პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დედას 5000 დოლარი გადაუხადეს, მეორეს - 3000 ლარი" - რა სქემით ჰყიდდნენ ჩვილებს სამშობიაროში?
"ერთ დედას 5000 დოლარი გადაუხადეს, მეორეს - 3000 ლარი" - რა სქემით ჰყიდდნენ ჩვილებს სამშობიაროში?

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცოტა ხნის წინ "რუს­თა­ვის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ალექ­სან­დრე ბა­რავ­კო­ვი, მისი მო­ად­გი­ლე კონ­სტან­ტი­ნე მან­ჯა­ვი­ძე და "ახა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო ცენ­ტრის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მზია უგ­რე­ხე­ლი­ძე ტრე­ფი­კინ­გში ამ­ხი­ლეს. ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე კი­დევ 6 პირი მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, თუმ­ცა ექ­ვსი­ვეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და და ისი­ნი გა­რეთ არი­ან.

გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მე­ბი ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რობ­დნენ. ისი­ნი სამ­შო­ბი­ა­რო­ში კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მი­სულ ფეხ­მძი­მე­ებს თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ახალ­შო­ბი­ლის მი­ტო­ვე­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ. თუ დე­დას და­ი­თან­ხმებ­დნენ, მათ ჩვი­ლებს აშ­ვი­ლებ­დნენ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ორი ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით მტკი­ცე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­დნენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ფეხ­მძი­მე ქა­ლებ­თან, რომ­ლებ­საც შვი­ლის გაზ­რდის პი­რო­ბე­ბი არ აქვთ. მათ ითან­ხმებ­დნენ და ამის შემ­დეგ ყიდ­დნენ ბავ­შვებს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ბევრ დე­ტალს არ ახ­მა­უ­რე­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თურ­მე ად­რეც იყ­ვნენ შემ­ჩნე­უ­ლი, კი­დევ უფრო მძი­მე ფაქ­ტებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ კუ­ლუ­ა­რებ­ში, ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ხელთ აქვს ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ბავ­შვის გაც­ვლა­ზეა ლა­პა­რა­კი. თურ­მე ერთ-ერთი ოჯა­ხი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორს სთა­ვა­ზობ­და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ მისი სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ჩვი­ლი სხვა ჯან­მრთელ ახალ­შო­ბილ­ში გა­ეც­ვა­ლა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, ამ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის შემ­დეგ და­ი­წყეს მოკ­ვლე­ვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და გა­მო­ავ­ლი­ნეს ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტე­ბი.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­სუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი გრძე­ლიშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­ულ­ზეა ლა­პა­რა­კი, თემა მე­ტად საფრ­თხი­ლოა, ამი­ტომ დე­ტა­ლებ­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ. ბრალ­დე­ბუ­ლებს რაც პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ, მას მერე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ერთს გე­ტყვით, გა­მო­ძი­ე­ბას აქვს უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა ვაგ­რძე­ლებთ ძი­ე­ბას იმის და­სად­გე­ნად, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო ამ სქე­მა­ში გა­რე­უ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად რა თან­ხებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი და ჰქონ­და თუ არა წინა წლებ­ში მსგავს ფაქ­ტებს ად­გი­ლი. ამ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია ორი ბავ­შვის გა­ყიდ­ვის ფაქ­ტი. ბა­რავ­კოვს და მან­ჯა­ვი­ძეს შე­ე­ფარ­დათ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა, ხოლო მზია უგ­რე­ხე­ლი­ძეს შე­ე­ფარ­და სა­პა­ტიმ­რო გი­რაო, რად­გან მას ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, შინა პა­ტიმ­რო­ბა­შია.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მე­ბი არ აღი­ა­რე­ბენ და­ნა­შა­ულს

- არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ისი­ნი აღი­ა­რე­ბენ თუ არა და­ნა­შა­ულს, იმ­დე­ნად მყა­რია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ­თვის ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბა არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. ყვე­ლა­ფერს სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"ერთ დედას 5000 დოლარი გადაუხადეს, მეორეს - 3000 ლარი" - რა სქემით ჰყიდდნენ ჩვილებს სამშობიაროში?

"ერთ დედას 5000 დოლარი გადაუხადეს, მეორეს - 3000 ლარი" - რა სქემით ჰყიდდნენ ჩვილებს სამშობიაროში?

სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ "რუსთავის სამშობიარო სახლის" გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და "ახალი სამშობიარო ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მზია უგრეხელიძე ტრეფიკინგში ამხილეს. ამ ადამიანებთან ერთად დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე კიდევ 6 პირი მიეცა პასუხისგებაში, თუმცა ექვსივესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ისინი გარეთ არიან.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ექიმები ჩვილებით ვაჭრობდნენ. ისინი სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმეებს თანხის სანაცვლოდ ახალშობილის მიტოვებას სთავაზობდნენ. თუ დედას დაითანხმებდნენ, მათ ჩვილებს აშვილებდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ორი ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით მტკიცებით, საავადმყოფოს ხელმძღვანელები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ სოციალურად დაუცველ ფეხმძიმე ქალებთან, რომლებსაც შვილის გაზრდის პირობები არ აქვთ. მათ ითანხმებდნენ და ამის შემდეგ ყიდდნენ ბავშვებს. სამართალდამცავები ჯერჯერობით ბევრ დეტალს არ ახმაურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული საავადმყოფოს ხელმძღვანელები საეჭვო საქმიანობაში თურმე ადრეც იყვნენ შემჩნეული, კიდევ უფრო მძიმე ფაქტებზე ლაპარაკობენ კულუარებში, ამბობენ იმასაც, რომ გამოძიებას ხელთ აქვს ფარული ჩანაწერები, სადაც ბავშვის გაცვლაზეა ლაპარაკი. თურმე ერთ-ერთი ოჯახი საავადმყოფოს დირექტორს სთავაზობდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისი სმენადაქვეითებული ჩვილი სხვა ჯანმრთელ ახალშობილში გაეცვალა. იმასაც ამბობენ, ამ ფარული ჩანაწერის შემდეგ დაიწყეს მოკვლევა სამართალდამცავებმა და გამოავლინეს ტრეფიკინგის ფაქტები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსასურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი:

- ძალიან მძიმე დანაშაულზეა ლაპარაკი, თემა მეტად საფრთხილოა, ამიტომ დეტალებზე არ ვილაპარაკებ. ბრალდებულებს რაც პატიმრობა შეეფარდათ, მას მერე გრძელდება გამოძიება. ერთს გეტყვით, გამოძიებას აქვს უტყუარი მტკიცებულელებები, თუმცა ვაგრძელებთ ძიებას იმის დასადგენად, თუ რამდენი ადამიანი იყო ამ სქემაში გარეული, კონკრეტულად რა თანხებზე იყო საუბარი და ჰქონდა თუ არა წინა წლებში მსგავს ფაქტებს ადგილი. ამ ეტაპზე გამოვლენილია ორი ბავშვის გაყიდვის ფაქტი. ბარავკოვს და მანჯავიძეს შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა, ხოლო მზია უგრეხელიძეს შეეფარდა საპატიმრო გირაო, რადგან მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ის, ფაქტობრივად, შინა პატიმრობაშია.

- როგორც ცნობილია, დაკავებული ექიმები არ აღიარებენ დანაშაულს

- არ აქვს მნიშვნელობა ისინი აღიარებენ თუ არა დანაშაულს, იმდენად მყარია მტკიცებულებები, მათთვის ბრალის დამტკიცება არ გაგვიჭირდება. ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ