ქედაში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს თავის ტვინისა და მუცლის არის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას გონება არ დაუკარგავს.
პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან
ავარიის შედეგად გარდაცვლილი 10 და 12 წლის მოზარდები დაიღუპნენ, მათგან ერთ-ერთი ამ მამაკაცის შვილია. ავტოავარია ქედაში დღეს მოხდა. "პიკაპის" ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა.
მანქანა კურორტ ბეშუმიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა.