პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახის წმინდა გიორგის ტაძარში წირვის ჩასატარებლად მოძღვარს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება მოუწევს
კახის წმინდა გიორგის ტაძარში წირვის ჩასატარებლად მოძღვარს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება მოუწევს

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას შო­რის კა­ხის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. რო­გორც "რე­ზო­ნან­სის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ის­ტო­რი­უ­ლი ჰე­რე­თის ერ­თა­დერთ მოქ­მედ ეკ­ლე­სი­ა­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა გა­ნახ­ლდე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ მამა დე­მეტ­რე თეთ­რუ­აშ­ვილს, რო­მე­ლიც კა­ხის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე მი­ზე­ზად კა­ნონს ასა­ხე­ლებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მსა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეს აქვს.

რო­გორც ხორ­ნა­ბუ­ჯი­სა და ჰე­რე­თის ეპის­კო­პოს­მა მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ "რე­ზო­ნანსს" უთხრა, პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად ქარ­თუ­ლი მხა­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რე­ლი­გი­ის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს 29 ივ­ლისს ბა­ქო­ში შეხ­ვდა. შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად გა­და­წყდა, რომ ქარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა. პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე კი ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს პე­რი­ო­დუ­ლად სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

"29 ივ­ლისს ბა­ქო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რე­ლი­გი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შეხ­ვედ­რა გვქონ­და. რა თქმა უნდა, კა­ხის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში წირ­ვა-ლოც­ვის აღ­დგე­ნა­ზე ვი­სა­უბ­რეთ.

"ამ ეტაპ­ზე შევ­თან­ხმდით, რომ მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სა­სუ­ლი­ე­რო პირს ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ვაგ­ზავ­ნით, რო­მე­ლიც მსა­ხუ­რე­ბას აღავ­ლენს. ამის შემ­დეგ იუ­რი­დი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყე­ბა და ერთ-ერთ ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პირს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ.

მე­უ­ფე დი­მიტ­რის თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ სა­ზღვარ­ზე მამა დე­მეტ­რეს არ­შეშ­ვე­ბის მი­ზე­ზად ახა­ლი კა­ნო­ნი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც ერთი თვის წინ მი­ი­ღეს.

"მათი ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქა­და­გე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეს აქვს. აქამ­დე წირ­ვა-ლოც­ვა ჩვე­ნი თხოვ­ნი­თა და უწ­მინ­დე­სის ავ­ტო­რი­ტე­ტით აღეს­რუ­ლე­ბო­და. რამ­დენ­ჯერ­მე გვი­თხრეს, რომ ასე მოხ­დე­ბო­და, თუმ­ცა ასე მალე არ ვე­ლო­დით.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­დუ­რა დრო­ში გა­ი­წე­ლე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად კა­ხის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში ჩვე­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გაგ­ზავ­ნას შევ­ძლებთ. ხოლო რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე სა­სუ­ლი­ე­რო პირი გვე­ყო­ლე­ბა, ის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­აგ­რძე­ლებს", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფემ.

კა­ხის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ად­გი­ლა­საა აშე­ნე­ბუ­ლი, სა­დაც წირ­ვა 1990 წლი­დან აღევ­ლი­ნე­ბა. რო­გორც ის­ტო­რი­კოს­მა ბუბა კუ­და­ვამ "რე­ზო­ნანს" უთხრა, ის­ტო­რი­ულ ჰე­რეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7000 ქრის­ტი­ა­ნი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს.

"მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა, რომ ის­ტო­რი­ულ ჰე­რეთ­ში უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რია, აქე­დან მოქ­მე­დი მხო­ლოდ ერ­თია. ამ ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში ად­გი­ლობ­რივ­თა საფ­ლა­ვე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მათ შო­რის ერთ-ერთი სულ ახ­ლა­ხან წმინ­და­ნად შე­რა­ცხეს. ეს არის მღვდე­ლი მი­ხე­ილ ყუ­ლოშ­ვი­ლი.

"კა­ხის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტრი იყო. არა მარ­ტო სა­ეკ­ლე­სიო, არა­მედ კულ­ტუ­რულ და ერ­თგვა­რად სათ­ვის­ტო­მო ცენ­ტრის როლ­საც კი ას­რუ­ლებ­და", - გა­ნა­ცხა­და კუ­და­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, იმის გარ­და, რომ სა­ზღვარ­ზე ქარ­თვე­ლი მა­მაო არ შე­უშ­ვეს, სხვა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბიც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც წლე­ბია გრძელ­დე­ბა.

"ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის და ასე­ვე არას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის, ვი­საც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ, შეს­წავ­ლა­ზეც ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია, ელე­მენ­ტა­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ფოტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა ხოლ­მე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ქარ­თუ­ლია და ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უს­წავ­ლე­ლია.

"მსგავ­სი სირ­თუ­ლე­ე­ბი, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­შიც ხდე­ბო­და, რო­დე­საც ეს ორი ქვე­ყა­ნა ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში იყო და დღე­საც ასე გრძელ­დე­ბა.

"პა­რა­ლე­ლი რომ გა­ვავ­ლოთ, მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი თურ­ქეთ­შიც გვქონ­და, სა­დაც 20-25 წლის წინ ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. თუმ­ცა, ბოლო 10-15 წე­ლია ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბა არ გვექ­მნე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც თურ­ქეთ­თან ასე­თი კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, ვფიქ­რობ, აზერ­ბა­ი­ჯან­თა­ნაც იგი­ვე უნდა იყოს. "აზერ­ბა­ი­ჯან­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია, თუმ­ცა მრავ­ლა­დაა ასე­თი ძეგ­ლე­ბი - ეკ­ლე­სე­ბი, ნა­ეკ­ლე­სი­ე­ბი, სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სე­ბი, ციხე- სი­მაგ­რე­ე­ბი და ა.შ.

"არა მგო­ნია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის, მათ შო­რის მე­ჩე­თე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბო­დეთ, რაც ჩვენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში გვექ­მნე­ბა ხოლ­მე. "სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გი­ერ­თი მე­ჩე­თი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სას­რულ­სა და 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­შია აგე­ბუ­ლი. მა­შინ, რო­დე­საც ჰე­რეთ­ში ძვე­ლი აშე­ნე­ბუ­ლი ტაძ­რე­ბიც უმოქ­მე­დოა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­კუ­თარ სო­ფელ­ში წირ­ვის მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვათ", - გა­ნა­ცხა­და კუ­და­ვამ.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

კახის წმინდა გიორგის ტაძარში წირვის ჩასატარებლად მოძღვარს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება მოუწევს

კახის წმინდა გიორგის ტაძარში წირვის ჩასატარებლად მოძღვარს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება მოუწევს

აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და საქართველოს ეკლესიას შორის კახის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. როგორც "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, მარიამობის დღესასწაულზე ისტორიული ჰერეთის ერთადერთ მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება განახლდება.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მამა დემეტრე თეთრუაშვილს, რომელიც კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა, აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. აზერბაიჯანული მხარე მიზეზად კანონს ასახელებს, რომლის მიხედვითაც მსახურების უფლება მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს აქვს.

როგორც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ "რეზონანსს" უთხრა, პრობლემის გადასაჭრელად ქართული მხარე აზერბაიჯანის რელიგიის კომიტეტის წარმომადგენლებს 29 ივლისს ბაქოში შეხვდა. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ქართული სასულიერო პირისთვის აზერბაიჯანის მოქალაქის მინიჭების პროცესი დაიწყება. პროცესის დასრულებამდე კი ქართველ სასულიერო პირებს პერიოდულად საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნებათ.

"29 ივლისს ბაქოში აზერბაიჯანის რელიგიის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა-ლოცვის აღდგენაზე ვისაუბრეთ.

"ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ მარიამობის დღესასწაულისთვის საქართველოს მოქალაქე სასულიერო პირს ეკლესიაში გავაგზავნით, რომელიც მსახურებას აღავლენს. ამის შემდეგ იურიდიული პროცედურა დაიწყება და ერთ-ერთ ქართველ სასულიერო პირს აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიენიჭება", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მეუფე დიმიტრის თქმით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარზე მამა დემეტრეს არშეშვების მიზეზად ახალი კანონი დაასახელა, რომელიც ერთი თვის წინ მიიღეს.

"მათი ახალი კანონის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქადაგებისა და მოღვაწეობის უფლება მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს აქვს. აქამდე წირვა-ლოცვა ჩვენი თხოვნითა და უწმინდესის ავტორიტეტით აღესრულებოდა. რამდენჯერმე გვითხრეს, რომ ასე მოხდებოდა, თუმცა ასე მალე არ ველოდით.

"იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა დროში გაიწელება, პერიოდულად კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩვენი სასულიერო პირის გაგზავნას შევძლებთ. ხოლო როდესაც აზერბაიჯანის მოქალაქე სასულიერო პირი გვეყოლება, ის ღვთისმსახურებას დაუყოვნებლივ გააგრძელებს", - აღნიშნა მეუფემ.

კახის წმინდა გიორგის ეკლესია მე-19 საუკუნეში ძველი ეკლესიის ადგილასაა აშენებული, სადაც წირვა 1990 წლიდან აღევლინება. როგორც ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ "რეზონანს" უთხრა, ისტორიულ ჰერეთში დაახლოებით 7000 ქრისტიანი ქართველი ცხოვრობს.

"მიუხედავად, იმისა, რომ ისტორიულ ჰერეთში უამრავი ქართული ტაძარია, აქედან მოქმედი მხოლოდ ერთია. ამ ეკლესიის ეზოში ადგილობრივთა საფლავებია აღმოჩენილი, მათ შორის ერთ-ერთი სულ ახლახან წმინდანად შერაცხეს. ეს არის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი.

"კახის წმინდა გიორგის ეკლესია მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. არა მარტო საეკლესიო, არამედ კულტურულ და ერთგვარად სათვისტომო ცენტრის როლსაც კი ასრულებდა", - განაცხადა კუდავამ.

მისივე თქმით, იმის გარდა, რომ საზღვარზე ქართველი მამაო არ შეუშვეს, სხვა ხელოვნურად შექმნილი პრობლემებიც არსებობს, რომელიც წლებია გრძელდება.

"ქართველი სპეციალისტებისთვის და ასევე არასპეციალისტებისთვის, ვისაც დათვალიერების სურვილი აქვთ, შესწავლაზეც ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ელემენტარული დათვალიერება და ფოტო-ვიდეო გადაღება დიდ სირთულეებთანაა ხოლმე დაკავშირებული.

"საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს ისტორიული ძეგლები მდებარეობს, რომელთა უმეტესობა ქართულია და ფაქტობრივად შეუსწავლელია.

"მსგავსი სირთულეები, თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ხდებოდა, როდესაც ეს ორი ქვეყანა ერთ სახელმწიფოში იყო და დღესაც ასე გრძელდება.

"პარალელი რომ გავავლოთ, მსგავსი პრობლემები თურქეთშიც გვქონდა, სადაც 20-25 წლის წინ ქართველი სპეციალისტების მუშაობა შეუძლებელი იყო. თუმცა, ბოლო 10-15 წელია ფაქტობრივად არანაირი დაბრკოლება არ გვექმნება. მაშინ, როდესაც თურქეთთან ასეთი კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვაქვს, ვფიქრობ, აზერბაიჯანთანაც იგივე უნდა იყოს. "აზერბაიჯანში ქართული ეკლესიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა მრავლადაა ასეთი ძეგლები - ეკლესები, ნაეკლესიები, სამონასტრო კომპლექსები, ციხე- სიმაგრეები და ა.შ.

"არა მგონია, რომ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს საქართველოში ისტორიული ძეგლების, მათ შორის მეჩეთების დათვალიერებისას იგივე პრობლემები ექმნებოდეთ, რაც ჩვენ აზერბაიჯანში გვექმნება ხოლმე. "საქართველოში ზოგიერთი მეჩეთი მეოცე საუკუნის დასასრულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისშია აგებული. მაშინ, როდესაც ჰერეთში ძველი აშენებული ტაძრებიც უმოქმედოა და ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ სოფელში წირვის მოსმენის საშუალება არ ეძლევათ", - განაცხადა კუდავამ.

ლიკა ამირაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია