მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოციალური აფეთქების საშიშროება აფხაზეთში: გახმაურებული სისასტიკე, რამაც მოსახლეობა ძალოვან სტრუქტურებს დააპირისპირა
სოციალური აფეთქების საშიშროება აფხაზეთში: გახმაურებული სისასტიკე, რამაც მოსახლეობა ძალოვან სტრუქტურებს დააპირისპირა

მთე­ლი კვი­რა აფხა­ზეთ­ში არ ცხრე­ბა სკან­და­ლი ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლებ­მაც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბეს და ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი ცე­მეს. კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვა ე.წ. პრე­ზი­დენტ რაულ ხა­ჯინ­ბა­საც მო­უხ­და.

ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არაა, რო­მელ­შიც ძა­ლო­ვა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბა და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი დიდი ხა­ნია ერ­თგვარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არი­ან. ხალ­ხი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ვერ აკონ­ტრო­ლებს ძა­ლო­ვა­ნებს და არ შე­უძ­ლი­ათ კა­ნო­ნის დაც­ვა, ეს კი სო­ცი­ა­ლუ­რი აფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის.

25 ივ­ლისს სო­ხუმ­ში ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ტი­ულ­მა მუ­შაკ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი ას­ტა­მუ­რა გერ­ხე­ლია ცემა. ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­უშ­ვეს, რად­გან და­კა­ვე­ბის­თვის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და.

ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის გა­და­მე­ტე­ბის და ძა­ლა­დო­ბის გამო აღ­ძრა. ძა­ლოვ­ნებს 5-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

ინ­ცი­დენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფარ­თო რე­ზო­ნან­სი ჰპო­ვა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა რაულ ხა­ჯიმ­ბამ სას­წრა­ფო თათ­ბი­რი ჩა­ა­ტა­რა ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­თან, მუ­ჰა­მედ კილ­ბას­თან და რეს­პუბ­ლი­კის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან.

"პრე­ზი­დენ­ტმა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და­სად­გე­ნად და და­სას­ჯე­ლად ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა. მან საქ­მის პი­რა­დი კონ­ტრო­ლის ქვეშ აყ­ვა­ნა მუ­ჰა­მედ კილ­ბას და­ა­ვა­ლა", - მოკ­ლედ იტყო­ბი­ნე­ბა ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 27 ივ­ლისს კილ­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს უყ­ვე­ბო­და, რომ თით­ქოს, 17-18 წლის ახალ­გაზ­რდამ 50 000 რუბ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნო­უთ­ბუ­ქი მო­ი­პა­რა მა­ღა­ზი­ი­დან, სა­დაც დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლად მუ­შა­ობ­და. გარ­ჩე­ვის დროს მისი ძმა გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ ზა­რალს აა­ნა­ზღა­უ­რებ­და, თუ ქურ­დო­ბა და­დას­ტურ­დე­ბო­და.

"სა­უბ­რის დროს მოხ­და კონ­ფლიქ­ტი. ჩხუ­ბის დროს სი­ახ­ლო­ვეს გა­მო­ი­ა­რა ძა­ლოვ­ნე­ბის მან­ქა­ნამ, რომ­ლე­ბიც იმ ადა­მი­ა­ნის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ვი­საც თით­ქოს ნო­უთ­ბუ­ქი მო­პა­რეს. შე­დე­გად ოთხმა ადა­მი­ან­მა სას­ტი­კად ცე­მეს ბიჭი. პის­ტო­ლე­ტის ტა­რით ურტყამ­დნენ თავ­ში. რომც ჰქო­ნო­და ად­გი­ლი ქურ­დო­ბას, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა თვით­ნე­ბუ­რად სას­ტი­კად გა­უს­წორ­დეს დამ­ნაშ­ვეს", - გან­მარ­ტა ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო| სო­ხუ­მის ცენ­ტრში უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 18 წლის ბიჭი სას­ტი­კად სცე­მეს

მომ­ხდარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი აფხა­ზე­თის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი ნუგ­ზარ აგრბა: "სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ად­რეც ხდე­ბო­და რე­ზო­ნან­სუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, მაგ­რამ ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რო­მელ­შიც ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან გა­რე­უ­ლი. ამას მთე­ლი სის­ტე­მის ავ­ტო­რი­ტე­ტის და­ცე­მის­კენ მივ­ყა­ვართ. ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხი თვი­თორ­გა­ნიზ­დეს".

მას ეთან­ხმე­ბა აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი ას­ლან კო­ბა­ხი­აც: "რამ­დე­ნად ცუ­და­დაა საქ­მე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ხე­ზე არ უნდა ცნობ­დნენ, კა­მე­რის წინ ახ­დე­ნენ ძა­ლა­დო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ჩანს ძა­ლი­ან სუს­ტი დის­ციპ­ლი­ნა ქვეყ­ნის ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა­ში".

კო­ბა­ხია იხ­სე­ნებს ად­რინ­დელ ინ­ცი­დენ­ტსაც, რო­მე­ლიც წელს, 7 მა­ისს მოხ­და. მა­შინ სო­ხუმ­ში მი­ლი­ო­ნე­რე­ბი - ას­ლან სან­გუ­ლია და ან­ზორ შარ­თა­ნი ძა­ლო­ვა­ნებ­თან ჩხუბ­ში და­ზა­რალ­დნენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ისი­ნი ძველ კონ­ფლიქტს არ­ჩევ­დნენ. შე­დე­გად, ორი­ვე მი­ლი­ო­ნე­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ყბის მო­ტე­ხი­ლო­ბით.

ამის გამო აფხა­ზე­თის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე აღ­ძრა. ერთ-ერთი ძა­ლო­ვა­ნი, ჯონი ხარ­ჩი­ლა­ვა, რო­მელ­მაც მი­ლი­ო­ნერს და­არ­ტყა, პრო­კუ­რორ­მა ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვლე­ლო­ბის პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მომ­დევ­ნო დღეს იმ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ხე­ლით, რომ­ლებ­მაც კო­ლე­გა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა გა­და­წყვი­ტეს, დაშვდა უკვე თა­ვად ძა­ლო­ვა­ნი ჯამ­ბულ დო­გუა.

"ეს ის­ტო­რია მოწ­მობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი არ მოქ­მე­დებს, ხალ­ხი ხვდე­ბა, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არ ის­ჯე­ბი­ან, ამი­ტომ სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებს თა­ვად წყვე­ტენ", - წერ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ საქ­მე­ში ჩა­რე­ვა ე.წ. პრე­ზი­დენტს მო­უ­წია. შე­დე­გად, პოს­ტე­ბი და­ტო­ვეს ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქა­ლა­ქის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა დი­მიტ­რი დბარ­მა და რამ­დე­ნი­მე მის­მა მო­ად­გი­ლემ. ამის შემ­დეგ 13 მა­ისს თა­ნა­დე­ბო­ბა და­ტო­ვა ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა რაულ ლო­ლუ­ამ.

აფხა­ზეთ­ში ამ­ჟა­მად ის პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­ზეც აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სი ნუგ­ზარ აგრბა სა­უბ­რობ­და - სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა შე­სამ­ჩნე­ვად იზ­რდე­ბა. წინა წლის ნო­ემ­ბერ­ში ხუთ­მა სო­ხუ­მელ­მა პო­ლი­ცი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტი ას­ლან ცამ­ბო­ვა ცემა. დე­პუ­ტა­ტი ას­ლან კო­ბა­ხია ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას.

"დად­გა სე­რი­ო­ზუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის დრო. დროა რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრი გა­მოვ­ცვა­ლოთ და კად­რე­ბი უფრო ხა­რი­ხი­ა­ნი სა­კონ­კურ­სო შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით შე­ვავ­სოთ. პრე­ზი­დენ­ტის მიერ პე­რი­ო­დუ­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გორც ვხე­დავთ, არ ამარ­თლებს", - ამ­ბობს პარ­ლა­მენ­ტა­რი.

ბაჩო ოდი­შა­რია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

სოციალური აფეთქების საშიშროება აფხაზეთში: გახმაურებული სისასტიკე, რამაც მოსახლეობა ძალოვან სტრუქტურებს დააპირისპირა

სოციალური აფეთქების საშიშროება აფხაზეთში: გახმაურებული სისასტიკე, რამაც მოსახლეობა ძალოვან სტრუქტურებს დააპირისპირა

მთელი კვირა აფხაზეთში არ ცხრება სკანდალი ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით, რომლებმაც უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ადგილობრივი მცხოვრები ცემეს. კონფლიქტში ჩართვა ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯინბასაც მოუხდა.

ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, რომელშიც ძალოვანები მონაწილეობენ. მოსახლეობა და ძალოვანი სტრუქტურები დიდი ხანია ერთგვარ დაპირისპირებაში არიან. ხალხი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ძალოვანებს და არ შეუძლიათ კანონის დაცვა, ეს კი სოციალური აფეთქების საშიშროებას ქმნის.

25 ივლისს სოხუმში ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რამდენიმე ოპერატიულმა მუშაკმა  ადგილობრივი მცხოვრები ასტამურა გერხელია ცემა. ინციდენტის შემდეგ ე.წ. უშიშროების თანამშრომლებმა დაზარალებული დააკავეს, თუმცა მალევე გაუშვეს, რადგან დაკავებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

ე.წ. უშიშროების თანამშრომლების მიმართ პროკურატურამ საქმე სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების და ძალადობის გამო აღძრა. ძალოვნებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ინციდენტმა საზოგადოებაში ფართო რეზონანსი ჰპოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სასწრაფო თათბირი ჩაატარა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან, მუჰამედ კილბასთან და რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.

"პრეზიდენტმა, დამნაშავეების დასადგენად და დასასჯელად ყველა აუცილებელი პროცედურული ღონისძიების ჩატარების განკარგულება გასცა. მან საქმის პირადი კონტროლის ქვეშ აყვანა მუჰამედ კილბას დაავალა", - მოკლედ იტყობინება ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს კილბა ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ თითქოს, 17-18 წლის ახალგაზრდამ 50 000 რუბლის ღირებულების ნოუთბუქი მოიპარა მაღაზიიდან, სადაც დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. გარჩევის დროს მისი ძმა გამოჩნდა, რომელიც ამბობდა, რომ ზარალს აანაზღაურებდა, თუ ქურდობა დადასტურდებოდა.

"საუბრის დროს მოხდა კონფლიქტი. ჩხუბის დროს სიახლოვეს გამოიარა ძალოვნების მანქანამ, რომლებიც იმ ადამიანის მეგობრები იყვნენ, ვისაც თითქოს ნოუთბუქი მოპარეს. შედეგად ოთხმა ადამიანმა სასტიკად ცემეს ბიჭი. პისტოლეტის ტარით ურტყამდნენ თავში. რომც ჰქონოდა ადგილი ქურდობას, არავის აქვს უფლება თვითნებურად სასტიკად გაუსწორდეს დამნაშვეს", - განმარტა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა.

იხილეთ ვიდეო| სოხუმის ცენტრში უშიშროების თანამშრომლებმა 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს

მომხდარს გამოეხმაურა პარტია "ერთიანი აფხაზეთის" აღმასრულებელი მდივანი ნუგზარ აგრბა: "საზოგადოებაში ადრეც ხდებოდა რეზონანსული პროცესები, მაგრამ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არიან გარეული. ამას მთელი სისტემის ავტორიტეტის დაცემისკენ მივყავართ. ასეთი ინციდენტების გამო შეიძლება ხალხი თვითორგანიზდეს".

მას ეთანხმება აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ასლან კობახიაც: "რამდენად ცუდადაა საქმე, რომ ადამიანები, რომლებსაც სახეზე არ უნდა ცნობდნენ, კამერის წინ ახდენენ ძალადობას. სამწუხაროდ, ჩანს ძალიან სუსტი დისციპლინა ქვეყნის ყველა სტრუქტურაში".

კობახია იხსენებს ადრინდელ ინციდენტსაც, რომელიც წელს, 7 მაისს მოხდა. მაშინ სოხუმში მილიონერები - ასლან სანგულია და ანზორ შართანი ძალოვანებთან ჩხუბში დაზარალდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ძველ კონფლიქტს არჩევდნენ. შედეგად, ორივე მილიონერი საავადმყოფოში მოხვდა, ერთ-ერთი მათგანი ყბის მოტეხილობით.

ამის გამო აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ საქმე აღძრა. ერთ-ერთი ძალოვანი, ჯონი ხარჩილავა, რომელმაც მილიონერს დაარტყა, პროკურორმა ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა. მომდევნო დღეს იმ პოლიციელების ხელით, რომლებმაც კოლეგაზე შურისძიება გადაწყვიტეს, დაშვდა უკვე თავად ძალოვანი ჯამბულ დოგუა.

"ეს ისტორია მოწმობს, რომ ქვეყანაში კანონი არ მოქმედებს, ხალხი ხვდება, რომ დამნაშავეები არ ისჯებიან, ამიტომ საკუთარ პრობლემებს თავად წყვეტენ", - წერდნენ ჟურნალისტები. რამდენიმე დღის შემდეგ საქმეში ჩარევა ე.წ. პრეზიდენტს მოუწია. შედეგად, პოსტები დატოვეს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის განყოფილების უფროსმა დიმიტრი დბარმა და რამდენიმე მისმა მოადგილემ. ამის შემდეგ 13 მაისს თანადებობა დატოვა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ.

აფხაზეთში ამჟამად ის პროცესები მიმდინარეობს, რომელზეც აფხაზი პოლიტიკოსი ნუგზარ აგრბა საუბრობდა - საზოგადოების უკმაყოფილება შესამჩნევად იზრდება. წინა წლის ნოემბერში ხუთმა სოხუმელმა პოლიციის ლეიტენანტი ასლან ცამბოვა ცემა. დეპუტატი ასლან კობახია ამბობს, რომ საზოგადოება ძალიან ნეგატიურად აფასებს სამართალდამცავი სისტემის მუშაობას.

"დადგა სერიოზული, რადიკალური ცვლილებების დრო. დროა რამდენიმე მინისტრი გამოვცვალოთ და კადრები უფრო ხარიხიანი საკონკურსო შერჩევის პრინციპით შევავსოთ. პრეზიდენტის მიერ პერიოდული კოსმეტიკური ცვლილებები, როგორც ვხედავთ, არ ამართლებს", - ამბობს პარლამენტარი.

ბაჩო ოდიშარია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია