სააკაშვილი ოდესაში ბორის გრებენშიკოვს შეხვდა

სააკაშვილი ოდესაში ბორის გრებენშიკოვს შეხვდა

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუს მუსიკოს ბორის გრებენშიკოვს შეხვდა. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა. "ჩვენ სტუმრად გვყავდა ბორის გრებენშიკოვი. თბილისის და კიევის კონცერტების შემდეგ ჩამოვიდა ჩვენთან და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. აღფრთოვანებული იყო კიევის აუდიტორიით და ძალიან თბილად საუბრობდა უკრაინაზე" - წერს სააკაშვილი.

ბორის გრებენშიკოვი არაერთხელ გამოდიოდა რუსეთის და უკრაინის კონფლიქტის წინააღმდეგ. 2014 წლის მარტს ვიაჩესლავ ბუტუსოვთან, იური შევჩუკთან და მაქსიმ ლეონიდოვთან ერთად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ორ ქვეყანას მშვიდობისკენ მოუწოდებდა.