მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა დოლიძემ ლექციების კითხვით 102500 დოლარის ანაზღაურება მიიღო - რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
ანა დოლიძემ ლექციების კითხვით 102500 დოლარის ანაზღაურება მიიღო - რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, თინა ხი­და­შე­ლის მო­ად­გი­ლე ანა დო­ლი­ძემ, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2015 წლის 15 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა, პირ­ვე­ლი დეკ­ლა­რა­ცია 20 ივ­ლისს შე­ავ­სო.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი ოჯა­ხი თბი­ლის­ში ორ ბი­ნას ფლობს. დიდ დი­ღომ­ში, გ. ბრწყინ­ვა­ლის 31 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე 80.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ბინა ანა დო­ლი­ძის 100%-იან სა­კუთ­რე­ბა­შია. ხოლო მ. კოს­ტა­ვას 42ა ნო­მერ­ში, 140.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ბინა მის მე­უღ­ლეს, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს ეკუთ­ვნის.

ანა დო­ლი­ძე ფლობს ასე­ვე 2013 წელს გა­მოშ­ვე­ბულ მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნას "კია რიო"-ს.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, ანა დო­ლი­ძეს "თი-ბი-სი" ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 5500.00 ლარი ჰქონ­და; სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ანა­ბარ­ზე 40000.00 დო­ლა­რი; სა­ზღვარ­გა­რეთ, ტდ ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 2500.00 კა­ნა­დუ­რი დო­ლა­რი; ამა­ვე ბან­კის საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე 11000.00 კა­ნა­დუ­რი დო­ლა­რი; მე­ო­რე ან­გა­რიშ­ზე კი იგი­ვე თან­ხა - 11000.00 კა­ნა­დუ­რი დო­ლა­რი (1 კა­ნა­დუ­რი დო­ლა­რი 1 ლარი და 75 თეთ­რია);

რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის ან­გა­რიშს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, მას "თი-ბი-სი" ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 500.00 ლარი ჰქონ­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლე­ბი, რო­მე­ლიც მათ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღეს, ასე­თია:

ანა დო­ლი­ძემ, რო­მელ­საც პრო­ფე­სო­რის ხა­რის­ხი აქვს, ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვით 102500.00 კა­ნა­დუ­რი დო­ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ი­ღო.ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ კი, გან­დის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, ასე­ვე ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვით 20 000.00 ლარი მი­ი­ღო.

დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ოჯახს ოთხი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ყვე­ლა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ანა დო­ლი­ძის სა­ხელ­ზეა.

კერ­ძოდ, 2013 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს დო­ლი­ძემ ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­სა­ძე­ნად ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 16 000 კა­ნა­დუ­რი დო­ლა­რია. გა­სავ­ლის სა­ხით, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბი­სას 3300.00 კა­ნა­დუ­რი დო­ლა­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ანა დოლიძემ ლექციების კითხვით 102500 დოლარის ანაზღაურება მიიღო - რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ანა დოლიძემ ლექციების კითხვით 102500 დოლარის ანაზღაურება მიიღო - რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მოადგილე ანა დოლიძემ, რომელიც თანამდებობაზე 2015 წლის 15 მაისს დაინიშნა, პირველი დეკლარაცია 20 ივლისს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახი თბილისში ორ ბინას ფლობს. დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალის 31 ნომერში მდებარე  80.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ანა დოლიძის 100%-იან საკუთრებაშია. ხოლო მ. კოსტავას 42ა ნომერში, 140.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა მის მეუღლეს, ირაკლი კაკაბაძეს ეკუთვნის.

ანა დოლიძე ფლობს ასევე 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანას "კია რიო"-ს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ანა დოლიძეს "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 5500.00 ლარი ჰქონდა; საქართველოს ბანკის ანაბარზე 40000.00 დოლარი; საზღვარგარეთ, ტდ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 2500.00 კანადური დოლარი; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 11000.00 კანადური დოლარი; მეორე ანგარიშზე კი იგივე თანხა - 11000.00 კანადური დოლარი (1 კანადური დოლარი 1 ლარი და 75 თეთრია);

რაც შეეხება ირაკლი კაკაბაძის ანგარიშს, დეკლარაციის შევსებისას, მას "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 500.00 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის შემოსავლები, რომელიც მათ ერთი წლის განმავლობაში მიიღეს, ასეთია:

ანა დოლიძემ, რომელსაც პროფესორის ხარისხი აქვს, ლექციების კითხვით 102500.00 კანადური დოლარის ანაზღაურება მიიღო. ირაკლი კაკაბაძემ კი, განდის ფონდის თავმჯდომარის პოზიციაზე, ასევე ლექციების კითხვით 20 000.00 ლარი მიიღო.

დეკლარაციის თანახმად, ოჯახს ოთხი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ყველა ხელშეკრულება ანა დოლიძის სახელზეა.

კერძოდ, 2013 წლის 13 ოქტომბერს დოლიძემ ავტომანქანის შესაძენად ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 16 000 კანადური დოლარია. გასავლის სახით, დეკლარაციაში ამ ხელშეკრულების დადებისას 3300.00 კანადური დოლარია დაფიქსირებული.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია