პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმში მომხდარი ჩხუბი, შესაძლოა, დიდ სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს
სოხუმში მომხდარი ჩხუბი, შესაძლოა, დიდ სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს

ერთი კვი­რის წინ სო­ხუმ­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბი, შე­საძ­ლოა, დიდ სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბაა, - იუ­წყე­ბა გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში "ინ­ცი­დენ­ტი, რო­მელ­მაც აფხა­ზეთ­ში ლა­მის სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია".

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 25 ივ­ლისს სო­ხუმ­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე სას­ტი­კად ცე­მეს. მომ­ხდა­რი ფაქ­ტი პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა რაულ ხა­ჯიმ­ბამ. ე.წ. პარ­ტია "ედი­ნა­ია აბხა­ზი­ას" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის ნუგ­ზარ აგრბას თქმით კი, ეს ძა­ლოვ­ნე­ბის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ რე­გი­ონ­ში ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი ყა­ლიბ­დე­ბა.

"სა­ერ­თოდ, ზო­გა­დად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ველ­თვის იყო რე­ზო­ნან­სუ­ლი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რის ცე­მის წელს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ რე­გი­ონ­ში ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი ყა­ლიბ­დე­ბა. კა­ნო­ნი არ კა­ნო­ნობს, ამი­ტომ სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვას მო­სახ­ლე­ო­ბა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ეც­დე­ბა. ვფიქ­რობ, ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო", - უთხრა ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებს აგრბამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ცი­დენტს, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებს ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა უთხრა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი 18 წლის ახალ­გაზ­რდა ას­ტა­მუ­რა გელ­ხე­ლი­აა, რო­მელ­საც ლეპ­ტო­პის ქურ­დო­ბა დას­დეს ბრა­ლად.

ახალ­გაზ­რდა ბიჭს და­აბ­რა­ლეს თით­ქოს­და მო­ი­პა­რა 50 ათა­სი რუბ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ლეპ­ტო­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, სა­დაც დაც­ვად მუ­შა­ობ­და. ამ ფაქ­ტის გან­ხილ­ვის დროს ად­გილ­ზე მი­ვი­და მისი უფ­რო­სი ძმა, რო­მელ­მაც პი­რო­ბა დადო, რომ ქურ­დო­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზა­რალს აა­ნა­ზღა­უ­რებ­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს წარ­მო­იქ­მნა კონ­ფლიქ­ტი, რა დრო­საც ად­გილ­ზე გა­მოჩ­ნდნენ ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. აქე­დან ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვი­საც ლეპ­ტო­პი მო­პა­რეს.

"ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის 4-მა თა­ნამ­შრო­მელ­მა უმო­წყა­ლოდ სცე­მა ახალ­გაზ­რდა ბიჭი. ერთ-ერ­თმა ია­რა­ღის სა­ხე­ლუ­რი ურტყა თავ­ში. ვფიქ­რობ, ფაქ­ტი რომც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ყო, არა­ვის ჰქონ­და უფ­ლე­ბა ასე გას­წო­რე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქეს", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს დე ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მუ­ჰა­მედ კილ­ბამ და დას­ძი­ნა, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა რაულ ხა­ჯიმ­ბამ მომ­ხდა­რის გამო "უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს" სა­გან­გე­ბო სხდო­მა მო­იწ­ვია და კილ­ბას დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯა მოს­თხო­ვა. დე ფაქ­ტო პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უკვე აღ­ძრა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი მა­ის­შიც მოხ­და, რა­საც დე ფაქ­ტო შსს მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა მოჰ­ყვა. მა­შინ ხა­ჯიმ­ბას დაც­ვის წევ­რმა სო­ხუ­მის ცენ­ტრში ორი მი­ლი­ცი­ე­ლი სცე­მა, მე­ო­რე დღეს კი უკვე მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა მას­ზე შური იძი­ეს და ასე­ვე სას­ტი­კად სცე­მეს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ ორ დე ფაქ­ტო უწყე­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. "პრე­ზი­დენ­ტმა" ხა­ჯიმ­ბამ ღიად და­უ­ჭი­რა მხა­რი თა­ვის დაც­ვას და შე­დე­გად აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო შს მი­ნის­ტრი რაულ ლო­ლუა და სო­ხუ­მის სამ­მარ­თვე­ლოს დე ფაქ­ტო უფ­რო­სი დი­მიტ­რი დბა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, გია გვა­ზა­ვას თქმით, მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია და ამას არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყვე­ბა. მისი თქმით, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა შეშ­ფო­თე­ბუ­ლია და არა აღ­შფო­თე­ბუ­ლი.

ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო ფაქ­ტია და ამას სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბა არ მოჰ­ყვე­ბა. ეს აფხა­ზე­თის დღევ­ნა­დე­ლი ცხოვ­რე­ბის დღის წეს­რი­გია. იქ კლა­ნე­ბია, ამ კლა­ნებ­ში ვინც უფრო ძლი­ე­რია, ის იმარ­ჯვებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის და გა­და­ნა­წი­ლე­ბის მცდე­ლო­ბაა.

ვფიქ­რობ, ეს ფაქ­ტი არა­ვი­თარ მღელ­ვა­რე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს. სა­ბა­ბი შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი იყოს, თუკი სი­ტუ­ა­ცია ამის­თვის მზა­დაა, მაგ­რამ ეს აფხა­ზეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. თუ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ამას პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, სხვა ამ­ბა­ვია.

სო­ხუმ­ში კა­ნო­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად არ კა­ნო­ნობს და ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა, რა თქმა უნდა, ხდე­ბა, რამ­დე­ნად მზად არის იქ დარ­ჩე­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ ამას დიდი რე­ზო­ნან­სი მო­ა­ყო­ლოს, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტია - და­ძა­ბუ­ლო­ბა არ­სე­ბობს.

ხალ­ხი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, მაგ­რამ მე მგო­ნი აღ­შფო­თე­ბა­ში არ გა­და­ვა ჯერ. შეშ­ფო­თე­ბა აღ­შფო­თე­ბა სხვა­დას­ხვა რა­მეა", -უთხრა "მთელ კვი­რას" გვა­ზა­ვამ.

შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ცალ­კე­უ­ლი აქ­ცი­ე­ბი, მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად არ შე­იც­ვლე­ბა", - ამ პროგ­ნოზს კი აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე რუ­სეც­კი აკე­თებს.

სა­ერ­თოდ, აფხა­ზეთ­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც. ოპო­ზი­ცი­ა­სა და დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის კონ­ფლიქ­ტი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სე­რი­ო­ზულ გან­ვი­თა­რე­ბას. ამი­ტომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე გვქონ­დეს სა­უ­ბა­რი.

ის, რომ იქ მღელ­ვა­რე­ბა იყოს, არა მგო­ნია. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ და­უშ­ვე­ბენ ამას, ვი­თა­რე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

აფხა­ზე­თის ოპო­ზი­ცი­ას არ გა­აჩ­ნია ისე­თი ძალა, რომ და­უ­პი­რის­პირ­დეს ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკან დგას რუ­სე­თის დიდი ძალა. ამი­ტომ რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ცალ­კე­უ­ლი აქ­ცი­ე­ბი, მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად არ შე­იც­ვლე­ბა.

თუმ­ცა, ასე­ვე ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გე­ო­პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რა­ზე, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბა", - გვი­თხრა რუ­სეც­კიმ.

მის მსგავ­სად, სო­ხუმ­ში სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბას მცი­რე აქ­ცი­ე­ბით ვა­რა­უ­დობს აფხა­ზე­თის უშიშ­რო­ე­ბის ექს-მი­ნის­ტრი, გე­ნე­რა­ლი ლე­ვან კიკ­ნა­ძე. მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლოა მცი­რე აქ­ცი­ე­ბით გა­მო­ი­ხა­ტოს, მაგ­რამ რა­საც ჰქვია კლა­სი­კუ­რი სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბა, ეს არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თონ, ხა­ჯიმ­ბას მოს­თხო­ვენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ სულ ასე იქ­ცე­ვი­ან. არ ყო­ფი­ლა პე­რი­ო­დი, რომ ისი­ნი კო­რექ­ტუ­რუ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ამ სტრუქ­ტუ­რა­ში ძი­რი­თა­დად და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბო­ე­ვი­კე­ბის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც კა­ნო­ნი მხო­ლოდ ფა­სა­დია და მეტი არა­ფე­რი, მოქ­მე­დე­ბენ ისე, რო­გორც უნ­დათ და აკე­თე­ბენ იმას, რა­საც უნ­დათ.

ოპო­ზი­ცი­ამ აქ­ცია თუ გა­მარ­თა, შს მი­ნის­ტრი იტყვის, რომ მე ახლა და­ვი­ნიშ­ნე და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი გად­მო­ნაშ­თი­აო. რა­ღაც ზო­მებს მი­ი­ღებს, მეტს არც არა­ფერს არ უნდა ვე­ლო­დოთ. რამე კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა არ მოხ­დე­ბა.

რუ­სე­თი ამ საქ­მე­ში არ ჩა­ე­რე­ვა და არც არას­დროს ერე­ო­და, იმი­ტომ, რომ ასეთ რა­მე­ებს თვი­თონ ხა­ჯიმ­ბა მი­ხე­დავს. იმ დო­ნის მღელ­ვა­რე­ბა არ იქ­ნე­ბა, რომ მას რამე და­ე­მუქ­როს", - ამ­ბობს "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას კიკ­ნა­ძე.

მისი თქმით, ახლა აფხა­ზეთ­ში კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უფრო ჭარ­ბობს, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ტეს­ტი.

"ბოლო წვე­თამ­დე ჯერ ძა­ლი­ან შორს ვართ. აფხა­ზეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან არ უნდა ის სი­ტუ­ა­ცია, რაც იქ არის. ისი­ნი ხე­და­ვენ, ამ­ჩნე­ვენ, რომ არა­ვი­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არ აქვთ. ასე რომ, მღელ­ვა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ არა. ამას სხვა რა­მე­ე­ბიც უნდა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე იმ სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ტა­ნა, რაც იქ რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა. ბევ­რი თვალს ხუ­ჭავს და ასე გრძელ­დე­ბა წლო­ბით.

"ახლა აფხა­ზეთ­ში კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უფრო ჭარ­ბობს გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ტეს­ტი. კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა თვი­თონ გა­არ­ჩევს ამ ინ­ცი­დენ­ტებს და სას­წო­რი იქით გა­და­ი­წე­ვა, რომ­ლის ძა­ლაც მეტი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ხა­ჯიმ­ბას ხე­ლი­დან არ აქვს გაშ­ვე­ბუ­ლი ბერ­კე­ტე­ბი, რომ­ლი­თაც შე­უძ­ლია და­ა­რე­გუ­ლი­როს ვი­თა­რე­ბა", - გვი­თხრა კიკ­ნა­ძემ.

თიკო ოს­მა­ნო­ვა

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სოხუმში მომხდარი ჩხუბი, შესაძლოა, დიდ სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს

სოხუმში მომხდარი ჩხუბი, შესაძლოა, დიდ სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს

ერთი კვირის წინ სოხუმში მომხდარი ჩხუბი, შესაძლოა, დიდ სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაა, - იუწყება გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში "ინციდენტი, რომელმაც აფხაზეთში ლამის სახალხო მღელვარება გამოიწვია".

რუსული მედიის ინფორმაციით, 25 ივლისს სოხუმში, ქალაქის ცენტრში, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივი მოქალაქე სასტიკად ცემეს. მომხდარი ფაქტი პირად კონტროლზე აიყვანა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. ე.წ. პარტია "ედინაია აბხაზიას" აღმასრულებელი მდივნის ნუგზარ აგრბას თქმით კი, ეს ძალოვნების მხრიდან ძალის გადამეტების პირველი შემთხვევა არ არის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში ავტორიტარული რეჟიმი ყალიბდება.

"საერთოდ, ზოგადად ასეთი შემთხვევები ყოველთვის იყო რეზონანსული, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკით ადგილობრივი მკვიდრის ცემის წელს უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში ავტორიტარული რეჟიმი ყალიბდება. კანონი არ კანონობს, ამიტომ საკუთარი თავის დაცვას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ეცდება. ვფიქრობ, ინსტიტუციებში სისტემური ცვლილებებია საჭირო", - უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს აგრბამ.

რაც შეეხება ინციდენტს, როგორც ადგილობრივ ჟურნალისტებს ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა უთხრა, დაზარალებული 18 წლის ახალგაზრდა ასტამურა გელხელიაა, რომელსაც ლეპტოპის ქურდობა დასდეს ბრალად.

ახალგაზრდა ბიჭს დააბრალეს თითქოსდა მოიპარა 50 ათასი რუბლის ღირებულების ლეპტობი ორგანიზაციიდან, სადაც დაცვად მუშაობდა. ამ ფაქტის განხილვის დროს ადგილზე მივიდა მისი უფროსი ძმა, რომელმაც პირობა დადო, რომ ქურდობის დადასტურების შემთხვევაში ზარალს აანაზღაურებდა. მოლაპარაკების დროს წარმოიქმნა კონფლიქტი, რა დროსაც ადგილზე გამოჩნდნენ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები. აქედან ერთ-ერთი ახლობელი აღმოჩნდა იმ ადამიანებისა, ვისაც ლეპტოპი მოპარეს.

"ძალოვანი უწყების 4-მა თანამშრომელმა უმოწყალოდ სცემა ახალგაზრდა ბიჭი. ერთ-ერთმა იარაღის სახელური ურტყა თავში. ვფიქრობ, ფაქტი რომც დადასტურებულიყო, არავის ჰქონდა უფლება ასე გასწორებოდნენ მოქალაქეს", - განუცხადა ჟურნალისტებს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბამ და დასძინა, რომ დამნაშავეები ადგილიდან მიიმალნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მომხდარის გამო "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა მოიწვია და კილბას დამნაშავეების დასჯა მოსთხოვა. დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი მაისშიც მოხდა, რასაც დე ფაქტო შსს მინისტრის გადადგომა მოჰყვა. მაშინ ხაჯიმბას დაცვის წევრმა სოხუმის ცენტრში ორი მილიციელი სცემა, მეორე დღეს კი უკვე მილიციელებმა მასზე შური იძიეს და ასევე სასტიკად სცემეს.

ეს ყველაფერი საბოლოოდ ორ დე ფაქტო უწყებას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. "პრეზიდენტმა" ხაჯიმბამ ღიად დაუჭირა მხარი თავის დაცვას და შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი რაულ ლოლუა და სოხუმის სამმართველოს დე ფაქტო უფროსი დიმიტრი დბარი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას თქმით, მსგავსი ინციდენტები ოკუპირებული რეგიონის დღევანდელი ცხოვრების ნაწილია და ამას არანაირი გართულება არ მოჰყვება. მისი თქმით, არსებული ვითარებით მოსახლეობა შეშფოთებულია და არა აღშფოთებული.

ეს უმნიშვნელო ფაქტია და ამას სახალხო მღელვარება არ მოჰყვება. ეს აფხაზეთის დღევნადელი ცხოვრების დღის წესრიგია. იქ კლანებია, ამ კლანებში ვინც უფრო ძლიერია, ის იმარჯვებს. როგორც ამბობენ, ხელისუფლების უზურპაციის და გადანაწილების მცდელობაა.

ვფიქრობ, ეს ფაქტი არავითარ მღელვარებას არ გამოიწვევს. საბაბი შეიძლება ყველაფერი იყოს, თუკი სიტუაცია ამისთვის მზადაა, მაგრამ ეს აფხაზეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ როგორ გამოიყენებენ ამას პოლიტიკური პარტიები, სხვა ამბავია.

სოხუმში კანონი პრაქტიკულად არ კანონობს და ძალის გადამეტება, რა თქმა უნდა, ხდება, რამდენად მზად არის იქ დარჩენილი საზოგადოება, რომ ამას დიდი რეზონანსი მოაყოლოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია - დაძაბულობა არსებობს.

ხალხი შეშფოთებულია, მაგრამ მე მგონი აღშფოთებაში არ გადავა ჯერ. შეშფოთება აღშფოთება სხვადასხვა რამეა", -უთხრა "მთელ კვირას" გვაზავამ.

შესაძლებელია იყოს ცალკეული აქციები, მანიფესტაციები, მაგრამ ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება", - ამ პროგნოზს კი აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი აკეთებს.

საერთოდ, აფხაზეთში რთული ვითარებაა, არა მარტო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ოპოზიციასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის კონფლიქტი ექვემდებარება სერიოზულ განვითარებას. ამიტომ ამ შემთხვევაში, შეიძლება შიდა დაპირისპირებაზე გვქონდეს საუბარი.

ის, რომ იქ მღელვარება იყოს, არა მგონია. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაუშვებენ ამას, ვითარებას აკონტროლებენ.

აფხაზეთის ოპოზიციას არ გააჩნია ისეთი ძალა, რომ დაუპირისპირდეს ადგილობრივ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლების უკან დგას რუსეთის დიდი ძალა. ამიტომ რეალურად შესაძლებელია იყოს ცალკეული აქციები, მანიფესტაციები, მაგრამ ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება.

თუმცა, ასევე ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, თუ როგორი იქნება საერთაშორისო ვითარება", - გვითხრა რუსეცკიმ.

მის მსგავსად, სოხუმში სახალხო მღელვარებას მცირე აქციებით ვარაუდობს აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე. მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

სახალხო მღელვარება შესაძლოა მცირე აქციებით გამოიხატოს, მაგრამ რასაც ჰქვია კლასიკური სახალხო მღელვარება, ეს არ არის მოსალოდნელი. ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ, ხაჯიმბას მოსთხოვენ, რომ სამართალდამცავების თავაშვებულობაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

ე.წ. სამართალდამცავები მოსახლეობის მიმართ სულ ასე იქცევიან. არ ყოფილა პერიოდი, რომ ისინი კორექტურულები ყოფილიყვნენ. ამ სტრუქტურაში ძირითადად დასაქმებულები არიან ბოევიკების შვილები, რომლებისთვისაც კანონი მხოლოდ ფასადია და მეტი არაფერი, მოქმედებენ ისე, როგორც უნდათ და აკეთებენ იმას, რასაც უნდათ.

ოპოზიციამ აქცია თუ გამართა, შს მინისტრი იტყვის, რომ მე ახლა დავინიშნე და ეს ყველაფერი ძველი გადმონაშთიაო. რაღაც ზომებს მიიღებს, მეტს არც არაფერს არ უნდა ველოდოთ. რამე კარდინალური ცვლილება არ მოხდება.

რუსეთი ამ საქმეში არ ჩაერევა და არც არასდროს ერეოდა, იმიტომ, რომ ასეთ რამეებს თვითონ ხაჯიმბა მიხედავს. იმ დონის მღელვარება არ იქნება, რომ მას რამე დაემუქროს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კიკნაძე.

მისი თქმით, ახლა აფხაზეთში კლანური დაპირისპირება უფრო ჭარბობს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების პროტესტი.

"ბოლო წვეთამდე ჯერ ძალიან შორს ვართ. აფხაზეთში მოსახლეობას ძალიან არ უნდა ის სიტუაცია, რაც იქ არის. ისინი ხედავენ, ამჩნევენ, რომ არავითარი დამოუკიდებლობა არ აქვთ. ასე რომ, მღელვარება აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჯერ არა. ამას სხვა რამეებიც უნდა. მხედველობაში მაქვს მოსახლეობამდე იმ სიტუაციის მიტანა, რაც იქ რეალურად ხდება. ბევრი თვალს ხუჭავს და ასე გრძელდება წლობით.

"ახლა აფხაზეთში კლანური დაპირისპირება უფრო ჭარბობს გასაგები მიზეზების გამო, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების პროტესტი. კლანური დაპირისპირება თვითონ გაარჩევს ამ ინციდენტებს და სასწორი იქით გადაიწევა, რომლის ძალაც მეტი აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში ხაჯიმბას ხელიდან არ აქვს გაშვებული ბერკეტები, რომლითაც შეუძლია დაარეგულიროს ვითარება", - გვითხრა კიკნაძემ.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი "რეზონანსი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?