მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, ისნის ჰოსპიტალის შენობა იქ მყოფ პირებს არ დაუკანონდებათ
სოზარ სუბარი - რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, ისნის ჰოსპიტალის შენობა იქ მყოფ პირებს არ დაუკანონდებათ

რამ­დე­ნი მი­ტინ­გიც არ უნდა გა­მარ­თონ, მათ ეს შე­ნო­ბა არ და­უ­კა­ნონ­დე­ბათ, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა დღეს სა­მი­ნის­ტრო­ში ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრმა ბრი­ფინ­გი ის­ნის ყო­ფილ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ პირ­თა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მარ­თა. რო­გორც სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის შე­ნო­ბა სა­მი­ნის­ტროს 2014 წელს გა­და­ე­ცა, რათა იქ დევ­ნილ­თა გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­სახ­ლე­ბა მოხ­დეს. მი­ნის­ტრის თქმით, 160 დევ­ნი­ლი ოჯა­ხი უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში, ნგრე­ვად ობი­ექ­ტებ­ში ცხოვ­რობს. სო­ზარ სუ­ბარ­მა დას­ძი­ნა, რომ სა­მი­ნის­ტრო ვერ ახერ­ხებს მათ გა­დაყ­ვა­ნას ის­ნის ჰოს­პი­ტალ­ში იმის გამო, რომ იქ მყო­ფი პი­რე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

"თა­ვის დრო­ზე ეს შე­ნო­ბა არ და­ცა­ლეს, პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა მას ხელი შე­უ­შა­ლეს, იქ იყო ხან­ძა­რი და უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვი შე­ე­წი­რა. მე­რია მზად არის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბი ქი­რით გა­იყ­ვა­ნონ, ვიდ­რე მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რებ­ლით არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ის­ნის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი­დან მათ 140 დევ­ნი­ლი ოჯა­ხი ქი­რით გა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა დღე­ის­თვის სა­მი­ნის­ტრო მხო­ლოდ 80-მდე ოჯახს უხ­დის ქი­რას. სო­ზარ სუ­ბარ­მა გან­მარ­ტა, რომ ამის მი­ზე­ზი აღ­მოჩ­ნდა აღ­ნიშ­ნუ­ლი ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის სა­ჯა­რო რე­ესტრში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან 25 000 ლარი ის­ნის ჰოს­პი­ტა­ლი­დან გაყ­ვა­ნი­ლი 80 ოჯა­ხის ქი­რის­თვის იხარ­ჯე­ბა. სუ­ბარ­მა ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ მე­რია იმ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­აჩ­ნი­ათ და თბი­ლის­ში იმის­თვის ჩა­მო­ვიდ­ნენ, რომ ბი­ნის მი­ღე­ბა შეძ­ლონ, არ და­ეხ­მა­რე­ბა.

"რამ­დე­ნი მი­ტინ­გიც არ უნდა გა­მარ­თონ, მათ ეს შე­ნო­ბა არ და­უ­კა­ნონ­დე­ბათ", - აღ­ნიშ­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ცდი­ლობ­დნენ თბი­ლად და ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე გა­ეყ­ვა­ნათ შე­ნო­ბი­დან იქ დარ­ჩე­ნი­ლი პი­რე­ბი, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. მი­ნის­ტრმა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვა შე­ნო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი­სა­გან, და­ცა­ლონ ფარ­თე­ბი.

შე­ნო­ბის გა­რეთ კი ის­ნის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის შე­ნო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მი­ნის­ტროს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი "გა­მო­დი, სო­ზარ" და მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას ითხოვ­დნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

სოზარ სუბარი - რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, ისნის ჰოსპიტალის შენობა იქ მყოფ პირებს არ დაუკანონდებათ

სოზარ სუბარი - რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, ისნის ჰოსპიტალის შენობა იქ მყოფ პირებს არ დაუკანონდებათ

რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა ბრიფინგი ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში განთავსებულ პირთა საპროტესტო აქციის პარალელურად გამართა. როგორც სუბარმა აღნიშნა, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა სამინისტროს 2014 წელს გადაეცა, რათა იქ დევნილთა გრძელვადიანი განსახლება მოხდეს. მინისტრის თქმით, 160 დევნილი ოჯახი უმძიმეს პირობებში, ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს. სოზარ სუბარმა დასძინა, რომ სამინისტრო ვერ ახერხებს მათ გადაყვანას ისნის ჰოსპიტალში იმის გამო, რომ იქ მყოფი პირები ამის საშუალებას არ აძლევენ.

"თავის დროზე ეს შენობა არ დაცალეს, პოლიტიკურმა ძალებმა მას ხელი შეუშალეს, იქ იყო ხანძარი და უდანაშაულო ბავშვი შეეწირა. მერია მზად არის სოციალურად დაუცველი თბილისელები ქირით გაიყვანონ, ვიდრე მუდმივი საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდებიან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე განცხადებით, ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალიდან მათ 140 დევნილი ოჯახი ქირით გაიყვანეს, თუმცა დღეისთვის სამინისტრო მხოლოდ 80-მდე ოჯახს უხდის ქირას. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ამის მიზეზი აღმოჩნდა აღნიშნული ოჯახებისათვის საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ქონება. მინისტრის განცხადებით, დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან 25 000 ლარი ისნის ჰოსპიტალიდან გაყვანილი 80 ოჯახის ქირისთვის იხარჯება. სუბარმა ასევე დასძინა, რომ მერია იმ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი გააჩნიათ და თბილისში იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ ბინის მიღება შეძლონ, არ დაეხმარება.

"რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე განცხადებით, ცდილობდნენ თბილად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე გაეყვანათ შენობიდან იქ დარჩენილი პირები, თუმცა ყველაფერი განხორციელდება კანონის შესაბამისად. მინისტრმა კატეგორიულად მოითხოვა შენობაში მყოფი პირებისაგან, დაცალონ ფართები.

შენობის გარეთ კი ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მყოფი პირები იმყოფებიან სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ისმოდა შეძახილები "გამოდი, სოზარ" და მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."