პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში ისლამისტები შემოვლენ"
"15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში ისლამისტები შემოვლენ"

"სი­რი­ა­ში იე­რი­შის მი­ტა­ნით თურ­ქებ­მა მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნეს, თით­ქოს "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­საც" ებ­რძვი­ან და ქურთ ტე­რო­რის­ტებ­საც. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ლე­გი­ტი­მა­ცია მო­ახ­დი­ნეს", - ამ­ბობს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და ის­ლა­მუ­რი ტე­რო­რიზ­მის სა­კი­თხებ­ში იო­სებ­ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და იმ მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს სექ­ტემ­ბერ­ში და­ე­მუქ­როს.

იო­სებ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი: - ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ კო­ა­ლი­ცი­ა­ში თურ­ქე­თი აქ­ტი­უ­რად მას შემ­დეგ ჩა­ე­ბა, რაც 5+1-მა ქვე­ყა­ნამ, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ატო­მუ­რი­ ენერ­გე­ტი­კის სა­ა­გენ­ტომ ხელი მო­ა­წე­რეს ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­სთან და­კავ­ში­რე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას (ბირ­თვუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად), რი­თაც, ჩემი აზ­რით, და­სავ­ლურ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ამ სი­სუს­ტე გა­მო­ი­ჩი­ნა და, პრაქ­ტი­კუ­ლად, ირანს მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი ატო­მუ­რი პროგ­რა­მა.

ამან გა­მო­იწ­ვია სხვა რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის­ და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რომ მა­თაც გარ­კვე­უ­ლი დი­ვი­დენ­დე­ბი ნა­ხონ. ერთი კვი­რის წინ თურ­ქეთ­ში მოხ­და სკან­და­ლი - 49 მო­სა­მარ­თლე და პრო­კუ­რო­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ისი­ნი იძი­ებ­დნენ კო­რუფ­ცი­ულ სკან­დალს, რო­მელ­შიც პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი და მისი ახლო გა­რე­მოც­ვა იყო გახ­ვე­უ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა სტამ­ბო­ლის დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით და­ი­წყო და სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ ირა­ნულ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში საკ­მა­ოდ მყა­რად ჰქონ­და გად­გმუ­ლი ფეს­ვე­ბი. დღეს თურ­ქე­თის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა ქურ­თე­ბი, რომ­ლებ­საც მო­კავ­ში­რე­ე­ბი მხარს უჭე­რენ და აძ­ლევ­დნენ ია­რაღს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

თურ­ქეთ­მა, გა­მო­ი­ყე­ნა რა და­სავ­ლე­თის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­სუს­ტე ირან­თან დიპ­ლო­მა­ტი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, ერთი მხრივ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ცე­ცხლს უხ­სნის "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს", მაგ­რამ ამას­თან ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ლე­გი­ტი­მა­ცია მო­ახ­დი­ნა. მათ რომ აქამ­დე და­ერ­ტყათ ქურ­თე­ბის­თვის, მთე­ლი მსოფ­ლიო იტყო­და, ქურ­თე­ბი "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" ებ­რძვი­ან და ამით თურ­ქე­თი მხარს "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" უჭერ­სო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, თურ­ქებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს ქურ­თე­ბის ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბი. დღეს უკვე ქურ­თებს აღარ აქვთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თავი და­იც­ვან "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" შე­ტე­ვის­გან...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში ისლამისტები შემოვლენ"

"15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში ისლამისტები შემოვლენ"

"სირიაში იერიშის მიტანით თურქებმა მსოფლიოს აჩვენეს, თითქოს "ისლამურ სახელმწიფოსაც" ებრძვიან და ქურთ ტერორისტებსაც. სინამდვილეში, მათ ქურთების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმაცია მოახდინეს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში იოსებ­ ზაალიშვილი და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა საქართველოს სექტემბერში დაემუქროს.

იოსებ ზაალიშვილი: - ანტიტერორისტულ კოალიციაში თურქეთი აქტიურად მას შემდეგ ჩაება, რაც 5+1-მა ქვეყანამ, აგრეთვე საერთაშორისო ატომური­ ენერგეტიკის სააგენტომ ხელი მოაწერეს ირანის ბირთვულ პროგრამა­სთან დაკავ­შირებულ ხელშეკრულებას (ბირთვული ექსპერიმენტების შესაჩერებლად), რითაც, ჩემი აზრით, დასავლურმა დიპლომატიამ სისუსტე გამოიჩინა და, პრაქტიკულად, ირანს მისცა საშუალება დაუბრკოლებლად განახორციელოს თავისი ატომური პროგრამა.

ამან გამოიწვია სხვა რეგიონის ქვეყნების­ დაინტერესება, რომ მათაც გარკვეული დივიდენდები ნახონ. ერთი კვირის წინ თურქეთში მოხდა სკანდალი - 49 მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლეს. ისინი იძიებდნენ კორუფციულ სკანდალს, რომელშიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი ახლო გარემოცვა იყო გახვეული. გამოძიება სტამბოლის დაზვერვის უფროსის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო და საუბარი იყო იმაზე, რომ ირანულ ტერორისტულ ორგანიზაციას თურქეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში საკმაოდ მყარად ჰქონდა გადგმული ფესვები. დღეს თურქეთის მთავარი პრობლემაა ქურთები, რომლებსაც მოკავშირეები მხარს უჭერენ და აძლევდნენ იარაღს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში.

თურქეთმა, გამოიყენა რა დასავლეთის მიერ გამოჩენილი სისუსტე ირანთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, ერთი მხრივ გამოაცხადა, რომ ცეცხლს უხსნის "ისლამურ სახელმწიფოს", მაგრამ ამასთან ქურთების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმაცია მოახდინა. მათ რომ აქამდე დაერტყათ ქურთებისთვის, მთელი მსოფლიო იტყოდა, ქურთები "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვიან და ამით თურქეთი მხარს "ისლამურ სახელმწიფოს" უჭერსო. სინამდვილეში, თურქებმა გაანადგურეს ქურთების იარაღის საწყობები. დღეს უკვე ქურთებს აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ თავი დაიცვან "ისლამური სახელმწიფოს" შეტევისგან...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია