ლანჩხუთის რაიონის სოფელ მაჩხვარეთის მოსახლეობა ახალგაზრდა თანასოფლელს ეძებს, რომელიც სენაკის რაიონის სოფელ ზემო ჭალადიდში, მდინარე რიონმა გაიტაცა.
როგორც "გურიის მოამბეს" დაკარგული მამაკაცის ახლობელმა განუცხადა, 112-ში ბევრჯერ დარეკეს, თუმცა სრულყოფილი სამძებრო სამაშველო სამუშაოები უკვე მეორე დღეა არ დაწყებულა.
"წუხელ დაიკარგა ჩვენი თანასოფლელი და ამ წუთამდე ვერ ვახერხებთ, რომ მაშველები მოვიდნენ, ან ფოთიდან, ან ზუგდიდიდან. გამოგზავნეს ორი კაცი, ერთი ნავით, ნავით რომ იძებნებოდეს, რად გვინდა მაშველი? გთხოვთ დაგვეხმაროთ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს" - ამბობს ერთ-ერთი თანასოფლელი.
როგორც მან აგვიხსნა, ახლა მაჩხვარეთის 60-მდე მცხოვრები სამძებრო სამუშაოებს საკუთარი ძალებით ახორციელებს.
წყარო: guriismoambe.com