სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს
 დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით ახალ­ცი­ხე­ში რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან ცნო­ბეს, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი არ­თურ ი. და 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი არ­მენ კ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის, ხოლო წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი არ­მენ ნ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით ახალ­ცი­ხე­ში და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი 26 ივ­ლისს, ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­ჯას­თან მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. კერ­ძოდ, ისი­ნი ნი­ნოწ­მინ­დის სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტთან დახ­ვდნენ სომ­ხე­თი­დან მო­მა­ვალ პი­როვ­ნე­ბებს, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – "კა­ლაშ­ნი­კო­ვის" სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტი და ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ახ­ვედ­რეს, რომ­ლი­თაც მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის შემ­დეგ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა ამა­ვე პი­რებს მოკ­ლუ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს და მათ­თვის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის სიმ-ბა­რა­თე­ბი შე­ი­ძი­ნეს", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე თქმით, არ­მენ ნ-მ და­კა­ვე­ბი­სას პო­ლი­ცი­ე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, წალ­კის რა­ი­ონ­ში დამ­წვა­რი იპო­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - "კა­ლაშ­ნი­კო­ვის" სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. არ­თურ ი. აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს.

სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 376-ე და 353-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით). მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

 დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალციხეში რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცნობეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ართურ ი. და 1982 წელს დაბადებული არმენ კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო წარსულში ნასამართლევი 1989 წელს დაბადებული არმენ ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 26 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ. კერძოდ, ისინი ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დახვდნენ სომხეთიდან მომავალ პიროვნებებს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი და ავტომანქანა დაახვედრეს, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები საქართველოში შემოსვლის შემდეგ გადაადგილდებოდნენ. მოგვიანებით, დაკავებულებმა ამავე პირებს მოკლულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები შეიძინეს", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, არმენ ნ-მ დაკავებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა ავტომანქანა, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები გადაადგილდებოდნენ, წალკის რაიონში დამწვარი იპოვეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ართურ ი. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე და 353-ე პრიმა მუხლებით). მკვლელობაში ბრალდებული პირების დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ