მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო
გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს ვეტო და­ა­დო. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

"ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ყო­ფა­სა და მის ცალ­კე სა­ა­გენ­ტოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გუ­ლის­ხმობს, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პარ­ლა­მენ­ტის­გან 22 ივ­ლისს მი­ი­ღო. პრე­ზი­დენ­ტმა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის 10 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე გან­სა­ზღვრა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბით, მომ­ზად­და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის სა­ხით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნას გუ­ლის­ხმობს.

მთავ­რო­ბა და სა­პარ­ლა­მეტ­ნო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვე­ტოს და­დე­ბის სა­ფუძ­ველს ვერ ხე­და­ვენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის არ­სე­ბულ რე­დაქ­ცი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. ამას­თან, რო­გორც მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, სექ­ტემ­ბერ­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტში სა­ერ­თა­ში­რო­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბიც აი­სა­ხე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. შესაბამისი განცხადება მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო. პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნების მომზადებისა და კონსულტაციებისთვის 10 კალენდარული დღე განსაზღვრა.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.

მთავრობა და საპარლამეტნო უმრავლესობის წარმომადგენლები ვეტოს დადების საფუძველს ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, კანონპროექტის არსებულ რედაქციაში საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები გათვალისწინებულია. ამასთან, როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, სექტემბერში კანონპროექტში საერთაშიროსო სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული შენიშვნებიც აისახება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."