სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პატრიარქის დავით V ფოტო ვრცელდება, სადაც უწმინდესი სიონის ტაძარში იატაკს წმენდს. ფოტოს მედეა ცხადაძე აქვეყნებს.
"ისტორიული სურათი - პატრიარქი დავით მეხუთე სიონის ტაძარში წმენდს იატაკს", - აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.
ილია მეორის წინამორბედი დავით V (ერისკაცობაში ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი გახლდათ 1972-1977 წლებში. იგი 1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში.