პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უწყლოდ დარჩენილი კარდენახელები გურჯაანის გამგებელს კარის აჭედვით დაემუქრნენ
უწყლოდ დარჩენილი კარდენახელები გურჯაანის გამგებელს კარის აჭედვით დაემუქრნენ

გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კარ­დე­ნა­ხის მცხოვ­რებ­ლე­ბი სას­მე­ლი წყლის მო­თხოვ­ნით გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მი­სა­ღებ­ში შე­იკ­რიბ­ნენ და გამ­გე­ბელს პრობ­ლე­მის მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მუ­შაო ოთა­ხის კა­რის აჭედ­ვით და­ე­მუქრნენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გამ­გე­ბელ­თან შეხ­ვედ­რას ითხოვ­დნენ.

"პატ­რო­ნი მარ­ტო მა­შინ გვყავს, როცა არ­ჩევ­ნე­ბია და მუხ­ლის­ჩო­ქებ­ზე გვიდ­გე­ბი­ან, ჩვენ შე­მოგ­ვხა­ზეო. ახლა სად არი­ან, რა­ტომ იმა­ლე­ბი­ან? სად არის გერ­გი­ძე. რო­გორც ავირ­ჩი­ეთ, ისე გა­და­ვირ­ჩევთ", - გა­ნა­ცხა­და სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში მცხოვ­რებ­მა ლი­ა­ნა გუ­ლაშ­ვილ­მა.

"აქ რომ უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ალაზ­ნის წყა­ლი წა­მო­ვი­ღე ნაკ­ვე­თი­დან, რომ და­მე­ბა­ნა და ისე მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ამა­ზე მძი­მე პრობ­ლე­მა რაღა უნდა გვქონ­დეს 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში. გამ­გე­ბელ­მა იცო­და, რომ უნდა მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და და­ი­მა­ლა. კა­რებს ავუ­ჭე­დავთ, რომ კა­ბი­ნეტ­ში ვე­ღარ შე­ვი­დეს",- აღ­ნიშ­ნა დალი გუ­ლაშ­ვილ­მა.

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი გივი გერ­გი­ძე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეხ­ვდა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

უწყლოდ დარჩენილი კარდენახელები გურჯაანის გამგებელს კარის აჭედვით დაემუქრნენ

უწყლოდ დარჩენილი კარდენახელები გურჯაანის გამგებელს კარის აჭედვით დაემუქრნენ

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის მცხოვრებლები სასმელი წყლის მოთხოვნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მისაღებში შეიკრიბნენ და გამგებელს პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, სამუშაო ოთახის კარის აჭედვით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

"პატრონი მარტო მაშინ გვყავს, როცა არჩევნებია და მუხლისჩოქებზე გვიდგებიან, ჩვენ შემოგვხაზეო. ახლა სად არიან, რატომ იმალებიან? სად არის გერგიძე. როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ", - განაცხადა სოფელ კარდენახში მცხოვრებმა ლიანა გულაშვილმა.

"აქ რომ უნდა წამოვსულიყავი, ალაზნის წყალი წამოვიღე ნაკვეთიდან, რომ დამებანა და ისე მოვსულიყავი. ამაზე მძიმე პრობლემა რაღა უნდა გვქონდეს 21-ე საუკუნეში. გამგებელმა იცოდა, რომ უნდა მოვსულიყავით და დაიმალა. კარებს ავუჭედავთ, რომ კაბინეტში ვეღარ შევიდეს",- აღნიშნა დალი გულაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძე აქციის მონაწილეებს მოგვიანებით შეხვდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა