გამოძახებაზე გასულ სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამმა მამაკაცმა მინა ჩაუმტვრია

გამოძახებაზე გასულ სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამმა მამაკაცმა მინა ჩაუმტვრია

გამოძახებაზე გასულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა საქარე მინა ჩაუმტვრია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 22 წლის ორსული გოგონას მუცლის ტკივილი ჰქონდა და მისი გადაყვანა იყო საჭირო.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გადაწყვიტეს, ორსული კლინიკაში გადაეყვანათ. როდესაც მის გადაყვანას ცდილობდნენ, სახლში მისი მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, რომელმაც მოისურვა, რომ ორსული თავად გადაეყვანა კლინიკაში. საწრაფოს ექიმებმა აუხსნეს, რომ ისინი თავად უზრუნველყოფდნენ გოგონას ტრანსპორტირებას, რასაც მოჰყვა შელაპარაკება და ნასვამმა მამაკაცმა სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანის საქარე მინა ჩაამტვრია", - აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი შემდეგ ექიმებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, მამაკაცი დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსი"

"მანქანით მოვიდნენ, მე დავიმალე... მალე მოდით რა" - რაზე ესაუბრა იაკობ ბრეგვაძე 112-ი ოპერატორს შემთხვევის ღამეს

შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროვებს

ფოტორეპორტაჟი ადგილიდან, სადაც შაქარაშვილის საქმის მოწმე, გური ამირხანაშვილი იმალებოდა - ტერიტორია გადამწვარია