პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირდა თავადის, აზნაურისა და გლეხის სისხლი - მკვლელების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეების საქართველოში
რა ღირდა თავადის, აზნაურისა და გლეხის სისხლი - მკვლელების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეების საქართველოში

დას­ჯა და სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბა გა­ნუყ­რე­ლად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას­თან, თუმ­ცა ჯერ კი­დევ სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე იყე­ნებ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი დას­ჯი­სა და წა­მე­ბის მძი­მე ფორ­მებს. რო­გო­რი იყო დას­ჯი­სა და წა­მე­ბის ძვე­ლი მე­თო­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ თე­მა­ზე ის­ტო­რი­კოს გია ან­ჩა­ბა­ძეს მივ­მარ­თეთ.

- შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში დას­ჯის ფორ­მე­ბი სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ წრე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა იყო. მა­ღა­ლი წო­დე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი და იგი­ვე და­ნა­შა­უ­ლის­თვის სხვა­დას­ხვა სას­ჯელს იღებ­დნენ, და­ბა­ლი წო­დე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი კი სხვას.

სის­ხლის ფასი

ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სას­ჯე­ლი - სის­ხლის ფასი, ჯერ კი­დევ გვა­როვ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დროს არ­სე­ბობ­და. ადა­მი­ანს თუ მოკ­ლავ­დი ან დაჭ­რი­დი, სა­თა­ნა­დო გა­და­სახ­დე­ლი იყო და­წე­სე­ბუ­ლი. ფე­ო­და­ლურ ხა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა წო­დე­ბას თა­ვი­სი სის­ხლის ფასი ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, ვი­ცით, რომ გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი წო­დე­ბა იყო თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბა. თა­ვის მხრივ, თა­ვა­დო­ბაც და აზ­ნა­უ­რო­ბაც სა­ფე­ხუ­რე­ბად იყო­ფო­და.

დი­დე­ბუ­ლი თა­ვა­დი, შუა და და­ბა­ლი თა­ვა­დი, ასე იყო აზ­ნა­უ­რე­ბიც, პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის აზ­ნა­უ­რი, მე­ო­რე და მე­სა­მე ხა­რის­ხის აზ­ნა­უ­რე­ბი. ყვე­ლა­ზე ძვი­რი დი­დე­ბუ­ლი თა­ვა­დის სის­ხლი იყო, შუა თა­ვა­დის მოკ­ვლის ფასი პირ­ვე­ლი თა­ვა­დის სა­ფა­სუ­რის ნა­ხე­ვა­რი იყო, ხოლო და­ბა­ლი თა­ვა­დის სიკ­ვდი­ლის სა­ფა­სუ­რი შუა თა­ვა­დის ფა­სის ნა­ხე­ვა­რი, ანუ დი­დე­ბუ­ლი თა­ვა­დის სის­ხლი ოთხჯერ მეტი ღირ­და, ვიდ­რე და­ბა­ლი თა­ვა­დი­სა. ზუს­ტად ასე იყო აზ­ნა­უ­რებ­შიც. ყვე­ლა­ზე იაფი ყმა-გლე­ხის სის­ხლი იყო.

თუ ადა­მი­ა­ნი თა­ვადს ან აზ­ნა­ურს მოკ­ლავ­და, შე­სა­ბა­მი­სი სა­ფა­სუ­რი უნდა გა­და­ე­ხა­და. თუკი გვა­როვ­ნუ­ლი წყო­ბი­ლე­ბის დროს სის­ხლი სის­ხლით ირ­წყვო­და, ანუ მოკ­ლავ­და და მკვლე­ლიც უნდა მო­ეკ­ლათ, თვალს ამო­თხრი­და და დამ­ნა­შა­ვის­თვი­საც თვა­ლი უნდა ამო­ე­თხა­რათ, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შემ­დეგ სის­ხლს ფუ­ლით აზღვე­ვი­ნებ­დნენ.

ამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მკვლე­ლი თუ სა­ფა­სურს გა­და­იხ­დი­და, ის სა­მარ­თლის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მოკ­ლუ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი მკვლელ­ზე პი­რა­დად იძი­ებ­დნენ შურს, ხოლო თუ მკვლე­ლი სა­ფა­სურს ვერ გა­და­იხ­დი­და, ის მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლე­ბა ხდე­ბო­და, შე­ეძ­ლოთ მისი გა­ყიდ­ვა და ა.შ.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა ღირდა თავადის, აზნაურისა და გლეხის სისხლი - მკვლელების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეების საქართველოში

რა ღირდა თავადის, აზნაურისა და გლეხის სისხლი - მკვლელების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეების საქართველოში

დასჯა და სამართლის აღსრულება განუყრელად არის დაკავშირებული სახელმწიფოებრიობასთან, თუმცა ჯერ კიდევ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე იყენებდნენ ადამიანები დასჯისა და წამების მძიმე ფორმებს. როგორი იყო დასჯისა და წამების ძველი მეთოდები საქართველოში, ამ თემაზე ისტორიკოს გია ანჩაბაძეს მივმართეთ.

- შუა საუკუნეებში დასჯის ფორმები სხვადასხვა სოციალურ წრეებთან დაკავშირებით სხვადასხვა იყო. მაღალი წოდების ადამიანები ერთი და იგივე დანაშაულისთვის სხვადასხვა სასჯელს იღებდნენ, დაბალი წოდების ადამიანები კი სხვას.

სისხლის ფასი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასჯელი - სისხლის ფასი, ჯერ კიდევ გვაროვნული საზოგადოების დროს არსებობდა. ადამიანს თუ მოკლავდი ან დაჭრიდი, სათანადო გადასახდელი იყო დაწესებული. ფეოდალურ ხანაში საქართველოში ყველა წოდებას თავისი სისხლის ფასი ჰქონდა. მაგალითად, ვიცით, რომ გაბატონებული წოდება იყო თავადაზნაურობა. თავის მხრივ, თავადობაც და აზნაურობაც საფეხურებად იყოფოდა.

დიდებული თავადი, შუა და დაბალი თავადი, ასე იყო აზნაურებიც, პირველი ხარისხის აზნაური, მეორე და მესამე ხარისხის აზნაურები. ყველაზე ძვირი დიდებული თავადის სისხლი იყო, შუა თავადის მოკვლის ფასი პირველი თავადის საფასურის ნახევარი იყო, ხოლო დაბალი თავადის სიკვდილის საფასური შუა თავადის ფასის ნახევარი, ანუ დიდებული თავადის სისხლი ოთხჯერ მეტი ღირდა, ვიდრე დაბალი თავადისა. ზუსტად ასე იყო აზნაურებშიც. ყველაზე იაფი ყმა-გლეხის სისხლი იყო.

თუ ადამიანი თავადს ან აზნაურს მოკლავდა, შესაბამისი საფასური უნდა გადაეხადა. თუკი გვაროვნული წყობილების დროს სისხლი სისხლით ირწყვოდა, ანუ მოკლავდა და მკვლელიც უნდა მოეკლათ, თვალს ამოთხრიდა და დამნაშავისთვისაც თვალი უნდა ამოეთხარათ, ცივილიზებული საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ სისხლს ფულით აზღვევინებდნენ.

ამ კანონის მიხედვით, მკვლელი თუ საფასურს გადაიხდიდა, ის სამართლისგან თავისუფლდებოდა, მაგრამ ზოგჯერ მოკლულის ნათესავები მკვლელზე პირადად იძიებდნენ შურს, ხოლო თუ მკვლელი საფასურს ვერ გადაიხდიდა, ის მოკლულის ოჯახის კუთვნილება ხდებოდა, შეეძლოთ მისი გაყიდვა და ა.შ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

იღუმენი დავით კობაიძე არასოდეს ყოფილა ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი - რა განცხადებას ავრცელებს რუის-ურბნისის ეპარქია

ვინ გაივლის კორონავირუსზე შემოწმებას ტესტირების გაფართოებული გეგმით - ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის განმარტება

"უნდა გამოჩნდეს მძიმე პაციენტი, ვისაც მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი და გადავუსხამთ პლაზმას" - ცერცვაძის თქმით, საქართველო პლაზმით მკურნალობის დაწყებისთვის მზადაა