მწერალი, პარაფსიქოლოგი და სტუდია "ობიექტივის" ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი, საქართველოში არსებული საუსაძლისი მდგომარეობის შესახებ წერს:
"მე, თამაზ ჭეიშვილი ოფიციალურად ვაცხადებ!
არ მიყვარს და პატივს არ ვცემ ჩემ ქვეყანას,იმიტომ რომ…
ამ ქვეყანაში ჩემი სამივე შვილი უბედურია!
ჩემ შვილიშვილებს არ აქვთ მომავალი!
მე, ჩემ ცოლს და ჩემი თაობის ადამიანებს გამწარებული სიბერე გვაქვს!
მიგრანტთა რაოდენობამ 2 000 000 მიაღწია!
არ მაქვს საშუალება გამოვცე წიგნი და ჩემი მწერლობით ვარჩინო ოჯახი!
პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი საკუთარი ამბიციებით არის დაკავებული და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა, ხალხი შიმშილობს, ბავშვები შიმშილობენ! დაკარგულ მიწებს კი არ დავიბრუნებთ,რაც გვაქვს იმასაც დავკარგავთ!
მიმიფურთხებია ასეთი ქვეყნისთვის, ასეთი ხელისუფლებისთვის! საქართველოს ჰიმნის "დაკვრის" დროს, პროტესტის ნიშნად ფეხზე აღარ ავდგები!
ის ადგეს ფეხზე ვინც ამ ქვეყანაში დაცულად და ბედნიერად გრძნობს თავს!" - ნათქვამია სტატუსში.