სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეკვეთილში ზღვა თურქული წარმოების პამპერსებს, ნემსებსა და ბოთლებს რიყავს - რაზე ჩივიან ადგილობრივები
შეკვეთილში ზღვა თურქული წარმოების პამპერსებს, ნემსებსა და ბოთლებს რიყავს - რაზე ჩივიან ადგილობრივები

დაბა შეკ­ვე­თილ­ში ზღვას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბი გა­მო­აქვს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჩი­ვი­ან, იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა ურე­კის, გრი­გო­ლე­თი­სა და და ცი­ხის­ძი­რის სა­ნა­პი­რო­ზეც.

შე­კე­თილ­ში, კაპ­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე, ნონა სა­ბა­ძე ყვე­ბა, რომ ბოლო დღე­ე­ბია ზღვა თურ­ქუ­ლი წარ­წე­რე­ბი­სა და ეტი­კე­ტე­ბის მქო­ნე პამ­პერ­სებს, ნემ­სებს, ბოთ­ლებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნებს რი­ყავს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ზღვა­ში შეს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ და შეკ­ვე­თილს ტო­ვე­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ზღვას თურ­ქუ­ლი გე­მი­დან შეგ­ნე­ბუ­ლად ანაგ­ვი­ა­ნე­ბენ, რათა ტუ­რის­ტებ­მა შეკ­ვე­თი­ლის ნაც­ვლად, თურ­ქეთ­ში და­ის­ვე­ნონ.

"ოთხი დღეა 16:00-დან 18:00 სა­ა­თამ­დე ზღვი­დან "ნაგ­ვის ტალ­ღა" მო­დის. ზღვას გა­მო­აქვს პამ­პერ­სე­ბი, ნემ­სე­ბი, ძვე­ლი ბოთ­ლე­ბი. ოზურ­გე­თის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს ყო­ველ­დღე ზღვი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ნაგ­ვით სავ­სე დიდი მან­ქა­ნა გა­აქვთ. ზღვა­ში ჭუ­ჭყი, ნა­გა­ვი, ქა­ღალ­დი ტრი­ა­ლებ­და. ყვე­ლა­ფერს თურ­ქუ­ლი წარ­წე­რე­ბი და ეტი­კე­ტე­ბი აქვს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყი­დე­ბა. რო­გორც ჩანს, თურ­ქე­თის ნა­გა­ვია", - აღ­ნიშ­ნა ნონა სა­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ტე­რი­ტო­რია და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ფო­თი­დან სა­თა­ნა­დო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. სა­კი­თხში ჩარ­თუ­ლია გა­რე­მოს დაც­ვის ოზურ­გე­თის სამ­სა­ხუ­რი და ნა­ტა­ნე­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი.

"ყვე­ლა მდი­ნა­რე შე­მოწ­მე­ბუ­ლია, 15 დღეა არ უწ­ვი­მია და ნა­გა­ვი მდი­ნა­რის მიერ ჩა­მო­ტა­ნი­ლი არ არის. შე­საძ­ლოა, ტუ­რიზ­მის ხელ­შე­საშ­ლე­ლად გე­მი­დან ნა­გავს სპე­ცი­ა­ლუ­რად ყრი­ან. დაც­ლი­ლია სას­ტუმ­რო­ე­ბი, კლი­ენ­ტე­ბი შეკ­ვე­თილს ტო­ვე­ბენ. და­ბინ­ძუ­რე­ბის გამო, ვერ ბა­ნა­ო­ბენ. თბი­ლი­სი­დან და სომ­ხე­თი­დან და­ჯავ­შნი­ლი ნომ­რე­ბი გა­ა­უქ­მეს. თურ­ქე­თი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზმს ხელი შე­უ­შა­ლოს და ტუ­რის­ტე­ბი ან­ტა­ლი­ა­ში მი­ი­ზი­დოს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ თურ­ქე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ტუ­რის­ტებს დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის, იმი­სათ­ვის, რომ მათ თურ­ქეთ­ში და­ის­ვე­ნონ", - აღ­ნიშ­ნა ნონა სა­ბა­ძემ.

თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­კუ­რორ­ტო ზო­ნე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბას არც ქარ­თვე­ლი დამ­სვე­ნე­ბე­ლი აკ­ლებს. ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში ნაგ­ვის, სა­ნაგ­ვე ყუ­თე­ბი­სა და სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბის პრობ­ლე­მაა.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

შეკვეთილში ზღვა თურქული წარმოების პამპერსებს, ნემსებსა და ბოთლებს რიყავს - რაზე ჩივიან ადგილობრივები

შეკვეთილში ზღვა თურქული წარმოების პამპერსებს, ნემსებსა და ბოთლებს რიყავს - რაზე ჩივიან ადგილობრივები

დაბა შეკვეთილში ზღვას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენები გამოაქვს. როგორც ადგილობრივები ჩივიან, იგივე ვითარებაა ურეკის, გრიგოლეთისა და და ციხისძირის სანაპიროზეც.

შეკეთილში, კაპროვანის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე, ნონა საბაძე ყვება, რომ ბოლო დღეებია ზღვა თურქული წარწერებისა და ეტიკეტების მქონე პამპერსებს, ნემსებს, ბოთლებსა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს რიყავს. მისივე ინფორმაციით, შექმნილი დისკომფორტის გამო, დამსვენებლები ზღვაში შესვლას ვერ ახერხებენ და შეკვეთილს ტოვებენ.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ზღვას თურქული გემიდან შეგნებულად ანაგვიანებენ, რათა ტურისტებმა შეკვეთილის ნაცვლად, თურქეთში დაისვენონ.

"ოთხი დღეა 16:00-დან 18:00 საათამდე ზღვიდან "ნაგვის ტალღა" მოდის. ზღვას გამოაქვს პამპერსები, ნემსები, ძველი ბოთლები. ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს ყოველდღე ზღვიდან გამოტანილი ნაგვით სავსე დიდი მანქანა გააქვთ. ზღვაში ჭუჭყი, ნაგავი, ქაღალდი ტრიალებდა. ყველაფერს თურქული წარწერები და ეტიკეტები აქვს, რაც საქართველოში არ იყიდება. როგორც ჩანს, თურქეთის ნაგავია", - აღნიშნა ნონა საბაძემ.

მისივე თქმით, ტერიტორია დაათვალიერეს ფოთიდან სათანადო სამსახურის წარმომადგენლებმა. საკითხში ჩართულია გარემოს დაცვის ოზურგეთის სამსახური და ნატანების მუნიციპალიტეტი.

"ყველა მდინარე შემოწმებულია, 15 დღეა არ უწვიმია და ნაგავი მდინარის მიერ ჩამოტანილი არ არის. შესაძლოა, ტურიზმის ხელშესაშლელად გემიდან ნაგავს სპეციალურად ყრიან. დაცლილია სასტუმროები, კლიენტები შეკვეთილს ტოვებენ. დაბინძურების გამო, ვერ ბანაობენ. თბილისიდან და სომხეთიდან დაჯავშნილი ნომრები გააუქმეს. თურქეთი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოში ტურიზმს ხელი შეუშალოს და ტურისტები ანტალიაში მიიზიდოს. გამორიცხული არ არის, რომ თურქეთი საქართველოში მყოფ ტურისტებს დისკომფორტს უქმნის, იმისათვის, რომ მათ თურქეთში დაისვენონ", - აღნიშნა ნონა საბაძემ.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკურორტო ზონების დაბინძურებას არც ქართველი დამსვენებელი აკლებს. ქვეყნის ყველა რეგიონში ტურისტულ ადგილებში ნაგვის, სანაგვე ყუთებისა და საპირფარეშოების დასუფთავების პრობლემაა.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია