პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს შემთხვევა ნამდვილად ზეციდან მომევლინა" - ნიკოლოზ ხომასურიძის სასწაულებრივი ლაშქრობა მყინვარწვერზე
"ეს შემთხვევა ნამდვილად ზეციდან მომევლინა" - ნიკოლოზ ხომასურიძის სასწაულებრივი ლაშქრობა მყინვარწვერზე

რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე, მყინ­ვარწვერ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ თა­ვის გულ­წრფელ ემო­ცი­ებს გვი­ზი­ა­რებს. ის იქ 29 ივ­ლისს გა­ემ­გზავ­რა და 1-ელ აგ­ვის­ტოს დაბ­რუნ­და. რე­ჟი­სორს გზად მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბი გა­დახ­და, რა­საც გან­გე­ბის მიერ მოვ­ლე­ნი სას­წა­ულს უწო­დებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნი­კო­ლო­ზი ამ ეტაპ­ზე მუ­შა­ობს ფილმზე - "ექ­ვთი­მე", რო­მე­ლიც უდი­დეს ქარ­თველ მა­მუ­ლიშ­ვილ­სა და მოღ­ვა­წეს ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს ეძღვნე­ბა და მისი ბოლო მოგ­ზა­უ­რო­ბაც ამ ფაქტს პირ­და­პირ თუ ირი­ბად და­უ­კავ­შირ­და.

- მე­გო­ბარ­მა ჯონი კა­პა­ნა­ძემ, რო­მე­ლიც სამ­თო ტუ­რიზ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მი­თხრა, რომ 29 ივ­ლისს მას­თან ერ­თად, მყინ­ვარწვერ­ზე ჯგუ­ფი მი­დი­ო­და და თუ შეძ­ლებ, წა­მო­დიო. ბევრ ად­გი­ლას ვარ ნამ­ყო­ფი და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მწვერ­ვალ­ზე ას­ვლა პირ­ვე­ლი იყო. არა­და, იქ მოხ­ვედ­რა მინ­დო­და...

ლა­პა­რა­კია ყაზ­ბე­გის მყინ­ვარწვერ­ზე (5047 მეტ­რი). ამ სი­მაღ­ლის და­ლაშ­ქვრა, ჩემ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო და ამი­ტომ, იდეა თა­ვი­დან­ვე ავი­ტა­ცე, რად­გა­ნაც ახლა ვმუ­შა­ობ პრო­ექ­ტზე "ექ­ვთი­მე" და გა­დავ­წყვი­ტე, ამ მწვერ­ვა­ლის­კენ ამ დიდ ქარ­თველ­თან ერ­თად მე­მოგ­ზა­უ­რა. გა­ვა­კე­თე­ბი­ნე ექ­ვთი­მეს დრო­შა (პოს­ტე­რი­ვით არის) და თან წა­ვი­ღე. რო­გორც გი­თხა­რით, ეს მწვერ­ვალ­ზე ას­ვლის ჩემი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო და ვი­ნა­ი­დან ექ­ვთი­მეს ფილ­მიც ჩემ­თვის "მწვერ­ვა­ლია", იქ ასე წას­ვლა ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე. ურ­თუ­ლე­სი მარ­შრუ­ტია და მინ­დო­და, ამ ღვაწლ­მო­სილ ადა­მი­ან­თან ერ­თად (გარ­კვე­უ­ლი მი­სი­ა­სა­ვით) გა­მევ­ლო ეს რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი.

გერ­გე­ტის სა­მე­ბა­ზე მან­ქა­ნით ავე­დით და მერე უკვე ფე­ხით 12 კი­ლო­მეტ­რი ვი­ა­რეთ. ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბია... ფან­ტას­ტი­კუ­რი ბუ­ნე­ბა და გა­რე­მო... 

მერე აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის­თვის იმ ღა­მეს მე­ტე­ო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დავ­რჩით. იქ­ვეა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "გან­დე­გი­ლის" სიმ­ბო­ლუ­რი სამ­ლოც­ვე­ლო (ადრე იქ სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი იყო). რკი­ნის პა­ტა­რა, 3-4 კვად­რა­ტის მქო­ნე ჯი­ხუ­რი, სა­დაც რო­გორც იქ მი­სუ­ლებ­მა გა­ვარ­კვი­ეთ, ჯვრის­წე­რაც უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ეს ჩვენ­თვის დიდი სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც, რო­გორც გა­ვი­გეთ, ეს იქ მე­ხუ­თე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჯვრის­წე­რაა. ყვე­ლა­ფე­რი კი ზღვის დო­ნი­დან 4000 მეტრზე ხდე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მაღ­ლა მდე­ბა­რე ქარ­თულ წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში.

- ალ­ბათ მე­ტე­ო­სად­გურ­თან ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბია, არა?

- სა­ოც­რე­ბაა, "მე­ტე­ოს­თან" მზე ულა­მა­ზე­სად ამო­დის და არ­ნა­ხუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბაა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, დი­ლის 6 სა­ათ­ზე შევ­ხვედ­რო­დი მზის ამოს­ვლას, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი თვა­ლი­თაც მე­ნა­ხა, ვი­დეო და ფო­ტო­ე­ბიც გა­და­მე­ღო. თან, იქვე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ფრი­ა­ლებს და მა­გარ ენერ­გი­ას გმა­ტებს. გა­და­სა­ღე­ბად რომ მო­ვემ­ზა­დე, კარ­ვი­დან გა­მო­ვე­დი (გარ­შე­მო ბევ­რი კა­რა­ვი იყო გაშ­ლი­ლი და ყვე­ლას ეძი­ნა, მათ შო­რის, ჯვრის­წე­რის­თვის ამო­სულ ხალ­ხსაც, ტუ­რის­ტებს), მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მღვდე­ლი და­ვი­ნა­ხე, ისიც ჩემ­სა­ვით გა­მო­სუ­ლი­ყო, მივ­ხვდი, რომ იმ მე­ქორ­წი­ლე­ებ­თან ერ­თად იყო, მი­ვე­დი, მი­ვე­სალ­მე და თან, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე (მოკ­ლედ, შე­ვე­გე­ბე მზის ამოს­ვლას).

მერე იქვე სკა­მიც იყო და ჩა­მოვ­ჯე­ქი, ისიც ჩა­მოჯ­და და შო­კო­ლა­დი შე­მომ­თა­ვა­ზა. მი­თხრა, რომ იქ წყვი­ლის­თვის ჯვა­რი უნდა და­ე­წე­რა. მე ვუ­თხა­რი, რომ ჩვენ მყინ­ვარწვერ­ზე ვგეგ­მავ­დით ას­ვლას, იდეა მო­ე­წო­ნა, უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლავთ. შემ­დეგ სა­ხე­ლი ვკი­თხე. ექ­ვთი­მეო, - მი­პა­სუ­ხა. რო­გორც ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი, სკა­მი­დან ისე წა­მოვ­ხტი და შევ­ძა­ხე, - რო­გორ? ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ექ­ვთი­მე გერ­ქვათ...

ჩემ­ში სა­ო­ცა­რი ემო­ცია ტრი­ა­ლებ­და, - ვი­ყა­ვი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი, ამა­ვე დროს ბედ­ნი­ე­რი. ფო­ტო­ა­პა­რა­ტი დავ­დე და გარ­შე­მო სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე. ექ­ვთი­მეს სა­ხე­ლის მქო­ნე მღვდელს არა­ვის ვიც­ნობ. რაღა ახლა, აქ გა­ვი­ცა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ექ­ვთი­მე-მეთ­ქი?…მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ არა­ა­დე­კა­ტუ­რად ვიქ­ცე­ო­დი. მერე ბო­დი­ში მო­ვუხ­დე, ცოტა ეი­ფო­რი­უ­ლი მო­მენ­ტე­ბი მქონ­და-მეთ­ქი...

- ე.ი სას­წა­უ­ლი მოხ­და, ხომ?

- კი, ისე, კარ­ვი­დან გა­მოს­ვლას არც ვა­პი­რებ­დი, არა­და, ექ­ვთი­მეს დრო­შით გა­მო­ვე­დი და შევ­ხვდი მამა ექ­ვთი­მეს. ეს შემ­თხვე­ვა ნამ­დვი­ლად ზე­ცი­დან მო­მევ­ლი­ნა, ამ საქ­მე­ში ღვთის ხელი ურე­ვია, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა. მერე ვუ­თხა­რი, რომ ფილ­მს ვი­ღებ ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­ზე და წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი რას ნიშ­ნავს ჩემ­თვის-მეთ­ქი? ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და... ეს ფაქ­ტი სა­ერ­თოდ, ამ დიდი ქარ­თვე­ლის გა­მო­ცხა­დე­ბად და ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს ნიშ­ნად მი­ვიჩ­ნიე.

- ჯვრის­წე­რა შედ­გა?

- მზის ამოს­ვლა ხომ გა­და­ვი­ღე და მერე მო­ძღვარ­მა ულა­მა­ზე­სი ჯვრის­წე­რა ჩა­ა­ტა­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე ფო­ტო­სა და ვი­დე­ო­ზე აღვბეჭ­დე. შემ­დეგ მე­ქორ­წი­ლე­ე­ბი წა­ვიდ­ნენ.

- სა­და­უ­რი წყვი­ლი იყო?

- ვაჟი - გი­ორ­გი რუს­თა­ვი­დან არის (წარ­მო­შო­ბით გუ­და­მაყ­რე­ლი), გო­გო­ნა - ხა­ტია თბი­ლი­სე­ლია (მთი­უ­ლი). კარ­გი წყვი­ლია, იმ მო­ძღვრის მე­გობ­რე­ბი არი­ან. თა­ვად მა­მა­ოც (ექ­ვთი­მე ჭინ­ჭა­რა­უ­ლი) ჟინ­ვა­ლი­დან არის და ჯვრის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობს... ჩვენ იმა­ვე ღა­მეს მყინ­ვა­რის­კენ და­ვი­ძა­რით. რომ გა­ვე­დით, ღა­მის 3-ის ნა­ხე­ვა­რი იყო, 12 სა­ა­თის­თვის გაშ­ლი­ლი დრო­შით მწვერ­ვალ­ზე ვი­ყა­ვით ასუ­ლე­ბი. მთე­ლი ღამე ვი­ა­რეთ. უკან იმა­ვე დღეს ჩა­მო­ვე­დით.

- მოკ­ლედ, მოგ­ზა­უ­რო­ბამ გა­ა­მარ­თლა...

- ამ 4-მა დღემ რა არ და­ი­ტია. ისე­თი ემო­ცი­ე­ბი იყო. თა­ვის ხი­ფა­თე­ბი­თა და სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბე­ბით...

თვი­თონ მწერ­ვალ­ზე 9 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ სხვა მო­ტი­ვა­ცია მო­მე­ცა... მინ­და ვთქვა, რომ ის მო­ძღვა­რი ჩემ­თვის იქ გა­ცო­ცხლე­ბულ ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. ვგრძნობ­დი, რომ მისი სა­ხით სწო­რედ ის მი­ყუ­რებ­და. დიახ, მი­მა­ნიშ­ნა რომ მიდი, მიჰ­ყე­ვი ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე, შენი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მი­სია შე­ას­რუ­ლე! ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე ავ­ხსე­ნი...

- სირ­თუ­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნე და რას გუ­ლის­ხმობ­დი?

- თა­ვად გზა მყინ­ვარწვე­რის­კენ საკ­მა­ოდ რთუ­ლია... დაბ­მუ­ლი ხარ, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მო­სი­თა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მი­დი­ხარ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­საძ­ლე­ბია და ასა­ტა­ნი, რაც მთა­ვა­რია, ულა­მა­ზე­სია გა­რე­მო, თოვ­ლით არის და­ფა­რუ­ლი. ვფიქ­რობ, რომ ეს გზა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­ი­ა­როს, ვი­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ აქვს, რა თქმა უნდა, რად­გა­ნაც იმ დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში, რა­ღაც სხვა ადა­მი­ა­ნი ყა­ლიბ­დე­ბი. ცხოვ­რე­ბას, ქვე­ყა­ნას, შენს თავს, გვერ­დით მყო­ფებს მე­ტად აფა­სებ. დიახ, ში­ნა­გა­ნად სა­ოც­რად გაზ­რდი­ლი ჩა­მო­დი­ხარ...

ლალი ფა­ცია

იხი­ლეთ ასე­ვე: რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის როლს ითა­მა­შებს - ფილ­მი, რომ­ლის გა­და­ღე­ბა­შიც ჩარ­თვა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია

"ეს შემთხვევა ნამდვილად ზეციდან მომევლინა" - ნიკოლოზ ხომასურიძის სასწაულებრივი ლაშქრობა მყინვარწვერზე

"ეს შემთხვევა ნამდვილად ზეციდან მომევლინა" - ნიკოლოზ ხომასურიძის სასწაულებრივი ლაშქრობა მყინვარწვერზე

რეჟისორი და სცენარისტი ნიკოლოზ ხომასურიძე, მყინვარწვერზე მოგზაურობის შესახებ თავის გულწრფელ ემოციებს გვიზიარებს. ის იქ 29 ივლისს გაემგზავრა და 1-ელ აგვისტოს დაბრუნდა. რეჟისორს გზად მოულოდნელად საოცარი ამბები გადახდა, რასაც განგების მიერ მოვლენი სასწაულს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ამ ეტაპზე მუშაობს ფილმზე - "ექვთიმე", რომელიც უდიდეს ქართველ მამულიშვილსა და მოღვაწეს ექვთიმე თაყაიშვილს ეძღვნება და მისი ბოლო მოგზაურობაც ამ ფაქტს პირდაპირ თუ ირიბად დაუკავშირდა.

- მეგობარმა ჯონი კაპანაძემ, რომელიც სამთო ტურიზმით არის დაკავებული, მითხრა, რომ 29 ივლისს მასთან ერთად, მყინვარწვერზე ჯგუფი მიდიოდა და თუ შეძლებ, წამოდიო. ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი და არა მარტო საქართველოში, მაგრამ მწვერვალზე ასვლა პირველი იყო. არადა, იქ მოხვედრა მინდოდა...

ლაპარაკია ყაზბეგის მყინვარწვერზე (5047 მეტრი). ამ სიმაღლის დალაშქვრა, ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და ამიტომ, იდეა თავიდანვე ავიტაცე, რადგანაც ახლა ვმუშაობ პროექტზე "ექვთიმე" და გადავწყვიტე, ამ მწვერვალისკენ ამ დიდ ქართველთან ერთად მემოგზაურა. გავაკეთებინე ექვთიმეს დროშა (პოსტერივით არის) და თან წავიღე. როგორც გითხარით, ეს მწვერვალზე ასვლის ჩემი პირველი მცდელობა იყო და ვინაიდან ექვთიმეს ფილმიც ჩემთვის "მწვერვალია", იქ ასე წასვლა ამიტომ გადავწყვიტე. ურთულესი მარშრუტია და მინდოდა, ამ ღვაწლმოსილ ადამიანთან ერთად (გარკვეული მისიასავით) გამევლო ეს რთული მონაკვეთი.

გერგეტის სამებაზე მანქანით ავედით და მერე უკვე ფეხით 12 კილომეტრი ვიარეთ. ულამაზესი ადგილებია... ფანტასტიკური ბუნება და გარემო... 

მერე აკლიმატიზაციისთვის იმ ღამეს მეტეოსადგურის ტერიტორიაზე დავრჩით. იქვეა ილია ჭავჭავაძის "განდეგილის" სიმბოლური სამლოცველო (ადრე იქ სამონასტრო კომპლექსი იყო). რკინის პატარა, 3-4 კვადრატის მქონე ჯიხური, სადაც როგორც იქ მისულებმა გავარკვიეთ, ჯვრისწერაც უნდა ჩატარებულიყო. ეს ჩვენთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგანაც, როგორც გავიგეთ, ეს იქ მეხუთე ჩატარებული ჯვრისწერაა. ყველაფერი კი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე ხდებოდა, ყველაზე მაღლა მდებარე ქართულ წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში.   

- ალბათ მეტეოსადგურთან ულამაზესი ხედებია, არა?

- საოცრებაა, "მეტეოსთან" მზე ულამაზესად ამოდის და არნახული სანახაობაა. ამიტომ გადავწყვიტე, დილის 6 საათზე შევხვედროდი მზის ამოსვლას, ყველაფერი საკუთარი თვალითაც მენახა, ვიდეო და ფოტოებიც გადამეღო. თან, იქვე საქართველოს დროშა ფრიალებს და მაგარ ენერგიას გმატებს. გადასაღებად რომ მოვემზადე, კარვიდან გამოვედი (გარშემო ბევრი კარავი იყო გაშლილი და ყველას ეძინა, მათ შორის, ჯვრისწერისთვის ამოსულ ხალხსაც, ტურისტებს), მოულოდნელად, მღვდელი დავინახე, ისიც ჩემსავით გამოსულიყო, მივხვდი, რომ იმ მექორწილეებთან ერთად იყო, მივედი, მივესალმე და თან, ფოტოების გადაღება დავიწყე (მოკლედ, შევეგებე მზის ამოსვლას).

მერე იქვე სკამიც იყო და ჩამოვჯექი, ისიც ჩამოჯდა და შოკოლადი შემომთავაზა. მითხრა, რომ იქ წყვილისთვის ჯვარი უნდა დაეწერა. მე ვუთხარი, რომ ჩვენ მყინვარწვერზე ვგეგმავდით ასვლას, იდეა მოეწონა, უაღრესად დადებითი პიროვნება გახლავთ. შემდეგ სახელი ვკითხე. ექვთიმეო, - მიპასუხა. როგორც ცეცხლმოკიდებული, სკამიდან ისე წამოვხტი და შევძახე, - როგორ? ეს წარმოუდგენელია, შეუძლებელია, ექვთიმე გერქვათ...

ჩემში საოცარი ემოცია ტრიალებდა, - ვიყავი, გაოგნებული, განცვიფრებული, ამავე დროს ბედნიერი. ფოტოაპარატი დავდე და გარშემო სიარული დავიწყე. ექვთიმეს სახელის მქონე მღვდელს არავის ვიცნობ. რაღა ახლა, აქ გავიცანი სასულიერო პირი ექვთიმე-მეთქი?…მოკლედ, საკმაოდ არაადეკატურად ვიქცეოდი. მერე ბოდიში მოვუხდე, ცოტა ეიფორიული მომენტები მქონდა-მეთქი...

- ე.ი სასწაული მოხდა, ხომ?

- კი, ისე, კარვიდან გამოსვლას არც ვაპირებდი, არადა, ექვთიმეს დროშით გამოვედი და შევხვდი მამა ექვთიმეს. ეს შემთხვევა ნამდვილად ზეციდან მომევლინა, ამ საქმეში ღვთის ხელი ურევია, ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. მერე ვუთხარი, რომ ფილმს ვიღებ ექვთიმე თაყაიშვილზე და წარმოგიდგენიათ, ეს ყველაფერი რას ნიშნავს ჩემთვის-მეთქი? ძალიან გაუხარდა... ეს ფაქტი საერთოდ, ამ დიდი ქართველის გამოცხადებად და ყველაფერ საუკეთესოს ნიშნად მივიჩნიე.

- ჯვრისწერა შედგა?

- მზის ამოსვლა ხომ გადავიღე და მერე მოძღვარმა ულამაზესი ჯვრისწერა ჩაატარა, რომელიც ასევე ფოტოსა და ვიდეოზე აღვბეჭდე. შემდეგ მექორწილეები წავიდნენ.

- სადაური წყვილი იყო?

- ვაჟი - გიორგი რუსთავიდან არის (წარმოშობით გუდამაყრელი), გოგონა - ხატია თბილისელია (მთიული). კარგი წყვილია, იმ მოძღვრის მეგობრები არიან. თავად მამაოც (ექვთიმე ჭინჭარაული) ჟინვალიდან არის და ჯვრის მონასტერში მოღვაწეობს... ჩვენ იმავე ღამეს მყინვარისკენ დავიძარით. რომ გავედით, ღამის 3-ის ნახევარი იყო, 12 საათისთვის გაშლილი დროშით მწვერვალზე ვიყავით ასულები. მთელი ღამე ვიარეთ. უკან იმავე დღეს ჩამოვედით.

- მოკლედ, მოგზაურობამ გაამართლა...

- ამ 4-მა დღემ რა არ დაიტია. ისეთი ემოციები იყო. თავის ხიფათებითა და სასიამოვნო ამბებით...

თვითონ მწერვალზე 9 ადამიანი ვიყავით. ამ მოგზაურობის შემდეგ სხვა მოტივაცია მომეცა... მინდა ვთქვა, რომ ის მოძღვარი ჩემთვის იქ გაცოცხლებულ ექვთიმე თაყაიშვილს განასახიერებდა. ვგრძნობდი, რომ მისი სახით სწორედ ის მიყურებდა. დიახ, მიმანიშნა რომ მიდი, მიჰყევი ამ საქმეს ბოლომდე, შენი ცხოვრებისეული მისია შეასრულე! ეს ყველაფერი ასე ავხსენი...

- სირთულეები აღნიშნე და რას გულისხმობდი?

- თავად გზა მყინვარწვერისკენ საკმაოდ რთულია... დაბმული ხარ, სპეციალური სამოსითა და აღჭურვილობით მიდიხარ, მაგრამ ეს ყველაფერი გასაძლებია და ასატანი, რაც მთავარია, ულამაზესია გარემო, თოვლით არის დაფარული. ვფიქრობ, რომ ეს გზა საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაროს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, რა თქმა უნდა, რადგანაც იმ დროის მცირე მონაკვეთში, რაღაც სხვა ადამიანი ყალიბდები. ცხოვრებას, ქვეყანას, შენს თავს, გვერდით მყოფებს მეტად აფასებ. დიახ, შინაგანად საოცრად გაზრდილი ჩამოდიხარ...

ლალი ფაცია

იხილეთ ასევე: რეზო ჩხიკვიშვილი ექვთიმე თაყაიშვილის როლს ითამაშებს - ფილმი, რომლის გადაღებაშიც ჩართვა მთელ საქართველოს შეუძლია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია