პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარვასლები, დუქნები, აბანოები – როგორ გამოიყურებოდა მეცხრამეტე საუკუნის თბილისი
ქარვასლები, დუქნები, აბანოები – როგორ გამოიყურებოდა მეცხრამეტე საუკუნის თბილისი

თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­ვას­ლებს, დუქ­ნებ­სა და აბა­ნო­ებს ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. დუ­ქან-სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რო­მე­ლე­ბიც მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე გა­ნაგ­რძობ­დნენ არ­სე­ბო­ბას, ერთ-ორი სად­გო­მის­გან შედ­გე­ბო­და და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ქვე­მო სარ­თულ­ში კეთ­დე­ბო­და.

რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის პირ­ველ­სა­ვე წლებ­ში სამ­შე­ნებ­ლო რეგ­ლა­მენ­ტი სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა შე­ნო­ბებ­საც შე­ე­ხო. 1810 წელს მთა­ვარ­მარ­თებ­ლის ტორ­მა­სო­ვის ინ­სტრუქ­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ დუქ­ნე­ბის ასა­შე­ნებ­ლად უნდა აგე­ბუ­ლი­ყო ერთი დუ­ქა­ნი ნი­მუ­შის­თვის, რომ­ლის წინა სად­გო­მი ქუ­ჩის­კენ იქ­ნე­ბო­და ღია, რად­გან ვა­ჭარს ევაჭ­რა, ხოლო მე­ო­რე მხა­რე ეზოს­კენ იქ­ნე­ბო­და მი­მარ­თუ­ლი და სა­ცხოვ­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ.

ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა ქარ­ვას­ლე­ბი, რო­მელ­თაც ჯერ კი­დევ ფე­ო­და­ლურ თბი­ლის­ში ეჭი­რათ თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლი. შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და ფუნ­დუ­კე­ბი – ქარ­ვას­ლის ხა­სი­ა­თის ნა­გე­ბო­ბა­ნი, რომ­ლებ­შიც "მგზავ­რებს შე­ეძ­ლოთ თავ­შე­სა­ფა­რი ეშო­ვათ და სა­ქო­ნე­ლიც და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ". ფუნ­დუკს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. მა­შინ­დე­ლი მი­მოს­ვლის, ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი აღებ-მი­ცე­მო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის.

გვი­ან­ფე­ო­და­ლურ ხა­ნა­ში სა­ხელ­წო­დე­ბა ფუნ­დუკს ირა­ნი­დან შე­მო­სუ­ლი ქა­ე­ვან­სა­რა­ია, შემ­დეგ კი ქარ­ვას­ლა ცვლის. ქარ­ვას­ლე­ბი არა მარ­ტო გზებ­ზე შენ­დე­ბო­და, მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­დათ ქა­ლა­ქებ­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში, სა­დაც სა­ქო­ნე­ლი შო­რე­უ­ლი კუ­თხე­ე­ბი­დან და ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც კი მო­დი­ო­და.

ჟან შარ­დე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე ქარ­ვას­ლა თბი­ლის­შიც იყო. ქარ­ვას­ლებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ვა­ჭარ-ხე­ლოს­ნე­ბიც ბი­ნად­რობ­დნენ და უცხო­ე­ლი სოვ­დაგ­რე­ბიც. ჩა­მო­ტა­ნი­ლი სა­ქონ­ლი­თა და ქა­რავ­ნე­ბი­თურთ. იქვე დებ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, იქვე ხდე­ბო­და შე­თან­ხმე­ბა ფა­სე­ბის აწევ-და­წე­ვის შე­სა­ხებ, იქ იბა­დე­ბო­და და იღუ­პე­ბო­და ვაჭ­რის კო­მერ­ცი­უ­ლი რე­პუ­ტა­ცია. მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში ქარ­ვას­ლას იგი­ვე ფუნ­ქცია ჰქონ­და, რო­გო­რიც აღ­მო­სავ­ლეთ ქვეყ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად ირან­ში.

ქარ­ვას­ლე­ბის შუ­ა­ში იყო დიდი ეზო ან გა­და­ხუ­რუ­ლი, მთლი­ა­ნი სივ­რცე, ზოგ­ჯერ ცენ­ტრში ან ცალ­კე­ულ საკ­ვან­ძო ად­გი­ლებ­ში – გუმ­ბა­თე­ბი. ამ შუა ეზოს ან ჰო­ლის გარ­შე­მო – ერთ ან რამ­დე­ნი­მე სარ­თუ­ლად შე­მო­ყო­ლე­ბუ­ლი გა­ლე­რი­ე­ბი და მათ გას­წვრივ ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი სად­გო­მი დუქ­ნე­ბი­სა, სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი­სა, სა­წყო­ბე­ბის­თვის და სა­ცხოვ­რებ­ლად.

აბა­ნო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცია აქვს. დღემ­დე მოღ­წე­უ­ლი რამ­დე­ნი­მე აბა­ნოს ნი­მუ­ში პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებს მი­ე­კუთ­ნე­ბა. მე­თექ­ვსმე­ტე-მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­ის ყვე­ლა მოგ­ზა­უ­რი და აღ­მწე­რი, ვი­საც კი თბი­ლის­ზე უწე­რია, აუ­ცი­ლებ­ლად იხ­სე­ნებს აბა­ნო­ებ­საც – ეს ბუ­ნებ­რი­ვი აბა­ნო­ე­ბი ქა­ლა­ქის სპე­ცი­ფი­კურ და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბად იყო მიჩ­ნე­უ­ლი.

მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს სპარ­სე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ის­კან­დერ მუნ­ში წერ­და: თბი­ლის­ში "მთი­დან ბევ­რი ნა­კა­დუ­ლი და უთ­ვა­ლა­ვი წყა­რო გა­მო­დის, და­ახ­ლო­ე­ბით 70-80-მდე. წყა­ლი ცხე­ლია. ძველ დრო­ში თი­თო­ე­ულ მუს­ლი­მან და ურ­წმუ­ნო ქარ­თველ სულ­თა­განს იმ ცხელ წყალ­ზე გუმ­ბა­თე­ბი აუ­შე­ნე­ბია, აბა­ნო­ე­ბი მო­უ­წყვია და ქა­ლა­ქის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა იქ და­დის".

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში სამ­ნა­ი­რი აბა­ნო ყო­ფი­ლა: თა­ვა­დე­ბის­თვის, რო­მე­ლიც სა­ათ­ში ერთი მა­ნე­თი ღი­რე­ბუ­ლა, სა­აზ­ნა­უ­რო, რო­მელ­შიც ოფიც­რე­ბი, ვაჭ­რე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ნი ბა­ნა­ობ­ნენ და მდა­ბი­ო­თათ­ვის – ორ­შა­უ­რი­ა­ნი.

აბა­ნო­ებს თბი­ლი­სე­ლე­ბის ყოფა-ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეჭი­რა – ეს არ იყო აბა­ნო დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით, ე.ი. მხო­ლოდ ჰი­გი­ე­ნუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ხალ­ხი ტა­ნის და­სა­ბა­ნად და­დის. იო­სებ გრი­შაშ­ვილს "ძვე­ლი ტფი­ლი­სის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ბო­ჰე­მა­ში" კო­ლო­რი­ტუ­ლად აქვს აღ­წე­რი­ლი ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი აბა­ნო­ე­ბის "ცხოვ­რე­ბა": წი­ნათ აბა­ნო მსურ­ველ­თათ­ვის ყო­ველ­თვის ღია იყო, არც ბა­ნა­ო­ბის დრო იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, ხალ­ხს გა­თე­ნე­ბამ­დე შე­ეძ­ლო შიგ ყოფ­ნა. აბა­ნო ზოგ­ჯერ სოფ­ლი­დან ჩა­მო­სულ გლე­ხის­თვის სას­ტუმ­როს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც ას­რუ­ლებ­და. სა­ქო­ნელს ბაკ­ში მი­რე­კავ­და, თვი­თონ ორ შა­უ­რად მთელ ღა­მეს აბა­ნო­ში არ­ხე­ი­ნად ეძი­ნა....

ქა­ლე­ბი მარ­ტო სა­ბა­ნა­ოდ არ და­დი­ოდ­ნენ, თან სა­რე­ცხიც უნდა წა­ე­ღოთ და თან მიჰ­ყავ­დათ ბავ­შვე­ბიც. აბა­ნო­ში ქა­ლე­ბი მთე­ლი დღით რჩე­ბოდ­ნენ, იქვე სა­უზ­მობ­დნენ კი­დეც, ქალს ახა­ლი ტა­ნი­სა­მო­სი აუ­ცი­ლებ­ლად აბა­ნო­ში უნდა ჩა­ეც­ვა, ეს იყო მათი კლუ­ბი­ცა და თე­ატ­რიც.

აბა­ნოს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს ჩვე­უ­ლებ­რივ სპარ­სე­ლე­ბი შე­ად­გენ­დნენ, ბა­ნა­ო­ბის "პრო­ცე­დუ­რე­ბიც", რო­მელ­საც პუშ­კი­ნი და დი­უ­მა სა­გან­გე­ბო ინ­ტე­რე­სით აღ­წე­რენ, აგ­რეთ­ვე აღ­მო­სავ­ლუ­რი იყო.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა – ვახ­ტანგ ბე­რი­ძე "თბი­ლი­სის ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქარვასლები, დუქნები, აბანოები – როგორ გამოიყურებოდა მეცხრამეტე საუკუნის თბილისი

ქარვასლები, დუქნები, აბანოები – როგორ გამოიყურებოდა მეცხრამეტე საუკუნის თბილისი

თბილისის ქუჩები საუკუნეების განმავლობაში ქარვასლებს, დუქნებსა და აბანოებს ჰქონდათ დაკავებული. დუქან-სახელოსნოების უმეტესობა, რომელებიც მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე განაგრძობდნენ არსებობას, ერთ-ორი სადგომისგან შედგებოდა და საცხოვრებელი სახლების ქვემო სართულში კეთდებოდა.

რუსული ხელისუფლების დამყარების პირველსავე წლებში სამშენებლო რეგლამენტი სავაჭრო დაწესებულებათა შენობებსაც შეეხო. 1810 წელს მთავარმართებლის ტორმასოვის ინსტრუქციაში მითითებული იყო, რომ დუქნების ასაშენებლად უნდა აგებულიყო ერთი დუქანი ნიმუშისთვის, რომლის წინა სადგომი ქუჩისკენ იქნებოდა ღია, რადგან ვაჭარს ევაჭრა, ხოლო მეორე მხარე ეზოსკენ იქნებოდა მიმართული და საცხოვრებლად გამოიყენებდნენ.

ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით, ბევრად საინტერესოა ქარვასლები, რომელთაც ჯერ კიდევ ფეოდალურ თბილისში ეჭირათ თვალსაჩინო ადგილი. შუასაუკუნეების საქართველოში არსებობდა ფუნდუკები – ქარვასლის ხასიათის ნაგებობანი, რომლებშიც "მგზავრებს შეეძლოთ თავშესაფარი ეშოვათ და საქონელიც დაეყენებინათ". ფუნდუკს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინდელი მიმოსვლის, ურთიერთობისა და ეკონომიკური აღებ-მიცემობის საქმესთან დაკავშირებული მოღვაწეობისთვის.

გვიანფეოდალურ ხანაში სახელწოდება ფუნდუკს ირანიდან შემოსული ქაევანსარაია, შემდეგ კი ქარვასლა ცვლის. ქარვასლები არა მარტო გზებზე შენდებოდა, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ ქალაქებში, სავაჭრო ცენტრებში, სადაც საქონელი შორეული კუთხეებიდან და ქვეყნებიდანაც კი მოდიოდა.

ჟან შარდენის ინფორმაციით, რამდენიმე ქარვასლა თბილისშიც იყო. ქარვასლებში ადგილობრივი ვაჭარ-ხელოსნებიც ბინადრობდნენ და უცხოელი სოვდაგრებიც. ჩამოტანილი საქონლითა და ქარავნებითურთ. იქვე დებდნენ სხვადასხვა სავაჭრო ხელშეკრულებებს, იქვე ხდებოდა შეთანხმება ფასების აწევ-დაწევის შესახებ, იქ იბადებოდა და იღუპებოდა ვაჭრის კომერციული რეპუტაცია. მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ქარვასლას იგივე ფუნქცია ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთ ქვეყნებში, მაგალითად ირანში.

ქარვასლების შუაში იყო დიდი ეზო ან გადახურული, მთლიანი სივრცე, ზოგჯერ ცენტრში ან ცალკეულ საკვანძო ადგილებში – გუმბათები. ამ შუა ეზოს ან ჰოლის გარშემო – ერთ ან რამდენიმე სართულად შემოყოლებული გალერიები და მათ გასწვრივ ჩამწკრივებული სადგომი დუქნებისა, სახელოსნოებისა, საწყობებისთვის და საცხოვრებლად.

აბანოების მშენებლობას საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს. დღემდე მოღწეული რამდენიმე აბანოს ნიმუში პირველ საუკუნეებს მიეკუთნება. მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებიის ყველა მოგზაური და აღმწერი, ვისაც კი თბილისზე უწერია, აუცილებლად იხსენებს აბანოებსაც – ეს ბუნებრივი აბანოები ქალაქის სპეციფიკურ და ღირსშესანიშნავ თავისებურებად იყო მიჩნეული.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს სპარსელი ისტორიკოსი ისკანდერ მუნში წერდა: თბილისში "მთიდან ბევრი ნაკადული და უთვალავი წყარო გამოდის, დაახლოებით 70-80-მდე. წყალი ცხელია. ძველ დროში თითოეულ მუსლიმან და ურწმუნო ქართველ სულთაგანს იმ ცხელ წყალზე გუმბათები აუშენებია, აბანოები მოუწყვია და ქალაქის მთელი მოსახლეობა იქ დადის".

გადმოცემის თანახმად, თბილისში სამნაირი აბანო ყოფილა: თავადებისთვის, რომელიც საათში ერთი მანეთი ღირებულა, სააზნაურო, რომელშიც ოფიცრები, ვაჭრები და მოქალაქენი ბანაობნენ და მდაბიოთათვის – ორშაურიანი.

აბანოებს თბილისელების ყოფა-ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა – ეს არ იყო აბანო დღევანდელი გაგებით, ე.ი. მხოლოდ ჰიგიენური დაწესებულება, სადაც ხალხი ტანის დასაბანად დადის. იოსებ გრიშაშვილს "ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" კოლორიტულად აქვს აღწერილი ძველი თბილისური აბანოების "ცხოვრება": წინათ აბანო მსურველთათვის ყოველთვის ღია იყო, არც ბანაობის დრო იყო განსაზღვრული, ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ზოგჯერ სოფლიდან ჩამოსულ გლეხისთვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა. საქონელს ბაკში მირეკავდა, თვითონ ორ შაურად მთელ ღამეს აბანოში არხეინად ეძინა....

ქალები მარტო საბანაოდ არ დადიოდნენ, თან სარეცხიც უნდა წაეღოთ და თან მიჰყავდათ ბავშვებიც. აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ, იქვე საუზმობდნენ კიდეც, ქალს ახალი ტანისამოსი აუცილებლად აბანოში უნდა ჩაეცვა, ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც.

აბანოს მომსახურე პერსონალს ჩვეულებრივ სპარსელები შეადგენდნენ, ბანაობის "პროცედურებიც", რომელსაც პუშკინი და დიუმა საგანგებო ინტერესით აღწერენ, აგრეთვე აღმოსავლური იყო.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

გამოყენებული მასალა – ვახტანგ ბერიძე "თბილისის ხუროთმოძღვრება"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს