მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიაყენა მრავლობითი ჭრილობები - ყვრიმალების, ტუჩის და ცხვირის, მხარის, მაჯის, ბარძაყის... მიდამოებში" - 9 წლიანი სასჯელი მეუღლის წამებისთვის
"მიაყენა მრავლობითი ჭრილობები - ყვრიმალების, ტუჩის და ცხვირის, მხარის, მაჯის, ბარძაყის... მიდამოებში" - 9 წლიანი სასჯელი მეუღლის წამებისთვის

სა­სა­მარ­თლომ გოჩა მი­ქა­ვას მე­უღ­ლის წა­მე­ბის ფაქ­ტზე 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა და მე­უღ­ლის წა­მე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი გოჩა მი­ქა­ვა დამ­ნა­შა­ვედ სცნო. მო­სა­მარ­თლემ გოჩა მი­ქა­ვას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

"სა­სა­მარ­თლო­ზე დად­გე­ნილ იქნა, რომ გოჩა მი­ქა­ვა ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბით, მო­რა­ლუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის გზით ცდი­ლობ­და სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის­გან ხ.შ.-გან მი­ე­ღო ინ­ფორ­მა­ცია ამ უკა­ნას­კნე­ლის ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ. 2015 წლის 17 მა­ისს, გოჩა მი­ქა­ვამ მო­ტყუ­ე­ბით შე­იყ­ვა­ნა ხ.შ. ოთახ­ში, ჩა­უ­კე­ტა კა­რე­ბი და აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნით, ია­რა­ღის მსგავ­სი საგ­ნის დე­მონ­სტრი­რე­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით მო­ი­თხოვ­და მის­გან ეღი­ა­რე­ბი­ნა საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის ვი­ნა­ო­ბა. მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მი­ქა­ვა მე­უღ­ლეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და და­ნის ჩხვლე­ტი­თა და და­ნის დას­მით მი­ა­ყე­ნა მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი - ყუ­რის, ყვრი­მა­ლე­ბის, ტუ­ჩის და ცხვი­რის, ნი­კა­პის, მხა­რის, მა­ჯის, თი­თე­ბის საფრჩხი­ლე ფა­ლან­გის, ბარ­ძა­ყის, მუხ­ლის, წვი­ვის მი­და­მო­ებ­ში. ასე­ვე, გოჩა მი­ქა­ვამ ხ.შ.-ს ხე­ლი­სა და ფე­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა გულ­მკერ­დის, მა­ჯის, მხა­რის არე­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­ნი­ცა­და ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, ფსი­ქი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი ტან­ჯვა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გოჩა მი­ქა­ვას ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111 1441 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. ამ­ჟა­მად იგი მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა და მას­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მიაყენა მრავლობითი ჭრილობები - ყვრიმალების, ტუჩის და ცხვირის, მხარის, მაჯის, ბარძაყის... მიდამოებში" - 9 წლიანი სასჯელი მეუღლის წამებისთვის

"მიაყენა მრავლობითი ჭრილობები - ყვრიმალების, ტუჩის და ცხვირის, მხარის, მაჯის, ბარძაყის... მიდამოებში" - 9 წლიანი სასჯელი მეუღლის წამებისთვის

სასამართლომ გოჩა მიქავას მეუღლის წამების ფაქტზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებული გოჩა მიქავა დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ გოჩა მიქავას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ გოჩა მიქავა ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენებით, მორალური და ფსიქიკური ზემოქმედების გზით ცდილობდა საკუთარი მეუღლისგან ხ.შ.-გან მიეღო ინფორმაცია ამ უკანასკნელის ღალატის შესახებ. 2015 წლის 17 მაისს, გოჩა მიქავამ მოტყუებით შეიყვანა ხ.შ. ოთახში, ჩაუკეტა კარები და აგრესიული ტონით, იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა მისგან ეღიარებინა საყვარელი მამაკაცების ვინაობა. მისთვის სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით, მიქავა მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და დანის ჩხვლეტითა და დანის დასმით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები - ყურის, ყვრიმალების, ტუჩის და ცხვირის, ნიკაპის, მხარის, მაჯის, თითების საფრჩხილე ფალანგის, ბარძაყის, მუხლის, წვივის მიდამოებში. ასევე, გოჩა მიქავამ ხ.შ.-ს ხელისა და ფეხის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა გულმკერდის, მაჯის, მხარის არეში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გოჩა მიქავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111 1441 მუხლის პირველი ნაწილით. ამჟამად იგი მიმალვაში იმყოფება და მასზე გამოცხადებულია ძებნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ