პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მაწონი და სხვა "ხალხური" მეთოდები მზისგან დამწვრობისას - დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციები
რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მაწონი და სხვა "ხალხური" მეთოდები მზისგან დამწვრობისას - დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციები

"დამ­წვრო­ბა ტრავ­მის ის სა­ხე­ო­ბაა, რომ­ლის 80%-ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა. დიახ, ჩვენს სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი დამ­წვრო­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღებთ თუ არა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას", - გვე­უბ­ნე­ბა გუგა ქა­ში­ბა­ძე, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მზის დამ­წვრო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- დიახ, თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ მზის დამ­წვრო­ბას, ან დი­დად არ დავ­ზი­ან­დე­ბით, თუ ელე­მენ­ტა­რულ წე­სებს და­ვი­ცავთ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ კა­ტე­გო­რი­ას წარ­მო­ად­გე­ნენ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი, რად­გა­ნაც მათი კანი ძა­ლი­ან თხე­ლია, ამი­ტომ ისი­ნი მზის დამ­წვრო­ბას სწრა­ფად იღე­ბენ. და­ნა­შა­უ­ლია პა­ტა­რა ბავ­შვის გან­სა­კუთ­რე­ბით, 11 სა­ა­თი­დან 4-მდე პლაჟ­ზე გაყ­ვა­ნა. ის კი არა, ქოლ­გის ქვე­შაც ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლოა.

სა­ერ­თოდ, რაც უფრო გრძე­ლია ჩვე­ნი ჩრდი­ლი, მით უსაფრ­თხოა მზე, რაც უფრო მოკ­ლდე­ბა ჩრდი­ლი, მზით ად­ვი­ლად ვიწ­ვე­ბით, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პლაჟ­ზე სან­ტი­მეტ­რით ვი­ა­როთ და ჩრდი­ლი ვზო­მოთ. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, 11-დან 4-მდე ისე­თი კა­ნის­თვის, რო­მელ­საც მზის სხი­ვე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­უ­ღია, ბუ­ნებ­რი­ვია, ად­ვი­ლად იწ­ვე­ბა. პირ­ვე­ლი ორი ვი­ზი­ტი მზის გულ­ზე დამ­ცა­ვი ფე­ნე­ბის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვი­საც თეთ­რი კანი აქვს. ორი-სამ ვი­ზი­ტში ნელ-ნელა უნდა შე­ვაჩ­ვი­ოთ კანი ნამ­ზე­ურს.

ხში­რად ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად იღებს რო­გორც მზით დამ­წვრო­ბას, ასე­ვე ხდე­ბა მისი სხე­უ­ლის გა­და­ხუ­რე­ბაც და სით­ბუ­რი დაკ­ვრაც (მზის დაკ­ვრა­საც ეძა­ხი­ან). ამი­ტომ, ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი ჯო­ბია, ქუ­დით გა­ვიდ­ნენ პლაჟ­ზე, რო­მე­ლიც თეთ­რი ფე­რის იქ­ნე­ბა. ამით მზის სხი­ვე­ბის არეკვლა მოხ­დე­ბა და ნაკ­ლე­ბად და­ზი­ან­დე­ბი­ან.

ხში­რია ასე­თი შემ­თხვე­ვაც, და­იწ­ვე­ბი­ან, სი­თხით სავ­სე ბუშ­ტუ­კე­ბი და­აჩ­ნდე­ბათ, მერე იმას ჩა­მო­იფ­ცქვნი­ან და გან­მე­ო­რე­ბით გა­დი­ან მზე­ზე იმი­ტომ, რომ ერთი კვი­რა თუ 10 დღე აქვთ შვე­ბუ­ლე­ბა და უნ­დათ, რომ ნამ­ზე­უ­რი მი­ი­ღონ. ასეთ დრო კან­ზე პიგმენ­ტუ­ლი ლა­ქე­ბი ჩნდე­ბა და მათი მო­შო­რე­ბა შემ­დეგ­ში ძნე­ლია... სა­ერ­თოდ, მზის გულ­ზე ადა­მი­ა­ნი ვერ ხვდე­ბა, რომ და­იწ­ვა, ამას მა­შინ აფიქ­სი­რებს, რო­დე­საც ჩრდილ­ში გა­და­დის.

- რა ახა­სი­თებს მზის დამ­წვრო­ბას?

- კა­ნის სიჭ­რე­ლე ანუ გა­წით­ლე­ბა, ტკი­ვი­ლი, უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბე­ბი, კან­კა­ლი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა...

- მი­უ­ხე­და­ვად გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, თუ მა­ინც მი­ვი­ღებთ მზის დამ­წვრო­ბას, რო­გორ მო­ვუ­ა­როთ და­ზი­ა­ნე­ბულ სხე­ულს?

- პირ­ველ რიგ­ში ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი უნდა მი­ვი­ღოთ. რათა ტკი­ვი­ლი მოგ­ვეხ­სნას, ორ­გა­ნიზ­მი სი­თხე­ე­ბით უნდა და­იტ­ვირ­თოს, იმი­ტომ რომ მზის დამ­წვრო­ბა კა­ნის გა­მოშ­რო­ბას იწ­ვევს (სი­თხე­ში ალ­კოჰოლს ბუ­ნებ­რი­ვია არ ვგუ­ლის­ხმობ). უნდა მი­ვი­ღოთ ჩაი, სუფ­თა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი. მოკ­ლედ, ორ­გა­ნიზ­მი სი­თხით უნდა შე­ივ­სოს. ვე­ცა­დოთ, და­ზი­ა­ნე­ბულ კან­ზე არ წა­ვის­ვათ ათას­ნა­ი­რი კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

- რა არის ესე­ნი?

- ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რას არ ის­ვა­მენ. ეს არის: მა­ი­ო­ნე­ზი, მა­წო­ნი, საჭ­მე­ლი სოდა, კო­ნი­ა­კი, სპირ­ტი, რა­ღაც მცე­ნა­რე­ე­ბის ნა­ხარ­შე­ბი, კიტ­რი­სა და კარ­ტო­ფი­ლის ნა­თა­ლი, ჯო­ბია, უკვე ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი, აფ­თი­აქ­ში შე­ძე­ნი­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის კან­ზე და­ტა­ნა, რათა დამ­წვრო­ბა სწრა­ფად და ად­ვი­ლად მოგ­ვეხ­სნას. მზის დამ­წვრო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რე დღეს­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, ისევ მზე­ზე გა­ვი­დეთ, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კანი ვერ უძ­ლებს მზის სხი­ვებს და ბუ­ნებ­რი­ვია, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ისევ მოხ­დე­ბა. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და რო­დე­საც მზე ზე­ნი­ტშია, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ად­ვი­ლად და­ვიწ­ვათ არა მარ­ტო პირ­და­პი­რი მზის სხი­ვე­ბით.

- კი­დევ რის­გან?

- ზღვა­ზე ქვა, წყა­ლი, ყვე­ლა­ფე­რი სხვი­ვებს ირეკ­ლავს და ხდე­ბა ამ სხი­ვე­ბის რამ­დენ­ჯერ­მე ზე­მოქ­მე­დე­ბა. რო­გორც გი­თხა­რით, ქოლ­გის ქვე­შაც მი­უ­ღი­ათ დამ­წვრო­ბა და ეს გაფრ­თხი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით თეთ­რი კა­ნის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბას ეხე­ბა...

- მა­წო­ნი ახ­სე­ნეთ. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა დამ­წვარ­ზე?

- მა­წო­ნი სი­თხეა, რო­მე­ლიც მალე ორ­თქლდე­ბა, ასე­ვე სპირ­ტიც. ეს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ ცოტა ხნით აგ­რი­ლებს სხე­ულს, მეტი ეფექ­ტი მათ არ აქვთ. დამ­წვარ კან­ზე მა­შინ­ვე ცივი სა­ფე­ნიც რომ და­ი­დოთ, ისიც გე­სი­ა­მოვ­ნე­ბათ. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს უც­ბად კი აქვს ეფექ­ტი, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი მალე ორ­თქლდე­ბა და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი ნაკლბად აქვთ. მაგ­რამ თუ სხვა არა­ფე­რი სა­შუ­ლა­ბა არ გვაქვს და სა­დღაც "ტყე­ში" ვართ, მა­შინ მა­წო­ნის წას­მაც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ თუ აფ­თი­ა­ქი ახ­ლოს არის, რა თქმა უნდა, იქ შე­ძე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი 2-3-ჯერ ეფექ­ტუ­რია.

- ანუ დამ­წვრო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ხომ?

- დიახ, უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, თუ არ გვინ­და, რომ ჩაგ­ვმწარ­დეს დას­ვე­ნე­ბა... ყვე­ლა­ფერს კი ის ჯო­ბია, რომ და­ვიც­ვათ ის ნორ­მე­ბი, რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რეთ.

- სა­ერ­თოდ, გა­რუ­ჯულ სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა ნაკ­ლი იფა­რე­ბა და ამი­ტო­მაც ის­წრა­ფი­ან ასე ამის­კენ.

- ნამ­ზე­უ­რი მო­და­ში კოკო შა­ნელ­მა შე­მო­ი­ტა­ნა. ადრე ის ცუდ ტო­ნად ით­ვლე­ბო­და. იცით, თა­ვა­დებს ცის­ფერ­სის­ხლი­ა­ნებს რომ ეძახ­დნენ? იმი­ტომ, რომ თეთრ კან­ზე ვე­ნე­ბი ჩან­და და ამის გამო მათ თით­ქოს ცის­ფე­რი სის­ხლი ჰქონ­დათ. შრო­მა­ში დაღ­ლილ გლეხს კი, ბუ­ნებ­რი­ვია, თეთ­რი კანი ვერ ექ­ნე­ბო­და, მზე­ზე მუ­შა­ო­ბის­გან "გა­შა­ვე­ბუ­ლი" იყო და არც ვე­ნე­ბი ეტყო­ბო­და.

მოკ­ლედ, ნამ­ზე­უ­რი სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა ნაკლს ფა­რავს. ადა­მი­ანს უფრო გამ­ხდარს აჩენს, მაგ­რამ ზო­გი­ერთს ისეთს, რომ იმას, რა თქმა უნდა, ბუ­ნებ­რი­ვი კანი ჯო­ბია. ისე კი, ყვე­ლას სჯო­ბია ჯან­მრთე­ლი, სპორ­ტუ­ლი ფერი და იერი, ვიდ­რე ჩა­შა­ვე­ბუ­ლი და მზის­გან გა­მომშრა­ლი კანი. ეს ჩემი შე­ხე­დუ­ე­ბაა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ონ­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე. იმი­ტომ, რომ ვი­საც ბევ­რი ხალი აქვს, დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი და­მე­მოწ­მე­ბი­ან, რის­კის ქვეშ არი­ან და მათი მზის გულ­ზე ყოფ­ნა, და­უშ­ვე­ბე­ლია.

თუმ­ცა მზე აუ­ცი­ლე­ბე­ლიც არის, მაგ­რამ არა იმ­დე­ნად, რომ 11 სა­ა­თი­დან 5-მდე გი­ჟე­ბი­ვით მზე­ში ვის­ხდეთ.

- ხში­რია დამ­წვრო­ბა ლეღ­ვის ფოთ­ლის ნა­ხარ­შით... რა­ტომ მი­მარ­თა­ვენ ამ სა­ო­ცარ გზას?

- ვერ გე­ტყვით მო­ტი­ვი რა არის, ამ თე­მა­ზე არც ფსი­ქო­ლო­გებ­თან მი­სა­უბ­რია, მაგ­რამ ალ­ბათ ადა­მი­ანს ჰგო­ნია, რომ ის არ და­იწ­ვე­ბა. ზოგს ჰგო­ნია, რომ თხე­ლი ფენა იხ­მა­რა და ამი­ტომ მი­ი­ღო დამ­წვრო­ბა, ვი­ღა­ცამ უფრო მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია და ზო­მე­ბი ვერ და­იც­ვა.

ფაქ­ტი ერ­თია, რომ ლეღ­ვის ფოთ­ლე­ბის ნა­ხარ­შის კან­ზე წას­მა და დამ­წვრო­ბის მი­ღე­ბა 2X2-ივი­თაა. და­მი­სა­ხე­ლეთ პი­როვ­ნე­ბა, ვინც წა­ის­ვა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფე­რის ნამ­ზე­უ­რი მი­ი­ღო, ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, რომ კი­დევ ამა­ზე მო­მი­წევ­და სა­უ­ბა­რი. მსოფ­ლი­ო­ში დამ­წვრო­ბის ცენ­ტრებ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, არც გა­მი­გია, კო­ლე­გებს სირ­ცხვი­ლით ვერც ვე­კი­თხე­ბი, მე­რი­დე­ბა. უცხო­ელს რო­გორ ავუხ­სნა, რა­ტომ უნდა მო­ინ­დო­მოს XXI სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ან­მა ლეღ­ვის ფოთ­ლე­ბი მო­ხარ­შოს და მისი ნა­ხარ­ში წა­ის­ვას?! სა­ერ­თოდ ხელი მაქვს უკვე ჩაქ­ნე­უ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, ამ­დე­ნი მა­გა­ლი­თი­სა, ასე­თი უც­ნა­უ­რი ფაქ­ტე­ბი მა­ინც ხდე­ბა. ჯო­ბია, ლეღ­ვი ხი­ლად მი­ირ­თვან, ვიდ­რე მისი ფოთ­ლე­ბი მი­ი­ფა­რონ ან მისი ნა­ხარ­ში წა­ის­ვან...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მაწონი და სხვა "ხალხური" მეთოდები მზისგან დამწვრობისას - დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციები

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მაწონი და სხვა "ხალხური" მეთოდები მზისგან დამწვრობისას - დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციები

"დამწვრობა ტრავმის ის სახეობაა, რომლის 80%-ის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლება. დიახ, ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული დამწვრობის შედეგად მივიღებთ თუ არა სხეულის დაზიანებას", - გვეუბნება გუგა ქაშიბაძე, პლასტიკური ქირურგი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად მზის დამწვრობაზე გვესაუბრება.

- დიახ, თავიდან ავიცილებთ მზის დამწვრობას, ან დიდად არ დავზიანდებით, თუ ელემენტარულ წესებს დავიცავთ. განსაკუთრებით საშიშ კატეგორიას წარმოადგენენ პატარა ბავშვები და მოხუცები, რადგანაც მათი კანი ძალიან თხელია, ამიტომ ისინი მზის დამწვრობას სწრაფად იღებენ. დანაშაულია პატარა ბავშვის განსაკუთრებით, 11 საათიდან 4-მდე პლაჟზე გაყვანა. ის კი არა, ქოლგის ქვეშაც ძალიან საფრთხილოა.

საერთოდ, რაც უფრო გრძელია ჩვენი ჩრდილი, მით უსაფრთხოა მზე, რაც უფრო მოკლდება ჩრდილი, მზით ადვილად ვიწვებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პლაჟზე სანტიმეტრით ვიაროთ და ჩრდილი ვზომოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 11-დან 4-მდე ისეთი კანისთვის, რომელსაც მზის სხივები ჯერჯერობით არ მიუღია, ბუნებრივია, ადვილად იწვება. პირველი ორი ვიზიტი მზის გულზე დამცავი ფენების გარეშე არ შეიძლება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც თეთრი კანი აქვს. ორი-სამ ვიზიტში ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ კანი ნამზეურს.

ხშირად ადამიანი ერთდროულად იღებს როგორც მზით დამწვრობას, ასევე ხდება მისი სხეულის გადახურებაც და სითბური დაკვრაც (მზის დაკვრასაც ეძახიან). ამიტომ, ბავშვები და მოხუცები ჯობია, ქუდით გავიდნენ პლაჟზე, რომელიც თეთრი ფერის იქნება. ამით მზის სხივების არეკვლა მოხდება და ნაკლებად დაზიანდებიან.

ხშირია ასეთი შემთხვევაც, დაიწვებიან, სითხით სავსე ბუშტუკები დააჩნდებათ, მერე იმას ჩამოიფცქვნიან და განმეორებით გადიან მზეზე იმიტომ, რომ ერთი კვირა თუ 10 დღე აქვთ შვებულება და უნდათ, რომ ნამზეური მიიღონ. ასეთ დრო კანზე პიგმენტული ლაქები ჩნდება და მათი მოშორება შემდეგში ძნელია... საერთოდ, მზის გულზე ადამიანი ვერ ხვდება, რომ დაიწვა, ამას მაშინ აფიქსირებს, როდესაც ჩრდილში გადადის.

- რა ახასითებს მზის დამწვრობას?

- კანის სიჭრელე ანუ გაწითლება, ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები, კანკალი, მაღალი ტემპერატურა...

- მიუხედავად გაფრთხილებისა, თუ მაინც მივიღებთ მზის დამწვრობას, როგორ მოვუაროთ დაზიანებულ სხეულს?

- პირველ რიგში ტკივილგამაყუჩებელი უნდა მივიღოთ. რათა ტკივილი მოგვეხსნას, ორგანიზმი სითხეებით უნდა დაიტვირთოს, იმიტომ რომ მზის დამწვრობა კანის გამოშრობას იწვევს (სითხეში ალკოჰოლს ბუნებრივია არ ვგულისხმობ). უნდა მივიღოთ ჩაი, სუფთა და მინერალური წყალი. მოკლედ, ორგანიზმი სითხით უნდა შეივსოს. ვეცადოთ, დაზიანებულ კანზე არ წავისვათ ათასნაირი კუსტარულად დამზადებული საშუალებები.

- რა არის ესენი?

- ვერ წარმოიდგენთ, რას არ ისვამენ. ეს არის: მაიონეზი, მაწონი, საჭმელი სოდა, კონიაკი, სპირტი, რაღაც მცენარეების ნახარშები, კიტრისა და კარტოფილის ნათალი, ჯობია, უკვე ლიცენზირებული, აფთიაქში შეძენილი პრეპარატების კანზე დატანა, რათა დამწვრობა სწრაფად და ადვილად მოგვეხსნას. მზის დამწვრობის შემთხვევაში, მეორე დღესვე რეკომენდებული არ არის, ისევ მზეზე გავიდეთ, დაზიანებული კანი ვერ უძლებს მზის სხივებს და ბუნებრივია, სერიოზული დაზიანება ისევ მოხდება. გაგიკვირდებათ და როდესაც მზე ზენიტშია, შესაძლებელია, ადვილად დავიწვათ არა მარტო პირდაპირი მზის სხივებით.

- კიდევ რისგან?

- ზღვაზე ქვა, წყალი, ყველაფერი სხვივებს ირეკლავს და ხდება ამ სხივების რამდენჯერმე ზემოქმედება. როგორც გითხარით, ქოლგის ქვეშაც მიუღიათ დამწვრობა და ეს გაფრთხილება განსაკუთრებით თეთრი კანის მქონე მოსახლეობას ეხება...

- მაწონი ახსენეთ. რატომ არ შეიძლება მისი გამოყენება დამწვარზე?

- მაწონი სითხეა, რომელიც მალე ორთქლდება, ასევე სპირტიც. ეს საშუალებები მხოლოდ ცოტა ხნით აგრილებს სხეულს, მეტი ეფექტი მათ არ აქვთ. დამწვარ კანზე მაშინვე ცივი საფენიც რომ დაიდოთ, ისიც გესიამოვნებათ. მოკლედ, ამ ყველაფერს უცბად კი აქვს ეფექტი, მაგრამ თითოეული მალე ორთქლდება და სამკურნალო თვისებები ნაკლბად აქვთ. მაგრამ თუ სხვა არაფერი საშულაბა არ გვაქვს და სადღაც "ტყეში" ვართ, მაშინ მაწონის წასმაც შეიძლება, მაგრამ თუ აფთიაქი ახლოს არის, რა თქმა უნდა, იქ შეძენილი სპეციალური საშუალებები 2-3-ჯერ ეფექტურია.

- ანუ დამწვრობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული საშუალებები, ხომ?

- დიახ, უნდა გამოვიყენოთ, თუ არ გვინდა, რომ ჩაგვმწარდეს დასვენება... ყველაფერს კი ის ჯობია, რომ დავიცვათ ის ნორმები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

- საერთოდ, გარუჯულ სხეულზე სხვადასხვა ნაკლი იფარება და ამიტომაც ისწრაფიან ასე ამისკენ.

- ნამზეური მოდაში კოკო შანელმა შემოიტანა. ადრე ის ცუდ ტონად ითვლებოდა. იცით, თავადებს ცისფერსისხლიანებს რომ ეძახდნენ? იმიტომ, რომ თეთრ კანზე ვენები ჩანდა და ამის გამო მათ თითქოს ცისფერი სისხლი ჰქონდათ. შრომაში დაღლილ გლეხს კი, ბუნებრივია, თეთრი კანი ვერ ექნებოდა, მზეზე მუშაობისგან "გაშავებული" იყო და არც ვენები ეტყობოდა.

მოკლედ, ნამზეური სხეულზე სხვადასხვა ნაკლს ფარავს. ადამიანს უფრო გამხდარს აჩენს, მაგრამ ზოგიერთს ისეთს, რომ იმას, რა თქმა უნდა, ბუნებრივი კანი ჯობია. ისე კი, ყველას სჯობია ჯანმრთელი, სპორტული ფერი და იერი, ვიდრე ჩაშავებული და მზისგან გამომშრალი კანი. ეს ჩემი შეხედუებაა, რომ არაფერი ვთქვათ, ონკოლოგიური პრობლემების პრევენციაზე. იმიტომ, რომ ვისაც ბევრი ხალი აქვს, დერმატოლოგები დამემოწმებიან, რისკის ქვეშ არიან და მათი მზის გულზე ყოფნა, დაუშვებელია.

თუმცა მზე აუცილებელიც არის, მაგრამ არა იმდენად, რომ 11 საათიდან 5-მდე გიჟებივით მზეში ვისხდეთ.

- ხშირია დამწვრობა ლეღვის ფოთლის ნახარშით... რატომ მიმართავენ ამ საოცარ გზას?

- ვერ გეტყვით მოტივი რა არის, ამ თემაზე არც ფსიქოლოგებთან მისაუბრია, მაგრამ ალბათ ადამიანს ჰგონია, რომ ის არ დაიწვება. ზოგს ჰგონია, რომ თხელი ფენა იხმარა და ამიტომ მიიღო დამწვრობა, ვიღაცამ უფრო მაღალი კონცენტრაცია და ზომები ვერ დაიცვა.

ფაქტი ერთია, რომ ლეღვის ფოთლების ნახარშის კანზე წასმა და დამწვრობის მიღება 2X2-ივითაა. დამისახელეთ პიროვნება, ვინც წაისვა და განსაკუთრებული ფერის ნამზეური მიიღო, ბუნებაში არ არსებობს. ნამდვილად არ მეგონა, რომ კიდევ ამაზე მომიწევდა საუბარი. მსოფლიოში დამწვრობის ცენტრებთან მაქვს ურთიერთობა, არც გამიგია, კოლეგებს სირცხვილით ვერც ვეკითხები, მერიდება. უცხოელს როგორ ავუხსნა, რატომ უნდა მოინდომოს XXI საუკუნის ადამიანმა ლეღვის ფოთლები მოხარშოს და მისი ნახარში წაისვას?! საერთოდ ხელი მაქვს უკვე ჩაქნეული. მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, ამდენი მაგალითისა, ასეთი უცნაური ფაქტები მაინც ხდება. ჯობია, ლეღვი ხილად მიირთვან, ვიდრე მისი ფოთლები მიიფარონ ან მისი ნახარში წაისვან...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მაკა ასათიანის შვილიშვილის პირველი ფოტოები გავრცელდა - "ლეა მამასთან ნებივრობს"

თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"33 წლის ვიყავი მეუღლე რომ დამეღუპა, ხუთ შვილთან ერთად მარტო დავრჩი" - ქალი, რომელმაც ტრაგედიის შემდეგ დაწყებული საქმე წარმატებულ ბიზნესად აქცია