Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ განარისხა ბრეჟნევი და როგორ გაარღვია "ორერამ" რკინის ფარდა
რამ განარისხა ბრეჟნევი და როგორ გაარღვია "ორერამ" რკინის ფარდა

ზუს­ტად 60 წლის წინ, 1955 წლის ზა­ფხულ­ში, თბი­ლის­ში, ლადო ასა­თი­ა­ნის, ყო­ფი­ლი ენ­გელ­სის ქუ­ჩის 6 ნო­მერ­ში, სა­დაც რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და, რამ­დე­ნი­მე ყმაწ­ვი­ლი იმ­ხა­ნად მოდ­ური ჯა­ზუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლა­ში ატა­რებ­და დღე­ებს.­ უცხო­უ­რი მუ­სი­კით გა­ტა­ცე­ბის გამო რო­ბერტს მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დედა საყ­ვე­დუ­რობ­დნენ - სჯობს სერი­ოზულ საქ­მეს მოჰ­კი­დო ხელი, მუ­სი­კით ვე­რა­ფერს მი­აღ­წე­ვო...

უფ­რო­სე­ბის რჩე­ვა ნა­წი­ლობ­რივ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. დე­დას შეჰ­პირ­და, - უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რებ, მაგ­რამ არც მუ­სი­კას მი­ვა­ტო­ვე­ბო. მარ­თლაც, მე­ო­რე წე­ლი­წადს ფრან­გუ­ლი ენის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. გი­ტა­რას აღა­რა­ვინ უკ­რძა­ლავ­და, ამ საქ­მე­ში­ უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სი და უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი ინო­ლა გურ­გუ­ლია ეხ­მა­რე­ბო­და.

1958 წელს რე­ჟი­სო­რე­ბი - გენო წუ­ლ­ა­­ია­­ და ნელი ნე­ნო­ვა გაგ­რა­ში კი­ნო­კო­მე­დი­ას "წარ­სუ­ლი ზა­ფხუ­ლი"- იღებ­დნენ­. მომ­ღერ­ალი ეპი­ზო­დურ გა­და­ღე­ბებ­ზე მი­იწ­ვი­ეს. სწო­რედ იქ შეხ­ვდა ძველ მე­გო­ბარს, ზუ­რაბ იაშ­ვილს, გო­გო­ნებს გი­ტა­რა­ზე­ დაკ­ვრით რომ არ­თობ­და. სა­ხელ­და­ხე­ლო კონ­ცერ­ტი რომ დას­რულ­და, ზუ­რაბ­თან მი­ვი­და და ვო­კა­ლურ ჯგუფ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ შეს­თა­ვა­ზა.­ ახა­ლი კვარ­ტე­ტის­თვის ბარ­ძი­მაშ­ვილს კი­დევ ორი კაცი სჭირ­დე­ბო­და. რო­ბერ­ტმა არ­ჩე­ვა­ნი­ თა­მაზ ფანჩვი­ძე­ზე შე­ა­ჩე­რა, მე­ო­თხე წევ­რად კი მა­შინ პერ­სპექ­ტი­ული ფეხ­ბურ­თე­ლი თე­ი­მუ­რაზ და­ვი­თა­ია­ მი­იწ­ვია.

1958 წელს ასე და­ი­ბა­და "ორე­რა". რობე­რტს იდეა გა­უჩ­ნდა - ემ­ღე­რათ და და­ეკ­რათ კი­დეც. ამას­თან, თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რა­ შოუს ნო­მე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ეს მა­შინ­ ნო­ვა­ცია გახ­ლდათ. კვარ­ტე­ტის შო­უპ­როგ­რა­მე­ბი არა მხო­ლოდ მუ­სი­კით, არა­მედ დახ­ვე­წი­ლი, მო­დუ­რი სტი­ლით, უცხო­ე­ნო­ვა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რით, სცე­ნა­ზე ლაღი ქცე­ვი­თა­ და იმპრო­ვი­ზა­ცი­ით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი.

1963 წლი­დან ბარ­ძი­მაშ­ვილ­მა ან­სამ­ბლის­ შე­მად­გენ­ლო­ბის გაზ­რდა გა­და­წყვი­ტა და ბა­ქო­დან ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტი ვა­გიფ მუს­ტა­ფა­-ზადე მი­იწ­ვია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი "ორე­რა­ში"­ თით­ქმის 2 წელი უკ­რავ­და. შემ­დეგ ის ლენი­ნგრა­დელ­მა ქარ­თველ­მა - თე­ი­მუ­რაზ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცეს-კუ­ხო­ლევ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. "ორე­რას""სხვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც და­ე­მა­ტნენ: ნანი ბრეგ­ვა­ძე და ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე. 1966 წელს ან­სამ­ბლი თა­მაზ ფანჩვი­ძემ დატ­ოვა. რო­ბერ­ტმა მის ნაც­ვლად გა­მოც­დი­ლი მე­საყ­ვი­რე და კონ­ტრა­ბა­სის­ტი გენო ნა­დი­რაშ­ვი­ლი მი­იწ­ვია და ჩა­მო­ყა­ლიბ­და 7-კაც­იანი ან­სამ­ბლი - "ოქ­როს გუნ­დი".

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რამ განარისხა ბრეჟნევი და როგორ გაარღვია "ორერამ" რკინის ფარდა

რამ განარისხა ბრეჟნევი და როგორ გაარღვია "ორერამ" რკინის ფარდა

ზუსტად 60 წლის წინ, 1955 წლის ზაფხულში, თბილისში, ლადო ასათიანის, ყოფილი ენგელსის ქუჩის 6 ნომერში, სადაც რობერტ ბარძიმაშვილი ცხოვრობდა, რამ­დენიმე ყმაწვილი იმხანად მოდ­ური ჯაზური კომპოზიციების შესწავლაში ატარებდა დღეებს.­ უცხოური მუსიკით გატაცების გამო რობერტს მასწავლებლები და დედა საყვედურობდნენ - სჯობს სერი­ოზულ საქმეს მოჰკიდო ხელი, მუსიკით ვერაფერს მიაღწევო...

უფროსების რჩევა ნაწილობრივ გაითვალისწინა. დედას შეჰპირდა, - უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარებ, მაგრამ არც მუსიკას მივატოვებო. მართლაც, მეორე წელიწადს ფრანგული ენის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. გიტარას აღარავინ უკრძალავდა, ამ საქმეში­ უკვე პროფესიონალი მუსიკოსი და უფროსი მეგობარი ინოლა გურგულია ეხმარებოდა.

1958 წელს რეჟისორები - გენო წუ­ლ­ა­­ია­­ და ნელი ნენოვა გაგრაში კინოკომედიას "წარსული ზაფხული"- იღებდნენ­. მომღერ­ალი ეპიზოდურ გადაღებებზე მიიწვიეს. სწორედ იქ შეხვდა ძველ მეგობარს, ზურაბ იაშვილს, გოგონებს გიტარაზე­ დაკვრით რომ ართობდა. სახელდახელო კონცერტი რომ დასრულდა, ზურაბთან მივიდა და ვოკალურ ჯგუფში გაერთიანება­ შესთავაზა.­ ახალი კვარტეტისთვის ბარძი­მაშ­ვილს კიდევ ორი კაცი სჭირდებოდა. რობერტმა არჩევანი­ თამაზ ფანჩვიძეზე შეაჩერა, მეოთხე წევრად კი მაშინ პერსპექ­ტი­ული ფეხბურთელი თეიმურაზ დავითაია­ მიიწვია.

1958 წელს ასე დაიბადა "ორერა". რობე­რტს იდეა გაუჩნდა - ემღერათ და დაეკრათ კიდეც. ამასთან, თითოეული სიმღერა­ შოუს ნომერი უნდა ყოფილიყო. ეს მაშინ­ ნოვაცია გახლდათ. კვარტეტის შოუპროგრამები არა მხოლოდ მუსიკით, არამედ დახვეწილი, მოდური სტილით, უცხოენოვანი რეპერტუარით, სცენაზე ლაღი ქცევითა­ და იმპროვიზაციით იყო გამორჩეული.

1963 წლიდან ბარძიმაშვილმა ანსამბლის­ შემადგენლობის გაზრდა გადაწყვიტა და ბაქოდან ცნობილი პიანისტი ვაგიფ მუსტაფა­-ზადე მიიწვია. აზერბაიჯანელი "ორერაში"­ თითქმის 2 წელი უკრავდა. შემდეგ ის ლენი­ნგრადელმა ქართველმა - თეიმურაზ მეღვინეთუხუცეს-კუხოლევმა ჩაანაცვლა. "ორერას"”სხვა პროფესიონალებიც დაემა­ტნენ: ნანი ბრეგვაძე და ვახტანგ კიკაბიძე. 1966 წელს ანსამბლი თამაზ ფანჩვიძემ დატ­ოვა. რობერტმა მის ნაცვლად გამოცდილი მესაყვირე და კონტრაბასისტი გენო ნადირაშვილი მიიწვია და ჩამოყალიბდა 7-კაც­იანი ანსამბლი - "ოქროს გუნდი".

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება