პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა დავლიოთ თბილი წყალი, როდესაც გვწყურია - სითხის მიღების წესები ცხელ ამინდში
რატომ უნდა დავლიოთ თბილი წყალი, როდესაც გვწყურია - სითხის მიღების წესები ცხელ ამინდში

რო­გორც მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, ადა­მი­ან­მა დღე-ღა­მე­ში ორ ლიტ­რამ­დე სი­თხე უნდა მი­ი­ღოს, მაგ­რამ მას სი­თხე­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა სე­ზო­ნუ­რად ეც­ვლე­ბა. თუ ზამ­თარ­ში, ძი­რი­თა­დად, ცხელ სას­მე­ლებს მი­ვირ­თმევთ, ცხელ სე­ზონ­ზე სუფ­თა წყლი­სა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჩნდე­ბა. ზოგი უპი­რა­ტე­სო­ბას ბუ­ნებ­რივ წყალს ანი­ჭებს, ზოგი – მი­ნე­რა­ლურს. წყურ­ვი­ლის მოკ­ვლის მიზ­ნით, არა­მარ­ტო ვი­ტა­მი­ნებს, მი­ნე­რა­ლებ­საც იღე­ბენ, ამის­თვის კი უმ­ჯო­ბე­სია წვე­ნის, კი­სე­ლის, ბუ­რა­ხის მი­ღე­ბა.

ვი­საც სურს, და­ლი­ოს სი­თხის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და თა­ნაც, და­ცუ­ლი იყოს ზედ­მე­ტი კა­ლო­რი­ე­ბის­გან, მა­შინ კარ­გია ჩაი და მცე­ნა­რე­უ­ლი ნა­ყე­ნე­ბი (პიტ­ნა, ას­კი­ლი), რად­გან ისი­ნი ვი­ტა­მი­ნე­ბი­თაა მდი­და­რი და ნაკ­ლებ კა­ლო­რი­უ­ლია, ხოლო გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის..

იდე­ა­ლუ­რია, თუ ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბის მე­ნი­უ­ში შე­ი­ტანთ ხილ-კენკრო­ვან სას­მე­ლებს, მა­წონს, კე­ფირს, მცე­ნა­რე­ულ ნა­ყე­ნებს, ჩაის და ბუ­ნებ­რივ წყალს. ასე­ვე, კარ­გია თუ საკ­ვე­ბი­დან მი­ი­ღებთ ბუ­ლი­ონს, სუპს, ცო­ცხალ ბოსტნე­ულ­სა და ხილს. ორი კა­თხა ლუ­დის მირ­თმე­ვაც შე­გიძ­ლი­ათ და ამით ყო­ველ­დღი­უ­რი სი­თხის მი­ღე­ბის ნორ­მა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

და­ი­ვი­წყეთ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი მი­სა­ღე­ბი სი­თხის ნორ­მა, რად­გა­ნაც ის დოგ­მა კი არა, ორი­ენ­ტი­რია მათ­თვის, ვინც სი­თხეს არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით იღებს. თუ უკუჩ­ვე­ნე­ბა არ გაქვთ, მა­შინ მი­ი­ღეთ იმ­დე­ნი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე, რამ­დე­ნიც გსურთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩაის, მას შემ­დე­გი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია და ამის გამო მას უდი­დე­სი ძალა აქვს: ასუფ­თა­ვებს სის­ხლს; ხელს უშ­ლის ცუდ სიზ­მრებს; ეხ­მა­რე­ბა გო­ნე­ბას; კურ­ნავს თავ­ბრუს­ხვე­ვას და თა­ვის ტკი­ვილს; შე­სა­ნიშ­ნა­ვი წა­მა­ლია გა­ცი­ე­ბი­სას; აქ­რობს ლორ­წოს და სი­ნეს­ტეს ორ­გა­ნიზ­მში; კურ­ნავს სურ­დოს; აუმ­ჯო­ბე­სებს მხედ­ვე­ლო­ბას; ამაღ­ლებს გან­წყო­ბას და იცავს ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან; კურ­ნავს შარ­დის ბუშ­ტის და­ა­ვა­დე­ბებს; ამ­სუ­ბუ­ქებს ნაღ­ვლის ბუშ­ტის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას; აფხიზ­ლებს; მა­ტებს ენერ­გი­ეს და ამ­ხნე­ვებს; ადა­მი­ა­ნებს ში­შის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბათ; ძლი­ერ ტკი­ვი­ლებს ასუს­ტებს; ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს აძ­ლი­ე­რებს და, რაც მთავ­რია, კლავს წყურ­ვილს.

ბევ­რმა არც იცის, რომ სი­თხე, რო­მელ­საც წყურ­ვი­ლის მო­საკ­ლა­ვად ვსვამთ, თბი­ლი უნდა იყოს! ცივი წყლის მი­ღე­ბა, რა­საც ბევ­რი მი­მარ­თავს, პი­რი­ქით, ას­ტი­მუ­ლი­რებს წყურ­ვი­ლის გრძნო­ბას და ზა­ფხუ­ლის სი­ცხის გა­და­ტა­ნას უფრო მე­ტად ამ­ძი­მებს. რაც შე­ე­ხე­ბა ცხელ სი­თხე­ებს (ჩაის, ყა­ვას და სხვა), ისი­ნი აძ­ლი­ე­რე­ბენ ოფ­ლის გა­მო­ყო­ფას, შე­სა­ბა­მი­სად, ხელს უწყო­ბენ სით­ბოს გა­ცე­მას და რამ­დე­ნად­მე ორ­გა­ნიზ­მის გაგ­რი­ლე­ბას.

ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წყლის მი­ღე­ბის კონ­ტრო­ლი, რად­გა­ნაც წყა­ლი ერ­თა­დერ­თი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის. წყლის ნაკ­ლე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში (ანუ გა­უ­წყლოვ­ნე­ბის ფონ­ზე) სხე­ულს გა­და­ხუ­რე­ბი­სა და სით­ბუ­რი დაკ­ვრის სა­შიშ­რო­ე­ბა ემუქ­რე­ბა, რად­გა­ნაც ოფ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვერ ხდე­ბა სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხის გა­მო­ყო­ფა, შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ღვე­ვა სით­ბოს გა­ცე­მი­სა და ორ­გა­ნიზ­მის გაგ­რი­ლე­ბის პრო­ცე­სი, სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა იმა­ტებს. წყლის ნაკ­ლე­ბო­ბის ფონ­ზე არა­ერ­თი ორ­გა­ნო­სა თუ ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მის ფუნ­ქცია ირ­ღვე­ვა. წყა­ლი ბო­ლოს და ბო­ლოს ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის არ­სე­ბო­ბის გა­რან­ტია.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რატომ უნდა დავლიოთ თბილი წყალი, როდესაც გვწყურია - სითხის მიღების წესები ცხელ ამინდში

რატომ უნდა დავლიოთ თბილი წყალი, როდესაც გვწყურია - სითხის მიღების წესები ცხელ ამინდში

როგორც მედიკოსები ამბობენ, ადამიანმა დღე-ღამეში ორ ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს, მაგრამ მას სითხეზე მოთხოვნილება სეზონურად ეცვლება. თუ ზამთარში, ძირითადად, ცხელ სასმელებს მივირთმევთ, ცხელ სეზონზე სუფთა წყლისა და ნატურალური წვენების მოთხოვნილება ჩნდება. ზოგი უპირატესობას ბუნებრივ წყალს ანიჭებს, ზოგი – მინერალურს. წყურვილის მოკვლის მიზნით, არამარტო ვიტამინებს, მინერალებსაც იღებენ, ამისთვის კი უმჯობესია წვენის, კისელის, ბურახის მიღება.

ვისაც სურს, დალიოს სითხის დიდი რაოდენობა და თანაც, დაცული იყოს ზედმეტი კალორიებისგან, მაშინ კარგია ჩაი და მცენარეული ნაყენები (პიტნა, ასკილი), რადგან ისინი ვიტამინებითაა მდიდარი და ნაკლებ კალორიულია, ხოლო გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის..

იდეალურია, თუ ყოველდღიური კვების მენიუში შეიტანთ ხილ-კენკროვან სასმელებს, მაწონს, კეფირს, მცენარეულ ნაყენებს, ჩაის და ბუნებრივ წყალს. ასევე, კარგია თუ საკვებიდან მიიღებთ ბულიონს, სუპს, ცოცხალ ბოსტნეულსა და ხილს. ორი კათხა ლუდის მირთმევაც შეგიძლიათ და ამით ყოველდღიური სითხის მიღების ნორმა შესრულებული იქნება.

დაივიწყეთ ეგრეთ წოდებული მისაღები სითხის ნორმა, რადგანაც ის დოგმა კი არა, ორიენტირია მათთვის, ვინც სითხეს არასაკმარისი რაოდენობით იღებს. თუ უკუჩვენება არ გაქვთ, მაშინ მიიღეთ იმდენი რაოდენობით სითხე, რამდენიც გსურთ.

რაც შეეხება ჩაის, მას შემდეგი სასარგებლო თვისებები გააჩნია და ამის გამო მას უდიდესი ძალა აქვს: ასუფთავებს სისხლს; ხელს უშლის ცუდ სიზმრებს; ეხმარება გონებას; კურნავს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს; შესანიშნავი წამალია გაციებისას; აქრობს ლორწოს და სინესტეს ორგანიზმში; კურნავს სურდოს; აუმჯობესებს მხედველობას; ამაღლებს განწყობას და იცავს ღვიძლის დაავადებებისგან; კურნავს შარდის ბუშტის დაავადებებს; ამსუბუქებს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას; აფხიზლებს; მატებს ენერგიეს და ამხნევებს; ადამიანებს შიშის დაძლევაში ეხმარებათ; ძლიერ ტკივილებს ასუსტებს; შინაგან ორგანოებს აძლიერებს და, რაც მთავრია, კლავს წყურვილს.

ბევრმა არც იცის, რომ სითხე, რომელსაც წყურვილის მოსაკლავად ვსვამთ, თბილი უნდა იყოს! ცივი წყლის მიღება, რასაც ბევრი მიმართავს, პირიქით, ასტიმულირებს წყურვილის გრძნობას და ზაფხულის სიცხის გადატანას უფრო მეტად ამძიმებს. რაც შეეხება ცხელ სითხეებს (ჩაის, ყავას და სხვა), ისინი აძლიერებენ ოფლის გამოყოფას, შესაბამისად, ხელს უწყობენ სითბოს გაცემას და რამდენადმე ორგანიზმის გაგრილებას.

ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წყლის მიღების კონტროლი, რადგანაც წყალი ერთადერთი მარეგულირებელი ფაქტორია სხეულის ტემპერატურის. წყლის ნაკლებობის პირობებში (ანუ გაუწყლოვნების ფონზე) სხეულს გადახურებისა და სითბური დაკვრის საშიშროება ემუქრება, რადგანაც ოფლის საშუალებით ვერ ხდება სათანადო რაოდენობის სითხის გამოყოფა, შესაბამისად, ირღვევა სითბოს გაცემისა და ორგანიზმის გაგრილების პროცესი, სხეულის ტემპერატურა იმატებს. წყლის ნაკლებობის ფონზე არაერთი ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის ფუნქცია ირღვევა. წყალი ბოლოს და ბოლოს ცოცხალი ორგანიზმის არსებობის გარანტია.

მოამზადა ლალი ფაციამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია