პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკალას "ნათლული" - რა კავშირია ილიკო სუხიშვილსა და ფიროსმანს შორის
ნიკალას "ნათლული" - რა კავშირია ილიკო სუხიშვილსა და ფიროსმანს შორის

10 წლის ილი­კო ქუ­ჩა­ში უც­ნობ მა­მა­კაცს გა­მო­ე­სარ­ჩლა. მა­მა­კა­ცი ნას­ვა­მი იყო და მა­ლაკ­ნე­ბის ბა­ზარ­თან ბარ­ბა­ცით მი­დი­ო­და.­ მას და­ხე­უ­ლი ქურ­თუ­კი და ჩექ­მა ეცვა. უკან ბავ­შვე­ბის გუნ­დი მის­დევ­და და მთვრალს აბუ­ჩად იგ­დებ­და. ილი­კომ ჯოხი მო­ი­მარ­ჯვა და თა­ნა­ტო­ლებს­ შე­უ­ტია. შე­ში­ნე­ბულ­მა ბავ­შვებ­მა მთვრალს თავი და­ა­ნე­ბეს. უც­ნობ­მა მშვე­ლე­ლი იცნო. იგი მუშ­ტა­ი­დის ბაღ­ში არა­ერთხ­ელ­ უნა­ხავს, როცა ბიჭი იმ დროს თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მო­დურ ცეკ­ვას­ "შა­მილს" ას­რუ­ლებ­და. მა­მა­კაც­მა ილიკ­ოს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ­თა ლე­გენ­დის - შა­მი­ლის ნა­ხა­ტის ჩვე­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ნეს­ტი­ან ოთახ­ში, სა­დაც არც სა­წო­ლი იდგა და არც - სკა­მი, უც­ნობ­მა­ ბავ­შვს ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი უჩ­ვე­ნა. შემ­დეგ ცეკ­ვა შე­უ­ქო და ურ­ჩია, ამ საქ­მეს გაჰ­ყო­ლო­და. დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას ილი­კომ მას­პინ­ძელს ვი­ნა­ო­ბა ჰკი­თხა. მა­მა­კაც­მა უპა­სუ­ხა, რომ მხატ­ვა­რი ნი­კა­ლა ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი იყო.

ერთხელ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი სა­ქარ­თველ­ოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ კო­მი­ტეტ­ში­ და­ი­ბა­რეს - ცეკ­ვის ან­სამ­ბლის და­არ­სე­ბის სა­კი­თხი უნდა გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო.­ სუ­ხიშ­ვი­ლ­მა იცო­და, რომ კო­მუ­ნის­ტე­ბი ყო­ველ­გვარ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს ეჭ­ვით უყუ­რებ­დნენ, ამიტ­ომ ცეკ­ვე­ბი ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბად წა­რად­გი­ნა და და­მა­ლა, რომ ილე­თე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მი­სი­ვე შექ­მნი­ლი იყო. კულ­ტუ­რის სფე­როს ერთ-ერთი ხელ­ძღვა­ნე­ლის, ვარ­ლამ შა­დუ­რის, კა­ბი­ნეტ­ში ილი­კომ პი­ჯა­კი და ფეხ­საც­მე­ლი გა­ი­ხა­და და პარ­ტი­ულ ჩი­ნოს­ნებს წარ­მოდ­გე­ნა გა­უ­მარ­თა. თა­ვი­სი­ვე გახ­მო­ვა­ნე­ბით "ყაზ­ბე­გუ­რი", "მო­ხე­ვუ­რი", "ქარ­თუ­ლი" და "ბაღ­და­დუ­რი""იცეკ­ვა. მა­მა­კა­ცის პარ­ტი­ებ­თან ერ­თად ქა­ლის ილე­თებ­საც ასრ­ულებ­და და თან თი­თო­ე­ულ ცეკ­ვას შე­სა­ბა­მის კო­მენ­ტარს ურ­თავ­და. არ­ტის­ტიზ­მი­თა და სა­ო­ცა­რი შეს­რუ­ლე­ბით ისე­თი ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნა, რომ შა­დურ­მა განუ­ცხა­და, - ან­სამ­ბლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შექ­მნაო. ეს ამ­ბა­ვი ზუს­ტად 70 წლის წინ, 1945 წლის ზა­ფხულ­ში მოხ­და... სუ­ხიშ­ვი­ლებს მა­ყუ­რე­ბე­ლი დღემ­დე აღ­ტა­ცე­ბა­ში მოჰ­ყავს.

მი­ლა­ნის ლა-სკა­ლას თე­ატ­რში, სა­დაც სუ­ხიშ­ვი­ლე­ბამ­დე არც ერთი ერის ფოლკ­ლო­რულ დასს ფეხი არ და­უდ­გამს, ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის წარ­მოდ­გე­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ოვა­ცი­ე­ბის თან­ხლე­ბით, ფარ­და 14-ჯერ აი­წია და ლე­გენ­და­რუ­ლი ტე­ნო­რის, ენ­რი­კო კა­რუ­ზოს "რე­კორდს" გა­და­ა­ჭარ­ბა - მისი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ლა-სკა­ლა­ში ფარ­და 11-ჯერ ას­წი­ეს.

სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ: ჯონ კენ­ედი, ფი­დელ კას­ტრო, ჯა­ვა­ჰარ­ლარ ნერუ, ინ­დი­რა გან­დი, პელე, ფრენკ სი­ნატ­რა, ჟან გა­ბე­ნი, ბრი­ჟიტ ბარ­დო, უოლტ დის­ნეი, ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი... ნიუ-იორკში, ბროდ­ვე­ი­ზე­, და­სის წარ­მოდ­გე­ნე­ბი წლის სა­უ­კე­თე­სო შოუდ ორ­ჯერ აღი­ა­რეს. სხვა­დას­ხვა წლებ­ში "ნიუ-იორკ თა­იმსმა", "ვა­შინგტონ პოსტმა", "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რაფ­მა", "ფი­გა­რომ" და სხვა წამ­ყვან­მა გა­ზე­თებ­მა ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი­სა და ნინო რა­მიშ­ვი­ლის ან­სამ­ბლი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფოლკ­ლო­რულ კო­ლექ­ტი­ვად და­ა­სა­ხე­ლეს...

1917 წელს ნინო რა­მიშ­ვი­ლი უმ­ცროს დას­თან­ - თა­მარ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ, მა­რია პე­რი­ნის სა­ბა­ლე­ტო სტუ­დი­ა­ში მი­იყ­ვა­ნეს. გო­გო­ნე­ბის ცეკ­ვამ სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნა, მაგ­რამ სწავ­ლის გად­ასა­ხა­დი დიდი აღ­მოჩ­ნდა, რა­მიშ­ვი­ლებს­ ამ­დე­ნი ფული არ ჰქონ­დათ და დე­დამ გულ­და­წყვე­ტი­ლი შვი­ლე­ბი შინ წა­მო­იყ­ვა­ნა.­ მე­ო­რე დღეს რა­მიშ­ვი­ლე­ბის ოჯახს თა­ვად მა­რია პე­რი­ნი ეს­ტუმ­რა, იმ­დე­ნად კარ­გი გოგო­ები გყავთ, თა­ნახ­მა ვარ, უფა­სოდ ია­რო­ნო!"ეს ეპი­ზო­დი ფილმ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" აი­სა­ხა...

1924 წლის 26 აპ­რილს ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი­ თა­ვის­მა კლა­სელ­მა სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძემ­ ოპე­რა­ში და­პა­ტი­ჟა. იქ მა­რია პე­რი­ნის­ სტუ­დი­ის გო­გო­ნე­ბი ცეკ­ვავ­დნენ. იმ საღა­მოს­ ილი­კომას­ზე 3 წლით უმ­ცროს­მა­, 14 წლის მო­ცეკ­ვა­ვე გო­გომ მო­ხიბ­ლა, რომე­ლიც"ყვი­თე­ლი მარ­გა­ლი­ტის როლს ას­რუ­ლებ­და. ­წარ­მოდ­გე­ნის პროგ­რა­მა­ში ყვი­თე­ლი მარ­გა­ლი­ტის გას­წვრივ რა­მიშ­ვი­ლის გვა­რი ეწე­რა. ილი­კომ ეს გვა­რი ფრჩხი­ლის გას­მით მო­ნიშ­ნა... ამა­ყი ნინო და­კემ­სილ­სა­მო­სი­ან­ თაყ­ვა­ნის­მცე­მელს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და,­ მაგ­რამ ბიჭი ჯი­უ­ტი იყო, ფეხ­და­ფეხ დაჰ­ყვე­ბო­და, მალე კი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვაც მოხ­და.­ ილი­კო პე­რი­ნის სა­ბა­ლე­ტო სტუ­დი­ა­ში მი­ი­ღეს და ცეკ­ვის­თვის მე­წყვი­ლე გა­მო­უ­ძებ­ნეს - ნინო რა­მიშ­ვი­ლი. მას შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს არ დას­ცი­ლე­ბი­ან, თუმ­ცა ქორ­წი­ლი­ არ ჰქო­ნი­ათ და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­გის­ტრა­ცი­აც კი არ გა­უვ­ლი­ათ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ნიკალას "ნათლული" - რა კავშირია ილიკო სუხიშვილსა და ფიროსმანს შორის

ნიკალას "ნათლული" - რა კავშირია ილიკო სუხიშვილსა და ფიროსმანს შორის

10 წლის ილიკო ქუჩაში უცნობ მამაკაცს გამოესარჩლა. მამაკაცი ნასვამი იყო და მალაკნების ბაზართან ბარბაცით მიდიოდა.­ მას დახეული ქურთუკი და ჩექმა ეცვა. უკან ბავშვების გუნდი მისდევდა და მთვრალს აბუჩად იგდებდა. ილიკომ ჯოხი მოიმარჯვა და თანატოლებს­ შეუტია. შეშინებულმა ბავ­შვებმა მთვრალს თავი დაანებეს. უცნობმა მშველელი იცნო. იგი მუშტაიდის ბაღში არაერთხ­ელ­ უნახავს, როცა ბიჭი იმ დროს თბილისში ყველაზე მოდურ ცეკვას­ "შამილს" ასრულებდა. მამაკაცმა ილიკ­ოს მადლობა გადაუხადა და ჩრდილო­კავკასიელთა ლეგენდის - შამილის ნახატის ჩვენება შესთავაზა. ნესტიან ოთახში, სადაც არც საწოლი იდგა და არც - სკამი, უცნობმა­ ბავშვს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი უჩვენა. შემდეგ ცეკვა შეუქო და ურჩია, ამ საქმეს გაჰყოლოდა. დამშვიდობებისას ილიკომ მასპინძელს ვინაობა ჰკითხა. მამაკაცმა უპასუხა, რომ მხატვარი ნიკალა ფიროსმანაშვილი იყო.

ერთხელ ილიკო სუხიშვილი საქართველ­ოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში­ დაიბარეს - ცეკვის ანსამბლის დაარსების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო.­ სუხიშვი­ლ­მა იცოდა, რომ კომუნისტები ყოველგვარ ინდივიდუალიზმს ეჭვით უყურებდნენ, ამიტ­ომ ცეკვები ხალხურ შემოქმედებად წარადგინა და დამალა, რომ ილეთების უდიდესი ნაწილი მისივე შექმნილი იყო. კულტურის სფეროს ერთ-ერთი ხელძღვანელის, ვარლამ შადურის, კაბინეტში ილიკომ პიჯაკი და ფეხსაცმელი გაიხადა და პარტიულ ჩინოსნებს წარმოდგენა გაუმართა. თავისივე გახმოვანებით "ყაზბეგური", "მოხევური", "ქართული" და "ბაღდადური"”იცეკვა. მამაკაცის პარტიებთან ერთად ქალის ილეთებსაც ასრ­ულებდა და თან თითოეულ ცეკვას შესაბამის კომენტარს ურთავდა. არტისტიზმითა და საოცარი შესრულებით ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ შადურმა განუ­ცხადა, - ანსამბლი აუცილებლად უნდა შექმნაო. ეს ამბავი ზუსტად 70 წლის წინ, 1945 წლის ზაფხულში მოხდა... სუხიშვილებს მაყურებელი დღემდე აღტაცებაში მოჰყავს.

მილანის ლა-სკალას თეატრში, სადაც სუხიშვილებამდე არც ერთი ერის ფოლკლორულ დასს ფეხი არ დაუდგამს, ქართველი მოცეკვავეების წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ოვაციების თანხლებით, ფარდა 14-ჯერ აიწია და ლეგენდარული ტენორის, ენრიკო კარუზოს "რეკორდს" გადააჭარბა - მისი გამოსვლის შემდეგ ლა-სკალაში ფარდა 11-ჯერ ასწიეს.

სუხიშვილების თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ: ჯონ კენ­ედი, ფიდელ კასტრო, ჯავაჰარლარ ნერუ, ინდირა განდი, პელე, ფრენკ სინატრა, ჟან გაბენი, ბრიჟიტ ბარდო, უოლტ დისნეი, ჩარლი ჩაპლინი... ნიუ-იორკში, ბროდვეიზე­, დასის წარმოდგენები წლის საუკეთესო შოუდ ორჯერ აღიარეს. სხვადასხვა წლებში "ნიუ-იორკ თაიმსმა", "ვაშინგტონ პოსტმა", "დეილი ტელეგრაფმა", "ფიგარომ" და სხვა წამყვანმა გაზეთებმა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფოლკლორულ კოლექტივად დაასახელეს...

1917 წელს ნინო რამიშვილი უმცროს დასთან­ - თამართან ერთად, თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, მარია პერინის საბალეტო სტუდიაში მიიყვანეს. გოგონების ცეკვამ სტუდიის ხელმძღვანელები აღაფრთოვანა, მაგრამ სწავლის გად­ასახადი დიდი აღმოჩნდა, რამიშვილებს­ ამდენი ფული არ ჰქონდათ და დედამ გულდაწყვეტილი შვილები შინ წამოიყვანა.­ მეორე დღეს რამიშვილების ოჯახს თავად მარია პერინი ესტუმრა, იმდენად კარგი გოგო­ები გყავთ, თანახმა ვარ, უფასოდ იარონო!”ეს ეპიზოდი ფილმ "ვერის უბნის მელოდიებში" აისახა...

1924 წლის 26 აპრილს ილიკო სუხიშვილი­ თავისმა კლასელმა სერგო ზაქარიაძემ­ ოპერაში დაპატიჟა. იქ მარია პერინის­ სტუდი­ის გოგონები ცეკვავდნენ. იმ საღა­მოს­ ილიკო მასზე 3 წლით უმცროსმა­, 14 წლის მოცეკვავე გოგომ მოხიბლა, რომე­ლიც“ყვითელი მარგალიტის როლს ასრულებდა. ­წარმოდგენის პროგრამაში ყვითელი მარგალიტის გასწვრივ რამიშვილის გვარი ეწერა. ილიკომ ეს გვარი ფრჩხილის გასმით მონიშნა... ამაყი ნინო დაკემსილსამოსიან­ თაყვანისმცემელს ყურადღებას არ აქცევდა,­ მაგრამ ბიჭი ჯიუტი იყო, ფეხდაფეხ დაჰყვებოდა, მალე კი ბედნიერი შემთხვევაც მოხდა.­ ილიკო პერინის საბალეტო სტუდიაში მიიღეს და ცეკვისთვის მეწყვილე გამოუძებნეს - ნინო რამიშვილი. მას შემდეგ ერთმანეთს არ დასცილებიან, თუმცა ქორწილი­ არ ჰქონიათ და ცხოვრების ბოლომდე ოფიციალური რეგისტრაციაც კი არ გაუვლიათ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია