სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის პირველი სამუშაო დღე: რას პირდება მოსახლეობას და რის შეცვლას აპირებს მღებრიშვილი უწყებაში
შს მინისტრის პირველი სამუშაო დღე: რას პირდება მოსახლეობას და რის შეცვლას აპირებს მღებრიშვილი უწყებაში

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა ახა­ლი მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ვი­და. უწყე­ბა­ში მას უკვე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი დახ­ვდა, რო­მელ­მაც მღებ­რიშ­ვილს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­აც­ნო.

ვახ­ტანგ გო­მე­ლურ­მა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, მღებ­რიშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა.

მღებ­რიშ­ვილ­მა თა­ვის მხრივ გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ვე­ლი, რა­საც გა­ა­კე­თებს, ეს იქ­ნე­ბა უწყე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ზი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­სა­ხავს პრი­ო­რი­ტე­ტებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა ახა­ლი მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი უწყე­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს არ გა­მო­რი­ცხავს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ ეს დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა. მღებ­რიშ­ვილ­მა დას­ძი­ნა, რომ სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბებ­სა და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს იტყვის.

"ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ უსაფრ­თხო გა­რე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის", - ამ­ბობს მი­ნის­ტრი და აცხა­დებს, რომ უმ­კაც­რე­სი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დე­ბა თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზეც.

"თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი შე­საძ­ლო ფაქ­ტი დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი და უმ­კაც­რე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე ვი­ცავ ყვე­ლას უფ­ლე­ბებს – ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­საც და იმ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ მი­ზე­ზის გამო პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხვდე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ს მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

შს მინისტრის პირველი სამუშაო დღე: რას პირდება მოსახლეობას და რის შეცვლას აპირებს მღებრიშვილი უწყებაში

შს მინისტრის პირველი სამუშაო დღე: რას პირდება მოსახლეობას და რის შეცვლას აპირებს მღებრიშვილი უწყებაში

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროში მივიდა. უწყებაში მას უკვე ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური დახვდა, რომელმაც მღებრიშვილს თანამშრომლები გააცნო.

ვახტანგ გომელურმა გიორგი მღებრიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მღებრიშვილი წარმატებული მინისტრი იქნება.

მღებრიშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, ეს იქნება უწყებაში არსებული სიტუაციის ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ დასახავს პრიორიტეტებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ეს დეტალური ანალიზის საფუძველზე მოხდება. მღებრიშვილმა დასძინა, რომ საკადრო გადაადგილებებსა და მისი მოადგილეების შესახებ წინასწარ ვერაფერს იტყვის.

"ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო საქართველოში მცხოვრებლებისთვის", - ამბობს მინისტრი და აცხადებს, რომ უმკაცრესი რეაგირება მოხდება თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზეც.

"თითოეული ასეთი შესაძლო ფაქტი დეტალურად იქნება შესწავლილი და უმკაცრესი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მოგეხსენებათ, მე ვიცავ ყველას უფლებებს – ჩემი თანამშრომლების უფლებებსაც და იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო პოლიციის დაწესებულებებში ხვდებიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."