სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიყვანოთ მარწყვი ქოთნებში - გემრიელი და სასარგებლო ბიზნესი
როგორ მოვიყვანოთ მარწყვი ქოთნებში - გემრიელი და სასარგებლო ბიზნესი

და­რე­ჯან კო­კა­ია უკვე 45 წე­ლია, მეყ­ვა­ვი­ლე­ო­ბას მის­დევს. სე­ნა­კის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ნო­სირ­ში სათ­ბუ­რებს ფლობს, სა­დაც დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის გარ­და, აქამ­დე ბოსტნე­უ­ლიც მოჰ­ყავ­და. სულ ერთი წე­ლია, საქ­მი­ან­მა ქალ­ბა­ტონ­მა ახა­ლი კულ­ტუ­რა - მარ­წყვი მო­ა­შე­ნა. ოთხ თა­ნა­სოფ­ლელ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მისი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, კო­ო­პე­რა­ტივ­ში გა­ერ­თი­ან­და და ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბაც მი­ი­ღო. რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, ბიზ­ნე­სი საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა, მის წარ­მა­ტე­ბა­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ეჭვი დამ­ფი­ნან­სებ­ლებ­საც კი ეპა­რე­ბო­დათ.

და­რე­ჯან კო­კა­ია, ფერ­მერ­თა კო­ო­პე­რა­ტი­ვის "დკ ქოლ­გას" დი­რექ­ტო­რი: ყვა­ვი­ლე­ბი დიდი ხა­ნია, მომ­ყავს. ადრე მი­ხა­კე­ბი იყო უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ახლა ლი­ლი­ე­ბი­სა და ვარ­დე­ბის კულ­ტი­ვა­ცი­ით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ბოსტნე­უ­ლიც მომ­ყავს, კიტ­რი, პო­მი­დო­რი, მწვა­ნი­ლი.... მოკ­ლედ, მე­სათ­ბუ­რე­ო­ბა­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. ერთი წლის წინ ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა, დათო კუ­ჭუ­ხი­ძემ, რო­მელ­საც ასე­ვე სათ­ბუ­რი აქვს, საც­დე­ლად "სან ან­დრე­ა­სის" ჯი­შის მარ­წყვი დარ­გო - ნერ­გე­ბი ეს­პა­ნე­თი­დან იყო ჩა­მო­ტა­ნი­ლი და შო­კუ­რი გა­ყინ­ვით და­ფა­სო­ე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი მი­ი­ღო, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, მეც მო­მეყ­ვა­ნა.. სხვა­თა შო­რის, იაფი სუ­ლაც არ არის - ერთი ძირი ერთი ლარი ღირს. სათ­ბუ­რის ასა­წყო­ბად საკ­მა­ოდ დიდი ინ­ვეს­ტი­ცია გვჭირ­დე­ბო­და, და­თომ კო­ო­პე­რა­ტი­ვი და­ა­ფუძნა, იქ ხუთი ადა­მი­ა­ნი გავ­წევ­რი­ან­დით, სუყ­ვე­ლა - ნა­თე­სა­ვე­ბი. სა­ხელ­მწი­ფომ 2400 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტრაქ­ტო­რი 900 ლა­რად გად­მოგ­ვცა. შემ­დეგ სათ­ბუ­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე ბიზ­ნეს-გეგ­მა დავ­წე­რე, შე­ვი­ტა­ნე "ენ­პარ­დში" (ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პროგ­რა­მა სოფ­ლი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის), სა­დაც 25 ათა­სი ევრო გა­მოგ­ვიყ­ვეს. თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის სა­ხით ჩვენ სათ­ბუ­რის კონ­სტრუქ­ცია ჩავ­დეთ. ამ თან­ხით 5 ათა­სი ძი­რის გა­შე­ნე­ბა შევ­ძე­ლით.

- რა­ტომ აარ­ჩი­ეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს ჯიში, რა უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობს?

- პრაქ­ტი­კუ­ლად, მარ­წყვის სა­უ­კე­თე­სო ჯი­შია, მსხმო­ი­ა­რო­ბით და ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა: მარ­ტში დავრგეთ და ივ­ნის­ში პირ­ვე­ლი ნა­ყო­ფი მი­ვი­ღეთ. მარ­წყვს 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­ხამს, მხო­ლოდ ორ-ორ კვი­რას "ის­ვე­ნებს", ყვა­ვი­ლო­ბის დროს. პირ­ველ წელს ერთი ძირი 600-700 გრამ კენკრას იძ­ლე­ვა, მე­ო­რე წელს - 1,2 -1,3 კგ-ს აღ­წევს. პრო­დუქ­ტი­უ­ლია სამი-ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძა­ლი­ან კარ­გი სა­სა­ქონ­ლო გა­რეგ­ნო­ბა აქვს, მსხვი­ლია და ძვი­რიც ღირს- ზამ­თარ­ში ერთი კი­ლოგ­რა­მის ფასი 10-12 ლარს აღ­წევ­და, ზა­ფხულ­ში კი 5 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბად არ გაგ­ვყი­დია.

- კრი­ზი­სის ფონ­ზე, როცა ძვი­რა­დღი­რე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, რე­ა­ლი­ზა­ცია არ გა­გი­ჭირ­დათ?

- ყო­ველ სამ დღე­ში 10-15 კგ-ს ვკრეფთ და უპ­რობ­ლე­მოდ ვყი­დით. 100 კგ რომ მქონ­დეს, გა­სა­ყი­დი მა­ინც არ დამ­რჩე­ბო­და. რეს­ტორ­ნე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და სა­კონ­დიტ­რო­ე­ბი - ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბი არი­ან. თუკი თურ­ქე­თი­დან შე­მო­დის მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის მარ­წყვი და იყი­დე­ბა, ესე იგი, ბა­ზა­რიც არის, ხომ ასეა?

- რად­გან თურ­ქუ­ლი მარ­წყვი ახ­სე­ნეთ, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ უწევთ კონ­კუ­რენ­ცი­ას... ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სათ­ბურ­ში ბოსტნე­უ­ლი მოჰ­ყავთ, ხში­რად ჩი­ვი­ან, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აირი ჩვენ­თან ძვი­რია, შე­სა­ბა­მი­სად, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სი­ი­ა­ფის გამო მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უფრო მი­სა­ღე­ბია ...

- სათ­ბურს თხი­ლის ნა­ჭუ­ჭით ვათ­ბობთ - ცხრა სპე­ცი­ა­ლუ­რი ღუ­მე­ლი გვაქვს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ნა­ჭუ­ჭს კი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი­დან ვყი­დუ­ლობთ. თუმ­ცა, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, სა­მეგ­რე­ლო­ში ძა­ლი­ან ცივი ზამ­თა­რი არ არის. ცე­ლო­ფა­ნი, რო­მე­ლიც სათ­ბურს აკ­რავს, სით­ბოს კარ­გად ინარ­ჩუ­ნებს. როცა გა­რეთ 5 გრა­დუ­სი ყინ­ვაა, შიგ­ნით 0 გრა­დუ­სია. მარ­წყვის ეს ჯიში 15 გრა­დუს­ზე თავს კარ­გად გრძნობს, ასე რომ ხან­და­ხან გათ­ბო­ბაც კი არ გვჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

როგორ მოვიყვანოთ მარწყვი ქოთნებში - გემრიელი და სასარგებლო ბიზნესი

როგორ მოვიყვანოთ მარწყვი ქოთნებში - გემრიელი და სასარგებლო ბიზნესი

დარეჯან კოკაია უკვე 45 წელია, მეყვავილეობას მისდევს. სენაკის რაიონში, სოფელ ნოსირში სათბურებს ფლობს, სადაც დეკორატიული მცენარეების გარდა, აქამდე ბოსტნეულიც მოჰყავდა. სულ ერთი წელია, საქმიანმა ქალბატონმა ახალი კულტურა - მარწყვი მოაშენა. ოთხ თანასოფლელთან ერთად, რომლებიც მისი ნათესავები არიან, კოოპერატივში გაერთიანდა და ევროკავშირის დაფინანსებაც მიიღო. როგორც თავად აცხადებს, ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, თუმცა, მის წარმატებაში თავდაპირველად ეჭვი დამფინანსებლებსაც კი ეპარებოდათ.

დარეჯან კოკაია, ფერმერთა კოოპერატივის "დკ ქოლგას" დირექტორი: ყვავილები დიდი ხანია, მომყავს. ადრე მიხაკები იყო უფრო აქტუალური, ახლა ლილიებისა და ვარდების კულტივაციით ვარ დაკავებული. ბოსტნეულიც მომყავს, კიტრი, პომიდორი, მწვანილი.... მოკლედ, მესათბურეობაში დიდი გამოცდილება მაქვს. ერთი წლის წინ ჩემმა ნათესავმა, დათო კუჭუხიძემ, რომელსაც ასევე სათბური აქვს, საცდელად "სან ანდრეასის" ჯიშის მარწყვი დარგო - ნერგები ესპანეთიდან იყო ჩამოტანილი და შოკური გაყინვით დაფასოებული. ძალიან კარგი შედეგი მიიღო, ამიტომ გადავწყვიტე, მეც მომეყვანა.. სხვათა შორის, იაფი სულაც არ არის - ერთი ძირი ერთი ლარი ღირს. სათბურის ასაწყობად საკმაოდ დიდი ინვესტიცია გვჭირდებოდა, დათომ კოოპერატივი დააფუძნა, იქ ხუთი ადამიანი გავწევრიანდით, სუყველა - ნათესავები. სახელმწიფომ 2400 ევროს ღირებულების ტრაქტორი 900 ლარად გადმოგვცა. შემდეგ სათბურის გაფართოებაზე ბიზნეს-გეგმა დავწერე, შევიტანე "ენპარდში" (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის), სადაც 25 ათასი ევრო გამოგვიყვეს. თანადაფინანსების სახით ჩვენ სათბურის კონსტრუქცია ჩავდეთ. ამ თანხით 5 ათასი ძირის გაშენება შევძელით.

- რატომ აარჩიეთ მაინცდამაინც ეს ჯიში, რა უპირატესობით სარგებლობს?

- პრაქტიკულად, მარწყვის საუკეთესო ჯიშია, მსხმოიარობით და ხარისხით გამოირჩევა: მარტში დავრგეთ და ივნისში პირველი ნაყოფი მივიღეთ. მარწყვს 10 თვის განმავლობაში ისხამს, მხოლოდ ორ-ორ კვირას "ისვენებს", ყვავილობის დროს. პირველ წელს ერთი ძირი 600-700 გრამ კენკრას იძლევა, მეორე წელს - 1,2 -1,3 კგ-ს აღწევს. პროდუქტიულია სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან კარგი სასაქონლო გარეგნობა აქვს, მსხვილია და ძვირიც ღირს- ზამთარში ერთი კილოგრამის ფასი 10-12 ლარს აღწევდა, ზაფხულში კი 5 ლარზე ნაკლებად არ გაგვყიდია.

- კრიზისის ფონზე, როცა ძვირადღირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირებულია, რეალიზაცია არ გაგიჭირდათ?

- ყოველ სამ დღეში 10-15 კგ-ს ვკრეფთ და უპრობლემოდ ვყიდით. 100 კგ რომ მქონდეს, გასაყიდი მაინც არ დამრჩებოდა. რესტორნები, სასტუმროები და საკონდიტროები - ჩვენი კლიენტები არიან. თუკი თურქეთიდან შემოდის მილიონობით დოლარის მარწყვი და იყიდება, ესე იგი, ბაზარიც არის, ხომ ასეა?

- რადგან თურქული მარწყვი ახსენეთ, საინტერესოა, როგორ უწევთ კონკურენციას... ადგილობრივი მეწარმეები, რომლებსაც სათბურში ბოსტნეული მოჰყავთ, ხშირად ჩივიან, რომ ბუნებრივი აირი ჩვენთან ძვირია, შესაბამისად, იმპორტირებული სიიაფის გამო მომხმარებლისთვის უფრო მისაღებია ...

- სათბურს თხილის ნაჭუჭით ვათბობთ - ცხრა სპეციალური ღუმელი გვაქვს დამონტაჟებული, ნაჭუჭს კი გადამამუშავებელი ქარხნებიდან ვყიდულობთ. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, სამეგრელოში ძალიან ცივი ზამთარი არ არის. ცელოფანი, რომელიც სათბურს აკრავს, სითბოს კარგად ინარჩუნებს. როცა გარეთ 5 გრადუსი ყინვაა, შიგნით 0 გრადუსია. მარწყვის ეს ჯიში 15 გრადუსზე თავს კარგად გრძნობს, ასე რომ ხანდახან გათბობაც კი არ გვჭირდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია