პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედაქალაქის გადაუჭრელი პრობლემები - რა აღიზიანებთ თბილისის მაცხოვრებლებს
 დედაქალაქის გადაუჭრელი პრობლემები - რა აღიზიანებთ თბილისის მაცხოვრებლებს

პრობ­ლე­მას რა და­ლევს, მით უფრო ამ ქა­ლაქ­სა და ქვე­ყა­ნა­ში, - მუდ­მი­ვად ერ­თად უამ­რა­ვი სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხი გროვ­დე­ბა.

ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუფს დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე გა­ვე­სა­უბ­რეთ და გა­ირ­კვა, რომ მათ, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებს, ამ ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი რამ აღი­ზი­ა­ნებთ.

სოფო, ჟურ­ნა­ლი­ტი:

- ძი­რი­თა­დად მან­ქა­ნით მი­წევს გა­და­ად­გი­ლე­ბა და უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­ცო­ბე­ბი, - ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს პა­ტა­რა ავა­რი­აც კი, ან მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ზე გზა იყოს გა­და­კე­ტი­ლი იმი­ტომ, რომ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუნ­დაც ეს იმ­ხე­ლა პრობ­ლე­მას ქმნის, რომ მთე­ლი ქა­ლა­ქი იჭე­დე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი მა­ინც. წვი­მის დრო­საც შე­ფერ­ხე­ბუ­ლია მოძ­რა­ო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა ასე­ვე პარ­კი­რე­ბაც ისე, რომ უკვე შე­უძ­ლე­ბებ­ლია ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბა. იმ­დე­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნა და­დის, რომ აღარ ეტე­ვა. რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ი­ფიქ­როს იმან, ვი­საც ეს ეხე­ბა იმი­ტომ, რომ სამ­სა­ხურ­თან, თუ სახ­ლთან ავ­ტო­მო­ბილს ვერ გა­ა­ჩე­რებ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპი­ორ­ტით მოძ­რა­ო­ბაც მი­წევს და უნდა ვთქვა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტიც ცუ­დად მოძ­რა­ობს და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­ჭე­დი­ლია, სი­ცხე­ში სა­ში­ნე­ლი უჰა­ე­რო­ბაა. კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა ის არის, რომ "პი­კის სა­ათ­ში" მე­ნაგ­ვე­ებს გა­აქვთ ნა­გა­ვი და უზარ­მა­ზა­რი მან­ქა­ნე­ბი და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მას ქმნი­ან. მა­თიც მეს­მის, კარგ საქ­მეს აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ალ­ბათ მე­რი­ამ უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს ეს სა­კი­თხი.

ნინო, პე­და­გო­გი:

- მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს მინ­და, შე­ვე­ხო. ნე­ბის­მი­ერ ობი­ექ­ტზე, სა­დაც უნდა შე­ვი­დე, ისე­თი სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით გი­ყუ­რე­ბენ, ისეთ ფრა­ზე­ბით გხვდე­ბი­ან, დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ თავს, რომ სა­ერ­თოდ იქ შეხ­ვე­დი და შენი იქ ყოფ­ნით, თუ შე­კი­თხვის დას­მით მათ "შე­უ­რა­ცხყო­ფა" მი­ა­ყე­ნე. ასე­თი რამ ხდე­ბა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, ბრენ­დულ მა­ღა­ზი­ებ­ში, კა­ფე­ებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში...

სა­ერ­თოდ, ცუდი ორი­ენ­ტა­ცია მაქვს, მი­ჭირს ამა თუ იმ მი­სა­მარ­თზე მის­ვლა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ქუ­ჩებს და­სა­ხე­ლე­ბა, ნომ­რე­ბი არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, ან არე­უ­ლია. ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტია, მა­გა­ლი­თად, თუ კორ­პუსს ნო­მე­რი არ აწე­რია, ეს დიდ დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. იმის­თვის, რომ გა­ვი­ად­ვი­ლო საქ­მე, შევ­დი­ვარ ინ­ტერ­ნეტ­ში, ვნა­ხუ­ლობ მი­სა­მართს, მივ­დი­ვარ, ვთქვათ, ამა თუ იმ ქუ­ჩის კვე­თა­ზე და სა­ხე­ლე­ბი, ნომ­რე­ბი არე­უ­ლია...

ახლა ტრან­სპორ­ტს რომ შე­ვე­ხოთ, სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია, როცა დიდი ავ­ტო­ბუ­სე­ბი "მარ­შრუტ­კებს", ან ტაქ­სებს "ეგონ­კა­ვე­ბი­ან". რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს იმის სურ­ვი­ლი გა­და­ას­წროს, როცა უამ­რა­ვი მგზავ­რი უზის მან­ქა­ნა­ში. მერე იწყე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო შე­ძა­ხი­ლე­ბი, - "ტომ­რებს მი­ათ­რევ?" "ცოტა ნელა"...

ეს ქა­ლა­ქის მო­წყო­ბას­თან კავ­შირ­ში ნაკ­ლე­ბად არის კავ­შირ­ში, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლე­ბაა, როცა გარ­შე­მო ამ­დე­ნი ბუნ­კერ­თან მდგა­რი ადა­მი­ა­ნია. ვუბ­რუნ­დე­ბით იმას, რომ ქა­ლაქ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი უფა­სო სა­სა­დი­ლო გა­იხ­სნას, რათა მეტი ასე­თი ადა­მი­ა­ნი შე­ი­ფა­როს... ასე­ვე ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ის, რომ ნაგ­ვის მან­ქა­ნებს "პიკი სა­ათ­ში" ბუნ­კე­რე­ბი­დან ნა­გა­ვი რომ გა­აქვთ და მოძ­რა­ო­ბას აფერ­ხე­ბენ. ნუთუ გამ­თე­ნი­ი­სას, ან და­ღა­მე­ბულ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა?! სამ­წუ­ხა­როა, რომ ყელა ქუ­ჩა­ზე გა­ნა­თე­ბა არ არის.

ლიკა, სტუ­დენ­ტი:

- მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს გა­რე­მოს, სა­დაც ვცხოვ­რობთ, ამა­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს, არც მთავ­რო­ბა და არც მო­სახ­ლე­ო­ბა. გა­რე­მოს აბინ­ძუ­რე­ბენ, ნა­გავს ჰყრი­ან ქუ­ჩა­ში, ეს გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, არა­და, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯში ნაგ­ვის ურნა დგას... ასე რომ, პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რიგი სა­კი­თხე­ბის მი­მართ ასეთ გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იჩე­ნენ. დე­და­ქა­ლაქ­ში არის პარ­კე­ბის, სკვე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ძა­ლი­ან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია ჰა­ე­რი და გა­სე­ირ­ნე­ბა რომ მო­გინ­დეს, თუნ­დაც პა­ტა­რა გყავ­დეს, სად წა­იყ­ვა­ნო, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.

სე­რი­ო­ზუ­ლი თავ­სა­ტე­ხია ასე­ვე ქუ­ჩებ­ში გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­ცო­ბი, ამას რა­ღაც უნდა მო­უ­ხერ­ხონ და ვი­საც ეს ეხე­ბა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ უფრო კომ­ფო­რუ­ლი გახ­დეს ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა. და კი­დევ, ქა­ლაქ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი და ჯან­სა­ღი ად­გი­ლი უნდა არ­სე­ბობ­დეს.

გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ თბი­ლის­ში ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბიც ირ­ღვე­ვა, - ხში­არდ მან­ქა­ნე­ბი ტრო­ტუ­ა­რებ­ზეა გა­ჩე­რე­ბუ­ლი და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლე­ბი აღარ არ­სე­ბობს. ეს უტი­ფა­რი საქ­ცი­ე­ლი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას ქმნის, - აფერ­ხებს მოძ­რა­ო­ბას. შე­იძ­ლე­ბა ეტ­ლით გყავ­დეს ბავ­ში გა­რეთ გაყ­ვა­ნი­ლი ან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირი იყოს და ამ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ლა­ბი­რინ­თის გამო, ვერ გა­და­ად­გილ­დეს.

მა­წუ­ხებს ისიც, რომ ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი თუ რო­გო­რი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, კა­ფა­ვენ მრა­ვალ­წლო­ვან ხე­ებს და პარ­კი აღარ დაგ­ვრჩა ქა­ლაქ­ში. დი­ლით რომ გა­მო­დი­ხარ, მტვერ­სა და გა­მო­ნა­ბოლ­ქვს ისუნ­თქავ...

ვახ­ტან­გი, ინ­ჟი­ნე­რი:

- ნი­შან­დობ­ლი­ვი და თვალ­ში­სა­ცე­მია ის, რომ ადა­მი­ა­ნებს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი აქვთ, არი­ან დათ­რგუნ­ვი­ლე­ბი, იში­ვი­ა­თად ნა­ხავთ დამ­შვი­დე­ბულ სა­ხე­ებს. ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს. დიახ, ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ებ­ზე ირეკ­ლე­ბა ის უბე­დუ­რე­ბა, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ზო­გა­დად ხდე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ში მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად, ეს ცხოვ­რე­ბის დო­ნე­ზე აი­სა­ხე­ბა. უცხო­ეთ­ში ბევ­რგან ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ ასე­თი სა­ხე­ებს ქუ­ჩა­ში, რო­გორც ჩვენ­თან, იქ იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბი... აქ ცხვირ­პი­რი ჩა­მოს­ტი­რით და არა­ფე­რი უხა­რი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მებს, რო­მელ­საც თბი­ლის­ში ვა­წყდე­ბით, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმას მოჰ­ყვა, რომ ჩვენ­ში, პი­რო­ბი­თად, ასე და­ვარ­ქვათ, კა­პი­ტა­ლიზ­მი შე­მო­ვი­და, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რა წყო­ბა­ში უწევს ცხოვ­რე­ბა... ის, რომ გამ­ყიდ­ვე­ლი თა­ვის კლი­ენტს ისე არ ექ­ცე­ვა, რო­გორც სა­ჭი­როა, ამის­თვის მი­ზე­ზი აქვს, მას ჰგო­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ იქ არ უნდა იდ­გეს, სა­დაც დგას, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, რცხვე­ნია. უფრო შორს რომ წა­ვი­დეთ, გან­ვი­თა­რე­ბის პირ­ველ­მა ეტაპ­მა ჩა­ი­ა­რა, გა­და­ნა­წი­ლე­ბა მოხ­და, ვი­ღა­ცას რა­ღაც შეხ­ვდა, ვი­ღა­ცას არა, მაგ­რამ მთავ­რია, რომ მენ­ტა­ლო­ბა­ში ზო­გა­დად ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა.

ადეკ­ვა­ტუ­რად არ პა­სუ­ხობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ ეკო­ნო­მი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც მის წი­ნა­შე დგას. ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტო ინ­დი­ვი­დებ­ზეც არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ქვე­ყა­ნას ბევ­რი რე­სურ­სი აქვს სა­ი­მი­სოდ, რომ ის ეკო­ნო­მი­კა­ში, ენერ­გე­ტი­კა­ში აა­მოქ­მე­დოს და ვთქვათ, გა­ცი­ლე­ბით მეტი ელექტრო­ე­ნერ­გია აწარ­მო­ოს... რა­ი­მე გრან­დი­ო­ზულ­ზე კი არ არის ლა­პა­რა­კი, - ამ­დე­ნი ჩანჩქე­რი და ღე­ლეა, ის რომ სრუ­ლი დატ­ვირ­თვით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო, ულე­ვად გექ­ნე­ბო­და ელექტრო­ე­ნერ­გია. სა­წყე­ნია, რომ ამა­ზე არა­ვის უფიქ­რია. მერე დიდი პრობ­ლე­მაა ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც და­სავ­ლეთ­ში აქვთ გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და აქ ბრუნ­დე­ბი­ან, მათი და­საქ­მე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად, არ ხდე­ბა და ამა თუ იმ სფე­რო­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ადა­მი­ა­ნი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უკან მი­დის.

ვფიქ­რობ, სტრა­ტე­გი­უ­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა­ში პირ­ვე­ლი­ვე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, რო­დე­საც კი­თხვა კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვეს, ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვი და ახ­ლობ­ლე­ბი ვარ­თო. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ეთ­ქვა, ყვე­ლა­გან და ყვე­ლა­ფერ­ში კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბაო...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

დედაქალაქის გადაუჭრელი პრობლემები - რა აღიზიანებთ თბილისის მაცხოვრებლებს

 დედაქალაქის გადაუჭრელი პრობლემები - რა აღიზიანებთ თბილისის მაცხოვრებლებს

პრობლემას რა დალევს, მით უფრო ამ ქალაქსა და ქვეყანაში, - მუდმივად ერთად უამრავი საჭირბოროტო საკითხი გროვდება.

ჩვენ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს დედაქალაქში არსებულ სიტუაციაზე გავესაუბრეთ და გაირკვა, რომ მათ, როგორც მოქალაქეებს, ამ ქალაქში უამრავი რამ აღიზიანებთ.

სოფო, ჟურნალიტი:

- ძირითადად მანქანით მიწევს გადაადგილება და უდიდესი პრობლემაა გაუთავებელი საცობები, - ამის მიზეზი შეიძლება იყოს პატარა ავარიაც კი, ან მცირე მონაკვეთზე გზა იყოს გადაკეტილი იმიტომ, რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. თუნდაც ეს იმხელა პრობლემას ქმნის, რომ მთელი ქალაქი იჭედება, ყოველ შემთხვევაში, ცენტრალური ნაწილი მაინც. წვიმის დროსაც შეფერხებულია მოძრაობა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე პარკირებაც ისე, რომ უკვე შეუძლებებლია ქალაქში მოძრაობა. იმდენი ავტომანქანა დადის, რომ აღარ ეტევა. რაღაც აუცილებლად უნდა მოიფიქროს იმან, ვისაც ეს ეხება იმიტომ, რომ სამსახურთან, თუ სახლთან ავტომობილს ვერ გააჩერებ. საზოგადოებრივი ტრანსპიორტით მოძრაობაც მიწევს და უნდა ვთქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ცუდად მოძრაობს და სატრანსპორტო საშუალებები გაჭედილია, სიცხეში საშინელი უჰაერობაა. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ "პიკის საათში" მენაგვეებს გააქვთ ნაგავი და უზარმაზარი მანქანები დამატებით პრობლემას ქმნიან. მათიც მესმის, კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ალბათ მერიამ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი.

ნინო, პედაგოგი:

- მომსახურების სფეროს მინდა, შევეხო. ნებისმიერ ობიექტზე, სადაც უნდა შევიდე, ისეთი სახის გამომეტყველებით გიყურებენ, ისეთ ფრაზებით გხვდებიან, დამნაშავედ გრძნობ თავს, რომ საერთოდ იქ შეხვედი და შენი იქ ყოფნით, თუ შეკითხვის დასმით მათ "შეურაცხყოფა" მიაყენე. ასეთი რამ ხდება სუპერმარკეტებში, ბრენდულ მაღაზიებში, კაფეებში, რესტორნებში...

საერთოდ, ცუდი ორიენტაცია მაქვს, მიჭირს ამა თუ იმ მისამართზე მისვლა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქუჩებს დასახელება, ნომრები არ აქვს მითითებული, ან არეულია. ძალიან ცუდი ფაქტია, მაგალითად, თუ კორპუსს ნომერი არ აწერია, ეს დიდ დისკომფორტს მიქმნის. იმისთვის, რომ გავიადვილო საქმე, შევდივარ ინტერნეტში, ვნახულობ მისამართს, მივდივარ, ვთქვათ, ამა თუ იმ ქუჩის კვეთაზე და სახელები, ნომრები არეულია...

ახლა ტრანსპორტს რომ შევეხოთ, საოცარი სანახავია, როცა დიდი ავტობუსები "მარშრუტკებს", ან ტაქსებს "ეგონკავებიან". რატომ უნდა ჰქონდეს იმის სურვილი გადაასწროს, როცა უამრავი მგზავრი უზის მანქანაში. მერე იწყება უკმაყოფილო შეძახილები, - "ტომრებს მიათრევ?" "ცოტა ნელა"...

ეს ქალაქის მოწყობასთან კავშირში ნაკლებად არის კავშირში, მაგრამ საშინელებაა, როცა გარშემო ამდენი ბუნკერთან მდგარი ადამიანია. ვუბრუნდებით იმას, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი უფასო სასადილო გაიხსნას, რათა მეტი ასეთი ადამიანი შეიფაროს... ასევე ძალიან მაწუხებს ის, რომ ნაგვის მანქანებს "პიკი საათში" ბუნკერებიდან ნაგავი რომ გააქვთ და მოძრაობას აფერხებენ. ნუთუ გამთენიისას, ან დაღამებულზე არ შეიძლება ამის გაკეთება?! სამწუხაროა, რომ ყელა ქუჩაზე განათება არ არის.

ლიკა, სტუდენტი:

- მეტი ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, ამაზე არავინ ზრუნავს, არც მთავრობა და არც მოსახლეობა. გარემოს აბინძურებენ, ნაგავს ჰყრიან ქუჩაში, ეს გამაღიზიანებელია, არადა, რამდენიმე ნაბიჯში ნაგვის ურნა დგას... ასე რომ, პირველი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოქალაქეები რიგი საკითხების მიმართ ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენენ. დედაქალაქში არის პარკების, სკვერების ნაკლებობა, ძალიან დაბინძურებულია ჰაერი და გასეირნება რომ მოგინდეს, თუნდაც პატარა გყავდეს, სად წაიყვანო, სერიოზული პრობლემაა.

სერიოზული თავსატეხია ასევე ქუჩებში გაუთავებელი საცობი, ამას რაღაც უნდა მოუხერხონ და ვისაც ეს ეხება, გაითვალისწინოს, რომ უფრო კომფორული გახდეს ქალაქში ცხოვრება. და კიდევ, ქალაქში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და ჯანსაღი ადგილი უნდა არსებობდეს.

გულდასაწყვეტია, რომ თბილისში ფეხით მოსიარულეთა უფლებებიც ირღვევა, - ხშიარდ მანქანები ტროტუარებზეა გაჩერებული და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ადგილები აღარ არსებობს. ეს უტიფარი საქციელი სერიოზულ პრობლემას ქმნის, - აფერხებს მოძრაობას. შეიძლება ეტლით გყავდეს ბავში გარეთ გაყვანილი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყოს და ამ ხელოვნურად შექმნილი ლაბირინთის გამო, ვერ გადაადგილდეს.

მაწუხებს ისიც, რომ ქალაქის ქუჩები თუ როგორი დაბინძურებულია, კაფავენ მრავალწლოვან ხეებს და პარკი აღარ დაგვრჩა ქალაქში. დილით რომ გამოდიხარ, მტვერსა და გამონაბოლქვს ისუნთქავ...

ვახტანგი, ინჟინერი:

- ნიშანდობლივი და თვალშისაცემია ის, რომ ადამიანებს გაღიზიანებული სახეები აქვთ, არიან დათრგუნვილები, იშივიათად ნახავთ დამშვიდებულ სახეებს. ამას თავისი მიზეზები აქვს. დიახ, ადამიანის სახეებზე ირეკლება ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ხდება, ყველაფერში მოუწესრიგებლობაა და შესაბამისად, ეს ცხოვრების დონეზე აისახება. უცხოეთში ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი სახეებს ქუჩაში, როგორც ჩვენთან, იქ იშვიათად შეხვდები... აქ ცხვირპირი ჩამოსტირით და არაფერი უხარიათ.

რაც შეეხება პრობლემებს, რომელსაც თბილისში ვაწყდებით, ეს ყველაფერი იმას მოჰყვა, რომ ჩვენში, პირობითად, ასე დავარქვათ, კაპიტალიზმი შემოვიდა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გააცნობიერა, რა წყობაში უწევს ცხოვრება... ის, რომ გამყიდველი თავის კლიენტს ისე არ ექცევა, როგორც საჭიროა, ამისთვის მიზეზი აქვს, მას ჰგონია და დარწმუნებულია, რომ იქ არ უნდა იდგეს, სადაც დგას, ზოგ შემთხვევაში, რცხვენია. უფრო შორს რომ წავიდეთ, განვითარების პირველმა ეტაპმა ჩაიარა, გადანაწილება მოხდა, ვიღაცას რაღაც შეხვდა, ვიღაცას არა, მაგრამ მთავრია, რომ მენტალობაში ზოგადად ცვლილება არ მომხდარა.

ადეკვატურად არ პასუხობს საზოგადოების უმრავლესობა იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც მის წინაშე დგას. ყველაფერი მარტო ინდივიდებზეც არ არის დამოკიდებული, ქვეყანას ბევრი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ის ეკონომიკაში, ენერგეტიკაში აამოქმედოს და ვთქვათ, გაცილებით მეტი ელექტროენერგია აწარმოოს... რაიმე გრანდიოზულზე კი არ არის ლაპარაკი, - ამდენი ჩანჩქერი და ღელეა, ის რომ სრული დატვირთვით გამოყენებულიყო, ულევად გექნებოდა ელექტროენერგია. საწყენია, რომ ამაზე არავის უფიქრია. მერე დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანები, რომლებსაც დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული და აქ ბრუნდებიან, მათი დასაქმება პრაქტიკულად, არ ხდება და ამა თუ იმ სფეროში მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, უკან მიდის.

ვფიქრობ, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში პირველივე გამოჩენისთანავე, როდესაც კითხვა კადრებთან დაკავშირებით დაუსვეს, ყველა ერთმანეთის ნათესავი და ახლობლები ვართო. ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, ყველაგან და ყველაფერში კონკურსი გამოცხადდებაო...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია