ძიუდოისტი მზია ბებოშვილი ევროპის ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა. 52 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ბებოშვილმა ჰოლანდიელი ილსე ბურენი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუს ნასიმა იბრაგიმოვას სძლია.
ეს საქართველოსთვის მეორე ოქროა. აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გოგონა ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც ფინალურ შეხვედრაში ფინელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.