მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოლხი ქალთევზა" - გინესის რეკორდსმენი გოგონა საქართველოდან
"კოლხი ქალთევზა" - გინესის რეკორდსმენი გოგონა საქართველოდან

17 წლის, ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, რო­დე­საც დარ­და­ნე­ლის სრუ­ტე ხელ-ფეხ­შეკ­რულ­მა გა­და­ცუ­რა და პირ­ვე­ლი გი­ნე­სის რე­კორ­დი და­ა­მა­ყა­რა. მას შემ­დეგ ანა ლო­მი­ნა­ძეს "კოლხ ქალ­თევ­ზას" უწო­დე­ბენ. ულა­მა­ზეს და მი­ზან­სწრა­ფულ გო­გო­ნას კი­დევ არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბა წინ ელის.

ანა ლო­მი­ნა­ძე:

- ცურ­ვა­ზე სი­ა­რუ­ლი საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში და­ვი­წყე. და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც დე­და­ჩე­მის მე­გო­ბარ­მა, ჩემ­მა "მე­ო­რე დე­დამ" – ნანი ჭუმ­ბა­ძემ და­მა­წყე­ბი­ნა ცურ­ვის შეს­წავ­ლა. დიდი მონ­დო­მე­ბით და მო­ტი­ვა­ცი­ით ვსწავ­ლობ­დი. პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა კარ­გად მახ­სოვს, 6 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე მოყ­ვა­რუ­ლებ­ში, ხოლო 8 წლი­სა უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი. ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი გუ­ლაღ­მა ცურ­ვა­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­გზის პრი­ზი­ო­რი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბრა­სით, დელ­ფი­ნი­სა და კოლ­ხუ­რი ყა­ი­დით ცურ­ვა­ში. ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჩემ­პი­ო­ნი და თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­სის მფლო­ბე­ლი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი მა­ინც 2012 წლის 30 აგ­ვის­ტოა, რო­დე­საც დარ­და­ნე­ლის სრუ­ტის 5500 მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი, 47 წუთ­ში ხელ-ფეხ­შეკ­რულ­მა გა­დავ­ცუ­რე და გი­ნე­სის რე­კორ­დი და­ვამ­ყა­რე.

- რო­დე­საც ეს რე­კორ­დი და­ამ­ყა­რე, 17 წლის იყა­ვი...

- ჰო, ასე­თი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ნა­ბი­ჯის­თვის თით­ქოს პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია, რად­გან გვერ­დით მყავ­და ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც ჩემს გვერ­დით იყო და მამ­ხნე­ვებ­და... პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცუ­რა­ვის­თვის რთუ­ლი არ არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი მი­ღე­ბა, მით უფრო როცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ში. იმ დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად იმა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბა იმ დო­ნის არ იყო, რაც ასე­თი რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბი­სას არის სა­ჭი­რო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"კოლხი ქალთევზა" - გინესის რეკორდსმენი გოგონა საქართველოდან

"კოლხი ქალთევზა" - გინესის რეკორდსმენი გოგონა საქართველოდან

17 წლის, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც დარდანელის სრუტე ხელ-ფეხშეკრულმა გადაცურა და პირველი გინესის რეკორდი დაამაყარა. მას შემდეგ ანა ლომინაძეს "კოლხ ქალთევზას" უწოდებენ. ულამაზეს და მიზანსწრაფულ გოგონას კიდევ არაერთი წარმატება წინ ელის.

ანა ლომინაძე:

- ცურვაზე სიარული საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. დაახლოებით 3-4 წლის ვიქნებოდი, როდესაც დედაჩემის მეგობარმა, ჩემმა "მეორე დედამ" – ნანი ჭუმბაძემ დამაწყებინა ცურვის შესწავლა. დიდი მონდომებით და მოტივაციით ვსწავლობდი. პირველი გამარჯვება კარგად მახსოვს, 6 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ადგილი ავიღე მოყვარულებში, ხოლო 8 წლისა უკვე საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გულაღმა ცურვაში, ასევე საქართველოს მრავალგზის პრიზიორი და გამარჯვებული ბრასით, დელფინისა და კოლხური ყაიდით ცურვაში. ასევე აზერბაიჯანის ჩემპიონი და თბილისის მერიის თასის მფლობელი. ჩემთვის ყველაზე მნიშნველოვანი თარიღი მაინც 2012 წლის 30 აგვისტოა, როდესაც დარდანელის სრუტის 5500 მეტრიანი მონაკვეთი, 47 წუთში ხელ-ფეხშეკრულმა გადავცურე და გინესის რეკორდი დავამყარე.

- როდესაც ეს რეკორდი დაამყარე, 17 წლის იყავი...

- ჰო, ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის თითქოს პატარა ვიყავი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, რადგან გვერდით მყავდა ახლობლები, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ. მწვრთნელი, რომელიც ჩემს გვერდით იყო და მამხნევებდა... პროფესიონალი მოცურავისთვის რთული არ არის გადაწყვეტილები მიღება, მით უფრო როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ შესაძლებლობეში. იმ დღეს ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, რომ ორგანიზება იმ დონის არ იყო, რაც ასეთი რეკორდის დამყარებისას არის საჭირო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს