პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზღვა, ბუნებაში ყოფნა და ფლირტი - რასთან ასოცირდება ჯულიანასთვის დასვენება
ზღვა, ბუნებაში ყოფნა და ფლირტი - რასთან ასოცირდება ჯულიანასთვის დასვენება

"ბავ­შვო­ბი­დან ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა­ფერ­ში პირ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. და­მარ­ცხე­ბას ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი. ყო­ველ­თვის ვიბ­რძო­დი და ბევ­რს ვშრო­მობ­დი სა­ი­მი­სოდ, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­მე­კე­თე­ბი­ნა", - ამ­ბობს ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნარ­მა, რომ­ლის­თვი­საც იდე­ა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბა მზეს­თან, ზღვას­თან, ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნას­თან და ფლირტთან ასო­ცირ­დე­ბა.

ბავ­შვო­ბა და კომ­პლექ­სე­ბი

- ვერ ვი­ტყვი, რომ ზედ­მე­ტად ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, თა­ნა­ტო­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბით ყო­ველ­თვის გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. მქონ­და კომ­პლექ­სე­ბიც. მა­გა­ლი­თად: როცა უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, სა­კუ­თარ თავ­ში ვი­კე­ტე­ბო­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცეკ­ვა­ზე პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე დავ­დი­ო­დი და როცა ახ­ლობ­ლე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, გა­მუდ­მე­ბით მთხოვ­დნენ, მე­ცეკ­ვა, მე კი ამის მე­რი­დე­ბო­და...

- სკო­ლა­ში რო­გორ სწავ­ლობ­დი?

- სწავ­ლას პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბო­დი. პე­და­გო­გე­ბის­გან შე­ნიშ­ვნა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. ვცდი­ლობ­დი, მე­აქ­ტი­უ­რა და ყვე­ლა­ფერ­ში პირ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... ჰო, კი­დევ ერთი კომ­პლექ­სი მქონ­და: ქარ­თუ­ლად კარ­გად ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი და ამის მრცხვე­ნო­და.

- ბავ­შვე­ბი დაგ­ცი­ნოდ­ნენ, ამა თუ იმ სი­ტყვას არას­წო­რად რომ ამ­ბობ­დი?

- ვერ ვი­ტყვი, რომ დამ­ცი­ნოდ­ნენ. უბ­რა­ლოდ, ჩემი სა­უბ­რის მა­ნე­რა­ზე ხა­ლი­სობ­დნენ...

- თუ გახ­სოვს, მშობ­ლე­ბი რის გამო გიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ?

- სახ­ლში ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რი ვი­ყა­ვი და თან, ყვე­ლა­ფერ­ზე სა­კუ­თარ აზრს გა­მოვ­თქვამ­დი. მე და დედა ხში­რად ვკა­მა­თობ­დით. მა­გა­ლი­თად, როცა ის მთხოვ­და, მისი შერ­ჩე­უ­ლი კაბა ჩა­მეც­ვა, ამას ყო­ველ­თვის ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი.

- პრე­ტენ­ზი­უ­ლი იყა­ვი?

- პრე­ტენ­ზი­უ­ლი არა, მაგ­რამ თავ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი. ყო­ველ­თვის იმას ვა­კე­თებ­დი, რაც მინ­დო­და. არა­ვის არა­ფერს ვუ­ჯე­რებ­დი.

გე­მოვ­ნე­ბა და იმი­ჯი

- სი­ლა­მა­ზის აღ­ქმის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი მქონ­და. ყო­ველ­თვის სი­ახ­ლის ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი და დღემ­დე მაქვს ეს ჩვე­ვა. ვცდი­ლობ­დი, სა­ინ­ტე­რე­სო უცხო­უ­რი გა­და­ცე­მე­ბი მე­ნა­ხა და შემ­დეგ რა­ღა­ცე­ბი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში გად­მო­მე­ტა­ნა. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მა­გა­ლი­თად, რო­გორ კეთ­დე­ბო­და კარ­გი მა­კი­ა­ჟი, ვინ რო­გორ იც­ვამ­და, რა იყო მო­და­ში... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წა­ზე თა­ვად ვი­მუ­შა­ვე. ყო­ველ­თვის ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მომ­წონს, რაც მიხ­დე­ბა. რად­გან პო­პუ­ლა­რუ­ლი გოგო ვარ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მცნო­ბენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნდა მეც­ვას ან მე­კე­თოს. ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა არ მჩვე­ვია. ყვე­ლა­ფერს იმის­და მი­ხედ­ვით ვა­კე­თებ, რა­საც ში­ნა­გა­ნი მე მკარ­ნა­ხობს.

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა

- 9 წლი­სამ ევ­რო­პულ ცეკ­ვე­ბის წრე­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი და სულ რა­ღაც 1 თვის შემ­დეგ და­მა­წყვი­ლეს ძა­ლი­ან კარგ მო­ცეკ­ვა­ვეს­თან. გა­ვე­დით შე­ჯიბ­რე­ბა­ზე და გაგ­ვი­მარ­თლა - გა­ვი­მარ­ჯვეთ. ამ წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ცეკ­ვა იყო ჩემი საქ­მე. ვა­ღი­ა­რებ, ბუ­ნე­ბით ლი­დე­რი ვარ. არ მიყ­ვარს ჩრდილ­ში დგო­მა. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა, ამ აღი­ა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია - არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც რა­ი­მე საქ­მე­ში პირ­ვე­ლო­ბა არ სურს... მთა­ვა­რი ის არის, რო­გორ იბ­რძვი და რას აკე­თებ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ზოგ­ჯერ ვგრძნობ, არ მაქვს ძალა საბ­რძოლ­ვე­ლად - ასეთ დროს სა­კუ­თარ თავს ასე ვთქვათ, "ვქო­ქავ". ბო­ლოს და ბო­ლოს, ერთხელ ვცხოვ­რობთ ამ ქვე­ყა­ნა­ზე და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მი უნდა გა­ვა­კე­თოთ.

დას­ვე­ნე­ბა

- ჯერ­ჯე­რო­ბით ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ, რად­გან სულ მალე ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის ქორ­წი­ლია, მეჯ­ვა­რე უნდა ვიყო და თან, ამ ცე­რე­მო­ნი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საქ­მე­ებ­შიც აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი... შე­იძ­ლე­ბა, ზღვა­ზე წას­ვლა აგ­ვის­ტო­ში მო­ვა­ხერ­ხო.

- მე­გობ­რებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბას აპი­რებ?

- რო­გორც წესი, ყო­ველ წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვის­ვე­ნებ ხოლ­მე. თუმ­ცა, წელს აგ­ვის­ტო­ში ჩემი ძმა ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის "სო­ჩა­ში" ცხოვ­რებს და იშ­ვი­ა­თად ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს. ჰოდა, და­სას­ვე­ნებ­ლად ალ­ბათ, მას­თან ერ­თად წა­ვალ.

- შენი ძმა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია?

- დიახ, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი გახ­ლავთ.

- აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა გხიბ­ლავს თუ პა­სი­უ­რი?

- ბუ­ნე­ბით აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და არც კუ­რორტზე ყოფ­ნი­სას გახ­ლა­ვართ პა­სი­უ­რი. პენ­სი­ო­ნე­რი­ვით დას­ვე­ნე­ბა არ მიყ­ვარს.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom

ზღვა, ბუნებაში ყოფნა და ფლირტი - რასთან ასოცირდება ჯულიანასთვის დასვენება

ზღვა, ბუნებაში ყოფნა და ფლირტი - რასთან ასოცირდება ჯულიანასთვის დასვენება

"ბავშვობიდან ვცდილობდი, ყველაფერში პირველი ვყოფილიყავი. დამარცხებას ვერ ვეგუებოდი. ყოველთვის ვიბრძოდი და ბევრს ვშრომობდი საიმისოდ, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამეკეთებინა", - ამბობს ჯულიანა ბარგნარმა, რომლისთვისაც იდეალური დასვენება მზესთან, ზღვასთან, ბუნებაში ყოფნასთან და ფლირტთან ასოცირდება.

ბავშვობა და კომპლექსები

- ვერ ვიტყვი, რომ ზედმეტად ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. თუმცა, თანატოლებში აქტიურობით ყოველთვის გამოვირჩეოდი. მქონდა კომპლექსებიც. მაგალითად: როცა უცხო ადამიანების გარემოცვაში მოვხვდებოდი, საკუთარ თავში ვიკეტებოდი. მოგეხსენებათ, ცეკვაზე პატარაობიდანვე დავდიოდი და როცა ახლობლები შეიკრიბებოდნენ, გამუდმებით მთხოვდნენ, მეცეკვა, მე კი ამის მერიდებოდა...

- სკოლაში როგორ სწავლობდი?

- სწავლას პირველი კლასიდანვე, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. პედაგოგებისგან შენიშვნა ჩემთვის მიუღებელი იყო. ვცდილობდი, მეაქტიურა და ყველაფერში პირველი ვყოფილიყავი... ჰო, კიდევ ერთი კომპლექსი მქონდა: ქართულად კარგად ვერ ვლაპარაკობდი და ამის მრცხვენოდა.

- ბავშვები დაგცინოდნენ, ამა თუ იმ სიტყვას არასწორად რომ ამბობდი?

- ვერ ვიტყვი, რომ დამცინოდნენ. უბრალოდ, ჩემი საუბრის მანერაზე ხალისობდნენ...

- თუ გახსოვს, მშობლები რის გამო გიბრაზდებოდნენ?

- სახლში ძალიან მოუსვენარი ვიყავი და თან, ყველაფერზე საკუთარ აზრს გამოვთქვამდი. მე და დედა ხშირად ვკამათობდით. მაგალითად, როცა ის მთხოვდა, მისი შერჩეული კაბა ჩამეცვა, ამას ყოველთვის ვაპროტესტებდი, ვეწინააღმდეგებოდი.

- პრეტენზიული იყავი?

- პრეტენზიული არა, მაგრამ თავნება ნამდვილად ვიყავი. ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. არავის არაფერს ვუჯერებდი.

გემოვნება და იმიჯი

- სილამაზის აღქმის განსაკუთრებული უნარი მქონდა. ყოველთვის სიახლის ძიებაში ვიყავი და დღემდე მაქვს ეს ჩვევა. ვცდილობდი, საინტერესო უცხოური გადაცემები მენახა და შემდეგ რაღაცები ჩვენს რეალობაში გადმომეტანა. ყოველთვის მაინტერესებდა, მაგალითად, როგორ კეთდებოდა კარგი მაკიაჟი, ვინ როგორ იცვამდა, რა იყო მოდაში... აქედან გამომდინარე, საკუთარი გემოვნების დახვეწაზე თავად ვიმუშავე. ყოველთვის ისეთი რაღაცები მომწონს, რაც მიხდება. რადგან პოპულარული გოგო ვარ და საზოგადოებაში მცნობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მეცვას ან მეკეთოს. ხელოვნურობა არ მჩვევია. ყველაფერს იმისდა მიხედვით ვაკეთებ, რასაც შინაგანი მე მკარნახობს.

პირველი წარმატება

- 9 წლისამ ევროპულ ცეკვების წრეზე დავიწყე სიარული და სულ რაღაც 1 თვის შემდეგ დამაწყვილეს ძალიან კარგ მოცეკვავესთან. გავედით შეჯიბრებაზე და გაგვიმართლა - გავიმარჯვეთ. ამ წარმატების შემდეგ მივხვდი, რომ ცეკვა იყო ჩემი საქმე. ვაღიარებ, ბუნებით ლიდერი ვარ. არ მიყვარს ჩრდილში დგომა. თუმცა, შეიძლება, ამ აღიარებაში განსაკუთრებული არაფერია - არ მეგულება ადამიანი, ვისაც რაიმე საქმეში პირველობა არ სურს... მთავარი ის არის, როგორ იბრძვი და რას აკეთებ მიზნის მისაღწევად. ზოგჯერ ვგრძნობ, არ მაქვს ძალა საბრძოლველად - ასეთ დროს საკუთარ თავს ასე ვთქვათ, "ვქოქავ". ბოლოს და ბოლოს, ერთხელ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე და საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

დასვენება

- ჯერჯერობით ქალაქიდან გასვლას ვერ ვახერხებ, რადგან სულ მალე ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილია, მეჯვარე უნდა ვიყო და თან, ამ ცერემონიის საორგანიზაციო საქმეებშიც აქტიურად ვარ ჩართული... შეიძლება, ზღვაზე წასვლა აგვისტოში მოვახერხო.

- მეგობრებთან ერთად დასვენებას აპირებ?

- როგორც წესი, ყოველ წელს მეგობრებთან ერთად ვისვენებ ხოლმე. თუმცა, წელს აგვისტოში ჩემი ძმა ჩამოვა საქართველოში. ის "სოჩაში" ცხოვრებს და იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს. ჰოდა, დასასვენებლად ალბათ, მასთან ერთად წავალ.

- შენი ძმა დაოჯახებულია?

- დიახ, დაოჯახებული გახლავთ.

- აქტიური დასვენება გხიბლავს თუ პასიური?

- ბუნებით აქტიური ადამიანი ვარ და არც კურორტზე ყოფნისას გახლავართ პასიური. პენსიონერივით დასვენება არ მიყვარს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება