პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორც გაიგეს უცხოელმა ტურისტებმა ბათუმის შესახებ - ტურიზმის დეპარტამენტის ღონისძიებები უცხოეთში
როგორც გაიგეს უცხოელმა ტურისტებმა ბათუმის შესახებ - ტურიზმის დეპარტამენტის ღონისძიებები უცხოეთში

ბა­თუმ­ში სა­ზღვაო სე­ზო­ნი პიკს უახ­ლოვ­დე­ბა. ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან მა­ტუ­ლობს და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აგ­ვის­ტოს თვე­ში ფიქ­სირ­დე­ბა. დამ­სვე­ნებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თვალ­ში­სა­ცე­მია ბა­თუ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის კა­ფე­ებ­სა და ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. "ამ­ბე­ბი.გე" სა­ნა­პი­რო­ზე მყოფ უცხო­ელ ტუ­რის­ტებს გა­ე­სა­უბ­რა და გა­არ­კვია, თუ რო­გორ გა­ი­გეს მათ ბა­თუ­მის შე­სა­ხებ:

მაგ­და­ლე­ნა პო­ლო­ნე­თი­დან:

"მე და ჩემი მე­უღ­ლე ია­როს­ლა­ვი ორ შვილ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში 25 ივ­ლისს ჩა­მო­ვე­დით და 7 აგ­ვის­ტომ­დე ვრჩე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტე­ბის გაგ­რის, ბა­თუ­მი­სა და გუ­და­უ­რის შე­სა­ხებ მა­მა­ჩე­მი სა­უბ­რობ­და. ის დე­გუს­ტა­ტო­რი იყო და ხში­რად იწ­ვევ­დნენ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. გა­სულ წელს კა­ტო­ვი­ცას ცენ­ტრში ბა­თუ­მის შე­სა­ხებ სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი ვნა­ხე. მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე მე­უღ­ლეს და ვუ­თხა­რი, რომ სურ­ვი­ლი მქონ­და სა­ზა­ფხუ­ლო შვე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. ჩა­მო­ვე­დით და ძა­ლი­ან მოგ­ვწონს ბა­თუ­მი, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი, მას­პინ­ძლე­ბი და გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ამინ­დიც კარ­გია", - აღ­ნიშ­ნა მაგ­და­ლე­ნამ.

21 წლის ნა­ტა­შა, 22 წლის რო­მა­ნი, 21 წლის დაშა და 26 წლის ლეო ბე­ლო­რუ­სი­დან:

"ბა­თუ­მი სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქია. იან­ვრის თვე­ში ვნა­ხეთ ფოტო, სა­დაც თავ­და­ყი­რა მყო­ფი ბიჭი ცდი­ლობ­და გული არ და­ვარ­დნო­და ხე­ლი­დან. ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვარ­კვი­ეთ თუ სად იყო ეს მო­ნუ­მენ­ტი და რა თან­ხა დაგ­ვჭირ­დე­ბო­და აქ და­სას­ვე­ნებ­ლად. შემ­დეგ იყო თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცე­სი. ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი არც თუ ისე დი­დია, შე­სა­ბა­მი­სად, მოვ­ძებ­ნეთ ია­ფი­ა­ნი ბი­ლე­თე­ბი, ბი­ნაც ინ­ტერ­ნე­ტით დავ­ჯავ­შნეთ და დღეს უკვე აქ ვართ. 6 დღით ვრჩე­ბით და თი­თო­ე­ულს და­ახ­ლო­ე­ბით 500$-მდე გვიჯ­დე­ბა. ვფიქ­რობთ, ეს არ არის ძვი­რი ასეთ ლა­მაზ კუ­რორტზე და­სას­ვე­ნებ­ლად", - აღ­ნიშ­ნა ნა­ტა­შამ.

კა­ტია და იური უკ­რა­ი­ნი­დან:

"ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ და სა­ნამ ჯვრის­წე­რა­სა და ქორ­წილს დავ­გეგ­მავ­დით, მა­ნამ­დე ვარ­კვევ­დით, რო­მელ კუ­რორტზე და­ვის­ვე­ნებ­დით. გა­სულ წელს ბა­თუმ­ში ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გვაჩ­ვე­ნეს ბა­თუ­მის ფო­ტო­ე­ბი. ძა­ლი­ან მო­ვი­ხიბ­ლეთ. 18 ივ­ლისს ჯვრის­წე­რა და ქორ­წი­ლი გვქონ­და. 19 ივ­ლისს უკვე აქ ვი­ყა­ვით. ბა­თუ­მი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და ჩვენს მე­გობ­რებს ვურ­ჩევთ აქ და­ის­ვე­ნონ", - აღ­ნიშ­ნა წყვილ­მა.

29 წლის ქა­დი­რი და 30 წლის გოზ­დე თურ­ქე­თი­დან:

"ტრაბ­ზო­ნი­დან დღეს ჩა­მო­ვე­დით ორი დღით, მაგ­რამ ბა­თუ­მით ისე აღვფრ­თო­ვან­დით, ვა­პი­რებთ კი­დევ 2 დღე დავ­რჩეთ. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, ინ­ტერ­ნეტ­ში ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ხვალ დი­ლით მივ­დი­ვართ ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში, შუ­ა­დღის მერე ზღვა­ზე გა­ვალთ და სა­ღა­მოს ძვე­ლი ბა­თუ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ვა­პი­რებთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ კი­დევ

ჩა­მო­ვალთ ბა­თუმ­ში. ტრაბ­ზო­ნი ძა­ლი­ან ახ­ლო­საა ბა­თუ­მი­დან და გული გვწყდე­ბა, რომ აქამ­დე არ გვე­ნა­ხა ეს ლა­მა­ზი ქა­ლა­ქი", - აღ­ნიშ­ნა გოზ­დემ.

დღეს აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2015 წლის 6 თვის საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა. ბა­თუ­მის სას­ტუმ­რო "ჰილ­ტონ­ში" შეკ­რე­ბი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს პრე­ზენ­ტა­ცია დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელმღძვა­ნელ­მა მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­აც­ნო. შეხ­ვედ­რის დროს სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და იმას, თუ რა სა­ხის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბი, ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მა და PR აქ­ტი­ვო­ბე­ბი ჩა­ტარ­და ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის­თვის სამ­ზა­დი­სის პე­რი­ოდ­ში. ასე­ვე, სა­უ­ბა­რი იყო სტა­ტის­ტი­კა­ზე, ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებ­ზე, სერ­ვი­სებ­ზე, ტუ­რის­ტულ მარ­შრუ­ტებ­ზე, კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­სა და ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ახალ ვებ-გვერ­დზე. "ამ­ბე­ბი.გე" გთა­ვა­ზობთ ბა­თუმ­ში დღეს გა­მარ­თუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ის მი­მო­ხილ­ვას:

სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბი 10 ქვე­ყა­ნა­ში

2015 წელს ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია აწარ­მოა 10 სა­მიზ­ნე ქვეყ­ნის 20-ზე მეტ ქა­ლაქ­ში (ყა­ზა­ხე­თი, უკ­რა­ი­ნა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, ბე­ლო­რუ­სია, თურ­ქე­თი, ის­რა­ე­ლი, პო­ლო­ნე­თი, ლიტ­ვა, სა­ქარ­თვე­ლო). სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბი მო­ი­ცავ­და გარე რეკ­ლა­მას ბილ­ბორ­დებ­სა და ეკ­რა­ნებ­ზე ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში. გარე რეკ­ლა­მე­ბის წვდო­მამ აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში შე­ად­გი­ნა 43 687 537.

ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მა

გარ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, დე­პარ­ტა­მენ­ტი წლის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე აღ­ნიშ­ნულ სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში ახორ­ცი­ე­ლებს რე­გი­ო­ნის ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მი­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­დე­გად, 108 238 ვი­ზი­ტო­რი ვებ-გვერ­დზე: www.goBatumi.com.

101 525 მომ­ხმა­რე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

410 0000 ყო­ველ­თვი­უ­რი წვდო­მა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

PR აქ­ტი­ვო­ბე­ბი

19 სა­ინ­ფორ­მა­ციო ტური - 98 ჟურ­ნა­ლის­ტი და 79 ტუ­რო­პე­რა­ტო­რი (სულ 177

ტუ­რიზ­მის დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი)

წვდო­მა: 36 263 593.

გა­მოქ­ვეყ­ნდა 100-მდე სა­რეკ­ლა­მო ხა­სი­ა­თის სტა­ტია ჩვენს სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე გა­და­ღე­ბულ იქნა არა­ერ­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტი აჭა­რა-ბა­თუ­მის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ. წელს პირ­ვე­ლად, სა­რეკ­ლა­მო ხა­სი­ა­თის პიარ-აქ­ტი­ვო­ბებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ არა­მარ­ტო სე­ზო­ნამ­დე პე­რი­ოდ­ში, არა­მედ ივ­ლი­სი-აგ­ვის­ტოს ცხელ დღე­ებ­შიც. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დე­პარ­ტა­მენ­ტი

უმას­პინ­ძლებს ჟურ­ნა­ლის­ტებს თურ­ქე­თი­დან, ის­რა­ე­ლი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და ბე­ლო­რუ­სი­ი­დან.

14 სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი გა­მო­ფე­ნა

წლის ბო­ლომ­დე 25 სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­ში მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა:

ყა­ზა­ხე­თი, უკ­რა­ი­ნა, საფ­რან­გე­თი, ბულ­გა­რე­თი, კვიპ­რო­სი, თურ­ქე­თი

სტა­ტის­ტი­კა

აჭა­რა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტთა გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტებ­ში აღი­ნიშ­ნა 2,02% ზრდა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით.

პრო­ცენ­ტუ­ლი ზრდის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ყა­ზა­ხე­თი (+ 9,4 %), ბე­ლო­რუ­სია (+ 7,9 %), ლიტ­ვა (+ 3,1 %), რუ­სე­თი (+ 2,3 %) და ის­რა­ე­ლი (+ 2,3 %).

სტა­ტის­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია:

- რე­გის­ტრი­რე­ბულ (სას­ტუმ­რო­ე­ბი და სას­ტუმ­როს ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი) და არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ (კერ­ძოდ გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტე­ბის) სექ­ტორ­ში ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა და შემ­დგო­მი ანა­ლი­ზი.

- ტუ­რის­ტუ­ლი ბაზ­რის კვლე­ვა,რო­მე­ლიც მო­ი­ცავს შიდა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რის კვლე­ვას და უცხო­ელ ვი­ზი­ტორ­თა კვლე­ვებს.

ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი

ა.ა.ი.პ. ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო

(non-commercial legal entity)

ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბულ ბა­თუ­მის ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ში სრუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. სრუ­ლი­ად იც­ვლე­ბა სა­ა­გენ­ტოს ფუნ­ქცი­ე­ბი და იგი ამი­ე­რი­დან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნის იმ ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის ათ­ვი­სე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მთი­ან აჭა­რას და აქ არ­სე­ბულ ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებ­სა და სერ­ვი­სებს.

5 ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შუ­ტე­ბი:

არ­სე­ბუ­ლი 5 ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გი/დას­რუ­ლე­ბა, მათი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბის­თვის პრე­ზენ­ტა­ცია, სა­ინფრო­მა­ციო ტუ­რე­ბის მო­წყო­ბა. ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის კვლე­ვა, ვე­ლო­ბი­ლი­კის მარ­შრუ­ტის მარ­კი­რე­ბა.

სოფ­ლად ტუ­რიზ­მის ევ­რო­პულ ფე­დე­რა­ცი­ის "Eurogites" წევ­რო­ბა

ევ­რო­პის სოფ­ლად ტუ­რიზ­მის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი მოხ­დე­ბა სოფ­ლად ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა­ში. აჭა­რის ა.რ ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენტს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა მი­ი­ღოს ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, და­ნერ­გოს ევ­რო­პუ­ლი/სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ფე­დე­რა­ცი­ის სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რაც ხელს შე­უ­წყობს რო­გორც რე­გი­ო­ნის სოფ­ლად ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, ისე აჭა­რის რე­გი­ო­ნის სოფ­ლად ტუ­რიზ­მის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას ევ­რო­პის მას­შტა­ბით.

სერ­ვი­სე­ბი

8 ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი და მათი ახა­ლი სერ­ვი­სე­ბი

წელს პირ­ვე­ლად, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბი ერ­თი­ა­ნი დი­ზა­ი­ნის (სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ში ფე­რებ­ში) ქვეშ მო­ექ­ცა. წელს პირ­ვე­ლად, ტუ­რის­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ ფას­დაკ­ლე­ბე­ბის ბა­რა­თის შე­ძე­ნა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სერ­ვისს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, კერ­ძოდ ერ­თთვი­ა­ნი ბა­რა­თი მო­ი­ცავს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის 15 ბი­ლეთს, ტე­ლე­ფო­ნის სიმ-ბა­რათს, 5%-იდან 30%-მდე ფას­დაკ­ლე­ბებს რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტულ ობი­ე­ტებ­ში (სას­ტუმ­რო­ე­ბი, კაფე-რეს­ტორ­ნე­ბი, ატ­რაქ­ცი­ე­ბი). წელს პირ­ვე­ლად ამოქ­მედ­და ბარ­გის შე­ნახ­ვი­სა და ბა­თუ­მის ღია ბა­რა­თე­ბის გაგ­ზავ­ნის სერ­ვი­სი. სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი სა­ბა­გი­რო გზას­თან 24 სა­ა­თი­ა­ნი სერ­ვი­სით ემ­სა­ხუ­რე­ბა ქა­ლა­ქის სტუმ­რებს. ამოქ­მედ­და ასე­ვე ცხე­ლი ხაზი, რო­მელ­ზე­დაც ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ახა­ლი ვებ-გვერ­დი gobatumi.com

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მიმ­დი­ნა­რე წელს მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა ახალ, მო­ბი­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან თავ­სე­ბად, სა­მე­ნო­ვან ოფი­ცი­ა­ლურ ტუ­რის­ტულ პორ­ტალ­ზე.

გა­დამ­ზად­და 155 და­საქ­მე­ბუ­ლი კად­რი

გა­დამ­ზად­და გან­თავ­სე­ბის და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მმარ­თვე­ლი და სა­შუ­ა­ლო რგო­ლი.

წელს პირ­ვე­ლად ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობ­და უცხო­ე­ლი ტრე­ნე­რე­ბი (კა­ნა­და, თურ­ქე­თი, გერ­მა­ნია).

მზარ­დი ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რი

სას­ტუმ­რო სექ­ტო­რი - სულ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 291 სას­ტუმ­რო, 6648 სას­ტუმ­რო ნო­მე­რი და 14 828 ად­გი­ლი

2015 წლის(იან­ვა­რი-ივ­ნი­სი) - გა­იხ­სნა 15 ახა­ლი სას­ტუმ­რო (585 სას­ტუმ­რო ნო­მე­რი, 1037

ად­გი­ლით) ; 19 ახა­ლი კაფე-რეს­ტო­რა­ნი 1200-მდე ად­გი­ლით.

2015 წლის ბო­ლოს - 2080 და­მა­ტე­ბი­თი ად­გი­ლი სას­ტუმ­რო სექ­ტორ­ში

2016 წლის ბო­ლოს - 1100 და­მა­ტე­ბი­თი ად­გი­ლი სას­ტუმ­რო სექ­ტორ­ში

კუ­რორტ "გო­დერ­ძის" ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლა

კუ­რორ­ტი პირ­ვე­ლი ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბას უკვე 2015 წლის ბო­ლო­დან შეძ­ლებს. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან და­წყე­ბუ­ლი მთა­ვა­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­მა­მამ­თავ­რე­ბელ ეტაპ­ზეა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბის ზრდა ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტში

უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის ზრდა ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტში: უკ­რა­ი­ნა (+52%), ყა­ზა­ხე­თი (+92%),

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი (+46%), ბე­ლო­რუ­სია (+21%) და რუ­სე­თი (+8%).

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, ბა­თუ­მი

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

როგორც გაიგეს უცხოელმა ტურისტებმა ბათუმის შესახებ - ტურიზმის დეპარტამენტის ღონისძიებები უცხოეთში

როგორც გაიგეს უცხოელმა ტურისტებმა ბათუმის შესახებ - ტურიზმის დეპარტამენტის ღონისძიებები უცხოეთში

ბათუმში საზღვაო სეზონი პიკს უახლოვდება. ზღვისპირა ქალაქში ტურისტების რაოდენობა ივლისის შუა რიცხვებიდან მატულობს და განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აგვისტოს თვეში ფიქსირდება. დამსვენებლების რაოდენობა თვალშისაცემია ბათუმის ცენტრალური უბნების კაფეებსა და ზღვის სანაპიროზე. "ამბები.გე" სანაპიროზე მყოფ უცხოელ ტურისტებს გაესაუბრა და გაარკვია, თუ როგორ გაიგეს მათ ბათუმის შესახებ:

მაგდალენა პოლონეთიდან:

"მე და ჩემი მეუღლე იაროსლავი ორ შვილთან ერთად ბათუმში 25 ივლისს ჩამოვედით და 7 აგვისტომდე ვრჩებით. საქართველოს კურორტების გაგრის, ბათუმისა და გუდაურის შესახებ მამაჩემი საუბრობდა. ის დეგუსტატორი იყო და ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. გასულ წელს კატოვიცას ცენტრში ბათუმის შესახებ სარეკლამო ბანერი ვნახე. მაშინვე დავურეკე მეუღლეს და ვუთხარი, რომ სურვილი მქონდა საზაფხულო შვებულება საქართველოში გაგვეტარებინა. ჩამოვედით და ძალიან მოგვწონს ბათუმი, ქართული კერძები, მასპინძლები და გაგვიმართლა, რომ ამინდიც კარგია", - აღნიშნა მაგდალენამ.

21 წლის ნატაშა, 22 წლის რომანი, 21 წლის დაშა და 26 წლის ლეო ბელორუსიდან:

"ბათუმი სიყვარულის ქალაქია. იანვრის თვეში ვნახეთ ფოტო, სადაც თავდაყირა მყოფი ბიჭი ცდილობდა გული არ დავარდნოდა ხელიდან. ინტერნეტის საშუალებით გავარკვიეთ თუ სად იყო ეს მონუმენტი და რა თანხა დაგვჭირდებოდა აქ დასასვენებლად. შემდეგ იყო თვითმფრინავის ბილეთების ძიების პროცესი. ჩვენი შემოსავალი არც თუ ისე დიდია, შესაბამისად, მოვძებნეთ იაფიანი ბილეთები, ბინაც ინტერნეტით დავჯავშნეთ და დღეს უკვე აქ ვართ. 6 დღით ვრჩებით და თითოეულს დაახლოებით 500$-მდე გვიჯდება. ვფიქრობთ, ეს არ არის ძვირი ასეთ ლამაზ კურორტზე დასასვენებლად", - აღნიშნა ნატაშამ.

კატია და იური უკრაინიდან:

"ახალდაქორწინებულები ვართ და სანამ ჯვრისწერასა და ქორწილს დავგეგმავდით, მანამდე ვარკვევდით, რომელ კურორტზე დავისვენებდით. გასულ წელს ბათუმში ჩვენი მეგობრები იმყოფებოდნენ. მათ ინტერნეტის საშუალებით გვაჩვენეს ბათუმის ფოტოები. ძალიან მოვიხიბლეთ. 18 ივლისს ჯვრისწერა და ქორწილი გვქონდა. 19 ივლისს უკვე აქ ვიყავით. ბათუმი ძალიან ლამაზია და ჩვენს მეგობრებს ვურჩევთ აქ დაისვენონ", - აღნიშნა წყვილმა.

29 წლის ქადირი და 30 წლის გოზდე თურქეთიდან:

"ტრაბზონიდან დღეს ჩამოვედით ორი დღით, მაგრამ ბათუმით ისე აღვფრთოვანდით, ვაპირებთ კიდევ 2 დღე დავრჩეთ. ძალიან მაინტერესებს ბოტანიკური ბაღი, ინტერნეტში ფოტოები ვნახე და ძალიან მომეწონა. ხვალ დილით მივდივართ ბოტანიკურ ბაღში, შუადღის მერე ზღვაზე გავალთ და საღამოს ძველი ბათუმის დათვალიერებას ვაპირებთ. დარწმუნებულები ვართ კიდევ

ჩამოვალთ ბათუმში. ტრაბზონი ძალიან ახლოსაა ბათუმიდან და გული გვწყდება, რომ აქამდე არ გვენახა ეს ლამაზი ქალაქი", - აღნიშნა გოზდემ.

დღეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2015 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ბათუმის სასტუმრო "ჰილტონში" შეკრები ტურისტული ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებს პრეზენტაცია დეპარტამენტის ხელმღძვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა გააცნო. შეხვედრის დროს საუბარი შეეხებოდა იმას, თუ რა სახის სარეკლამო კამპანიები, ონლაინ რეკლამა და PR აქტივობები ჩატარდა ტურისტული სეზონისთვის სამზადისის პერიოდში. ასევე, საუბარი იყო სტატისტიკაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, სერვისებზე, ტურისტულ მარშრუტებზე, კადრების გადამზადებასა და ტურიზმის დეპარტამენტის ახალ ვებ-გვერდზე. "ამბები.გე" გთავაზობთ ბათუმში დღეს გამართული პრეზენტაციის მიმოხილვას:

სარეკლამო კამპანიები 10 ქვეყანაში

2015 წელს ტურიზმის დეპარტამენტმა სარეკლამო კამპანია აწარმოა 10 სამიზნე ქვეყნის 20-ზე მეტ ქალაქში (ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, თურქეთი, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, საქართველო). სარეკლამო კამპანიები მოიცავდა გარე რეკლამას ბილბორდებსა და ეკრანებზე ხალხმრავალ ადგილებში. გარე რეკლამების წვდომამ აღნიშნულ ქვეყნებში შეადგინა 43 687 537.

ონლაინ რეკლამა

გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი წლის დასაწყისიდან დღემდე აღნიშნულ სამიზნე ქვეყნებში ახორციელებს რეგიონის ონლაინ რეკლამირებას სოციალური მედია ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შედეგად, 108 238 ვიზიტორი ვებ-გვერდზე: www.goBatumi.com.

101 525 მომხმარებელი სოციალურ ქსელში

410 0000 ყოველთვიური წვდომა სოციალურ მედიაში.

PR აქტივობები

19 საინფორმაციო ტური - 98 ჟურნალისტი და 79 ტუროპერატორი (სულ 177

ტურიზმის დარგის პროფესიონალი)

წვდომა: 36 263 593.

გამოქვეყნდა 100-მდე სარეკლამო ხასიათის სტატია ჩვენს სამიზნე ქვეყნებში, ასევე გადაღებულ იქნა არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ. წელს პირველად, სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს ვახორციელებთ არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც. უახლოეს მომავალში დეპარტამენტი

უმასპინძლებს ჟურნალისტებს თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიიდან.

14 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

წლის ბოლომდე 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას.

საერთაშორისო ღონისძიებებსა და ეკონომიკურ ფორუმებში მონაწილეობა:

ყაზახეთი, უკრაინა, საფრანგეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, თურქეთი

სტატისტიკა

აჭარაში რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტებში აღინიშნა 2,02% ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

პროცენტული ზრდის მაჩვენებლებით გამოირჩეოდა ყაზახეთი (+ 9,4 %), ბელორუსია (+ 7,9 %), ლიტვა (+ 3,1 %), რუსეთი (+ 2,3 %) და ისრაელი (+ 2,3 %).

სტატისტიკური კვლევები და ახალი მეთოდოლოგია:

- რეგისტრირებულ (სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები) და არარეგისტრირებულ (კერძოდ განთავსების ობიექტების) სექტორში ახალი მეთოდოლოგიით სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შემდგომი ანალიზი.

- ტურისტული ბაზრის კვლევა,რომელიც მოიცავს შიდა სამომხმარებლო ბაზრის კვლევას და უცხოელ ვიზიტორთა კვლევებს.

ტურისტული პროდუქტები

ა.ა.ი.პ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო

(non-commercial legal entity)

ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაზე არსებულ ბათუმის ტურისტული სააგენტოში სრული რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სრულიად იცვლება სააგენტოს ფუნქციები და იგი ამიერიდან ორიენტირებული იქნება რეგიონის იმ ტურისტული პოტენციალის ათვისებაზე, რომელიც უკავშირდება მთიან აჭარას და აქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს.

5 ახალი ტურისტული მარშუტები:

არსებული 5 ტურისტული მარშრუტის მონიტორინგი/დასრულება, მათი სამიზნე ჯგუფებისთვის პრეზენტაცია, საინფრომაციო ტურების მოწყობა. ახალი ტურისტული მარშრუტების პოტენციალის კვლევა, ველობილიკის მარშრუტის მარკირება.

სოფლად ტურიზმის ევროპულ ფედერაციის "Eurogites" წევრობა

ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში გაწევრიანებით აჭარის ტურისტული მეურნეობები მოხდება სოფლად ტურიზმის საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში. აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საშუალება მიეცემა მიიღოს ევროპული გამოცდილება, დანერგოს ევროპული/საერთაშორისო სტანდარტები და მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის სხვადასხვა აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის სოფლად ტურიზმის განვითარებას, ისე აჭარის რეგიონის სოფლად ტურიზმის ცნობადობის გაზრდას ევროპის მასშტაბით.

სერვისები

8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და მათი ახალი სერვისები

წელს პირველად, საინფორმაციო ცენტრები ერთიანი დიზაინის (საქართველოს დროში ფერებში) ქვეშ მოექცა. წელს პირველად, ტურისტებს შეეძლებათ ფასდაკლებების ბარათის შეძენა, რომელიც სხვადასხვა სერვისს გააერთიანებს, კერძოდ ერთთვიანი ბარათი მოიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 15 ბილეთს, ტელეფონის სიმ-ბარათს, 5%-იდან 30%-მდე ფასდაკლებებს რეგიონის ტურისტულ ობიეტებში (სასტუმროები, კაფე-რესტორნები, ატრაქციები). წელს პირველად ამოქმედდა ბარგის შენახვისა და ბათუმის ღია ბარათების გაგზავნის სერვისი. საინფორმაციო ცენტრი საბაგირო გზასთან 24 საათიანი სერვისით ემსახურება ქალაქის სტუმრებს. ამოქმედდა ასევე ცხელი ხაზი, რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

ახალი ვებ-გვერდი gobatumi.com

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე წელს მუშაობა დაასრულა ახალ, მობილურ მოწყობილობებთან თავსებად, სამენოვან ოფიციალურ ტურისტულ პორტალზე.

გადამზადდა 155 დასაქმებული კადრი

გადამზადდა განთავსების და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების მმართველი და საშუალო რგოლი.

წელს პირველად ტრენინგებში მონაწილეობას ღებულობდა უცხოელი ტრენერები (კანადა, თურქეთი, გერმანია).

მზარდი ტურისტული სექტორი

სასტუმრო სექტორი - სულ რეგისტრირებულია 291 სასტუმრო, 6648 სასტუმრო ნომერი და 14 828 ადგილი

2015 წლის(იანვარი-ივნისი) - გაიხსნა 15 ახალი სასტუმრო (585 სასტუმრო ნომერი, 1037

ადგილით) ; 19 ახალი კაფე-რესტორანი 1200-მდე ადგილით.

2015 წლის ბოლოს - 2080 დამატებითი ადგილი სასტუმრო სექტორში

2016 წლის ბოლოს - 1100 დამატებითი ადგილი სასტუმრო სექტორში

კურორტ "გოდერძის" ექსპლუატაციაში შესვლა

კურორტი პირველი ტურისტების მიღებას უკვე 2015 წლის ბოლოდან შეძლებს. სახელმწიფოს მხრიდან დაწყებული მთავარი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დამამამთავრებელ ეტაპზეა.

საერთაშორისო ფრენების ზრდა ბათუმის აეროპორტში

უცხოელი ვიზიტორების ზრდა ბათუმის აეროპორტში: უკრაინა (+52%), ყაზახეთი (+92%),

აზერბაიჯანი (+46%), ბელორუსია (+21%) და რუსეთი (+8%).

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია