მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავში ისე ჩაურტყამს, რომ სისხლიც კი წამოსვლია" - ზურაბ ჟვანიას ვაჟი გია ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა?
 "თავში ისე ჩაურტყამს, რომ სისხლიც კი წამოსვლია"  - ზურაბ ჟვანიას ვაჟი გია ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბა­თუმ­ში ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟ­მა - ბე­სა­რი­ონ­მა იგი­ვე ბუ­სამ, გია ბა­რა­მი­ძეს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა და სცე­მა, - ამის შე­სა­ხებ გა­ზე­თი "ალია" წერს.

"გია ბა­რა­მი­ძე და ბუსა ჟვა­ნია ბა­თუ­მის ერთ-ერთი სას­ტუმ­როს ჰოლ­ში შეხ­ვედ­რი­ან ერ­თმა­ნეთს, ბა­რა­მი­ძე ჟვა­ნი­ას ვაჟ­თან მი­დის და იწყებს სა­უ­ბარს: "მე მა­მა­შე­ნის ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი, მისი სუ­ლის წი­ნა­შე მარ­თა­ლი ვარ, ჩემი გაზ­რდი­ლი ხარ და მინ­და ეს იცო­დე, მა­მა­შე­ნის­თვის არ მი­ღა­ლა­ტია"...

ბა­რა­მი­ძეს მო­ნო­ლო­გი უგ­რძელ­დე­ბა, ბუსა ჟვა­ნია ცდი­ლობს ბა­რა­მი­ძე ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მო­ი­ცი­ლოს თა­ვი­დან, ხმა­დაბ­ლა და მოკ­რძა­ლე­ბით პა­სუ­ხობს: საკ­მა­რი­სია, და­ას­რუ­ლე სა­უ­ბა­რი... მაგ­რამ ბა­რა­მი­ძე ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებს ბუსა და­არ­წმუ­ნოს, რომ ვაჟ­კა­ცია... ბა­რა­მი­ძის უნა­მუ­სო­ბით გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი ბუსა ჟვა­ნია, ამ­დე­ნი უსა­მარ­თლო­ბის მოს­მე­ნის ფონ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­დის და ბა­რა­მი­ძეს თავ-პირს უერ­თი­ა­ნებს. ბუსა ჟვა­ნი­ას ბა­რა­მი­ძის­თვის თავ­ში ისე ჩა­ურ­ტყამს, რომ სის­ხლიც კი წა­მოს­ვლია. ბო­ლოს კი სულ პან­ჩუ­რით გა­უგ­დია ბუ­სას" - ნათ­ქვა­მია გა­ზეთ "ალი­ას" სტა­ტი­ა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ალია" ნინო ჟვა­ნია ქა­და­გი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი ნამ­დვი­ლად მოხ­და, თუმ­ცა, დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­ა­კა­ვა.

ამას­თან, გა­ზეთ­მა კო­მენ­ტა­რის­თვის გია ბა­რა­მი­ძე­საც მი­მარ­თა, რო­მელ­მაც კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­ცხა­დე­ბაა გა­ა­კე­თა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, ჩემი და ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რი­სა და ლი­დე­რის შვილ­თან, (რო­მე­ლიც ჩემს თვალ­წი­ნაა გაზ­რდი­ლი) ბუ­სას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მინ­და ვთქვა, რომ ისე­ვე რო­გორც ზუ­რას ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან (რომ­ლე­ბიც პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, არი­ან ზუ­რას გარ­დაც­ვა­ლე­ბით გულ­მოკ­ლუ­ლე­ბი) და­პი­რის­პი­რე­ბა არას­დროს მქო­ნია და არც მექ­ნე­ბა. მე ზუ­რას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ველ­ყოვ­ლი­სა ის მა­ღელ­ვებს, რომ კვლავ გრძელ­დე­ბა ზუ­რას სა­ხე­ლით სპე­კუ­ლა­ცია და მისი ხსოვ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა", - წერს გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

ბარამიძე .. ნეტა მართლა მოგხვდა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"თავში ისე ჩაურტყამს, რომ სისხლიც კი წამოსვლია" - ზურაბ ჟვანიას ვაჟი გია ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა?

 "თავში ისე ჩაურტყამს, რომ სისხლიც კი წამოსვლია"  - ზურაბ ჟვანიას ვაჟი გია ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა?

რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ზურაბ ჟვანიას ვაჟმა - ბესარიონმა იგივე ბუსამ, გია ბარამიძეს განაჩენი გამოუტანა და სცემა, - ამის შესახებ გაზეთი "ალია" წერს.

"გია ბარამიძე და ბუსა ჟვანია ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს ჰოლში შეხვედრიან ერთმანეთს, ბარამიძე ჟვანიას ვაჟთან მიდის და იწყებს საუბარს: "მე მამაშენის ყველაზე ერთგული მეგობარი ვიყავი, მისი სულის წინაშე მართალი ვარ, ჩემი გაზრდილი ხარ და მინდა ეს იცოდე, მამაშენისთვის არ მიღალატია"...

ბარამიძეს მონოლოგი უგრძელდება, ბუსა ჟვანია ცდილობს ბარამიძე ძალიან ზრდილობიანად მოიცილოს თავიდან, ხმადაბლა და მოკრძალებით პასუხობს: საკმარისია, დაასრულე საუბარი... მაგრამ ბარამიძე ძალ-ღონეს არ იშურებს ბუსა დაარწმუნოს, რომ ვაჟკაცია...  ბარამიძის უნამუსობით გაცეცხლებული ბუსა ჟვანია, ამდენი უსამართლობის მოსმენის ფონზე მდგომარეობიდან გამოდის და ბარამიძეს თავ-პირს უერთიანებს. ბუსა ჟვანიას ბარამიძისთვის თავში ისე ჩაურტყამს, რომ სისხლიც კი წამოსვლია. ბოლოს კი სულ პანჩურით გაუგდია ბუსას" - ნათქვამია გაზეთ "ალიას" სტატიაში.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ალია" ნინო  ჟვანია ქადაგიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მსგავსი ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიაკავა.

ამასთან, გაზეთმა კომენტარისთვის გია ბარამიძესაც მიმართა, რომელმაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. თუმცა, მოგვიანებით "ფეისბუქზე" განცხადებაა გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სახელისუფლებო არხებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრისა და ლიდერის შვილთან, (რომელიც ჩემს თვალწინაა გაზრდილი) ბუსასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ისევე როგორც ზურას ოჯახის სხვა წევრებთან (რომლებიც პირველყოვლისა, არიან ზურას გარდაცვალებით გულმოკლულები) დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება. მე ზურას საქმესთან დაკავშირებით პირველყოვლისა ის მაღელვებს, რომ კვლავ გრძელდება ზურას სახელით სპეკულაცია და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა", - წერს გიორგი ბარამიძე.

3801 ახალი შემთხვევა და 3200 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის მაჩვენებლები ბოლო 24 საათში

თელავში ავარიას 27 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ტრანსპორტი ჩერდება, მაღაზიები იკეტება (სურსათის გარდა), მუშაობას აჩერებს ლილოს ბაზრობა - ვრცელდება შეზღუდვების ვერსია, რომელსაც მთავრობა გეგმავს