სოფელ დიღომში ყოფილ საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა

სოფელ დიღომში ყოფილ საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა

სოფელ დიღომში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ნინო წმინდის ქუჩაზე, სამოქალაქო თავდაცვის ყოფილ საწყობებს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, საწყობებში მიტოვებული აირწინაღები და მშრალი სპირტის მარაგებია დარჩენილი.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ საბურთალოს გამგეობას ტერიტორიის დასუფთავების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

სოფელ დიღმის მცხოვრებლების თქმით, მიტოვებულ საწყობებში არსებული ნივთიერებები, მათ შორის მექანიკური სპირტი ხანძრის გამომწვევი მიზეზი გასულ ზაფხულსაც გახდა. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით, სოფელ დიღომში სამი ავტოცისტერნაა მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მცირე კერების ლიკვიდაცია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია