საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში საერთაშორისო მასშტაბის Adjara fashion week გაიხსნა
„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში საერთაშორისო მასშტაბის Adjara fashion week გაიხსნა

"ჰით ბა­თუ­მი 2015" პრო­ექ­ტი გრძელ­დე­ბა. ბა­თუ­მი ამ­ჯე­რად პირ­ვე­ლი მო­დის კვი­რე­ულს მას­პინ­ძლობს, სა­დაც 15-მდე დი­ზა­ი­ნე­რი სა­ზა­ფხუ­ლო კო­ლექ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. კვი­რე­უ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი მზად არის!

გუ­შინ, 30 ივ­ლისს, "ჰით ბა­თუ­მი 2015" ის ფარ­გლებ­ში კემ­პინ­სკი­ზე კომ­პა­ნია Fashion Group-ისა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­დი­სა და დი­ზა­ი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, აჭა­რა­ში პირ­ვე­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა Adjara Fashion Week–ი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც 2 აგ­ვის­ტომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

Adjara Fashion Week–ი აუ­დი­ტო­რი­ას გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ას წა­რუდ­გენს და სა­მო­მავ­ლოდ ყო­ველ­წლი­ურ სა­ხეს მი­ი­ღებს. პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მო­დის გან­ვი­თა­რე­ბას, ამავდრო­უ­ლად პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნაა ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებს მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სიო მას­შტა­ბით წა­რად­გი­ნონ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი და მოწ­ვე­ულ ბა­ი­ე­რებს ევ­რო­პი­სა და აზი­ი­დან გა­აც­ნონ სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მი, რაც თა­ვის მხრივ ქარ­თუ­ლი მო­დის ინ­დუსტრი­ის ხელ­შე­წყო­ბი­სა და და­წი­ნა­უ­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ბა­თუმს სხვა­დას­ხვა მა­ღა­ლის დო­ნის სტუ­მა­რი ეწ­ვე­ვა; კრი­ტი­კო­სებს, ბა­ი­ე­რებს, ბლო­გე­რებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, რე­დაქ­ტო­რებს პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დის გა­მომ­ცემ­ლო­ბი­დან და დი­ზა­ი­ნე­რებს აჭა­რის მო­დის კვი­რე­უ­ლი უმას­პინ­ძლებს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და ყა­ზა­ხე­თის მო­დის კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­ი­ად სა­ბა­ე­ვი უკვე ბა­თუმ­შია.

"ქარ­თვე­ლებს აქვთ სტი­ლის შეგ­რძნე­ბა. მი­ად­ვილ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ნა­ცი­ო­ნა­ლებს შო­რის მათი გა­მორ­ჩე­ვა. ძა­ლი­ან გა­ბე­დუ­ლად იც­მე­ვენ კა­ბას, ფეხ­საც­მელს... თა­მა­მად ირ­ჩე­ვენ აქ­სე­სუ­ა­რებს. დამ­სა­ვე­ნებ­ლებს ბა­თუმ­ში ჩა­მო­სას­ვლე­ლად და­მა­ტე­ბით ერთი სა­ბა­ბი აქვთ: Adjara Fashion Week.." - აღ­ნიშ­ნავს სა­ი­ად სა­ბა­ე­ვი.

Adjara Fashion Week-ის ფარ­გლებ­ში, მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ძა­ლის­ხმე­ვი­თა და ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით ბა­თუმს ე.წ. ბა­ი­ე­რე­ბი ეს­ტუმ­რე­ბი­ან ყა­ზა­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან. მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და ამ­ჯე­რა­დაც ხელს უწყობს ქარ­თუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი­სა თუ კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წარ­მის სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ტა­ნას, რას­თან ერ­თა­დაც მსოფ­ლიო ბრენ­დებს შო­რის კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა­შიც შე­აქვს წვლი­ლი.

პრო­ექ­ტი "ჰით ბა­თუ­მი" 11 კვი­რის­გან შედ­გე­ბა და თო­თო­ე­უ­ლი კვი­რა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის არტს მო­ი­ცავს. მრავლფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა გათ­ვლი­ლია ყვე­ლა თა­ო­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, დამ­სვე­ნებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­გეგ­მონ ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის დღე­ე­ბი.

"ჰით ბა­თუ­მის" ფარ­გლებ­ში, 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია 200-ზე მეტი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუმს 20-მდექ­ვეყ­ნი­დან 259 უცხო­ე­ლი არ­ტის­ტი სტუმ­რობს. ღო­ნის­ძე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია 50 ორ­გა­ნი­ზა­ცია და 2000-მდე მო­ნა­წი­ლე.

"ჰით ბა­თუ­მი 2015" წარ­მო­ად­გენს ბა­თუ­მის სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნის სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექტს, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს 2 თვი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას უწყვეტ რე­ჟიმ­ში. 6 ივ­ლი­სი­დან 15 სექ­ტემ­ბრამ­დე, ყო­ველ კვი­რას, ბა­თუმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ივენ­თე­ბი, რომ­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­აც მოხ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ქოლ­გის ქვეშ, სა­ხელ­წო­დე­ბით "ჰით ბა­თუ­მი".

პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია ბა­თუ­მის მე­რია და საკ­რე­ბუ­ლო, ასე­ვე მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და მისი სსი­პი "კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი", ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი. პრო­ექ­ტი "ჰით ბა­თუ­მი" სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის მი­ზა­ნია ერ­თის მხრივ აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის, ხოლო მე­ო­რეს მხრივ მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის პრო­მო­უ­შე­ნი გარე და შიდა აუ­დი­ტო­რი­ა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში საერთაშორისო მასშტაბის Adjara fashion week გაიხსნა

„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში საერთაშორისო მასშტაბის Adjara fashion week გაიხსნა

”ჰით ბათუმი 2015” პროექტი გრძელდება. ბათუმი ამჯერად პირველი მოდის კვირეულს მასპინძლობს, სადაც 15-მდე დიზაინერი საზაფხულო კოლექციას წარმოადგენს. კვირეულისთვის ყველაფერი მზად არის!

გუშინ, 30 ივლისს, ”ჰით ბათუმი 2015” ის ფარგლებში კემპინსკიზე კომპანია Fashion Group-ისა და საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის ორგანიზებით, აჭარაში პირველად საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება Adjara Fashion Week–ი გაიხსნა, რომელიც 2 აგვისტომდე გაგრძელდება.

Adjara Fashion Week–ი აუდიტორიას გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარუდგენს და სამომავლოდ ყოველწლიურ სახეს მიიღებს. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელოვნებისა და მოდის განვითარებას, ამავდროულად პროექტის ძირითადი ამოცანაა ქართველ დიზაინერებს მიეცეს შესაძლებლობა საერთაშორისიო მასშტაბით წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები და მოწვეულ ბაიერებს ევროპისა და აზიიდან გააცნონ საკუთარი ნაწარმი, რაც თავის მხრივ ქართული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობისა და დაწინაურების წინაპირობაა.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმს სხვადასხვა მაღალის დონის სტუმარი ეწვევა; კრიტიკოსებს, ბაიერებს, ბლოგერებს, ჟურნალისტებს, რედაქტორებს პოპულარული მოდის გამომცემლობიდან და დიზაინერებს აჭარის მოდის კვირეული უმასპინძლებს.

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოდის კვირეულის ორგანიზატორი საიად საბაევი უკვე ბათუმშია.

„ქართველებს აქვთ სტილის შეგრძნება. მიადვილდება სხვადასხვა ნაციონალებს შორის მათი გამორჩევა. ძალიან გაბედულად იცმევენ კაბას, ფეხსაცმელს... თამამად ირჩევენ აქსესუარებს. დამსავენებლებს ბათუმში ჩამოსასვლელად დამატებით ერთი საბაბი აქვთ: Adjara Fashion Week..“ - აღნიშნავს საიად საბაევი.

Adjara Fashion Week-ის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ძალისხმევითა და ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმს ე.წ. ბაიერები ესტუმრებიან ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. მეწარმეობის განვითარების სააგენტო თბილისის მოდის კვირეულებზე აქტიურად იყო ჩართული და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული დიზაინერების ნამუშევრებისა თუ კომპანიების ნაწარმის საზღვრებს გარეთ გატანას, რასთან ერთადაც მსოფლიო ბრენდებს შორის კავშირების დამყარებაშიც შეაქვს წვლილი.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი