მეცნიერებმა სიმსივნის გამომწვევი მიზეზები დაასახელეს

მეცნიერებმა სიმსივნის გამომწვევი მიზეზები დაასახელეს

ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ სიმსივნე შეიძლება მხოლოდ დნმ-ს დაზიანების გამო არ წარმოიქმნას. მისი გაჩენა შეიძლება მოხდეს ვირუსის შეყრის შემთხვევაში და უჯრედებში ცილების დისბალანსის დროს. ეს იწვევს ცილების გაყოფას, რასაც სიმსივნური უჯრედების გაჩენა მოყვება.

ლიდსის უნივერსიტეტში მოღვაწე ბრიტანელმა ბიოლოგებმა ონკოლოგიური დაავადებების კიდევ ერთი საიდუმლო გაამხილეს. გაირკვა, რომ სიმსივნის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი ”უჯრედების გაყოფაა”, რაც გენის FGFR2-ს დაზიანებას იწვევს. ამის შედეგად უჯრედი უკონტროლოდ იყოფა და საბოლოოდ სიმსივნურ ფორმას იძენს.

თუმცა სიმსივნე შეიძლება დეფექტური გენების გარეშეც გაჩნდეს, იმ შემთხვევაში, თუ უჯრედებში ორი ცილის Plc-gamma-1-ს და Grb2-ს ურთიერთდამოკიდებულება დაირღვევა. აქედან გამომდინარე, სიმსივნის ზოგი შემთხვევა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ცილების ჯაჭვის არასწორი მუშაობის შედეგი.

მომზადებულია nature.com-ს მიხედვით.

იხილეთ ორიგინალი ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს