გაფიცული მძღოლები გეგმის შემცირებას მოითხოვენ

გაფიცული მძღოლები გეგმის შემცირებას მოითხოვენ

სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინი კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისგან" მოითხოვენ დღიური გეგმის შემცირებას, რომელიც 55 ლარს შეადგენს. მათი თქმით , ასევე უნდა შემცირდეს შაბათ-კვირის დღიური გეგმა და სამუშაო დღეების თანაბარი არ უნდა იყოს.

"მოვითხოვთ, რომ ადამიანური პირობები გვქონდეს. წარმოუდგენლად მაღალი გვაქვს დღიური გეგმა, რომელსაც ვერ ვასრულებთ, რადგან ხარჯი უფრო მეტი გვაქვს. საწვავს ჩვენ ვასხამთ, მანქანას ჩვენ ვაკეთებთ. მოვითხოვთ, რომ მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები, შეგვხდნენ იმაზე, რომ ადამიანურ პირობებში ვიმუშაოთ", - აცხადებენ მძღოლები.

მათივე თქმით, სამარშრუტო ტაქსები დღეს დილიდან არ მოძრაობენ დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან და გლდანიდან. მძღოლების ინფორმაციით, სულ 40-მდე ხაზია გაფიცული. მძღოლები აცხადებენ, რომ გაფიცვებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ. გაფიცულთა აქცია, დიღმის მასივში, შავი ზღვის უნივერისტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დიდ დიღომში სამარშრუტო ტაქსები თითქმის ორი საათია, არ მოძრაობენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია