პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ლუდის რეალიზაცია შემცირდა: მიზეზები, რომლის გამოც ქართველები ლუდის სმას ერიდებიან
საქართველოში ლუდის რეალიზაცია შემცირდა: მიზეზები, რომლის გამოც ქართველები ლუდის სმას ერიდებიან

ლუ­დის სიყ­ვა­რუ­ლით ქარ­თვე­ლე­ბი ჩე­ხებს ან გერ­მა­ნე­ლებს ვერ შე­ვედ­რე­ბით, მაგ­რამ ეს სას­მე­ლი ჩვენ­შიც ძა­ლი­ან მოს­წონთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლუ­დის კომ­პა­ნი­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ბოლო თვე­ებ­ში ლუ­დის რე­ლი­ზა­ცია საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და, რად­გან აქ­ცი­ზის გაზ­რდამ ლუ­დის ბიზ­ნესს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი მო­უ­ტა­ნა: 2015 წლის 1 მარ­ტის შემ­დეგ, რაც 1 ლიტრ ალა­ოს ლუდ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხად­მა 0,4 ლა­რი­დან 0,6 ლა­რამ­დე მო­ი­მა­ტა, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ყვე­ლა კომ­პა­ნი­ის ლუდი სა­შუ­ა­ლოდ 10-30 თეთ­რით გაძ­ვირ­და. ამან ლუ­დის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან შე­ამ­ცი­რა.

მარ­თა­ლია, ლუ­დის რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ ზა­ფხულ­ში შე­და­რე­ბით მო­ი­მა­ტა, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია. ლუ­დის კომ­პა­ნი­ე­ბი ყვე­ლა­ფერს აქ­ცი­ზის გაზ­რდილ გა­და­სა­ხადს აბ­რა­ლე­ბენ და მის შემ­ცი­რე­ბას ითხო­ვენ. ამ თე­მა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრთა­ნაც გაგ­რძელ­დეს. თბი­ლი­სურ მა­ღა­ზი­ებ­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტებ­შიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით ლუ­დის რე­ა­ლი­ზა­ცია შე­უმ­ცირ­დათ. ეს ეხე­ბა რო­გორც უცხო­ურ, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ლუდს. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ამას ლუდ­ზე გაზ­რდი­ლი ფა­სით ხსნი­ან.

რო­გორც bpn-ს კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტა­რის" კორ­პო­რა­ტი­ულ საქ­მე­თა დი­რექ­ტორ­მა ნი­კო­ლოზ ხუნ­ძა­კიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ლუ­დის ბა­ზა­რი შარ­შან­დელ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და. ხუნ­ძა­კიშ­ვი­ლის თქმით, მთავ­რო­ბას აქ­ცი­ზის გაზ­რდის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვის­კენ რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვუ­წო­დეთ, თუმ­ცა რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. შე­დე­გად, ლუ­დის ბა­ზა­რი საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და, ამის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც არ­სე­ბობს. მარ­ტი-მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 15%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რაც კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და მთლი­ა­ნად ლუ­დის ინ­დუსტრი­ა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხა. ეს საკ­მა­ოდ არა­სა­სურ­ვე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ბაზ­რის კლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია აქ­ციზ­ზე ფა­სის ზრდით და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ლუ­დის სმის აკ­რძალ­ვით. "იძუ­ლე­ბულ­ნი გავ­ხდით ლუ­დის ფეს­ტი­ვა­ლიც კი გაგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა, რო­მელ­საც ყო­ველ წე­ლი­წადს ვმარ­თავთ. იმე­დი გვაქვს, რომ "ნა­ტახ­ტა­რის ლუ­დის ფეს­ტი­ვა­ლი" მო­მა­ვალ წელს მა­ინც გა­ი­მარ­თე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა და ტრა­დი­ცი­ულ დღე­სას­წა­ულ­ზე, რო­მე­ლიც წელს უკვე მე­ექ­ვსედ უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, იძუ­ლე­ბით უარს აღარ ვი­ტყვით," - აცხა­დებს ხუნ­ძა­კიშ­ვი­ლი.

კომ­პა­ნია "ყაზ­ბე­გის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გოგი თო­ფა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ლუ­დის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო: "რო­დე­საც გა­და­სა­ხა­დი იზ­რდე­ბა, პრო­დუქ­ტის ფა­სიც იზ­რდე­ბა და მისი რე­ა­ლი­ზა­ცია იკ­ლებს - ეს აქ­სი­ო­მაა. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ა­ლი­ზა­ცია უნდა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო - ეს ეკო­ნო­მი­კის ან­ბა­ნია. რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან ნე­იტ­რა­ლუ­რი

უნდა ვიყო", - გვი­თხრა თო­ფა­ძემ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველოში ლუდის რეალიზაცია შემცირდა: მიზეზები, რომლის გამოც ქართველები ლუდის სმას ერიდებიან

საქართველოში ლუდის რეალიზაცია შემცირდა: მიზეზები, რომლის გამოც ქართველები ლუდის სმას ერიდებიან

ლუდის სიყვარულით ქართველები ჩეხებს ან გერმანელებს ვერ შევედრებით, მაგრამ ეს სასმელი ჩვენშიც ძალიან მოსწონთ. მიუხედავად ამისა, ლუდის კომპანიებში აცხადებენ, რომ ბოლო თვეებში ლუდის რელიზაცია საგრძნობლად შემცირდა, რადგან აქციზის გაზრდამ ლუდის ბიზნესს სერიოზული დანაკარგები მოუტანა: 2015 წლის 1 მარტის შემდეგ, რაც 1 ლიტრ ალაოს ლუდზე აქციზის გადასახადმა 0,4 ლარიდან 0,6 ლარამდე მოიმატა, ქართულ ბაზარზე ყველა კომპანიის ლუდი საშუალოდ 10-30 თეთრით გაძვირდა. ამან ლუდის რეალიზაციის მაჩვენებელი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან შეამცირა.

მართალია, ლუდის რეალიზაციამ ზაფხულში შედარებით მოიმატა, მაგრამ ვითარების გამოსწორებაზე საუბარი რთულია. ლუდის კომპანიები ყველაფერს აქციზის გაზრდილ გადასახადს აბრალებენ და მის შემცირებას ითხოვენ. ამ თემაზე მოლაპარაკებები გრძელდება. საბოლოოდ, არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკება ფინანსთა მინისტრთანაც გაგრძელდეს. თბილისურ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებშიც აღნიშნავენ, რომ შარშანდელთან შედარებით ლუდის რეალიზაცია შეუმცირდათ. ეს ეხება როგორც უცხოურ, ასევე ადგილობრივი წარმოების ლუდს. სუპერმარკეტებში ამას ლუდზე გაზრდილი ფასით ხსნიან.

როგორც bpn-ს კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა, ლუდის ბაზარი შარშანდელ პერიოდთან შედარებით შემცირდა. ხუნძაკიშვილის თქმით, მთავრობას აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვისკენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. შედეგად, ლუდის ბაზარი საკმაოდ შემცირდა, ამის ოფიციალური მონაცემებიც არსებობს. მარტი-მაისის პერიოდში ადგილობრივი მწარმოებლების რეალიზაცია გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული, რაც კომპანიების საქმიანობასა და მთლიანად ლუდის ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახა. ეს საკმაოდ არასასურველი მაჩვენებელია. ბაზრის კლება გამოწვეულია აქციზზე ფასის ზრდით და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ლუდის სმის აკრძალვით. "იძულებულნი გავხდით ლუდის ფესტივალიც კი გაგვეჩერებინა, რომელსაც ყოველ წელიწადს ვმართავთ. იმედი გვაქვს, რომ "ნატახტარის ლუდის ფესტივალი" მომავალ წელს მაინც გაიმართება. მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელიც წელს უკვე მეექვსედ უნდა ჩატარებულიყო, იძულებით უარს აღარ ვიტყვით," - აცხადებს ხუნძაკიშვილი.

კომპანია "ყაზბეგის" დამფუძნებელი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ ლუდის რეალიზაციის შემცირება მოსალოდნელი იყო: "როდესაც გადასახადი იზრდება, პროდუქტის ფასიც იზრდება და მისი რეალიზაცია იკლებს - ეს აქსიომაა. ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა იმდენად დაბალია, რომ ბუნებრივია, რეალიზაცია უნდა შემცირებულიყო - ეს ეკონომიკის ანბანია. როგორც პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი, მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ნეიტრალური

უნდა ვიყო", - გვითხრა თოფაძემ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია