვა­ნი მო­დის ჟურ­ნა­ლე­ბის ფურ­ცლებ­ზეც მოხ­ვდა და წამ­ყვან დი­ზი­ა­ნე­რებ­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლობს.

ვიკა პლე­შა­კო­ვა

ვიქ­ტო­რია პლე­შა­კო­ვას ამე­რი­კა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა აქვს. 15 წლის ასაკ­ში გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი "მეტ­რო­პო­ლი­ტენ მო­დელ ეი­ჯენსთან", რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში წამ­ყვა­ნი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოა. იქი­დან სა­მუ­შა­ოდ "ელი­ტში" გა­და­ვი­და. პლე­შა­კო­ვას 50 ბრენ­დის ფო­ტო­სე­სი­ა­ში თუ ჩვე­ნე­ბა­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მათ შო­რის არის "შა­ნე­ლი", "ეი­ვო­ნი", "პან­ტე­ნი" და ა.შ. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ნიუ-იორ­კის და მა­ი­ა­მის მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ში.

თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი

ქარ­თვე­ლი ლა­მაზ­მა­ნი, 15 წლის თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მო­დე­ლია. ის ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ახლა დე­დის კვალს მიყ­ვე­ბა. თაკო ცნო­ბი­ლი მო­დე­ლის და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო Model Look-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. მისი უცხო­უ­რი კა­რი­ე­რა ჰონგ კონ­გში და­ი­წყო და მა­ლე­ვე ევ­რო­პა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ამ დრო­ის­თვის მო­დე­ლის პორ­ტფო­ლი­ო­ში შე­დის ნა­მუ­შევ­რე­ბი მსოფ­ლი­ო­ში გან­თქმულ ბრენ­დებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა Vera Wang, Louis Vuitton, Calvin Klein, D&G, Dior, French Connection, Vivienne Westvood და 5cm.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

The highest paid Georgian models who collaborate with the world’s leading fashion designers

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

aqedan lamazi mxolod ანნა ახვლე­დი­ა­ნიa

 

imdeni martla zan lamazi modelebi gvqnan arc ki rom icnoben eseni axlso ver movlen

tako ki dedamisma gaqacha

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მოდელები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან მუშაობენ

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მოდელები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან მუშაობენ

მსოფლიოს წამყვან სამოდელო სააგენტოებთან ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქართველი მოდელი თანამშრომლობს. ქართველი ლამაზმანების გარეგნობა შეუმჩნეველი არც უცხოურ პრესას და წამყვან დიზაინერებს რჩებათ, შესაბამისად, ისინი ხშირად ხვდებიან წამყვანი ჟურნალების ფურცლებზე.

ქრისტინა ცირეკიძე

ქრისტინა ცირეკიძის შესახებ, საქართველოში თითქმის არაფერი იციან. 31 წლის მოდელი რუსეთში დაიბადა. თუმცა ყველგან ამბობს, რომ ის ქართველია. ქრისტინა ევროპის და ამერიკის სამოდელო ბიზნესში ერთ-ერთ წამყვან მოდელად ითვლება. თანამშრომლობს მიუნხენის, პარიზისა და ამერიკის სააგენტოებთან. Chanel, Comme des Garcons, Emanuel Ungaro, Calvin Klein, Cerruti, D&G, Fendi, Genny, Givenchy, Gucci, Cacharel, Carolina Herrera, Alexander McQueen, - ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ჩვენებებშიც ქართული წარმოშობის მოდელი 2000 წლიდან იღებს მონაწილეობას. სამოდელო კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო, როცა დედასთან ერთად მოსკოვში მოდის სკოლის ჩვენებაზე სტუმრად იმყოფებოდა. გადაღებულია ფილმში 'Double Zero'. 2000 წელს Numéro France-ს, 2008 წელს Elle Slovenia-ს, ხოლო 2011 წელს Votre Beauté France-ს ყდაზე მოხვდა.

ქრისტინე ძიძიგური

ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური "კრისტიან დიორის" ერთ-ერთი პარფიუმერული ხაზის სახეა. ფრანგული სააგენტო "ელისეს" წარმომადგენლებმა ქრისტინე თბილისში შენიშნეს და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ქრისტინეს ევროპაში კარგი კარიერა ჰქონდა, დიდი პერსპექტივებით, თუმცა მოულოდნელად პრინც ხუანზე იქორწინა და დროებით სამოდელო საქმიანობას ჩამოშორდა.

ანნა ახვლედიანი

ქუთაისელი მოდელის, ანნა ახვლედიანის სილამაზემ დაახლოებით ერთი წლის წინ მთელი ქვეყანა აალაპარაკა. ის Brave Models Management-ის მოდელია და ამჯერად იტალიაში ცხოვრობს. ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებენ. "ვოგის" ფოტოგრაფმა ნიკოლო ბორისოვმა ანა "D&G" სარედაქციო სტატიისთვის გადაიღო. ის პროფესიით იურისტია. ანა მისმა მენეჯერმა, გიორგი პაპიძემ აღმოაჩნა. ანა ვერასდროს წარმოიდგენდა მოდელობას, თუმცა ბებიის თხოვნით, კასტინგზე მაინც გავიდა და წარმატებასაც მიაღწია. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ელენე მახარაშვილი

ქართველ მოდელს ელენე მახარაშვილს უცხოეთში ელენსიოს სახელით იცნობენ. ელენე ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მეშვეობით მოხვდა საზღვარგარეთ. ელენე ტოკიოს და პარიზის სამოდელო სააგენტებთან თანამშრომლობს. ის წამყვანი მოდის ჟურნალების ფურცლებზეც მოხვდა და წამყვან დიზიანერებთანაც თანამშრომლობს.

ვიკა პლეშაკოვა

ვიქტორია პლეშაკოვას ამერიკაში წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. 15 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი "მეტროპოლიტენ მოდელ ეიჯენსთან", რომელიც ამერიკაში წამყვანი სამოდელო სააგენტოა. იქიდან სამუშაოდ "ელიტში" გადავიდა. პლეშაკოვას 50 ბრენდის ფოტოსესიაში თუ ჩვენებაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მათ შორის არის "შანელი", "ეივონი", "პანტენი" და ა.შ. მონაწილეობას იღებს ნიუ-იორკის და მაიამის მოდის კვირეულებში.

თაკო ნაცვლიშვილი

ქართველი ლამაზმანი, 15 წლის თაკო ნაცვლიშვილი Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მოდელია. ის ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული და ახლა დედის კვალს მიყვება. თაკო ცნობილი მოდელის და სამოდელო სააგენტო Model Look-ის დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია. მისი უცხოური კარიერა ჰონგ კონგში დაიწყო და მალევე ევროპაში გადაინაცვლა. ამ დროისთვის მოდელის პორტფოლიოში შედის ნამუშევრები მსოფლიოში განთქმულ ბრენდებთან, როგორებიცაა Vera Wang, Louis Vuitton, Calvin Klein, D&G, Dior, French Connection, Vivienne Westvood და 5cm.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

The highest paid Georgian models who collaborate with the world’s leading fashion designers