სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების სამინისტრო "დედა ენის" არც ერთ სახელმძღვანელოს არ ბეჭდავს!
განათლების სამინისტრო "დედა ენის" არც ერთ სახელმძღვანელოს არ ბეჭდავს!

ახალ სას­წავ­ლო წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში 496 978 მოს­წავ­ლე მივა და მათ­თვის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მხო­ლოდ 41 844 ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ბეჭ­დავს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა შე­საძ­ლო მა­რა­გის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც კი, მოს­წავ­ლე­თა 90%-ს ყვე­ლა სა­გან­ში ძვე­ლი, მე­ო­რა­დი და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით სწავ­ლა მო­უ­წევთ. "იღ­ბლი­ან" 10%-ს კი სა­შუ­ა­ლოდ 1 საგ­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო შეხ­ვდე­ბა ახა­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კი ასე­ვე ძვე­ლი. კი­დევ უფრო ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი, ვის­თვი­საც სკო­ლა შე­საძ­ლოა წიგნ­თან პირ­ვე­ლად შე­ხე­ბის ად­გი­ლი იყოს. წელს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­და­წყვი­ტა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი პირ­ველკ­ლა­სე­ლის­თვის არც ერთი ახა­ლი "დედა ენა" არ და­ბეჭ­დოს.

პირ­ველკ­ლა­სელ­თათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო მხო­ლოდ 16 552 ბუ­ნე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ბეჭ­დავს. შე­სა­ბა­მი­სად, წიგნ­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა მათ­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბა.

წელს რომ მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სო­ბას მე­ო­რა­დი წიგ­ნე­ბით სწავ­ლა მო­უ­წევს, ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ორი თვის წინ ვწერ­დით. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო კი შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვებს და კი­დევ ერთხელ ვამ­ბობთ, რომ მშობ­ლებს წინ მძი­მე შე­მოდ­გო­მა გვე­ლო­დე­ბა - უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა ე.წ. თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზე, საკ­მა­ოდ ძვი­რად მოგ­ვი­წევს, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შოვ­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი კი დღემ­დე, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრე­ბის სტილ­ში, ჯი­უ­ტად ამ­ტკი­ცებს, რომ ახა­ლი წიგ­ნე­ბის ბეჭდ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას, თუმ­ცა ფაქ­ტე­ბი მხო­ლოდ სა­პი­რის­პი­რო­ზე მე­ტყვე­ლებს. და­ვა­ნე­ბოთ თავი იმას, რომ სა­მი­ნის­ტრომ "შე­სა­შუ­რი სი­ზუს­ტით" დათ­ვა­ლა ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, ის, რომ წელს მე­ო­რეკ­ლა­სე­ლებს ჯამ­ში თურ­მე მხო­ლოდ 779 "ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა" სჭირ­დე­ბათ... ნათ­ქვა­მია, ტყუ­ილს მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქ­ვსო...

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ქსელ­ში წიგ­ნე­ბის საკ­მა­რი­სი მა­რა­გი აქვთ, რომ ბეჭდ­ვის გარ­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­გა­ნაც ყი­დუ­ლო­ბენ და რომ ჯამ­ში ახა­ლი წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა­ში მთე­ლი 40% იქ­ნე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ამის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 6 მი­ლი­ონ ლარს და­ხარ­ჯავს. ჩვენ მიერ სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ 6 მი­ლი­ო­ნი­დან თით­ქმის 4 მი­ლი­ონ ლარს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მხო­ლოდ "მაკ­მი­ლა­ნის" ინ­გლი­სუ­რი ენის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში იხ­დის. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ამ წიგ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში "მაკ­მი­ლა­ნის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის­გან ყი­დუ­ლობს.

"მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის იმ­პორ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს და­ახ­ლო­ე­ბით 7-8-ჯერ უფრო ძვი­რი უჯ­დე­ბა, ვიდ­რე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ბეჭდ­ვა. ასე მა­გა­ლი­თად, "მაკ­მი­ლა­ნის" ინ­გლი­სუ­რი ენის ერთი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შე­სა­ძე­ნად სა­ხელ­მწი­ფო 7,39 ლარს იხ­დის და კი­დევ ამ­დე­ნი­ვეს მისი დამ­ხმა­რე რვე­უ­ლის­თვის, მა­შინ, როცა მე­ო­რეკ­ლა­სელ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად იმა­ვე მო­ცუ­ლო­ბის ბუ­ნე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბეჭდ­ვა სა­ხელ­მწი­ფოს 1,08 თეთ­რი უჯ­დე­ბა, დამ­ხმა­რე რვე­უ­ლის კი კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბი - და­ახ­ლო­ე­ბით 0,50 ლარი. რა გა­მო­დის?

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო 70%-მდე უცხო­ურ გა­მომ­ცემ­ლო­ბას და სა­ვა­რა­უ­დოდ, მის შუ­ა­მავ­ლებს უხ­დის, მა­შინ როცა ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბის ბეჭდ­ვა­ზე უარს ამ­ბობს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ინ­გლი­სუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შედ­გე­ნა და ბეჭდ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია და ბევ­რად უფრო ხელ­საყ­რელ ფა­სად, თუმ­ცა ეს სხვა კვლე­ვი­სა და პუბ­ლი­კა­ცი­ის თე­მაა, რო­მელ­საც კი­დევ და­ვუბ­რუნ­დე­ბით. აქვე უნდა ით­ქვას, რომ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით წიგ­ნებს სხვა­დას­ხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბის­გან სა­მი­ნის­ტრო არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თვის ყი­დუ­ლობს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

განათლების სამინისტრო "დედა ენის" არც ერთ სახელმძღვანელოს არ ბეჭდავს!

განათლების სამინისტრო "დედა ენის" არც ერთ სახელმძღვანელოს არ ბეჭდავს!

ახალ სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლებში 496 978 მოსწავლე მივა და მათთვის განათლების სამინისტრო მხოლოდ 41 844 ახალ სახელმძღვანელოს ბეჭდავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო მარაგის გამოყენებითაც კი, მოსწავლეთა 90%-ს ყველა საგანში ძველი, მეორადი და ზოგ შემთხვევაში დაზიანებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევთ. "იღბლიან" 10%-ს კი საშუალოდ 1 საგნის სახელმძღვანელო შეხვდება ახალი, დანარჩენი კი ასევე ძველი. კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან პირველკლასელები, ვისთვისაც სკოლა შესაძლოა წიგნთან პირველად შეხების ადგილი იყოს. წელს განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ დაახლოებით 50 ათასი პირველკლასელისთვის არც ერთი ახალი "დედა ენა" არ დაბეჭდოს.

პირველკლასელთათვის სახელმწიფო მხოლოდ 16 552 ბუნების სახელმძღვანელოს ბეჭდავს. შესაბამისად, წიგნთან პირველი შეხება მათთვის, სავარაუდოდ არცთუ სასიამოვნო შთაბეჭდილების მომტანი აღმოჩნდება.

წელს რომ მოსწავლეთა უმეტესობას მეორადი წიგნებით სწავლა მოუწევს, ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი თვის წინ ვწერდით. განათლების სამინისტრო კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მშობლებს წინ მძიმე შემოდგომა გველოდება - უკეთეს შემთხვევაში, სახელმძღვანელოების გარეშე დარჩენილი მოსწავლეებისთვის წიგნების შეძენა ე.წ. თავისუფალ ბაზარზე, საკმაოდ ძვირად მოგვიწევს, უარეს შემთხვევაში კი სასკოლო სახელმძღვანელოების შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. განათლების მინისტრი კი დღემდე, სააკაშვილის მინისტრების სტილში, ჯიუტად ამტკიცებს, რომ ახალი წიგნების ბეჭდვის საჭიროება არ დგას, თუმცა ფაქტები მხოლოდ საპირისპიროზე მეტყველებს. დავანებოთ თავი იმას, რომ სამინისტრომ "შესაშური სიზუსტით" დათვალა ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები. მაგალითად, ის, რომ წელს მეორეკლასელებს ჯამში თურმე მხოლოდ 779 "ქართული ენა და ლიტერატურა" სჭირდებათ... ნათქვამია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო...

განათლების მინისტრი ირწმუნება, რომ ქსელში წიგნების საკმარისი მარაგი აქვთ, რომ ბეჭდვის გარდა სახელმძღვანელოებს გამომცემლობებისგანაც ყიდულობენ და რომ ჯამში ახალი წიგნების რაოდენობა საერთო მოცულობაში მთელი 40% იქნება და სახელმწიფო ამისთვის დაახლოებით 6 მილიონ ლარს დახარჯავს. ჩვენ მიერ სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 6 მილიონიდან თითქმის 4 მილიონ ლარს განათლების სამინისტრო მხოლოდ "მაკმილანის" ინგლისური ენის სახელმძღვანელოებში იხდის. განათლების სამინისტრო ამ წიგნებს საქართველოში "მაკმილანის" ექსკლუზიური წარმომადგენლობისგან ყიდულობს.

"მაკმილანის" სახელმძღვანელოების იმპორტი სახელმწიფოს დაახლოებით 7-8-ჯერ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ქართული სახელმძღვანელოების ბეჭდვა. ასე მაგალითად, "მაკმილანის" ინგლისური ენის ერთი სახელმძღვანელოს შესაძენად სახელმწიფო 7,39 ლარს იხდის და კიდევ ამდენივეს მისი დამხმარე რვეულისთვის, მაშინ, როცა მეორეკლასელთათვის განკუთვნილი პრაქტიკულად იმავე მოცულობის ბუნების სახელმძღვანელოს საქართველოში ბეჭდვა სახელმწიფოს 1,08 თეთრი უჯდება, დამხმარე რვეულის კი კიდევ უფრო ნაკლები - დაახლოებით 0,50 ლარი. რა გამოდის?

სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან განათლების სამინისტრო 70%-მდე უცხოურ გამომცემლობას და სავარაუდოდ, მის შუამავლებს უხდის, მაშინ როცა ქართული წიგნების ბეჭდვაზე უარს ამბობს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ინგლისური სახელმძღვანელოების შედგენა და ბეჭდვა საქართველოშიც შესაძლებელია და ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასად, თუმცა ეს სხვა კვლევისა და პუბლიკაციის თემაა, რომელსაც კიდევ დავუბრუნდებით. აქვე უნდა ითქვას, რომ მცირე რაოდენობით წიგნებს სხვადასხვა გამომცემლობისგან სამინისტრო არაქართულენოვანი სკოლებისთვის ყიდულობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია