10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მაქციოთ მკვლელად" - ტერორიზმისთვის გასამართლებული ალექსანდრე ჭუმბურიძე იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა
"არ მაქციოთ მკვლელად" - ტერორიზმისთვის გასამართლებული ალექსანდრე ჭუმბურიძე იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა

46 წლის ალექ­სან­დრე ჭუმ­ბუ­რი­ძემ ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში 6 წელი გა­ა­ტა­რა. ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრა­ლი შე­თი­თხნეს და გი­სო­სებს მიღ­მა უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­მო­კე­ტეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით და­ტო­ვა ციხე. აცხა­დებს, რომ წლე­ბია, სა­მარ­თალს ვერ პო­უ­ლობს. რო­გორც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, ისიც პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან იმ პი­რე­ბის დას­ჯას ითხოვს, ვინც სა­პა­ტიმ­რო­ში სას­ტი­კად აწა­მა. მისი მტკი­ცე­ბით, დას­ჯის ნაც­ვლად უმ­ძი­მე­სი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ცი­ხი­დან გა­მო­ვიდ­ნენ და დღეს ქუ­ჩა­ში და­დი­ან.

ალექ­სან­დრე ჭუმ­ბუ­რი­ძე:

- უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე, რისი და­ვი­წყე­ბაც ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. 2006 წლის 8 სექ­ტემ­ბერს და­მა­კა­ვეს. თით­ქოს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სის აფეთ­ქე­ბას ვა­პი­რებ­დი. იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი იყო ბრალ­დე­ბა, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ამას წინ უძღო­და იგორ გი­ორ­გა­ძის პარ­ტი­ის წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბა. ჩემი და­კა­ვე­ბა კი ამ საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა იყო.

- რა კავ­ში­რი გქონ­დათ გი­ორ­გა­ძეს­თან?

- უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ. ვი­ყა­ვი იგორ გი­ორ­გა­ძის მა­მას­თან, პან­ტე­ლე­ი­მონ გი­ორ­გა­ძეს­თან, მათი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს კარ­გად ვიც­ნობ­დი. ჩემი და­კა­ვე­ბა სწო­რედ ამი­ტომ მოხ­და, უნ­დო­დათ მეთ­ქვა, თით­ქოს გი­ორ­გა­ძემ და­მა­ვა­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ოფი­სის აფეთ­ქე­ბა. ჩემს და­სა­კა­ვებ­ლად ჩემი ძვე­ლი მე­გო­ბა­რი, ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს. იმ დღეს გელა აბ­რა­მიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, მი­თხრა, რომ ფული ჰქონ­და ასა­ღე­ბი და გავ­ყო­ლო­დი. დავ­თან­ხმდი, ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რეთ და წა­ვე­დით. გზა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და, თით­ქოს სახ­ლს ვერ პო­უ­ლობ­და, რო­გორც ჩანს, ძა­ლო­ვა­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნას ელო­და და ასე იმი­ტომ ცქმუ­ტავ­და. ამ დროს დაგ­ვა­კა­ვა პო­ლი­ცი­ამ. მერე ამ­ბობ­დნენ, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და, რომ ასა­ფეთ­ქებ­ლად მი­დი­ო­დი­თო. ჩემი მე­გო­ბა­რი იქი­დან გა­იქ­ცა, მან­ქა­ნა­ში პარ­კი და­ტო­ვა, ძა­ლო­ვა­ნე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ტაქ­სი­ში-ტრო­ტი­ლი იდო. მა­შინ­ვე ვთქვი, ვის­თან ერ­თა­დაც ვი­ყა­ვი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისიც მო­იყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო, პარ­კი ჩემი არ არი­სო, ის გა­უშ­ვეს, მე კი დამ­ტო­ვეს ცი­ხე­ში. ტაქ­სის მძღო­ლიც ამ­ბობ­და, რომ პარ­კი მე­ო­რეს ეჭი­რა ხელ­ში, მაგ­რამ მე და­მა­და­ნა­შა­უ­ლეს და 10 წელი მო­მი­სა­ჯეს. აქე­დან 6 წელი სა­ში­ნელ ჯო­ჯო­ხეთ­ში გა­ვა­ტა­რე. და­კა­ვე­ბის დღი­დან სამი დღე ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ახ­დენ­და ჩემ­ზე ზე­წო­ლას, მცე­მეს, ითხოვ­დნენ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, თით­ქოს იგორ­მა და­მიკ­ვე­თა, მაგ­რამ რაც არ იყო, იმას რო­გორ ვი­ტყო­დი, ვერ გამ­ტე­ხეს. შემ­დეგ ქურ­დე­ბის სა­კან­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, ეგო­ნათ ისი­ნი გა­მის­წორ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. პი­რი­ქით, როცა მათ ყვე­ლა­ფე­რი გულ­წრფე­ლად მო­ვუ­ყე­ვი, დიდი მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ არ გა­ტყდეო. ეს გზა რომ არ გა­მო­ად­გათ, მერე ყო­ფილ ძა­ლო­ვა­ნებ­თან გა­და­მიყ­ვა­ნეს სა­კან­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"არ მაქციოთ მკვლელად" - ტერორიზმისთვის გასამართლებული ალექსანდრე ჭუმბურიძე იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა

"არ მაქციოთ მკვლელად" - ტერორიზმისთვის გასამართლებული ალექსანდრე ჭუმბურიძე იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა

46 წლის ალექსანდრე ჭუმბურიძემ ტერორიზმის ბრალდებით ციხეში 6 წელი გაატარა. ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ ბრალი შეთითხნეს და გისოსებს მიღმა უდანაშაულოდ გამოკეტეს. მოგვიანებით პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა ციხე. აცხადებს, რომ წლებია, სამართალს ვერ პოულობს. როგორც ათასობით ადამიანი, ისიც პროკურატურისგან იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა. მისი მტკიცებით, დასჯის ნაცვლად უმძიმესი დამნაშავეები ციხიდან გამოვიდნენ და დღეს ქუჩაში დადიან.

ალექსანდრე ჭუმბურიძე:

- უმძიმესი პერიოდი გავიარე, რისი დავიწყებაც ჩემთვის წარმოუდგენელია. 2006 წლის 8 სექტემბერს დამაკავეს. თითქოს "ნაცმოძრაობის" ოფისის აფეთქებას ვაპირებდი. იმდენად აბსურდული იყო ბრალდება, შოკში ჩავვარდი, ამას წინ უძღოდა იგორ გიორგაძის პარტიის წევრების დაკავება. ჩემი დაკავება კი ამ საქმის გაგრძელება იყო.

- რა კავშირი გქონდათ გიორგაძესთან?

- უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ვარ. ვიყავი იგორ გიორგაძის მამასთან, პანტელეიმონ გიორგაძესთან, მათი ოჯახის ყველა წევრს კარგად ვიცნობდი. ჩემი დაკავება სწორედ ამიტომ მოხდა, უნდოდათ მეთქვა, თითქოს გიორგაძემ დამავალა "ნაციონალების" ოფისის აფეთქება. ჩემს დასაკავებლად ჩემი ძველი მეგობარი, ყოფილი ძალოვანი გამოიყენეს. იმ დღეს გელა აბრამიშვილმა დამირეკა, მითხრა, რომ ფული ჰქონდა ასაღები და გავყოლოდი. დავთანხმდი, ტაქსი გავაჩერეთ და წავედით. გზაში ძალიან აქტიურობდა, თითქოს სახლს ვერ პოულობდა, როგორც ჩანს, ძალოვანების გამოჩენას ელოდა და ასე იმიტომ ცქმუტავდა. ამ დროს დაგვაკავა პოლიციამ. მერე ამბობდნენ, ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, რომ ასაფეთქებლად მიდიოდითო. ჩემი მეგობარი იქიდან გაიქცა, მანქანაში პარკი დატოვა, ძალოვანები ამბობდნენ, რომ ტაქსიში-ტროტილი იდო. მაშინვე ვთქვი, ვისთან ერთადაც ვიყავი, მოგვიანებით ისიც მოიყვანეს განყოფილებაში, მაგრამ კატეგორიულად უარყო, პარკი ჩემი არ არისო, ის გაუშვეს, მე კი დამტოვეს ციხეში. ტაქსის მძღოლიც ამბობდა, რომ პარკი მეორეს ეჭირა ხელში, მაგრამ მე დამადანაშაულეს და 10 წელი მომისაჯეს. აქედან 6 წელი საშინელ ჯოჯოხეთში გავატარე. დაკავების დღიდან სამი დღე ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ახდენდა ჩემზე ზეწოლას, მცემეს, ითხოვდნენ მეღიარებინა, თითქოს იგორმა დამიკვეთა, მაგრამ რაც არ იყო, იმას როგორ ვიტყოდი, ვერ გამტეხეს. შემდეგ ქურდების საკანში გადამიყვანეს, ეგონათ ისინი გამისწორდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, როცა მათ ყველაფერი გულწრფელად მოვუყევი, დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, მეუბნებოდნენ არ გატყდეო. ეს გზა რომ არ გამოადგათ, მერე ყოფილ ძალოვანებთან გადამიყვანეს საკანში.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ